ტურისტები სტრიპტიზბარს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ
ფოტო: ნათია ორველაშვილი
2 ბოთლ ლუდში გადახდილი 3 836 ლარი და 500 არაბული დირჰემი - 3 ინდოელი სტრიპტიზბარ DOLLS-ს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს. ტურისტებმა პოლიციაში განცხადება შეიტანეს.
მათი მტკიცებით, ანგარიშში მითითებული თანხის გაპროტესტების შემდეგ, მათ დაცვის სამსახურის ოთახში მუქარით და ძალის გამოყენებით წაართვეს ნაღდი ფული - 200 ლარი, 500 არაბული დირჰემი და ბარათიდან მოუხსნეს 3 636 ლარი.
ინდოელი ტურისტები გიდთან ერთად პოლიციაში იმყოფებიან.
ყველა სიახლე
21 მაისი 2026, 13:53
მსოფლიო
ლატვიაში ზედიზედ მესამე დღეა საჰაერო განგაშს აცხადებენ
ლატვიაში დღეს დილით კვლავ საჰაერო განგაში გამოაცხადეს. ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
21 მაისი 2026, 13:32
მსოფლიო
POLITICO: ტრამპს ირანთან ომის გამო პირველი მარცხი ელოდება
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ირანთან ომის გამო პირველი მარცხი ელოდება. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
21 მაისი 2026, 13:32
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაზე - „ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაში -„ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“, რომელიც 2026 წლის 21-22 მაისს ბიშკეკში (ყირგიზეთში) გაიმართა, - ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.
21 მაისი 2026, 13:29
საზოგადოება
გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეცვალა.
21 მაისი 2026, 13:20
სამართალი
გეკა გელაძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით.
21 მაისი 2026, 13:10
საზოგადოება
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერის ინიციატივით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიცირა ახალი ელექტრონული პლატფორმის პროექტი, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიცირა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
21 მაისი 2026, 13:09
პოლიტიკა
მეტრეველი: ფიშერი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა
პეტერ ფიშერის მუდმივი მენტორული ტონი და ჩარევის მცდელობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვისთან ითანამშრომლებს, რა გზას აირჩევს და როგორ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის, მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც „ საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან“.
21 მაისი 2026, 13:08
პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
21 მაისი 2026, 13:05
საზოგადოება
ლევან ჟორჟოლიანი: 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია წელს ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს
საქართველოს მთავრობის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია წელს ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
21 მაისი 2026, 13:03
საზოგადოება
საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას ITB China-ზე ანსამბლი „რუსთავი“ წარმოადგენს
საქართველო ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლი „რუსთავი“ შანხაიში, გამოფენის გახსნის დღეს, სტუმრებს ქართულ ფოლკლორულ ცეკვებსა და სიმღერებს წარუდგენს.
21 მაისი 2026, 12:51
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: ჩემი ინფორმაციით მშენებლობა ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის - როცა საჯარო პირი არეკლამებ მშენებლობას და მაყურებელს ეუბნები, ჩემი ბინა უკვე აშენდა შანსი არ გაუშვაო, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ოჯახის ბიზნესია
ეს ვიდეო ნანახი გექნებათ. ამიტომ ტექსტს გადახედეთ. დამაინტერესა რატომ არეკლამებს ასე მონდომებით ასეთი ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკაში მყოფი და ფონდის მმართველი რუსთავში მშენებარე 5-სართულიან სახლს?! მართლა ჩვენზე ზრუნავს, რათა არ გავმაზოთ მომგებიანი შანსი?!- ასე ეხმიანება სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რუსთავში არსებულ სამშენებლო კომპანიას არეკლამებს.
21 მაისი 2026, 12:44
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს - ერჟან სადენოვს მასპინძლობს. ორი ქვეყნის მინისტრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
21 მაისი 2026, 12:43
მსოფლიო
CNN: ირანი სამხედრო მრეწველობას მოსალოდნელზე სწრაფად აღადგენს და დრონების წარმოებაც დაიწყო
ირანმა აპრილში გამოცხადებული ექვსკვირიანი ზავის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება ნაწილობრივ აღადგინა, რაც მისი სამხედრო შესაძლებლობების აღდგენის ერთ-ერთი ნიშანია. ინფორმაციას CNN-ი ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 მაისი 2026, 12:30
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კუთხით ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას.
21 მაისი 2026, 12:29
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: დღევანდელი ნატო აშშ-ის გარეშე ვერ გადარჩება. არ მჯერა, რომ ევროკავშირს ნატოს ჩანაცვლება შეუძლია
„ვერ გადარჩება ის ნატო, რომელსაც ჩვენ თითქმის 80 წელია ვიცნობთ, რადგან მისი არსი სწორედ ევროპისა და შეერთებული შტატების ერთობლიობაში და ყველა საფრთხის წინაშე ერთად დგომაშია. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროპისა და შეერთებული შტატების დაშორების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
21 მაისი 2026, 12:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გვაგუებენ, განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე - ეს არის 21-ე საუკუნის დანაელების ძღვენი
ამ ადამიანს, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზიდან“.
21 მაისი 2026, 12:23
პოლიტიკა
ბაჩო ახალაია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია
„ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა. როდესაც დიქტატურა აწვება, საზოგადოების გზა არის დამხობა. არცერთი ტირანია მთელ ერს არ დაუმხია, მთელი ერი არც მონაწილეობს ხოლმე ამ პროცესში. რეჟიმს მხარდამჭერებიც ჰყავს ხოლმე. რა ძალა, რა ფორმაც არ უნდა გახდეს საჭირო, უნდა მივაღწიოთ რეჟიმის დამხობას და ამ სასამართლო დარბაზებში უნდა გავასამართლოთ. იმ სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ, რომელიც იარსებებს. თქვენ მოგიწევთ „ქოცების“, მოსამართლეების, პროკურორების გასამართლება.
21 მაისი 2026, 12:22
სამართალი
პოლიციის აკადემიამ საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციის პროცესი დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილს, რომლის შესაბამისადაც პოლიციის აკადემიას მიენიჭება უფლებამოსილება, სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამაც განახორციელოს.
21 მაისი 2026, 12:14
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
„ჩვენ რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელება, უკვე არსებული გამოცდილების გაძლიერება და მისი მისადაგება დევნილი მოსახლეობის სპეციფიკურ საჭიროებებზე, არის ჩვენი ხელისუფლების საერთო მიზანი. ერთობლივი ძალისხმევით და მჭიდრო კოორდინაციით ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება, რასაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დროს განხილული საკითხებიც მოწმობს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
21 მაისი 2026, 12:02
მსოფლიო
ილონ მასკი შესაძლოა მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს
კომპანიის IPO-ს წამყვანი ორგანიზატორი ბანკი Goldman Sachs იქნება. 2026 წლის თებერვალში, xAI-სთან (ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპთან) შერწყმის შემდეგ, SpaceX-ი 1,25 ტრილიონ დოლარად შეფასდა.


