აჭარაში ვალის დაბრუნების მიზნით კაცი 5 დღით დაატყვევეს. ვიდეო
ფოტო: IMEDI
26 წლის გიგა ბოლქვაძე სამართალდამცავებმა ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მე-18 სართულზე იპოვეს, ის ნაქირავები ბინის სააბაზანო ოთახში ე.წ. ხამუთებით იყო ხელ-ფეხ შეკრული. ირკვევა, რომ ოჯახი მის დახმარებას საკუთარი ძალებით 5 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.
შსს-ს აჭარის სამხარეო მთავარ სამმართველოში გამოძიება გიგა ბოლქვაძის დედის, შუშანა ბოლქვაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. შეტყობინებიდან 5 საათში სამართალდამცავებმა ბოლქვაძისთვის სავარაუდოდ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში მონაწილე პირთა წრე დაადგინეს.
გამოძიებას ეს არ მონაწილე პირების დადგენა არ გაუჭირდა, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული, ვისგანაც ბოლქვაძეს 18 000 აშშ დოლარი ჰქონდა ნასესხები, ოჯახს საკუთარი ტელეფონით უკავშირდებოდა და ვინაობას არ მალავდა.
"იმედის კვირის" ინფორმაციით, ყველაფერი 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა გიგა ბოლქვაძემ ნათესავი რეზო მიქელაძე გაიცნო. მიქელაძის მეუღლე ირწმუნება, რომ ბოლქვაძემ მას სხვადასხვა დროს 18 000 დოლარი ასესხა, რომელიც, თავის მხრივ, ასევე მეგობრებს გამოართვა, ნაწილი ნაღდი ფულის, ნაწილი კი ოქროს სახით. ამ ფაქტს არც თავად საქმის დაზარალებული უარყოფს.
რამდენიმე თვიანი უშედეგო მოთხოვნის შემდეგ, რეზო მიქელაძე მოვალეს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ნათესავთან ერთად შეხვდა. სწორედ ამ ჩიხში საუბრის შემდეგ რეზო მიქელაძემ მეგობარს, ირაკლი დუმბაძეს დაურეკა და დახმარება სთხოვა, დუმბაძე იმ დროს ნიკოლოზ მიქელაძესთან ერთად იყო. სწორედ მისი ავტომობილით აიყვანეს გიგა ბოლქვაძე სოფელ ნენიანში.
როგორც ირკვევა, სოფელ ნენიანში, სადაც დაზარალებულმა და ბრალდებულებმა ღამე გაათენეს, გიგა ბოლქვაძეს ხელ-ფეხი შეკრული არ ჰქონია და არც სახლში გადაადგილება შეუზღუდავთ მისთვის. მეორე დღეს, როცა გიგას ოჯახთან კომუნიკაციის შემდეგ გაირკვა, რომ ბოლქვაძეები ვალს ვერ აბრუნებდნენ, რეზო მიქელაძემ მეგობრებთან ერთად ქობულეთში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა მანამდე სოფელში მცირე ინციდენტი მოხდა, რაც ერთ-ერთი იქ მყოფის, ნიკოლოზ მიქელაძის გამოკითხვის ოქმით დასტურდება:
"რეზო მიქელაძე ხელში სეკატორით მიადგა გიგა ბოლქვაძეს და უთხრა, შენი ოჯახის წევრები თუ ფულს არ დამიბრუნებენ თითს მოგაჭრი და შენს მშობლებს გავუგზავნი"-ო, წერია გამოკითხვის ოქმში.
ნენიანიდან წამოსვლის შემდეგ გიგა ბოლქვაძე და რეზო მიქელაძე ქობულეთში, ჩხეიძის ქუჩაზე ირაკლი დუმბაძის საცხოვრებელ სახლში დარჩნენ. მეორე დღეს მათ ისევ მიაკითხა ნიკოლოზ მიქელაძემ და ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მიიყვანა, სადაც რეზო მიქელაძეს ბინა ჰქონდა ნაქირავები და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
ირაკლი დუმბაძის ოჯახს ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურს. ისინი ამბობენ, რომ ჯერ ვერც კი გაარკვიეს, რას ედავება დუმბაძეს გამოძიება. მათივე ინფორმაციით, არც ის იციან, დატოვეს თუ არა დუმბაძეების სახლში გიგა ბოლქვაძე ერთი ღამით. ოჯახი გამოძების შედეგს ელოდება.
"იმედის კვირა" ყველა ბრალდებულის ოჯახში მივიდა. ნიკოლოზ მიქელაძის ოჯახი სოფელ კონდიდში ცხოვრობს. ოჯახის წევრებს საუბარი არ სურთ და არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, იცოდა თუ არა ახალგაზრდამ, რომ მძიმე დანაშაულის თანამზრახველი ხდებოდა. ოფიციალური ბრალდების არ სჯერათ არც ნიკა მიქელაძის ნათესავებს.
თავად რეზო მიქელაძე არ უარყოფს, რომ ბოლქვაძეს ხელ-ფეხი შეუკრა.
"საუბრისას გიგა ბოლქვაძესთან ერთად შევიმუშავე გეგმა, რომ წავიყვანდი ჩემთან გარკვეული დროით და მისი ოჯახის წევრებისგან მოითხოვდა თანხას, ბინაში ის იყო თავისუფლად, ვსადილობდით, ვსაუბრობდით და ველოდებოდით მის ნათესავებს. 24 დეკემბრის საღამოს, როცა ვქეიფობდით, ვთხოვე გიგას ეთქვა სიმართლე, თუ რისთვის მართმევდა ფულებს, რა დროსაც მიპასუხა, რომ გართობაში ხარჯავდა. ამის გამო ძალიან გავღიზიანდი და გიგა ბოლქვაძეს ხელებზე ვცემე ოთახის ფეხსაცმლით. 25 დეკემბერს შვილის სანახავად წავედი, იქამდე გიგა შევიყვანე სააბაზანო ოთახში, ხელები და ფეხები პლასტმასის ერთჯერადი მომჭერებით, ე.წ ხამუტებით შევუკარი და კარი დავუკეტე", - ამბობს რეზო მიქელაძე.
"იმედის კვირა" გიგა ბოლქვაძეს ციხისძირში, მის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმ პირობით შეხვდა, რომ მომხდარზე კამერასთან არ ისაუბრებდა. თუმცა გაიხსენა დეტალები, რომელიც შინაარსობრივად მის ჩვენებას ემთხვევა. ბოლქვაძე აღიარებს, რომ მიქელაძის ვალი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა გატაცების ინსცენირებას კატეგორიულად უარყოფს.
ბოლქვაძის მტკიცებით, ის ჯერ კიდევ წერეთლის ქუჩაზე შეხვედრისას აიძულეს, ჩამჯდარიყო ნიკოლოზ მიქელაძის ავტომობილში. ნენიანში ასვლისას კი აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. კობალაძის ქუჩაზე გატარებულ დღეებს ასე იხსენებს:
"ბინაში დაგვხვდა რეზო მიქელაძის ცოლ-შვილი, მათ რეზომ უთხრა, რომ წასულიყვნენ მამასთან, მათ იცოდნენ თუ არა ჩემი გატაცების შესახებ, არ ვიცი. რეზო მიქელაძემ კვლავ განაგრძო ჩემი ცემა, ჯერ მცემდა ხელით, ძირს დაგდებულს მირტყამდა ხელებს, მერე ჩამკეტა აბანოში და ღამე იქ გავათენე. პერიოდულად ჰაერში დამაჭერინებდა ხელებს და მირტყამდა იატაკის ჯოხს. ბოლოს შემიბორკა ხელები და ფეხებიც", - ამბობს ჩვენებაში ბოლქვაძე.
ამ ჩვენებების სანდოობა სასამართლომ უნდა დაადგინოს. გამოძიება ამბობს, რომ გატაცების ინსცენირების ვერსია სხვა, აქამდე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება. საინტერესოა, თუკი ეს დანაშაული მართლაც წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ჯგუფის მიერ, რატომ მოქმედებდნენ ისინი ასე ღიად, საჯარო სივრცეში, რატომ რეკავდა მიქელაძე საკუთარი ტელეფონით ოჯახთან, შეხვდა მათ რამდენჯერმე, ბოლქვაძე მიიყვანა საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე, სადაც, საჭიროების შემთვევაში, პირველ რიგში მიაკითხავდნენ სამართალდამცველები? ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს; თუმცა ფაქტია ისიც, რომ ვალის დაბრუნების ამგვარი მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, რეზო მიქელაძესა და მის ორ მეგობარს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:59
პოლიტიკა
მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა
დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
26 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.


