კანაფის მოხმარებისთვის მძღოლის ადგილზე ნარკოტესტირება 1 აპრილიდან დაიწყება
ფოტო: არქივი
ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება 1 აპრილიდან დაინერგება. ინფორმაციას შსს-ზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
საუბარია საქართველოში სპეციალური ტესტის შემოტანაზე, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით, ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. ტესტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით ქართული მხარე მოლაპარაკებებს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 30 ნოემბერს დაამტკიცა.
რას ითვალისწინებს მარიხუანის მოხმარების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2024, 22:01
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე: ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი, ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი
ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ეს არანაკლები მნიშვნელობის არჩევნები იქნება, ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე: ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან, - განუცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი გუნდის საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებს.
10 სექტემბერი 2024, 21:58
არჩევნები 2024
ლევან მახაშვილი: მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე
„მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, საჯარო სამსახურიდან, სხვადასხვა უწყებიდან, სხვადასხვა პოზიციიდან. ყოველთვის ჩართული ვიყავი პოლიტიკის მიღებაში. ასევე, აკადემიურ საქმიანობაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ჩემი თავი, ამ ეტაპზე, წარმომიდგენია, როგორც საგარეო პოლიტიკის გუნდის წევრი, ასევე - განათლების მიმართულებით. დანარჩენს მოგვიანებით გაცნობებთ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
10 სექტემბერი 2024, 21:56
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე თეა წულუკიანზე: ის უკვე საპარლამენტო ორგანოში გადმოინაცვლებს და „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც მინიმუმ, ძლიერი ოპონენტი იქნება
„ღირსებასთან ასე და ამ ხარისხით ასოცირებული ხალხი ჩვენ ბევრი არ გვყავს, აქედან გამომდინარეა ეს გადაწყვეტილებებიც, ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებული იქნებიან ამ მიმართულებითაც, რადგან ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ამიტომ იყო, თქვენ როგორც ბრძანებთ, ფსონი, ამიტომ იყო გათვლაც, რაც გნებავთ, დავარქვათ, ღირსეულ ადამიანებზე. პირველ რიგში, თავისი სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება“, - განაცხადა მდინარაძემ.
10 სექტემბერი 2024, 21:52
სპორტი
ალბანეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ალბანეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.
10 სექტემბერი 2024, 21:50
სპორტი
საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრები პოლონეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირიდან სამი მედლით დაბრუნდა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოკრივე გოგონათა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ გლივიცეში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა. ქართველმა გოგონებმა შეჯიბრება 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
10 სექტემბერი 2024, 21:49
პოლიტიკა
რატომ ნიშნავს სახელმწიფოს დაფინანსება კონტროლსა და მოსყიდვას, უცხოური ფული კი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას? ამ ლოგიკით ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ნეგატიურად წარმოჩენას ცდილობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რატომ ნიშნავს სახელმწიფოს დაფინანსება კონტროლსა და მოსყიდვას, უცხოური ფული კი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას? ამ ლოგიკით ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ნეგატიურად წარმოჩენას ცდილობს.
10 სექტემბერი 2024, 21:34
მსოფლიო
აშშ-მა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.
10 სექტემბერი 2024, 21:32
არჩევნები 2024
გვარამია-მელიას გუნდის წევრები „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატებს ხევენ და ამას ემოციებით ხსნიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საარჩევნო დარღვევას ხელს არ უშლის ამავე პარტიის წევრი და იურისტი მაია კოპალეიშვილიც. დუმს არასამთავრობო ორგანიზაციათა თითქმის სრული უმრავლესობა.
10 სექტემბერი 2024, 21:22
სპორტი
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველმა სუმოისტებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს და 6 მედალი მოიპოვეს. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მიიღეს.
10 სექტემბერი 2024, 21:10
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება, დაიწყოს კონტროლი ყველა სახმელეთო საზღვარზე, მიუღებელია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება, დაიწყოს კონტროლი ყველა სახმელეთო საზღვარზე, მიუღებელია და ნიშნავს შენგენის ზონის დე ფაქტო შეჩერებას.
10 სექტემბერი 2024, 21:07
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: აშშ-ში უფრო მკაცრი კანონმდებლობაა და თქვენ იტყუებით, როდესაც გამჭვირვალობის კანონს ყოველ ჯერზე რუსულს ეძახით
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი - ეს თქვენი სპეკულაციაა, რადგან ის [შოთა ბერეკაშვილი] ენჯეოს წარმომადგენელი არ არის, ის არის ბიზნესმენი და მშენებელი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას - როგორ მოხდა, რომ უცხოურო ძალების ინტერესების გამტარი [შოთა ბერეკაშვილი] თქვენ სიაშია?
10 სექტემბერი 2024, 20:58
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს
რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას.
10 სექტემბერი 2024, 20:54
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად წარდგენაზე: ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი
„2012 წლის მერე ასეთი პრეცედენტი ჩვენს გუნდში არ ყოფილა. ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე - ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი. ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან. თქვენ [ოპოზიციური არხის ჟურნალისტს მიმართავს] და „ნაცმოძრაობა“, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად აგენტურას წარმოადგენენ და აგენტურ სუბიექტებს, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები. პირიქით, ჩვენ ვუწევთ ძალიან დიდ ძალებს ოპონირებას. ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტიის ოპოზიციაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.
10 სექტემბერი 2024, 20:53
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე (CFSP/CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში გამართულ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში.
10 სექტემბერი 2024, 20:47
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე: ის ადამიანები არიან ჩვენს სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევიან, მათ შორის არიან ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი
ჩვენ სიის დაკომპლექტებას გარკვეული კრიტერიუმებით გავაგრძელებთ. გვაქვს ამბიცია, რომ 100-ზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით პარლამენტში, იქიდან გამომდინარე რომ დღევანდელი საზოგადოების მხარდაჭერა და განწყობა მმართველი პარტიისადმი ასეთია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.
10 სექტემბერი 2024, 20:46
საზოგადოება
პარლამენტში წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ დიასპორულ ორგანიზაციებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქვეყნის განვითარებაში დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული დიასპორა არის მეორე საქართველო და წარმატებული დიასპორელები საზღვარგარეთ ქართული იდეის განმახორციელებელი სასახელო ადამიანები არიან.
10 სექტემბერი 2024, 20:28
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.
10 სექტემბერი 2024, 20:28
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია
ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.
10 სექტემბერი 2024, 20:28
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.
10 სექტემბერი 2024, 20:22
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი ლაშა ტალახაძე იქნება
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი ძალოსანი ლაშა ტალახაძე იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.