როგორ შემოიყვანა სააკაშვილის ხელისუფლებამ აჰმედ ჩატაევი საქართველოში. ვიდეო
აჰმედ ჩატაევი
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან 1 წელი გავიდა. სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიაჩნიათ, რომ ქვეყანა მასშტაბურ ტერაქტებს გადაურჩა. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ტერორისტი და ინტერპოლით ძებნილი აჰმედ ჩატაევი.
როგორ შემოიყვანა ყოფილმა ხელისუფლებამ აჰმედ ჩატაევი საქართველოში და როგორ გაყალბდა საქმე მისი ექსტრადირებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია "იმედის კვირამ" მოიპოვა.
2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ინტერპოლის მიერ ძებნილი ტერორისტი აჰმედ ჩატაევი საქართველოში, 2003 წელს ხახანაშვილის ქუჩაზე მომხდარი 21 წლის შოთა დადვაძის მკვლელობის საქმის გაყალბების დახმარებით ჩამოიყვანა. 2010-ში ამ საქმეზე ჩატაევს შსს-მ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. შემდეგი ნაბიჯი უკრაინიდან მისი ექსტრადიციის საკითხი იყო.
საქმის გასაყალბებლად მაშინდელმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ადამიანის ყალბი ჩვენებები გამოიყენა.
საქმის გაყალბების შემდეგ, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ჩატაევის საქართველოში ექსტრადირებისთვის ორი თვეც არ დასჭირდა. ის უკრაინიდან თბილისის საერტაშორისო აეროპორტში 2010 წლის 28 თებერვალს სხვის სახელზე გაცემული პასპორტით შემოიყვანეს.
ტერორისტი, რომლის გადმოცემაც საქართველომ უკრაინას მკვლელობის გამო მოსთხოვა, 2011 წლის 1 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთში გაუშვა.
2012 წლის იანვარსა და თებერვალში აჰმედ ჩატაევის სახელზე რეგისტრირებული პასპორტით მან საქართველოს სხელმწიფო საზღვარი თურქეთიდან კიდევ ორჯერ გადმოკვეთა, ამავე პასპორტით თბილისში 25 იანვარს შემოვიდა, 2012 წლის 27 იანვარს კი საქართველო რუსლან ისმაილოვის სახელზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქის პასპორტით დატოვა.
იანვარსა და თებერვალში ჩატაევმა საქართველოს საზღვარზე სულ 6-ჯერ ორი სხვადასხვა დოკუმენტით ისარგებლა. მარტში კი ტერორისტის სახელზე კიდევ ერთი პასპორტი ჩნდება, 14 მარტს თბილისში თურქეთიდან ის დევიდ მეიერის სახელით ჩამოფრინდა.
დოკუმენტებით, რომელიც "იმედის კვირამ" მოიპოვა, ირკვევა, რომ ჩატაევმა საქათველოს საზღვარი ერთ-ერთი პასპორტით 2012 წელს 9-ჯერ გადაკვეთა, მათ შორის ბოლოს ლაფანყურის სპეცოპერაციამდე 10 დღით ადრე ქვეყანაში სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.
2012 წლის 28 აგვისტოს ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან აჰმედ ჩატაევის შესაძლო კავშირზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს. მაშინდელი შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებამ შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებებისთვის გამოიყენა, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ამ ჯგუფს სწორედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა და ის ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
კითხვებს ბადებს ის გარემოებაც, რომ სპეცოპერაციისას დაჭრილი ჩატაევი რამდენიმე დღეში მხოლოდ იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, 2013 წელს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩატაევი ჯერ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მოგვიანებით კი მთავარმა პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ მესაზღვრეებმა, რომლებაც 2012 წელს დაჭრილი ჩატაევი იპოვეს, თქვეს, რომ მას იარაღი თავად ჩაუდეს.
გათავისუფლებულმა ჩატაევმა საქართველო 2013 წელს დატოვა და ISIS -ის მებრძოლებს შეუერთდა. 2015 წლის აგვისტოში აშშ-მა გლობალური ტერორისტების სიაში შეიყვანა, ის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ქვედანაყოფს, რუსულენოვან "იარმუკის ბატალიონს" ხელმძღვანელობდა.
ცალხელა აჰმედმა საქართველოს ხელისუფლებას მუქარა სწორედ სირიიდან გამოუგზავნა. 2015 წელს ის პანკისის ერთ-ერთი სოფლის ყოფილი იმამის აიუბ ბორჩაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, რომელიც სამართალდამცავებმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩატაევი საქართველოში ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდა.
2016 წელს თურქეთში მასტაბური ტერაქტი სწორედ ჩატაევს დაუკავშირეს. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ოფიციალურად იმ დრომდე არაფერი იყო ცნობილი, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია არ ჩაატარა. გამოძიების ინფორმაციით, ჩატაევი საქართველოში კირნათი-მარადიდის გზით შემოვიდა - იმ მონაკვეთით, რომლითაც ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ და მაშინდელმა შსს-მ მისი დაჯგუფების გადარჩენილი წევრები საქართველოდან ჩუმად გაიყვანა.
სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს კონტრტერორისტულმა ცენტრმა აჰმედ ჩატაევის 1 თანამებრძოლის დაკავება და 2-ის ლიკვიდირება შეძლო. თავად ჩატაევმა თავი შაჰიდის ქამრით აიფეთქა.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აღმოჩენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ტერორისტების ჯგუფი საქართველოში ტერაქტებს გეგმავდა. ამას ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან ამოღებული აუდიოჩანაწერებიც ადასტურებს.
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სულ 6 პირი დააკავეს, გამოძიებამ ორს ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ოთხს კი ტერორიზმის ხელშეწყობისთვის წაუყენა.
დახურული და ხმაურიანი სასამართლო განხილვების შემდეგ მათ სალოსის ქუჩაზე დაკავებულ შოაიპ ბორზიევთან ერთად სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს ძებნილი რუსლან შავაძეც.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 11:25
მსოფლიო
CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება
CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.
12 ივლისი 2026, 11:24
სპორტი
თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.
12 ივლისი 2026, 11:18
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
12 ივლისი 2026, 11:18
სამართალი
ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა
„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.
12 ივლისი 2026, 11:01
რეგიონი
სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა
თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.


