ადვოკატი: სუსის ბრალდება თვალავაძის მიერ ქრთამის აღებაზე სიმართლეს არ შეესაბამება
გია თვალავაძე
ფოტო: facebook
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის გია თვალავაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ სუსის ბრალდება, თვალავაძის მიერ ქრთამის აღების თაობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.
"შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ გია თვალავაძეს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო ქრთამის აღების ფაქტთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში არასდროს ყოფილა შემჩნეული. როგორც ჩანს, ცდილობენ რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ გია თვალავაძეს როგორმე შეუკოწიწონ ახალი საქმე და წაუყენონ ბრალდება ქრთამის აღების მუხლით.
მე, როგორც ბრალდებულის ადვოკატი, კარგად ვიცნობ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისგან ქრთამის აღებას ადასტურებს. კანონის ფარგლებში გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს და არ დავუშვებთ უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის დასჯას," - აცხადებს კაკაბაძე.
4 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯ. დააკავეს.
სუსის ცნობით, აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ყიდდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.
გამოძიების მიხედვით, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ამ საქმეზე პასუხისგებაში მისცეს 21 პირი. ბრალდებულებმა მაქინაციის შედეგად 4 094 709 ლარის უკანონო შემოსავალი მიიღეს.
24 ოქტომბერს სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს. მოსამართლემ პატიმარს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 20 000 ლარის გირაოთი შეუცვალა.
ყველა სიახლე
27 მარტი 2026, 15:50
მსოფლიო
აშშ-ში გამოძიებას ითხოვენ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა ფარულ გეგმაზე მუშაობდა, რომ ამერიკის 2024 წლის არჩევნებში ბაიდენის საარჩევნო კამპანია ასობით მილიონი დოლარით დაეფინანსებინა
ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობა USAID-ის დახმარებით, ფარულ გეგმაზე მუშაობდა, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანია ასობით მილიონი დოლარით დაეფინანსებინა, ამერიკელი კანონმდებლები გამოეხმაურნენ.
27 მარტი 2026, 15:48
საზოგადოება
თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან დასაქმების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის საკრებულოსთან არსებულ ეთნიკური უმცირესობის საკოორდინაციო საბჭოს შორის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
27 მარტი 2026, 15:45
სპორტი
პარლამენტის სპორტის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით
პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის შესაბამისად, სპორტის კომიტეტში სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მიზნებსა და საქმიანობის მიმართულებებზე კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ ისაუბრა.
27 მარტი 2026, 15:32
საზოგადოება
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.
27 მარტი 2026, 15:31
საზოგადოება
საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა 20-წლიანი წყვეტის შემდეგ შეიქმნა
საქართველოს მიწის ფონდის შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცია 20-წლიანი ინტერვალის შემდეგ შესაძლებელი გახდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ძალისხმევით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
27 მარტი 2026, 15:29
საზოგადოება
ეკა კუპატაძე: წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის. ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა თამაშია
წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის, - წერს სოციალურ ქსელში მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.
27 მარტი 2026, 15:26
მსოფლიო
ორბანი ლატვიის პრემიერს ურჩევს მასზე თავდასხმის ნაცვლად, ზელენსკის მოსთხოვოს უნგრეთისთვის დაწესებული ნავთობის ბლოკადა მოხსნას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უსამართლო უწოდა ლატვიის პრემიერის, ევიკა სილინიას განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სესხის ბუდაპეშტის მხრიდან დაბლოკვა შანტაჟად შეაფასა და უნგრეთს ევროკავშირის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.
27 მარტი 2026, 15:24
მსოფლიო
ცნობილი პირების წინააღმდეგ თურქეთში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჰანდე ერჩელმა სასამართლოს ჩვენება მისცა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში თმისა და სისხლის ნიმუშები ჩააბარა
სტამბოლის გენერალური პროკურატურის მიერ ცნობილი პირების მიმართ წარმოებული „ნარკოტიკების“ გამოძიების ფარგლებში მსახიობი ჰანდე ერჩელი სასამართლოში ჩვენების მისაცემად მივიდა. ინფორმაციას თურქული გამოცემა evrensel ავრცელებს.
27 მარტი 2026, 15:18
სამართალი
გიორგი გაბუნია 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე: ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა აქციაზე ხალხის მისაყვანად ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი ეგონა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.
27 მარტი 2026, 15:17
რეგიონი
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა შავღელეს სადრენაჟო სისტემის მოდერნიზაციის პროექტი წარადგინა
პროექტის განხორციელების შედეგად, 700 ჰექტარ სახნავ-სათესი მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დრენაჟის სერვისები, რაც დადებითად აისახება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე.
27 მარტი 2026, 15:14
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს ეხება.
27 მარტი 2026, 15:13
საზოგადოება
რევაზ სოხაძე თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ დეტალურად გააცნო ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული მიმდინარე მდგომარეობა და დაგეგმილი ნაბიჯები. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
27 მარტი 2026, 15:12
რეგიონი
ოზურგეთში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები ქალაქ ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
27 მარტი 2026, 15:10
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე: ამდენი წელია პოლიტიკოსია. კარგად იცოდა, ეს 5 კაციანი ორგანო აცხადებდა, რომ ხელისუფლება უნდა გადმოიბარონ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მანჯგალაძის განცხადებას ეხმაურება.
27 მარტი 2026, 15:04
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას პატიმრობის პერიოდში სხვადასხვა შუამდგომლობა იყო, თუმცა უამრავი წერილით ის ამბობდა, ნუ ერევით ჩემს საქმეში, თქვენი დახმარება არ მჭირდებაო
ელენე ხოშტარიას საქმეზე მოსამართლემ ყველა ის გარემოება ჩამოთვალა, რომელიც მას არასაპატიმრო სასჯელის გამოტანის საშუალებას არ აძლევდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.
27 მარტი 2026, 15:02
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: სახელმწიფო ამბობს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არ ჩაერევა და ასე უნდა გააკეთონ სხვებმაც, სინოდი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა იმისთვის, რომ არავის დაექვემდებაროს
საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისთვის სახელის გატეხას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.
27 მარტი 2026, 14:58
მსოფლიო
ტრამპის სპეცწარმომადგენელი ლიეტუვას მოუწოდებს აღადგინოს კავშირები ბელარუსთან, რადგან აშშ-ს სასუქი სჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ბელარუსში, ჯონ კოული ოფიციალურ ვილნიუსს მოუწოდებს აღადგინოს მინსკთან ურთიერთობები, რადგან ბელორუსული კალიუმის სასუქი ამერიკას ძალიან სჭირდება. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
27 მარტი 2026, 14:48
ეკონომიკა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden შემოდის - თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება
2026 წლის ივნისიდან, თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი - კოპენჰაგენი (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით. ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი - Norwegian Air Sweden შეასრულებს.
27 მარტი 2026, 14:47
ეკონომიკა
სემეკმა „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული, ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად ჩატარებული ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 35 ათასი ლარით დააჯარიმა და პრობლემის გამოსასწორებლად ვადა განუსაზღვრა.
27 მარტი 2026, 14:44
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა არჩევნების ადმინისტრირებაში – ციფრული ინოვაცია, შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური სწავლება“, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.


