imedi /  09 აპრილი 2019, 07:59 / სანდო წყარო

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა

9 აპრილი

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

აქციებმა თბილისში პიკს 4 აპრილს მიაღწია. ამ დღეს მოეწყო ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, ხოლო მთავრობის სახლის წინ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს. 

1989 წლის 7 აპრილს თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, აგრეთვე, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

9 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ტელევიზიით კომენდატის საათის ამოქმედების შესახებ მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე მიეწოდა. ქალაქის სამხედრო კომენდანტად როდიონოვი დაინიშნა.

აქციის დარბევა დილის 4 საათზე დაიწყო. დარბევისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა  ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანმანქანები და ტანკები გამოიყენეს.

დარბევის შედეგად ათასობით მოქალაქე მოიწამლა. 

1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

ყველა სიახლე

ლებრონ ჯეიმსი

26 იანვარი 2020, 09:45

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სამეულში შევიდა

​„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „ფილადელფიასთან“ მატჩში „ლეიკერსის“ ლეგენდარული მოთამაშის, კობე ბრაიანტის შედეგი გაიმეორა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სამეულში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ NBA-ის ვებგვერდი ავრცელებს.

კიბო პაციენტი

26 იანვარი 2020, 09:20

ტექნოლოგიები

კანადელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო შესაძლოა გადამდები იყოს

„კანადის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის“ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო შესაძლოა გადამდები იყოს. ინფორმაცია მათი კვლევის შესახებ ვებგვერბ wize.life-ზე გამოქვეყნდა. კვლევის ავტორთა თქმით, რამდენიმე არაინფექციური დაავადება, მაგალითად, კიბო, ჭარბწონიანობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი შესაძლოა ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდეს.

როტშილდი სასახლე

26 იანვარი 2020, 08:48

ეკონომიკა

როტშილდები ავსტრიისგან ნაცისტების მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ

შესაბამისი საჩივრით სასამართლოს ალბერტ ფონ როტშილდის შვილთაშვილმა, ამერიკელმა ინვესტორმა ჯეფრი ჰოგემ მიმართა. სარჩელი ეხება ბარონ ალბერტ ფონ როტშილდის მიერ 1905 წელს დაარსებულ ფონდს, რომელსაც რამდენიმე შენობა, მათ შორის ერთ-ერთი სასახლე ეკუთვნოდა, სადაც მოგვიანებით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ფსიქიატრიული კლინიკა გაიხსნა.

მადონა

26 იანვარი 2020, 08:40

კულტურა

ავადმყოფობის გამო მადონამ ლონდონში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ავადმყოფობის გამო მადონამ მისი მსოფლიო ტურნე Madame X-ის ფარგლებში ლონდონში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 15 ქალაქისგან შემდგარი ტურნე 27 იანვარს ლონდონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლეგენდარულ მომღერალს პირველი კონცერტის გაუქმება მოუწია.

სი ძინპინი

26 იანვარი 2020, 08:13

მსოფლიო

სი ძინპინი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინი​ს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „ქვეყანა სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოჩნდა. კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება“, - განაცხადა სი ძინპინმა საგანგებო სამთავრობო სხდომის შემდეგ.

26 იანვარი 2020, 00:59

კულტურა

„უოლ-სტრიტის მგელის“ პროტოტიპი ფილმის შემქმნელებს $300 მილიონს სთხოვს

ყოფილი ბროკერი ჯორდან ბელფორტი, რომლის ცხოვრების ისტორიაც სცენარისტებმა ფილმ „უოლ-სტრიტის მგელის“ სიუჟეტად გამომიყენეს, კინოფილმის შემქმნელებს - კომპანია Red Granite Pictures $300 მილიონს სთხოვს, ამის შესახებ BBC წერს. ბერლფორტმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

Boeing 737 MAX

26 იანვარი 2020, 00:17

ტექნოლოგიები

Boeing-მა თვითმფრინავის ახალი მოდელი გამოსცადა

თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიის ახალმა მოდელმა Boeing 777X-მა საცდელი ფრენა შეასრულა. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ფრენა აშშ-ში ქალაქ ევერეტიდან შესრულდა. თვითმფრინავის ამ მოდელის პრეზენტაცია 2019 წლის მარტში შედგა. ახალი ლაინერი იმით არის გამორჩეული, რომ გაცილებით ცოტა საწვავს მოიხმარს.

ნარკომოვაჭრეები

25 იანვარი 2020, 23:50

მსოფლიო

საბერძნეთის პოლიციამ ნარკომოვაჭრეებს 1,2 ტონა კოკაინი ჩამოართვა

საბერძნეთის პოლიციამ ნარკომოვაჭრეების ჯგუფი გამოავლინა, რომელმაც შავ ბაზარზე რეალიზაციის მიზნით ქვეყანაში 1,2 ტონა კოკაინი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია, ბერძენ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. 6-თვიანი გამოძიების შემდეგ საბერძნეთის პოლიციამ დამნაშავეთა ჯგუფის 8 წევრი დააკავა.

კორონავირუსი

25 იანვარი 2020, 23:08

მსოფლიო

ჩინეთში „კორონავირუსით“ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1372-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 41 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. დღეს დილიდან ქვეყნის 25 პროვინციაში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უმაღლესი დონე გამოაცხადეს.

ბრაზილია, მეწყერი

25 იანვარი 2020, 22:39

მსოფლიო

ბრაზილიაში მეწყერმა 14 ადამიანი იმსხვერპლა

ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა მეწყერმა ბრაზილიაში შტატ მინას-ჟერაისში 14 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას TV Globo მთავარ სამხედრო კომენდანტ როდრიგო როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო მონაცემებით ძლიერი წვიმების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2,5 ათასი სახლის გარეშე დარჩა.

თბილისის აეროპორტი

25 იანვარი 2020, 21:52

საქართველო

თბილისის აეროპორტში მგზავრებს „კორონავირუსზე“ ამოწმებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „კორონავირუსის“ გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. ეპიდემოლოგების ჯგუფს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებიც შეუერთდნენ.

გიორგი ვოლსკი

25 იანვარი 2020, 21:50

საქართველო

გიორგი ვოლსკი: საქართველოში 200-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა რეგისტრირებული

„რაც შეეხება „ფრონტერას“, ეს კომპანია საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და იმ პერიოდიდან გვესაუბრებიან საქართველოში გაზისა და ნავთობის დიდ მარაგზე. მე შიგნით არ ჩავიხედავ, არ ვიცი, ვინ არის მართალი, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, თუ „ფრონტერა“, მაგრამ ყველამ იცის, რომ სტოქჰოლმის საერთაშორისო სასამართლოში იხილება ეს საკითხი.

ბარსელონა იუვენტუსი

25 იანვარი 2020, 21:39

სპორტი

„ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ ფეხბურთელები გაცვალეს

კატალონიური კლუბის ოფიციალური გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალურმა „იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ ფეხბურთელები გაცვალეს. იტალიურ კლუბში €8,2 ტრანსფერით, 19 წლის თავდამსხმელი ალეხანდრო მარკესი გადავიდა, ხოლო ესპანურ კლუბში 21 წლის ჰავბეკ მათეუსი, რომელიც სეზონის პირველ ნაწილში ფრანგული „დიჟონის“ სახელით გამოდიოდა.

გიორგი ვოლსკი

25 იანვარი 2020, 21:30

საქართველო

გიორგი ვოლსკი: აშშ ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

„აშშ ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა, ვინაიდან ჩვენი განვითარებისა და უსაფრთხოების სტაბილურობის მექანიზმი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია აშშ-სთან ურთიერთობით“, - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ მთავარ გამოშვებაში სტუმრობისას.

25 იანვარი 2020, 21:08

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობაში ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში შეფერხებაა

Downdetector-ის მონაცემების თანახმად, ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში Facebook-ი შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლები ჩივიან, რომ სოციალური ქსელი მათ ექაუნთებიდან აგდებს და თავიდან სთხოვს ავტორიზაციას. ზოგიერთი მათგანი ქსელში თავიდან შედის, თუმცა ზოგი ავტორიზაციის გავლას ვერ ახერხებს.

თურქეთი, მიწისძვრა

25 იანვარი 2020, 20:31

მსოფლიო

თურქეთში შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა 43 ადამიანი გამოიყვანეს

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა 43 ადამიანი გამოიყვანეს. ინფორმაციას Daily Sabah თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ნანგრევებიდან გამოიყვანეს ასევე ორი ქალი, რომლებმაც მიწიძვრის შემდეგ ნანგრევების ქვეშ 17 და19 საათი გაატარეს.

მოტომრბოლი ედვინ სტრავერი

25 იანვარი 2020, 19:56

სპორტი

მოტომრბოლი ედვინ სტრავერი „დაკარზე“ მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა

ჰოლანდიელი მოტომრბოლი ედვინ სტრავერი გარდაიცვალა ტრავმებისგან, რომელიც 2020 წლის 16 იანვარს „დაკარის“ რბოლის მე-11 ეტაპის დროს მიიღო. ის უკვე მეორე მოტომრბოლია, რომელიც საუდის არაბეთში „დაკარის“ რბოლისას მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა. 48 წლის მრბოლელი ვერ გაუმკლავდა მართვას და მოტოციკლიდან ჩამოვარდა.

ხანძარი

25 იანვარი 2020, 19:32

მსოფლიო

საფრანგეთის ზოოპარკში ხანძარს ცხოველები ემსხვერპლნენ

60-მდე ღამურა და რამდენიმე რეპტილია დაიწვა საფრანგეთში ზოოპარკში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინფორმაციას რადიოსადგური France Bleu ზოოპარკის დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს. ხანძარი ზოოპარკში პარიზის დროით დილის 8:00-ზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მოხდა, თუმცა შენობა სრულად დაიწვა.

დედამიწის მაგნიტური ველი

25 იანვარი 2020, 19:10

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დედამიწის მაგნიტური ველის ასაკი დაადგინეს

დედამიწის მაგნიტური ველი პლანეტაზე სიცოცხლისთვის აუცილებელია. სწორედ ის ეხმარება ცხოველებს ორიენტირებაში და გვიცავს კოსმოსური გამოსხივებისგან. ამიტომ, მეცნიერები თვლიან, რომ მაგნიტური ველი დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნისთვის მნიშვნელოვანი პირობა იყო, თუმცა აქამდე არავინ იცოდა როდის გაჩნდა ეს ველი.

ბაღდადი

25 იანვარი 2020, 18:44

მსოფლიო

სამართალდამცველებმა ბაღდადში დემონსტრანტების ბანაკი დაარბიეს

სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, ამის შემდეგ კი ტაჰრირის მოედნიდან ბარიკადების და კარვები აღება დაიწყეს. მომიტინგეთა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.