რას ჰყვება 14 წლის წინ დაკარგული ბავშვის დედა საქმეზე, რომელშიც გორელი იაგო ნებიერიძე ფიგურირებს
ფოტო: შსს
9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, 14 წლის წინ, სხვა ბავშვის გატაცების საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მისთვის გამოძიებას ბრალი არ წაუყენებია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედა, ხათუნა ბერძნიშვილი ამბობს, რომ დაკავებული იაგო ნებიერიძე მაშინ მათთან ავტოფარეხში მუშაობდა.
,,ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11-წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა. თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე,“ - აცხადებს ხათუნა ბერძნიშვილი.
ბრალდებული 2004 წელს დაკავებიდან ძალიან მალე სახალხო დამცველის განცხადებაში მოხვდა. სოზარ სუბარი მისი ცემის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევას სთხოვდა. დაკავებული, რომელიც მაშინ 22 წლის იყო, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, დროებითი დაკავების საკანში, სასტიკად ნაცემი ნახა. ის ამბობდა, რომ გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალის აღიარების მიზნით სცემეს და დაემუქრნენ.
გაუჩინარებული ბიჭის დედა ამბობს, რომ 14 წლის წინ მომხდარი ფაქტი დღემდე გამოუძიებელია.
,,ძალიან ბევრი ვიარეთ, სხვადასხვა ინტანციებში, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. დღეს კი, საერთოდ არ ვიცით, ამ საქმეს რა ბედი ეწია. ჩემი შვილი კი არ ჩანს. 20 სექტემბერს 25 წლის უნდა გამხდარიყო.“ - ამბობს ხათუნა ბერძნიშვილი.
2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.
გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა სიახლე
31 მაისი 2026, 14:40
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულდა. ნატო-ში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად მიღება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუმინეთში რუსული დრონის შეჭრასა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება. დონალდ ტუსკის თქმით, ნატოს წევრებმა რუსეთის მხრიდან პროვოკაციები და მუქარის შემცველი განცხადებები სერიოზულად უნდა მიიღონ.
31 მაისი 2026, 14:35
მსოფლიო
მეტე ფრედერიქსენი: დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიდან აგრესიის ახალი ტალღა გველოდება
„სამწუხაროდ, ასეთი სცენარი შესაძლებელია. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ზუსტად როგორ და სად შეიძლება გამწვავდეს ვითარება. ასევე, არ ვიცი, კონკრეტულად რის წინაშე დავდგებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიდან აგრესიის ახალი ტალღა გველოდება. ვფიქრობ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ - უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით და ნებისმიერ ფასად უნდა დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა დანიის პრემიერმა.
31 მაისი 2026, 14:31
საზოგადოება
სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
დღეს სულთმოფენობაა - ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში მწვანე ბალახსა და ყვავილებს აფენენ, ტრადიცია ძველი აღთქმიდან მოდის.
31 მაისი 2026, 14:29
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება
დღეს და ხვალ - 1 ივნისს 12:00-დან 22:00 საათამდე სტუმრებს დახვდებათ კონცერტები, ანიმატორების წარმოდგენები, დრამერებისა და ილუზიონისტის შოუ, სახალისო თამაშები, პარტნიორი კომპანიების მიერ მოწყობილი სპეციალური სივრცეები, კულტურული და შემეცნებითი პროგრამები.
31 მაისი 2026, 14:25
საზოგადოება
„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია და მედია ტური გაიმართა - ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი დასრულების ეტაპზეა
„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია და მედია ტური მოეწყო. ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ შესრულებულ სამუშაოებს. ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი დასრულების ეტაპზეა. თბილისის მასშტაბით უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი. განახლდა და მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები. გაკეთდა 4 ახალი ჭაბურღილი, რომელიც ტერიტორიას სარწყავი სისტემით ამარაგებს.
31 მაისი 2026, 14:20
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ბაჩო ახალაია სადისტური რეჟიმის ერთ-ერთი თანაშემოქმედია. საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის
სანთლით მოძებნა არ დასჭირდებათ, რადგან ასეთი ადამიანები სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია. ჩვენ გვახსოვს 2012 წლამდე ამ სადისტური რეჟიმის მიერ შექმნილი ის პირობები, რაშიც საქართველოს უწევდა ყოფნა და ბაჩო ახალაია ერთ-ერთი თანაშემოქმედია ამ სადისტური რეჟიმისა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებას, რომ სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებსაც ახალაიმ რაიმე დაუშავა.
31 მაისი 2026, 14:17
სამართალი
ვაჟა სირაძე: დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული პოლიციელისთვის. პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული პოლიციელისთვის. პოლიციელის ყოველდღიური საქმიანობა მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დავის პროცესში ძალიან დიდ ძალისხმევას, პროფესიონალიზმსა და შრომას მოითხოვს. მინდა თითოეულ პოლიციელს ვუსურვო წარმატებები, ოჯახებში მშვიდობიანად დაბრუნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის აღკვეთას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას“, - განაცხადა სირაძემ.
31 მაისი 2026, 14:06
სამართალი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარედგინათ
ჯაშუშობაში მხილებულებს ბრალი წარედგინათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ გულბაათ რცხილაძე და ირაკლი ჩიხლაძე სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს სადაზვერვო ინფორმაციებს გადასცემდნენ, რისთვისაც სხვადასხვა მეთოდს ირჩევდნენ.
31 მაისი 2026, 13:58
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დროებითი შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს
ირანში ომისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის შედეგად ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ივლისში საფასო შეზღუდვის მორიგი გადახედვისას, ეს დონე, სავარაუდოდ, სულ მცირე 65 დოლარამდე გაიზრდება, რაც G7-ის მიერ ერთობლივად დაწესებულ წინა, 60-დოლარიან ზღვარს აღემატება, - განაცხადეს წყაროებმა ანონიმურობის პირობით. პროცესის გაყინვა კი საფასო ლიმიტი მიმდინარე დონეზე შენარჩუნდეს საშუალებას იძლევა.
31 მაისი 2026, 13:35
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა „რამე დაუშავა“ ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანადაგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად
„ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა ,,რამე დაუშავა" ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანადგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად. და არც უნდა ეძებონ, რადგან ახალაიასა და მისნაირ ჯალათებს ანგარიში მხოლოდ კანონმა და სამართალმა უნდა გაუსწოროს”, - წერს ხუბუა.
31 მაისი 2026, 12:50
მსოფლიო
გერმანიაში კლიმატის აქტივისტებმა გაზის ელექტროსადგურების მშენებლობას გააპროტესტეს
აქცია ლოზუნგით „მომავალი გაზის ნაცვლად - დავიცვათ ენერგეტიკული გარდამავალი პერიოდი“ ჩატარდა. მონაწილეები აპროტესტებდნენ მთავრობის გეგმებს გაზის ელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ, რომლებიც პირველ ეტაპზე წიაღისეულ საწვავზე იმუშავებენ, მიუხედავად მანამდე გამოცხადებული „მწვანე“ ენერგეტიკაზე გადასვლის კურსისა.
31 მაისი 2026, 11:40
მსოფლიო
საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა
ფანებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში დაიწყო, როდესაც, შსს-ის მტკიცებით, დაახლოებით 150 ადამიანი სტადიონ „პარკ დე პრესნზე“ შეჭრას შეეცადა, სადაც ფინალის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. Le Figaro-ს ცნობით, სამართალდამცველების მიმართულებით ფეიერვერკებს ისროდნენ.
31 მაისი 2026, 11:33
ჯანდაცვა
თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც დარგის ექსპერტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმდინარე გამოწვევები და მიღწევები განიხილეს.
31 მაისი 2026, 11:27
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია: ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ - გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან ბევრი მომენტი შევქმენით
ეს უბრალოდ დაუჯერებელია, ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
31 მაისი 2026, 11:27
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანთან ძალიან კარგი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ და თუ მას მივაღწევთ, შესანიშნავი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ომის დეპარტამენტს ავამოქმედებთ
„ჩვენ ნელა მივდივართ იმისკენ, რაც გვინდა. ეს განპირობებულია იმით, რომ ირანს რთული მომლაპარაკებლები წარმოადგენენ. ძალიან კარგი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ და თუ მას მივაღწევთ, შესანიშნავი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ომის დეპარტამენტს ავამოქმედებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
31 მაისი 2026, 11:20
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა. აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას
აშშ-ის საელჩო საპატრიარქოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ პოსტს აქვეყნებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას.
31 მაისი 2026, 11:17
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ახალი არ არის ოპოზიციაში დაპირისპირება. გახსოვთ, გიგი უგულავა ინტენსიურად იმეორებდა, რომ სააკაშვილი არის ჩამოწერილი მანქანა, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადავაგდოთო
„ახალი არ არის დაპირისპირება. გახსოვთ, გიგი უგულავა ინტენსიურად იმეორებდა, რომ სააკაშვილი არის ჩამოწერილი მანქანა, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადავაგდოთო. ამას ამბობდა იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი არ იყო პოპულარული იმ ახალგაზრდებში, ვის მომხრეობასაც ისინი ლამობდნენ გარკვეული ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით ქვეყნის გარედან. ახლაც იგივე სიტუაცია მეორდება, თუმცა დღეს უფრო ფართოა ამ დაპირისპირების დიაპაზონი და სწორედაც სააკაშვილს, მის ბანერს უკავშირდება და მიაჩნიათ, რომ ხალხის სიმცირე სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ხელსისხლიანი ადამიანი არ უნდა ლიდერობდეს „ნაცმოძრაობას“. არცერთი მათგანი არ არის ამ ბოროტების მანქანის მიღმა. ან პირდაპირ იყვნენ ჩართულები ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში - 150 კაცი არის მარტო ქუჩაში დახვრეტილი, მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდები“, - ამბობს ვოლსკი.
31 მაისი 2026, 11:15
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: საქართველოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ ბიზნესპროექტს, ამ ღალატით შოულობდნენ ისინი ფულს და ცხადია, დღემდე ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილი აქვთ
საქართველოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ ბიზნესპროექტს, ამ ღალატით შოულობდნენ ისინი ფულს და ცხადია, დღემდე წყურვილი აქვთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების, ხელისუფლების სათავეში მოსვლის, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.
31 მაისი 2026, 11:07
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება
ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოებს.
31 მაისი 2026, 11:05
სამართალი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ ბრალი. ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა და მათ გადასცემდა სადაზვერვო ინფორმაციას. უწყების ინფორმაციით, რცხილაძე უცხოური დაფინანსებით არაერთ აქტივობას გეგმავდა და ახორციელებდა საქართველოს მასშტაბით. შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმაც.


