imedi /  29 მარტი 2019, 13:45 / სანდო წყარო

ივანიშვილი: პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები რომ დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეხმიანება.

„ორი დღის შემდეგ, მნიშვნელოვანი თარიღი დგება, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ოთხმოცი წელი შეუსრულდებოდა. ეს დღე ბევრ მივიწყებულ ტკივილს გაგვიღვიძებს, ბევრ რამეს გაგვახსენებს და ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და უახლოესი წარსულის სწორი ანალიზი. იმ უახლოესი წარსულის, რომელიც სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტრაგიკული ისტორიით იწყება. როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ცოტა ხანში სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს.

სიმბოლურია, რომ ზვიადის დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში ოცდაათი წელი სრულდება, რაც ჩვენი გმირები თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ.

31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, სულ მალე ოთხმოცი წლის გახდება მერაბ კოსტავა, სწორედ ზვიადის და მერაბის სახელებს უკავშირდება ტრაგიკული ცხრა აპრილის გამარჯვების დღედ გარდაქმნა და მეორე რესპუბლიკის დაბადების დღედ გამოცხადება. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს და ამასთანავე სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარსულიდან, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს.

31 მარტი არის დაბადების დღე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, რომელიც შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რომლის საქმემაც გაიმარჯვა!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 31 მარტს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ვრცლად ამის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 22:08

მსოფლიო

ტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის - მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების თემაზე „შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“.

ანდრეი სიბიგა

22 სექტემბერი 2026, 22:02

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია - მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა, დაუსჯელობის შეგრძნება, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება

უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.

ლევან მახაშვილი

22 სექტემბერი 2026, 21:58

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა

აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

ნიკოლოზ სამხარაძე

22 სექტემბერი 2026, 21:43

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში ვიზიტზე: გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში

გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით.

მიხაილ ფრიდმანი

22 სექტემბერი 2026, 21:37

მსოფლიო

POLITICO: რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება

რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება, - წერს გამოცემა POLITICO.

22 სექტემბერი 2026, 21:16

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ახალი ერა“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სვეტოზარ მილეტიჩის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში - „ახალი ერა“, რომელიც სერბეთში გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

მარკო რუბიო

22 სექტემბერი 2026, 21:09

მსოფლიო

რუბიო: ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ღიაა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზოგადად ღიაა „ყველასთან“ შეხვედრისთვის, მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ტელეკომპანია NBC News-ის ეთერში განაცხადა.

22 სექტემბერი 2026, 21:05

ეკონომიკა

ყურძნის კონდიციურობის მიხედვით ახალი ფასები განისაზღვრა - სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს. ცვლილებები შევიდა დაბალკონდიციური ყურძნის ფასებშიც. სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

22 სექტემბერი 2026, 21:03

საზოგადოება

ბავშვების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - დედაქალაქის მერი საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით გახმიანებულ ცილისწამებას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების შემოწმებას განაგრძობს. ინსპექტირების ჯგუფები ამოწმებენ საკვებ პროდუქტებს და ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელი კომპანიების პროდუქციას.

პაველ ჰერჩინსკი

22 სექტემბერი 2026, 21:03

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩმა „კორძის“ კონცერტის შესახებ „ქრონიკის“ კითხვას არ უპასუხა და გადაწყვეტილებას არ გაემიჯნა

ევროკავშირის ელჩი „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. პაველ ჰერჩინსკი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე - კითხვა, რომელიც „კორძის“ კონცერტს და ევროკავშირის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ელჩმა უპასუხოდ დატოვა. ის ამ გადაწყვეტილებას არ ემიჯნება.

ირაკლი კობახიძე
იგნასიო კასისი

22 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 20:55

პოლიტიკა

ახალაიას მეუღლე „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოში, ჩერგოლეიშვილის ბრალდებები კუპრაძეს, დაპირისპირება აქტივისტებსა და აქციების ორგანიზატორებს შორის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა და განმარტა, რომ შეთავაზება ლევან ხაბეიშვილისგან მიიღო. ოპოზიცია კი ისევ ურთიერთმხილების რეჟიმშია.

22 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი თემაა - “ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც ყველასთვის შედეგიანად მუშაობს”.

22 სექტემბერი 2026, 20:50

საზოგადოება

1 000-მდე მაღალი რანგის დელეგატი მსოფლიოდან, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი იმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

1 000-მდე მაღალი რანგის დელეგატი მსოფლიოდან, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი იმართება.

22 სექტემბერი 2026, 20:41

პოლიტიკა

დასავლური ინსტიტუციებისა და კულტურული ფონდების თანამშრომლობა მუსიკოს „კორძისთან“ - ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნების საფარქვეშ პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაზე საუბრობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კვლავ აქტიური განხილვის თემაა დასავლური ინსტიტუციებისა და კულტურული ფონდების პოზიცია მუსიკოს „კორძისთან“ თანამშრომლობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ ეთიკური ნორმების დარღვევაზე და ხელოვნების საფარქვეშ პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაზე, პარტნიორი ორგანიზაციები კი ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადებებისგან თავს იკავებენ. მარიამ ბუღაძე გიამბობთ.

22 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

უწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო დიალოგს რადიკალი პოლიტიკოსის დაფინანსება? პარლამენტის თავმჯდომარის კითხვის ადრესატი ევროსაბჭოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა კანონი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული სემინარით ან ჰქონდა თუ არა ადგილი კანონისთვის გვერდის ავლის ფაქტს. ევროსაბჭომ კონკრეტული სემინარისთვის გრანტის გაცემა უარყო, თუმცა მხარდაჭერა დაადასტურა.

22 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის - ვინ როგორ ხედავს პროცესს? უმრავლესობის ლიდერის ვრცელი და მწვავე პასუხი ნიკა გვარამიას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის - ეს ნიკა გვარამიას უმრავლესობიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი ირაკლი კირცხალია გამოაქვეყნა.

22 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პეკინშია.

22 სექტემბერი 2026, 20:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის გზავნილები მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტიდან და საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ნიუ-იორკში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გამართულ მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. სამიტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.