თადუმაძე: პროკურატურაში სამართლიანობის მოთხოვნით 52 530 საჩივარია შეტანილი
შალვა თადუმაძე
ფოტო: facebook
სამართლიანობის აღდგენის ნაწილში გამოწვევა დიდია, მოლოდინიც დიდია და მემკვიდრეობა არის საკმაოდ მძიმე, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით საქართველოს პროკურატურაში სამართლიანობის მოთხოვნით 52 530 საჩივარია შეტანილი.
„ბევრი მსჯელობა და ბევრი მუშაობა მიმდინარეობდა იმ მოდელებზე და მათ შორის მეც ვიყავი ჩართული, თუ რა ფორმით უნდა ჩამოყალიბებულიყო ის სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა სამართლიანობის აღდგენას. დღეს ჩამოყალიბებული სტრუქტურა მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს, თუმცა ტემპი არის საკმაოდ დაბალი და სხვანაირად არც შეიძლება, რადგანაც არსებობს სახელმწიფო და არც ადამიანური რესურსი, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში 52 530 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. სამწუხარო ტემპია და ჩემი აზრით, ცოტა არასერიოზულიც, რადგან ამ სტრუქტურული ერთეულის მიღწევა არის წელიწადში 50 საქმე და თუ ამ ანგარიშს მივყვებით, ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ 1030 წლის შემდეგ, რაც არასერიოზულია, სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, რომლის გამოწვევაც სამართლიანობის აღდგენაა”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, სამართლიანი პროკურატურა რომ ჩამოყალიბდეს, 52 530 საქმესთან დაკავშირებით უნდა იყოს სისტემური მიდგომა.
„ზოგადად სისხლის სამართლის საქმეები უნიკალურია, ინდივიდუალობით გამოირჩევა და და ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ ეს ის მოცემულობაა, როცა არ შეიძლება ამ სახით მივუდგეთ საქმის წარმოებას, რადგან მემკვიდრეობა არის საკმაოდ მძიმე. ვფიქრობ, სისტემური მიდგომის შემდეგ, საქმეების კლასიფიკაცია მოხდება. არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ითხოვენ, ვუთხრათ, რომ თქვენ უდანაშაულოები იყავით იმ პერიოდში. ვიცით, სისხლისსამართლებრივი დევნა გადასახადის გადაუხდელობის გამოც ხორციელდებოდა, მეორე მოთხოვნა ეს არის დაუბრუნდეს ქონება და ეს ის ქონებებია, რომელსაც სახელმწიფო ვერ იყენებს, ვერც ვერასოდეს გამოიყენებს და მისი შენახვა მოვლაში უფრო მეტს იხდის, ვიდრე მის დაბრუნებაში გადაიხდის. ვფიქრობ, შეიძლება ერთიანი გადაწყვეტილებების მიღება ამ სახის სისხლის სამართლის საქმეებზე. არის საქმეები, რომლებიც რთულია, მოთხოვნაც იმაზე მაღალია, ვიდრე სახელმწიფოს ამის რესურსი აქვს. არის საქმეები, ჩამორთმეული ქონება, როდესაც გადაყიდულია კეთილსინდისიერ შემსყიდველზე, ჩამორთმეული ქონების საინვესტიციო ღირებულება გაზრდილია სახელმწიფოს მიერ ან ვთქვათ, მყიდველის მიერ შემდგომ. ეს საქმეები არის ის რთული საქმეები, რომელზეც პროკურატურას მაინც სამართლებრივად აქვს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ის უკვე სამართლის სხვა დარგი, სამოქალაქო სამართალი უნდა ჩაერთოს და იქ მხარეებმა გაარკვიონ ეს ქონება უნდა დაბრუნდეს თუ არ დაბრუნდეს, რა ღირებულებით უნდა დაბრუნდეს. თუ რამეს ვერ ვაკეთებთ, მიმაჩნია, რომ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ არის რაღაც მოთხოვნები და სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სამართლის მოთხოვნის მოლოდინი არის იმაზე მეტი, ვიდრე ეს შესაძლებელია. თუ ვერ ვაბრუნებთ ამ ქონებას, ან თუ ვერ უზრუნველვყოფთ მის ფინანსურ ანაზღაურებას, უნდა ვთქვათ, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს არც კანონიერი, არც ეკონომიური შესაძლებლობა არ აქვს, რო, მოქალაქეთა მოთხოვნის ეს ნაწილი დააკმაყოფილოს”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
დღეს პარლამენტში შალვა თადუმაძეს უსმენენ.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 03:18
მსოფლიო
ტრამპი: მალე, აშშ და სომხეთი ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
28 მაისი 2026, 03:07
მსოფლიო
პორტუგალიის პრემიერი ევროპას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უჭერს მხარს
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი უშუალოდ ყველა მხარეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს.
28 მაისი 2026, 02:36
სპორტი
„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა
ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
28 მაისი 2026, 01:44
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.
28 მაისი 2026, 00:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია
პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.
28 მაისი 2026, 00:18
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა
მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.
28 მაისი 2026, 00:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციელის მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას ჩრდილს აყენებს. რაც მთავარია, გამოძიება დაწყებულია
მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.
28 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება
ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
28 მაისი 2026, 00:08
მსოფლიო
POLITICO: პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო
პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN), რომლის წევრიც არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, - წერს გამოცემა POLITICO.
28 მაისი 2026, 00:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს
ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირმა სისხლისღვრამ.
27 მაისი 2026, 23:51
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან
მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
27 მაისი 2026, 23:41
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ
ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.
27 მაისი 2026, 23:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი
ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, დიფ სთეითის ხელდასხმული ე.წ. პოლიტ ელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას
საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს
ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.
27 მაისი 2026, 23:15
პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს
კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.
27 მაისი 2026, 22:44
მსოფლიო
Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 22:11
პოლიტიკა
სულიკო ასათიანის შვილი პაატა ასათიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობაზე“ თავიდანვე ამბობდა - ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს. სხეულზე არცერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი რომ ნაცემი არ ყოფილიყო
ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა თავიდანვე და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს, - განუცხადა „ქრონიკას“ სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 21:52
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ იმ პროცესის დაწყებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში მიიყვანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც - ჩვენთვის პრიორიტეტი ბალკანეთია
იტალია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, თუმცა სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტერესებსაც ითვალისწინებს და რომისთვის პრიორიტეტად დასავლეთ ბალკანეთი რჩება. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ლიმასოლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
27 მაისი 2026, 21:47
სამართალი
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.


