imedi /  27 ივლისი 2018, 08:55 / სანდო წყარო

დღეს გიორგი გიორგანაშვილის საქმის არსებითი განხილვაა დანიშნული

გიორგი გიორგანაშვილი

გიორგი გიორგანაშვილი

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს პროკურატურის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

დაცვის მხარის უფლებადამცველი, გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ მათთვის ჯერჯერობით უცნობია ბრალდების მხარის მოწმეების ვინაობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის, იმავე ბახალას საქმის არსებითი განხილვა დღეს 13:00 საათზეა დანიშნული.

წინა პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ, თუმცა პროცესი გადაიდო.

მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს. 

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

30 მარტს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, ირაკლი ქორიძე, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. 

დავით მათიკაშვილმა ქორიძის შესახებ "ქრონიკაში" ილაპარაკა და თქვა, რომ ქორიძე 2011 წელსაც იყო დაკავებული, თუმცა 2014 წელს ის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა

ახალი ბრალდების პარალელურად, სააპელაციო სასამართლოში გიორგანაშვილის ადვოკატმა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომ მსახიობი პატიმრობაში დატოვა. 

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) აცხადებს, რომ ის ქართული სასამართლოს განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებს. ამის შესახებ მან Facebook-ის გვერდზე დაწერა.

ყველა სიახლე

მაია ომიაძე

27 თებერვალი 2024, 11:29

საზოგადოება

მაია ომიაძე: ჩინელი ტურისტები სასურველი არიან მთელი მსოფლიოსთვის, მათ ახასიათებთ ხანგრძლივი მოგზაურობა, საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ

„ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ძალიან სასურველი იქნება ჩინელი ტურისტი. 2023 წელს 50 ათასამდე ჩინელის სტუმრობდა საქართველოს. წელს გვაქვს მთელი რიგი აქტივობები დაგეგმილი. ვგეგმავთ ვიზიტს ჩინეთში და მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენაში, შანხაიში, სადაც ქართულ ტურისტულ კომპანიებს წავიყვანთ და დავამეგობრებთ, დავაკავშირებთ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან. ასვე ტურიზმის ასოციაციებთან გვექნება მჭიდრო კავშირები და რა თქმა უნდა, ვგეგმავთ მარკეტინგულ კამპანიებს, როგორც ციფრული ასევე ტრადიციული მედია საშუალებებით“, - აღნიშნა ომიაძემ.

გურამ მაჭარაშვილი

27 თებერვალი 2024, 11:17

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ლგბტქ პროპაგანდული წიგნის შესახებ: საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ლგბტქ პროპაგანდა ბუნებრივი მოვლენაა და საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ ვითომ ევროპულ და ცივილიზებულ მიღწევას

საქმე ისევ დეზინფორმაციასთან გვაქვს, რადგან პრეზენტაციის მესვეურები სიხარულით გვამცნობენ, რომ თურმე ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტქ პროპაგანდის მაგალითები, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დეზინფორმაციის მიზანიც ხომ ის არის, რომ ტყუილი სიმართლედ მონათლონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა მედიასთან ბრიფინგზე.

27 თებერვალი 2024, 11:15

საზოგადოება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი წესები მიიღო

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეგულირების კუთხით არსებული ევროპული გამოცდილების, კერძოდ, საფრანგეთის წარმატებული პრაქტიკის შესწავლის შედეგად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის“, „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის“ და „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის“ წესები დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ნიკა მამუკელაშვილი

27 თებერვალი 2024, 11:15

ეკონომიკა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის უფროსი: უვიზო რეჟიმი ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისთვის დამატებითი წამახალისებელი საშუალება იქნება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის უფროსის, ნიკა მამუკელაშვილის განცხადებით, ჩინეთთან უვიზო რეჟიმის დაწესება ბიზნესისთვის დამატებითი წამახალისებელი საშუალება იქნება.

27 თებერვალი 2024, 11:02

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულია სამი პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

27 თებერვალი 2024, 10:47

საზოგადოება

„საქართველო ღვინის სამშობლო“ - ამ გზავნილით პორტუგალიაში გამოფენა Simplesmente Vinho ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა სტუმრებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, პორტუგალიის ქალაქ პორტოში გართულ გამოფენაში Simplesmente Vinho ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 მარანი მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოფენაში ბუნებრივი ღვინის 112 მწარმოებელი მონაწილეობდა პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ქართველი მეღვინეების შეფასებით, ქვევრის ღვინის მიმართ დაინტერესება დიდი იყო, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ახალი სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ.

მაკა ბოჭორიშვილი

27 თებერვალი 2024, 10:38

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პოზიციები გავაჟღეროთ ჩვენს კოლეგებთან ევროპარლამენტში და განვიხილოთ ის პროგრესი, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პოზიციები გავაჟღეროთ ჩვენს კოლეგებთან ევროპარლამენტში და განვიხილოთ ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ სტრასბურგში განუცხადა.

27 თებერვალი 2024, 10:24

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, უკრაინას შეუძლია მეტი გააკეთოს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, უკრაინას შეუძლია მეტი გააკეთოს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინა ჩართულია კორუფციაში, კერძოდ საუბარი იყო ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის მიტაცებაზე, რომელთა ღირებულებაც ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს.

27 თებერვალი 2024, 09:55

სამართალი

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს, ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 20 000 ლარი გამოართვეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელით.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

27 თებერვალი 2024, 09:29

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება უვიზო მიმოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვის

ეს წაახალისებს როგორც ტურიზმს, ისე ზოგადად, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ამიტომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

27 თებერვალი 2024, 09:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ჩინეთი უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანაა, მათ შორის, ეკონომიკური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო კუთხით

ჩინეთი უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანაა, მათ შორის, ეკონომიკური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო კუთხით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2024, 09:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

27 თებერვალი 2024, 08:50

მსოფლიო

ისრაელის არმია „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიშს განაგრძობს

ისრაელის არმია ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტების განადგურებას განაგრძობს. „ცაჰალმა“ ანკლავის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩენილი კიდევ ერთი, 10-კილომეტრიანი გვირაბის კადრები გავრცელა, რომელიც, სამხედროების ცნობით, ღაზის უნივერსიტეტისა და საავადმყოფოს ქვეშ გადის და ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს აკავშირებს.

27 თებერვალი 2024, 08:25

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 734-ე დღეს

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. 27 თებერვლის ღამეს აფეთქებების ხმა ისმოდა პოლტოვაში. საოკუპაციო ძალებმა მასირებული ავიაიერიში მიიტანეს, თუმცა სამხარეო მმართველობის ცნობით, არცერთი რაკეტა მიზანს არ მოხვედრია.

27 თებერვალი 2024, 08:01

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტარებს ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან შეხვდება.

ემანუელ მაკრონი

27 თებერვალი 2024, 02:52

მსოფლიო

მაკრონი: მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისათვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის

პარიზში გამართული უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო კონფერენციის დასასრულს, რომელსაც 21 სახელმწიფოს მეთაური დაესწრო, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოხატა თავისი მტკიცე განწყობა, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Le Figaro ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი

27 თებერვალი 2024, 02:39

მსოფლიო

მაკრონი: მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს ამ ომში

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

27 თებერვალი 2024, 02:14

მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირის ქვეყნები ჯერ კიდევ არ აკეთებენ საკმარისს იმისათვის, რომ რუსეთს ხელი შეუშალონ სანქცირებული ტექნოლოგიების მოპოვებაში

ევროკავშირის ქვეყნები ჯერ კიდევ არ აკეთებენ საკმარისს იმისათვის, რომ რუსეთს ხელი შეუშალონ სანქცირებული ტექნოლოგიების მოპოვებაში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დმიტრო კულება

27 თებერვალი 2024, 01:38

მსოფლიო

კულება: მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, ვინც ქვეყანა დატოვა რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან, განიხილონ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინელებს მიმართა, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დროს დატოვეს, და უკრაინაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

გრეგ ებოტი

27 თებერვალი 2024, 01:11

მსოფლიო

ტეხასის გუბერნატორი LGBTQ თემის საწინააღმდეგო კანონებზე გაეროს კრიტიკაზე: გაეროს შეუძლია დაახვიოს

ტეხასის შტატის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა უარყო ბოლოდროინდელი კრიტიკა შტატის ახალი კანონების მიმართ, რომლის სამიზნე LGBTQ პირებია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.