imedi /  02 აპრილი 2019, 17:43 / სანდო წყარო

არჩილ ტატუნაშვილს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილი

საქართველოს ეროვნულ გმირს, არჩილ ტატუნაშვილს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის სასაფლაოზე ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მივიდნენ.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, დამნაშავეთა დასასჯელად სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.

"ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ის უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. დამნაშავეები, ვინც მას სიცოცხლე მოუსწრაფა და ოჯახს, ისევე, როგორც თითოეულ ჩვენგანს, ეს თარიღი ტრაგედიად უქცია, ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან. თუმცა, დღესაც ჩვენი დელეგაცია ჟენევაში და მთლიანად სახელმწიფო, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით გააგრძელებს ბრძოლას იმისათვის, რომ მკვლელობაში დამნაშავეები დაისაჯონ და მომავალში აღარ ხდებოდეს ის, რაც ოკუპაციის პირობებში ხდება. იმ მიზნებს მივაღწიოთ მშვიდობიანად, რასაც არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დათო ბაშარული და უამრავი ჩვენი ახალგაზრდა შეიარაღებული დაპირისპირებების, რუსული აგრესიის დროს შეეწირა. ასევე, ჯერ კიდევ გამოსაძიებელია ირაკლი კვარაცხელიას საქმე. 

მინდა კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ ჩემი და სახელმწიფოს სახელით. გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ არჩილ ტატუნაშვილი გმირია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

"მნიშვნელოვანია, რომ არ ივიწყებენ ჩემ შვილს. გამოძიებამ რაც შეძლო, არ დაიშურეს ძალისხმევა და ორი პირი მაინც დაადგინეს, ის ორი დამნაშავე, რომლებმაც დაკავებაში მიიღო მონაწილეობა. ყველამ ვიცით, რომ გამოძიებას იქით მხარეზე ხელი არ მიუწვდება. იმედი მაქვს და შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს, როცა იქნება", - თქვა არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა. 

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა შარშან, 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს გამთენიისას კი, გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.  

35 წლის ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ 26 დღის  შემდეგ გადმოსცეს. ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელა. ექსპერტიზის თანახმად კი, ცხედარს 100-მდე დაზიანება ჰქონდა.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი, რომელშიც  წერია, რომ 35 წლის ტატუნაშვილი წამებითაა მოკლული, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. 

უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 16:38

მსოფლიო

შვეიცარიაში, რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

შვეიცარიის ქალაქ ვინთერთურის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:29

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.

28 მაისი 2026, 16:24

მსოფლიო

შვედეთი უკრაინას Gripen-ის ტიპის 16 გამანადგურებელს გადასცემს

შვედეთის ხელისუფლება უკრაინულ მხარეს Gripen-ის ტიპის 16 ერთეულ გამანადგურებელს გადასცემს და კიდევ 20 ერთეული უახლესი Gripen E-ტიპის თვითმფრინავის აწყობაში დაეხმარება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

28 მაისი 2026, 16:16

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება

მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.

ეკა სეფაშვილი

28 მაისი 2026, 16:14

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა.

28 მაისი 2026, 16:09

საზოგადოება

1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა

ჩინეთის ქალაქ შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:03

პოლიტიკა

სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის

არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.

28 მაისი 2026, 16:01

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

ილია ინჯია

28 მაისი 2026, 15:58

პოლიტიკა

ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის

საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

28 მაისი 2026, 15:39

მსოფლიო

შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა

ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

28 მაისი 2026, 15:38

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 15:37

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 15:34

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა

რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

28 მაისი 2026, 15:23

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

28 მაისი 2026, 15:21

ტაბლოიდი

Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება

„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.

ირაკლი ზარქუა

28 მაისი 2026, 15:15

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები

ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 15:14

მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა

ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მირდატ ქამადაძე

28 მაისი 2026, 15:09

პოლიტიკა

მირდატ ქამადაძე: უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს - ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა, შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა

დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 15:06

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ

უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 15:05

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.