Imedi /  04 ოქტომბერი 2018, 19:22 / სანდო წყარო

პროკურატურას აინტერესებს რატომ დახარჯა ფონდმა ბურჭულაძის ცოლის მგზავრობაზე თანხა

პაატა ბურჭულაძე და მისი ცოლი

მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავცელებს.

მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ამასთან უწყება იმ მიზნებზე წერს განცხადებაში, რომლის დადგენასაც გამოძიება ცდილობს:

"გამოძიების მიზანია დაადგინოს რა სახსრები მიიღო ფონდმა 2004-2017 წლებში და აღნიშნული სახსრები გამოიყენა თუ არა ფონდის ინტერესების სასარგებლოდ. ამ ეტაპზე გამოძიება სწავლობს სამ ძირითად მიმართულებას: პირველი ეპიზოდი შეეხება  პაატა ბურჭულაძეს და მისი მეუღლის ანგელა ვასილენკოს​ მგზავრობის ხარჯების ფონდის კუთვნილი თანხებიდან ანაზღაურებას. უნდა აღინიშნოს, რომ  პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის ანგელა ვასილენკოს მხოლოდ მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდმა დახარჯა 700 000 ლარამდე, იმ პირობებში, როდესაც დაუდგენელია ანგელა ვასილენკოს​ როლი ფონდის საქმიანობაში.

მეორე ეპიზოდი ეხება საქართველოში პაატა ბურჭულაძის სასარგებლოდ გაწეულ სასტუმრო მომსახურების ხარჯებს. დაუსაბუთებელია, ფონდის სახსრებიდან რატომ უნდა დახარჯულიყო პაატა ბურჭულაძის სასტუმროს მომსახურების დასაფარად დაახლოებით 40 000 ლარი. გაუგებარია და გარკვეულ ეჭვებს აჩენს ფონდის რომელ მიზანს ემსახურებოდა პაატა ბურჭულაძს ცხოვრება თუ სხვა სახის მომსახურება სასტუმროში, მითუმეტეს, რომ ბურჭულაძეს საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფონდს - კეთილმოწყობილი ოფისი, სადაც შესაძლებელი იყო შეხვედრების გამართვა და მოლაპარაკებების წარმოება.

ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემის ეპიზოდზე. აღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ფონდს გადაეცა სიმბოლურ ფასად, რათა ამ უკანასკნელს ქონება გამოეყენებინა ფონდის მიზნებისათვის. ამ ნაწილში დგინდება, რომ ფონდმა ერთ-ერთ საწარმოს იჯარით გადასცა ხსენებული უძრავი ქონება, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა რესტორანი, იჯარიდან მიღებული შემოსავალი კი უნდა გამოეყენებინა ფონდის საქველმოქმედო მიზნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო და მისი ქვემოიჯარე საკმაოდ რენტაბელურ საწარმოებს წარმოადგენდნენ, ისინი დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ჯეროვნად არ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს - ფონდს სრულად არ უხდიდნენ იჯარის თანხას, თუმცა მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება საწარმოსთან არ შეწყვეტილა, უფრო მეტიც, საწარმოს მიეცა საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. შედეგად, ფონდმა ვერ მიიღო ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა უდედმამო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსა და ფონდის სხვა მიზნებს. ამ დროისათვის, გამოძიების მიერ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქველმოქმედო ფონდში 2004-2017 წლებში მოზიდული შემოწირულობების დაახლოებით მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხები ხმარდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები  პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსთვის​ ანაზღაურებული ავიაბილეთების ღირებულება, ხელფასი და სხვა ხარჯი ჯამურად 254 000 ლარს შეადგენს, ასევე გადახდილი ხელფასი - დაახლოებით 25 000 ლარს, და სხვა ხარჯი - დაახლოებით 337 000 ლარს შეადგენს. ამჟამად, საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზეა. მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანჟელა ვასილენკო 4 ოქტომბერს სასამართლოში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა მან საქართველო დატოვა და მოსკოვში გაფრინდა. 

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება გასული წლის 20 სექტემბერს დაიწყო.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2026, 23:52

მსოფლიო

ევროკავშირი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული მუქარა მიუღებელია

ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათ სასამართლო დატოვონ, რაც ჰააგაში დაფუძნებული ინსტიტუტის იზოლირებისკენ მიმართული აშშ-ის ძალისხმევის მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 23:37

მსოფლიო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო

სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.

14 ივლისი 2026, 23:23

პოლიტიკა

ზუგდიდში ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში” პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს პარტია „თავისუფლების მოედანი"-ს თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის” პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

14 ივლისი 2026, 21:55

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 21:34

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 21:29

საზოგადოება

ახალი კერა ქველმოქმედებისა და განათლებისთვის ბათუმში! კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მრავალფუნქციურ ცენტრ „ბეთლემს“ საფუძველი ჩაეყარა! „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბათუმში ახალ, მასშტაბურ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემს“ ჩაეყარა საფუძველი. მრავალფუნქციური კომპლექსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შენდება.

გოგა ხაინდრავა

14 ივლისი 2026, 20:51

საზოგადოება

ხაინდრავამ „ფორმულას“ დავა მოუგო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ფორმულამ“ სასამართლოში დავა წააგო. გოგა ხაინდრავასთვის მორალური ზიანის მიყენების გამო, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიას ათი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მედიასაშუალებას დაევალა საკუთარი ტელეეთერით უარყოს მოსარჩელის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 ივლისი 2026, 20:49

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს.

14 ივლისი 2026, 20:43

პოლიტიკა

ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში გინება და ადამიანის ღირსების შელახვა კანონის ჩარჩოებს სცდება. ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა.

14 ივლისი 2026, 20:42

რეგიონი

მესამე დღე მასშტაბური სტიქიიდან - „ქრონიკის“ რეპორტაჟი თელავიდან

კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომუნალური სერვისები სრულად მიეწოდება. რჩება ერთეული გამონაკლისები.

კაია კალასი

14 ივლისი 2026, 20:32

პოლიტიკა

შავი ზღვის სტრატეგია და იგნორირების პოლიტიკა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილი და ოფიციალური თბილისის მწვავე პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დისტანცირების მცდელობა და შავ ზღვაზე მსჯელობა - მთავარი დამკავშირებლის, საქართველოს გარეშე.

14 ივლისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ეუთოს სათავო ოფისის პასუხი „ქრონიკას“, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და საქართველოსთან მიმართებით ასამბლეის ქმედებების შესახებ კითხვით მიმართა

„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.

14 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

რატომ გადაიქცა ეუთო კოორდინირებული თავდასხმის იარაღად? საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და „ქრონიკის“ კითხვები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი ტექსტი საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

14 ივლისი 2026, 20:24

სამართალი

ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან - უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წლის მიზნობრივი ამოცანა 4 ათასი არალეგალისგან გათავისუფლებაა, ნახევარს ქვეყანა უკვე დაატოვებინეს. ბოლო ნახევარ წელიწადში გაძევებულთა რიცხვი კი წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს 70 პროცენტით აღემატება.

14 ივლისი 2026, 20:23

სამართალი

500-მდე მოტყუებული მოქალაქე და ყალბი ისტორიები ამერიკაში თავშესაფრისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. ანალოგიური წარმატებული თანამშრომლობის შედეგებისთვის გასულ თვეს საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებას საელჩოს წარმომადგენლებმა მადლობა პირადად გადაუხადეს.

14 ივლისი 2026, 20:22

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის

აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა.

14 ივლისი 2026, 20:20

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

9 რეგიონი და 28 პასუხისგებაში მიცემული. სახელმწიფო ტენდერებიდან მითვისებული სოლიდური თანხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა.

ბორის ჯონსონი

14 ივლისი 2026, 19:40

მსოფლიო

The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა

ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 19:26

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით.

ზურაბ პატარაძე

14 ივლისი 2026, 19:17

რეგიონი

ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.