Imedi /  06 სექტემბერი 2018, 14:42 / სანდო წყარო

ბარნოვის ქუჩაზე შვილების თვალწინ მოკლული ქალის საქმეზე სასამართლო პროცესები დაიწყო

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ბრალდებული ვეფხია ბაქრაძეა. ბრალდების მიხედვით, მან 25 წლის გერს თამარ გამრეკელაშვილს შვილების თანდასრებით ყელი გამოჭრა. დღევანდელი პროცესი დახურულია.

მოკლული დედის ნათია გაბოძის თქმით, ვეფხია ბაქრაძე მასზეც ძალადობდა და ამიტომ იყო მასთან ცხოვრების წინააღმდეგი: "ის არამარტო მკვლელი, არამედ მოძალადეცაა. ყველაზე უკანასკნელი და აღვირახსნილი ადამიანია", - თქვა მოკლული გოგოს დედამ და დასძინა, რომ ყველას შეეწინააღმდეგება, ვინც ვინც იტყვის, რომ ბაქრაძეს მისი შვილი ბავშვების თვალწინ არ მოუკლავს.

25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ბაქრაძეს წინასწარი პატიმრობა 17 აპრილს შეეფარდა. 

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, დასთან იყო. ის სახლში ბავშვების თვალწინ მოკლეს.

დაღუპულის დედის მეგობარი კაცი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე, სოფელ თელეთში 14 აპრილს დააკავეს. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

13 ივნისი 2021, 13:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: საქართველო ნატო-სა და ევროკავშირთან ძალიან ახლოს არის, დამოუკიდებლობის შემდეგ ასე ახლოს ნამდვილად არ ყოფილა

დიდ სურვილს გამოვთქვამთ, რომ საქართველოსთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრისთვის ნატო-ს კარი გაიღება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

13 ივნისი 2021, 13:49

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია ის როლი, რომელიც აშშ-სთან ერთად ითამაშა საქართველომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხში

მნიშვნელოვანია ის როლი, რომელიც აშშ-სთან ერთად ითამაშა საქართველომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხში. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არაერთი მადლობის წერილი გავრცელდა, რომელიც მიიღო, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან, ასევე სტრატეგიული პარტნიორებისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

13 ივნისი 2021, 13:47

პოლიტიკა

რას წერენ მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების მიღწევაში ირაკლი ღარიბაშვილის როლზე

„ესპანურენოვანი პოპულარული გამოცემები ავრცელებენ აზერბაიჯანის საგარეოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ესპანურ ენაზე (ევროპაპრესი, ელ მუნდო, ელ პაისი და სხვა) აღნიშნულია საქართველოს დადებითი პოზიციონირება აღნიშნულ ქმედებაში ციტატა: - “ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი“.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 13:21

პოლიტიკა

თურქული Daily Sabah-ი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაში ირაკლი ღარიბაშვილის როლზე წერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან ამ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს, - ამის შესახებ თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს.

კახა კალაძე

13 ივნისი 2021, 13:15

საზოგადოება

კახა კალაძე: 13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება

ყველას გვახსოვს 2015 წელს რამხელა ტრაგედია დატრიალდა, ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ამ ადიანების ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 13:15

პოლიტიკა

France 24: საქართველოს პრემიერის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს

როგორც გამოცემა წერს, აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედრო ტყვე უკვე გაათავისუფლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს.

13 ივნისი 2021, 13:03

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 425-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 20 6742-მა მოქალაქემ გაიარა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

13 ივნისი 2021, 12:56

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.38%-ია

12 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.38%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.61%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.29%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 12:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ - 24-საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან

ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, პირადად ვიყავი ჩართული, 24-საათიანრეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან, მანამდეც მქონდა შეხვედრები, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციაში ვიყავით, რაც დასრულდა კონკრეტული შედეგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 12:49

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: 13 ივნისი გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი

ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, მეორე მხრივ კი ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოს სამიტზე ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი

ნატოს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული.

ჰელგა შმიდი

13 ივნისი 2021, 12:26

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა

2021 წლის 14-16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 12:16

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ირაკლი ღარიბაშვილი თამარაშვილისა და ვარაზის ხევის დამაკავშირებელ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან, ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

13 ივნისი 2021, 12:09

რეგიონი

სამტრედიის დევნილთა დასახლებაში ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი მოეწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ბავშვთა სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცე დაათვალიერა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 12:05

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი, 522 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 276 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. რეგიონების მაჩვენებლები ასეთია: აჭარა - 45, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 25, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

13 ივნისი 2021, 12:01

COVID19

საქართველოში 688 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში, 688 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 78, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 345 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 734 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

13 ივნისი 2021, 12:00

რეგიონი

ქუთაისში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსთან სტადიონი მოეწყო

ქუთაისში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსთან მინი-სტადიონი მოეწყო. შესრულებული სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 11:58

რეგიონი

ქუთაისში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართება​

ქალაქ ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 14 ივნისს, შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, სლოგანით „შენ შეგიძლია!“ გაიმართება.

13 ივნისი 2021, 11:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 522 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 074 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

13 ივნისი 2021, 11:45

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.