imedi /  21 დეკემბერი 2018, 13:13 / სანდო წყარო

გამოსაძიებელი საქმის ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა 5 წლით გახანგრძლივდეს

ეკა ბესელია

ეკა ბესელია

გამოსაძიებელი საქმის ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა, 5 წლით გახანგრძლივდეს. ამ ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს. მისი დამტკიცების შემთხვევაში, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ შეწყდება. ამ საკითხზე ცვლილების მოთხოვნით პარლამენტს პრეზიდენტმა მიმართა.

როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, პრეზიდენტის მიმართვა იყო სწორი იმ აქცენტით, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო კუთხით არსებული შესაძლებლობები გამოიყენოს.

"შესაძლებელია ხანდაზმულობის ვადა გავზარდოთ 5 წლით, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ შეწყდეს ხანდაზმულობის მოტივით. მე ვფიქრობ, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის გზა და მე პირადად მზად ვარ დავიწყო ამაზე მუშაობა. შემდეგი კვირისთვის შესაძლებელი იქნება ამის ინიცირება და მე დაველაპარაკებოდი კოლეგებს და იქნებ მოვახერხოთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ ეს ცვლილება, რომ მოესწროს. ეს არის ყველაზე მოკლე გზა, რომ ამ საქმეზე გამოძიება გაგრძელდეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის საზოგადოებრივი მისაღების შენობაში ექვსი დღეა შიმშილობენ. მათ პროკურატურამ შიმშილობის პირველ დღეს შეხვედრა შესთავაზა, რაზეც გამსახურდიებმა უარი თქვეს.

21 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მიმართა, გაეთვალისწინებინა თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.

ყველა სიახლე

თინათინ რუხაძე

20 მაისი 2026, 13:56

საზოგადოება

თინათინ რუხაძე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს: გილოცავთ ამ ლამაზ დღეს და უდიდეს წარმატებას გისურვებთ. თქვენ არა მხოლოდ თქვენი ოჯახის, არამედ ჩვენი ქვეყნის იმედი და მომავალი ხართ, თქვენი გამარჯვება - საქართველოს გამარჯვებაა!

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თინათინ რუხაძე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს „ბოლო ზარს“ ულოცავს.

20 მაისი 2026, 13:47

მსოფლიო

უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქების გამო ჩახუტება და ხელის ჩამორთმევა აკრძალეს

ხელისუფლების მონაცემებით, ორივე შემთხვევა დაკავშირებულია მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებულ აფეთქებასთან. ერთ-ერთი დაავადებული, 59 წლის კაცი, გარდაიცვალა. მეორე პაციენტი იზოლაციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ორივე პაციენტი კონგოდან ჩამოსული პირია.

20 მაისი 2026, 13:45

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი BP-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრითიშ პეტროლიუმის (BP) საქართველოს ოფისის დირექტორს აითან ჰაჯიევას შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

20 მაისი 2026, 13:44

მსოფლიო

ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის მთავრობას რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების მოხსნის გამო აკრიტიკებს - ეს უკრაინის ღალატია. ვშიშობ, დღეს კრემლში სტარმერის მთავრობის არაკომპეტენტურობასა და სიბრიყვეს დასცინიან

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თავისი ქვეყნის მოქმედი მთავრობა რუსულ ნავთობპროდუქტებზე დაწესებული სანქციების მოხსნის გამო გააკრიტიკა.

20 მაისი 2026, 13:43

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

20 მაისი 2026, 13:32

მსოფლიო

Reuters: ლიეტუვამ უპილოტო საფრენი აპარატების გამო საჰაერო სივრცე ჩაკეტა და „საჰაერო საფრთხის“ შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

ლიეტუვამ ვილნიუსის აეროპორტის მუშაობა შეაჩერა და საჰაერო საფრთხის განგაში გამოაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

20 მაისი 2026, 13:05

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა მოაწერეს.

ვლადიმერ პუტინი სი ძინპინი

20 მაისი 2026, 12:44

მსოფლიო

სი ძინპინი: რუსეთი და ჩინეთი არნახული, საუკუნოვანი, მასშტაბური ცვლილებების ფონზე საკვანძო სტაბილიზატორის როლს ასრულებენ

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, მოსკოვი და პეკინი არნახული, საუკუნოვანი, მასშტაბური ცვლილებების ფონზე საკვანძო სტაბილიზატორის როლს ასრულებენ.

ნინო წილოსანი

20 მაისი 2026, 12:43

პოლიტიკა

წილოსანი დანიის მოვლენებზე პრემიერის ღია წერილზე: ეს იმ ტაქტიკის გამოყენებაა ჩვენი მხრიდან, რომელსაც ჩვენი პარტნიორები არასწორად იყენებდნენ საქართველოსთან მიმართებით. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ობიექტურად გამოვხატეთ აღშფოთება

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს აფასებს, რომლითაც ირაკლი კობახიძემ დანიაში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს მიმართა.

20 მაისი 2026, 12:33

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარულ კლინიკაში ვადაგასული პრეპარატი გამოავლინა

შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ვეტერინარული კლინიკების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდივიდუალური მეწარმე ზ. გ. -ის (მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა N22) კუთვნილ ვეტერინარულ კლინიკაში „ოთხი თათი“. სახელმწიფო კონტროლის დროს ობიექტში აღმოჩნდა ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მიხაილო პოდოლიაკი

20 მაისი 2026, 12:31

მსოფლიო

პოდოლიაკი: უკრაინაში არჩევნები, შესაძლოა, 2027 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ქვეყანაში არჩევნები, შესაძლოა 2027 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს.

ანდრია ჯაღმაიძე

20 მაისი 2026, 12:28

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მთელმა მსოფლიომ ასევე ნახოს ამ დღესასწაულის აღნიშვნა, რაც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს უკავშირდება

დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მთელმა მსოფლიომ ასევე ნახოს ამ დღესასწაულის აღნიშვნა, რაც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს უკავშირდება, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

თინათინ რუხაძე

20 მაისი 2026, 12:26

საზოგადოება

რუხაძე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე: პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან ეს საიუბილეო ღონისძიებები ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი

20 მაისი 2026, 12:17

მსოფლიო

სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებისა და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

პეკინში სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა. ამის შემდეგ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა 20-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული კოორდინაციის შემდგომი გაძლიერებისა და „კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ.

ცოტნე ანანიძე

20 მაისი 2026, 12:13

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის. ეს სამსახური ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და მასზე რეაგირების სამმართველოს შექმნის შესახებ.

20 მაისი 2026, 12:11

პოლიტიკა

ლია გიგაურმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფების სამუშაო შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის საკონსულტაციო მექანიზმის თემატურ სამუშაო ჯგუფებთან გამართა შეხვედრები.

20 მაისი 2026, 12:01

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანსა და პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად, ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს - დირკ რამაეკერსს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

20 მაისი 2026, 11:53

საზოგადოება

თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება

დედაქალაქის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში, ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი

20 მაისი 2026, 11:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის კიდევ ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სრულად ითესება გარედან

სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის კიდევ ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სრულად ითესება გარედან,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

20 მაისი 2026, 11:49

პოლიტიკა

პაპუაშვილი ბრიტანეთის მიერ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე: ეს ნიშნავს რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, თუ რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.