პოლიციელი ვალდებული იქნება ოჯახში ძალადობის მსხვერპლსა და მოძალადეს სამ დღეში ერთხელ გაესაუბროს
ფოტო: shutterstock.com
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 1 სექტემბრიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა.
როგორც შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" უთხრა, იქ, სადაც ოჯახში ძალადობის მაღალი რისკია, მინიმუმ სამ დღეში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს მსხვერპლთან და მოძალადესთან კომუნიკაცია.
ლონდა თოლორაიას თქმით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლს პერიოდულად ჰკითხავენ არ გრძნობს მოძალადისგან ახალ საფრთხეს, ხოლო მოძალადეს პერიოდულად შეახსენებენ, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრება ორდერის დარღვევის შემთხვევაში.
"მსხვერპლის კონტროლს აქვს ერთადერთი მიზანი - სატელეფონო კომუნიკაციის ან პირადად შეხვედრის გზით რაც შეიძლება ხშირად ვკითხოთ მას, როგორ გრძნობს თავს, ხომ არ გრძნობს მოძალადისგან ახალ საფრთხეს და ა.შ. რაც შეეხება მოძალადეს, ხშირად ხდება მისთვის იმის შეხსენება, რომ თუ ორდერს დაარღვევს, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. მისი მონიტორინგიც ან სატელეფონო კომუნიკაციით ან ბინაზე გამოცხადების გზით ხორციელდება, რაც პოლიციის მხრიდან შეიძლება იყოს მოულოდნელი.
შემაკავებელი ორდერის მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე და შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ხორციელდება მონიტორინგი. იქ, სადაც ძალადობის მაღალი რისკია, მინიმუმ სამ დღეში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს მსხვერპლთან და მოძალადესთან კომუნიკაცია. იქ, სადაც საშუალო რისკია, მინიმუმ ხუთ დღეში ერთხელ და იქ, სადაც დაბალი რისკია, მინიმუმ შვიდ დღეში ერთხელ“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
თოლორაიას თქმით, შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, პირის პასუხისმგებლობის დამძიმების შესახებ შსს-მ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა. მისი თქმით, შემაკავებელი ორდერის დარღვევა პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გულისხმობს, მეორედ დარღვევის შემთხვევაში კი პირს ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
"ალბათ, საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი ამ კანონპროექტს დაამტკიცებს. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსკენ უკვე უნდა იყოს დანერგილი ელექტრონული სამაჯურების სისტემა და მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ მოხდება ამ სამაჯურების გამოყენება, როგორც მონიტორინგის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.
16 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.
16 აპრილი 2026, 21:36
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.
16 აპრილი 2026, 21:21
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.
16 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე
არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს.
16 აპრილი 2026, 20:59
პოლიტიკა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი - ამ თემების შესახებ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ისაუბრა. „ქრონიკი“ სიუჟეტი
ომების და არასტაბილურობის ფონზე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მარშრუტების საჭიროება დაადასტურა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმაც.
16 აპრილი 2026, 20:51
პოლიტიკა
საგარეო ჩარევა და მშვიდობა - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა. გზავნილები და ორმხრივი შეხვედრები - „ქრონიკა” სტამბოლიდან
სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. უხილავი გავლენების ეპოქა და ორმაგი სტანდარტები - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა.
16 აპრილი 2026, 20:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.
16 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 20:30
პოლიტიკა
რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ერთადერთი განმარტება და თავის მართლება პრობლემის ტექნიკურ ხარვეზად წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სხვა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინფორმაცია განახლებადია.
16 აპრილი 2026, 20:28
საზოგადოება
ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის
გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის, - აცხადებს საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კვარაცხელია „ქრონიკასთან“.
16 აპრილი 2026, 20:21
პოლიტიკა
საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება. საქაერონავიგაცია და ეკონომიკის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ოპოზიციასთან ერთად სკანდალურ ამბად წარმოაჩენენ.
16 აპრილი 2026, 20:19
საზოგადოება
ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე: როდესაც ვაკვირდებით ტელესკოპით, ის თეთრი კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს ამცირებს გამჭვირვალობას
ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორმა ბიძინა ჩარგეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეცნიერებმა აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მოითხოვეს.
16 აპრილი 2026, 20:10
პოლიტიკა
აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს.
16 აპრილი 2026, 20:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა რუმინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუმინული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
16 აპრილი 2026, 19:56
მსოფლიო
ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე.
16 აპრილი 2026, 19:48
მსოფლიო
სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება, თუ უკრაინა „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის მიწოდებას „დრუჟბის“ ნავთობსადენით.


