imedi /  07 მარტი 2019, 08:12 / სანდო წყარო

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

ლიბერთი ბანკი

პოლიციამ ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების ძარცვის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 2 ადამიანი.

როგორც გაირკვა, მათ რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს. 2 მარტს, დილის საათებში ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ დაცეცხლსასროლი იარაღით ბანკის ინკასატორი დაჭრეს.

საინკისაციოდ გამზადებული ბანკის ფული, ინკასატორების იარაღი გაიტაცეს და ავტომობილით მიიმალნენ. ამ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე კი მათ სოფელ ონარიაში ელექტროსადგურის დარაჯებს ავტომობილი და ნივთები წაართვეს.

პოლიციამ ყაჩაღები ზუგდიდში გუშინ აიყვანა. ამოღებულია გატაცებული ფული, ცეცხლსასროლი იარაღი და ნიღბები. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. მათ 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ელით.

ყველა სიახლე

ლევან იოსელიანი

25 თებერვალი 2021, 16:12

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: თუ დანარჩენი პარტიები პარლამენტში შემოვლენ, საგამოძიებო კომისიას სიამოვნებით შევუერთდებით

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, თუ ამ ფორმატში ის პარტიები ჩაერთვებიან, რომელთაც 3800 საარჩევნო უბანზე საკუთარი დამკვირვებელი ჰყავდათ და, როგორც თავად აცხადებენ, გაყალბების მტკიცებულებები აქვთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

25 თებერვალი 2021, 16:10

საზოგადოება

ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შსს-ს არქივმა, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ვირტუალური გამოფენა მოაწყო

ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ვირტუალური გამოფენა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას შედეგად მოჰყვა ქვეყნის ოკუპაცია, არაერთი რეპრესიული ტალღა და მრავალწლიანი ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

25 თებერვალი 2021, 16:01

პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ხაზს უსვამს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2021, 15:40

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

25 თებერვალი 2021, 15:33

საზოგადოება

„ოცნების ქალაქის“ კომისიაში UNICEF-ი და წითელი ჯვარი მონაწილეობენ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. აღნიშნული კომისია „ოცნების ქალაქში“ მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაო შეხვედრაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, კომისიის წევრებთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე საკითხები განიხილა. შეხვედრას ასევე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიას თავიანთი მოსაზრებები გააცნეს.

ზურაბ დოიჯაშვილი

25 თებერვალი 2021, 15:32

კულტურა

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

„ადამიანი, რომელიც მთელ თბილისს უყვარდა და ზურასაც განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა თბილისის მიმართ. ძალიან სამწუხაროა. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კალაძემ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

25 თებერვალი 2021, 15:30

მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთში გადატრიალების მცდელობას გმობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთში გადატრიალების მცდელობას გმობს.

ფარავნის უღელტეხილი

25 თებერვალი 2021, 15:29

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 15:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას არ ენდობა, გამოდის, რომ საკუთარი თავის ნდობა არ აქვთ

როცა ოპოზიციის წარმომადგებლები ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის ნდობა არ აქვთ, გამოდის, რომ საკუთარი თავის ნდობა არ აქვთ. შეუძლიათ, შემოვიდნენ და თავად გამოიძიონ ყველაფერი და თუ მაინც ამბობენ, რომ ნდობა არ აქვთ, მაშინ საკუთარი თავის უნდობლობაზე ილაპარაკონ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რობერტ ქოჩარიანი

25 თებერვალი 2021, 15:18

მსოფლიო

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს, არმიას მხარი დაუჭირონ

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი მოსახლეობას მოუწოდებს, არმიას მხარი დაუჭირონ.

25 თებერვალი 2021, 15:14

ეკონომიკა

პატრიკ ლანგი: ბაკურიანში მაღალი რანგის სათხილამურო სპორტული შეჯიბრის ჩატარება საქართველოსთვის ნამდვილად კარგი შანსია

ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან, სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია, რადგან მათ ნამდვილად ესმით, რომ ეს არის დიდი შანსი ქართული მთების პოპულარიზაციისთვის, - განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, პატრიკ ლანგმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო ტასის ეტაპის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.

თამარ გაბუნია

25 თებერვალი 2021, 15:07

COVID19

ცნობილია, რამდენი ადამიანია სამიზნე ჯგუფში, რომლებიც კოვიდვაქცინით პირველ რიგში აიცრებიან

„დღევანდელი მდგომარეობით სურათი საკმაოდ კეთილსაიმედოა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობა უკვე 500-ზე ნაკლებია რამდენიმე დღეა და დადებითობის მაჩვენებელიც 2%-ს მიუახლოვდა.

დიმიტრი ხუნდაძე

25 თებერვალი 2021, 14:58

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ვგმობ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუდნაძე, ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

თორნიკე შენგელია

25 თებერვალი 2021, 14:39

სპორტი

ტრავმით გამოწვეული რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია სათამაშოდ მზადაა

ტრავმით გამოწვეული რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია სათამაშოდ მზადაა. დღეს, ევროლიგის მორიგ ტურში მოსკოვის „ცსკა“ სტუმრად პირეოსის „ოლიმპიაკოსსს“ შეხვდება, შენგელია კი საბერძნეთშია და თანაგუნდელებთან ერთად ემზადება.

ნათია თურნავა

25 თებერვალი 2021, 14:38

ეკონომიკა

ნათია თურნავა:„OMV Petrom SA“-ის შემოსვლა საქართველოში სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საინვესტიციო კლიმატი მდგრადია

საქართველოს მთავრობამ მოიწონა სახელმწიფოს და კომპანია „OMV Petrom SA“-ს შორის II სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით გასაფორმებელი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

ხატია დეკანოიძე

25 თებერვალი 2021, 14:37

პოლიტიკა

ოპოზიცია სამოქმედო გეგმას 26 თებერვლის აქციაზე გამოაცხადებს

ოპოზიციონერი ლიდერები თავიანთ სამომავლო გეგმებს 26 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე გააჟღერებენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

25 თებერვალი 2021, 14:37

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ქვეყნიდან გაქცევას არ ვაპირებ - სამშობლოს არ დავტოვებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. ნიკოლ ფაშინიანი რესპუბლიკის მოედანზე თავის მხარდამჭერებს შეუერთდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

ვახო სანაია

25 თებერვალი 2021, 14:36

სამართალი

ჟურნალისტი ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება

სანაიას თქმით, იგი აეროპორტში ახლობლებთან ერთად დახვდა მეუღლესა და შვილს, რომელიც თურქეთში იმყოფებოდნენ. „ოჯახის ერთ-ერთი წევრი მივიყვანეთ წყნეთის ქუჩაზე და უკან ვბრუნდებოდით. ამ დროს იქ სამი ადამიანი გამოჩნდა იმ უბანში და ჩვენს ოჯახს თავს დაესხა“, - განაცხადა სანაიამ.

კელი დეგნანი

25 თებერვალი 2021, 14:34

პოლიტიკა

კელი დეგნანი: დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

„საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში. დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ელჩმა.

აშშ საელჩო

25 თებერვალი 2021, 14:28

საზოგადოება

აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოლაუ ნადირაძის ლექსი წაიკითხეს

„დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო. საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.