კაცს, რომელმაც რუსთავში მოზარდს სექსი შესთავაზა, 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რუსთავის საქალაქო სასამართლო
ფოტო: facebook
რუსთავის სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა ბრალდებული მარლენ მახარობლიძე დამნაშავედ ცნო სსკ 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
ლაპარაკია 60 წლის კაცზე, რომელმაც რუსთავში მოზარდს სექსი შესთავაზა. ბრალდებულს ძირითადი ბრალდების ზომად თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით განესაზღვრა, სასჯელის ნაწილი 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 4 წლის ვადა ჩაეთვალა პირობითად გამოსაცდელ ვადად.
ადვოკატი შოთა გელაშვილი აცხადებს, რომ ის როგორც იურისტი არ ეთანხმება მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილებას საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით, თუმცა უფლება არ აქვს მას შეეწინააღმდეგოს.
შეგახსენებთ რომ შემთხვევა 3 ნოემბერს მოხდა. 15 წლის გოგონას 60 წლის კაცი აედევნა, სცადა მასთან დაახლოება და შესთავაზა მას სექსუალური კავშირი გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ. მეზობლების თქმით, გოგოს მიმართ თვალთვალისა და ადევნების ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებისთვის სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.
სამინისტრომ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2026, 13:02
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება
ფორუმზე, რომელიც 2022 წელს დაარსდა, განიხილება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები.
09 სექტემბერი 2026, 12:52
მსოფლიო
Euronews: კაია კალასს ევროკავშირის დედაქალაქები ყველაზე მეტად იმ დროს უპირისპირდებიან, როცა მათი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა მორიგი პოლიტიკური მარცხი განიცადა მას შემდეგ, რაც წევრმა ქვეყნებმა მისი უკანასკნელი ინიციატივა, შეექმნა ექსპერტთა ჯგუფი ევროპული თავდაცვის საკითხებზე, ჩაშალეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:43
რეგიონი
ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
09 სექტემბერი 2026, 12:40
საზოგადოება
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვისა და მოსწავლეებისთვის უკრაინის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდების ორგანიზებისთვის
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
09 სექტემბერი 2026, 12:36
მსოფლიო
AXIOS: ტრამპი ისრაელის დასახლებების წინააღმდეგ ბრიტანეთის სანქციებს არ შეეწინააღმდეგა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეწინააღმდეგა დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომლის მიზანიც დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებით ახალი სანქციების დაწესებაა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:20
საზოგადოება
სარკინიგზო საზღვრის კვეთის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით,თბილისში, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:18
ტექნოლოგიები
კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა
ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, რომ არამწეველები ძირითადად სიგარეტის გვერდით კვამლს ისუნთქავენ. ის ფილტრს არ გადის, ხოლო თამბაქო მისი წარმოქმნისას სრულად არ იწვის. ამიტომ, მოცულობის ერთეულზე ასეთ კვამლში შეიძლება უფრო მეტი ტოქსიკური და კანცეროგენული ნაერთი იყოს, ვიდრე იმ კვამლში, რომელსაც უშუალოდ მწეველი ისუნთქავს.
09 სექტემბერი 2026, 12:11
რეგიონი
ფოთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ბავშვებს სასკოლო ნივთები საჩუქრად გადასცა
ფოთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ბავშვებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სასკოლო ნივთები საჩუქრად გადასცა, - ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:10
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არასწორია, აქ უკვე ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი
გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არასწორია, აქ უკვე ჟურნალისტურ სტანდარტებზე საუბარი აღარაა, აქ ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
09 სექტემბერი 2026, 12:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით თავისი პოლიტიკით ჩიხშია შესული და საკუთარი თავის ტყვე გახდა. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ გამოვიდეს ამ ჩიხიდან. მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, ვაჩვენოთ ჩვენი არგუმენტები და გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რომლის საქართველოსთან მიმართებით დამკვიდრებას ცდილობს ბრიუსელის ბიუროკრატია
თქვენ ყოველთვის გაქვთ მცდელობა იმის, რომ წარმოაჩინოთ თითქოს ევროპა არის საქართველოს მტერი. ჩვენ ეს არასდროს გვითქვამს. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ჯგუფებზე და ა.შ. თქვენი აზრით არის თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა საქართველოში ძალადობის დაფინანსება?!, - ასე მიმართა ოპოზიციასთან აფილირებული ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
09 სექტემბერი 2026, 12:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახალ სამხედრო დაპირისპირებაში, არის იმის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს და პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ვირტუალური ფრონტის ხაზზე იდგა იმისთვის, რომ არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი
ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის არის ამ კონსტრუქციის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
09 სექტემბერი 2026, 12:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „გირჩისა“ და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შეხვედრაზე: უჩვეულო რატომ არის ასეთი შეხვედრა?! „გირჩის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენც არაერთხელ გვქონია. ის, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იყოს, ამაში ან გასაკვირი, ან უჩვეულო რა არის?!
ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებისა და დღის წესრიგის ინფორმაციის მფლობელი არ გახლავართ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, მისთვის ცნობილია თუ არა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი „გირჩს“ შეხვდა.
09 სექტემბერი 2026, 11:59
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, დაგლას უებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, დაგლას უებს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 11:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს
ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.
09 სექტემბერი 2026, 11:51
მსოფლიო
მარკო რუბიომ მოსკოვსა და კიევში უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტებს შინაარსობრივი უწოდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტები მოსკოვსა და კიევში შინაარსობრივი იყო, რამაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების იმედი გააჩინა.
09 სექტემბერი 2026, 11:42
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება
„ახლა რომ საუბრობენ 40 მილიონზე და გილაურზე, რა გგონიათ, მისი ფული იყო? ასე გამოიყენებოდა სხვადასხვა ადამიანის არხები, იმისთვის რომ უცხოეთიდან ფული შემოსულიყო. თავად ადასტურებენ, რომ შავი ფული ტრიალებდა მათ საარჩევნო კამპანიაში. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
09 სექტემბერი 2026, 11:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ციხეში რჩებიან ისინი, ვინც არიან ბრიუსელისა და შიდა ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები. სადაც იყო აღიარება, სახელმწიფო წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. ჯობია ენდო საკუთარ ქვეყანას, ვიდრე უცხო სახელმწიფოს
ციხეში რჩებიან ისინი, ვინც არიან ბრიუსელის და შიდა ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები. სადაც იყო აღიარება სახელმწიფო წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. ჯობია ენდო საკუთარ ქვეყანას ვიდრე უცხო სახელმწიფოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
09 სექტემბერი 2026, 11:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „ასავალ-დასავალზე“: პოლიტიკური განცხადებებით საქართველოში მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა ჯერ არავის გამოსვლია, ასე რომ მნიშვნელოვანია, ყველა კონცენტრირდეს სამართლებრივ საკითხებზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ დაწერილ სტატიებზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლო განხილვების პოლიტიზირება და ამით ყურადღების გადატანა საქართველოში არავის გამოსვლია.
09 სექტემბერი 2026, 11:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნდობა აქვს დაკარგული დღეს ბრიუსელს ყველას თვალში, ქართველი ხალხის თვალში, მათ შორის ისლანდიის თვალში და ესაა ყველაზე მთავარი
ნდობა აქვს დაკარგული დღეს ბრიუსელს, ყველას თვალში, ქართველი ხალხის თვალში, მათ შორის ისლანდიის თვალში და ესაა ყველაზე მთავარი,- განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა.


