09 აპრილი 2019, 20:33 / სანდო წყარო

ევროსაბჭოს წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება. 

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, ვარსკვლავზე პოლიტიკოსის ეს ცნობილი ფრაზაც დაიწერება, რომელიც ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. 

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება ასამბლეის წინ. როგორც წესი სასახლის წინ ვარსკვლავები შექმნილია სრულიად განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროსაბჭოში შესრულებული. ეს ძალიან დიდი მოვლენაა ჩვენთვის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააკეთა გამონაკლისი საქართველოსთვის. სხდომათა დარბაზში როგორც წესი, კულტურული ელემენტები არ არის ხოლმე და თუ არის, ეს არის გამონაკლისი შემთხვევა. საქართველოსთვის ეს გამონაკლისი დაუშვეს და ხვალ იქნება ხალხური სიმღერა წარმოდგენილი ასამბლეის დარბაზში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ხვალ სხდომათა დარბაზში პრემიერის გამოსვლამდე ანსამბლი „რუსთავი“ „ჩაკრულოს“ შეასრულებს“, - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკური საქმიანობა 1988 წლიდან დაიწყო. მან ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“. 1992 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იგი ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე გახდა.

1995 წლიდან, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.

1999 წლის 27 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში. ამ დღეს თავის გამოსვლაში ქართველმა პოლიტიკოსმა წარმოთქვა ისტორიული ფრაზა – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.

2004 წლის თებერვლიდან ზურაბ ჟვანიას ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა. ქართველი პოლიტიკოსი 2005 წლის 3 თებერვალს 41 წლისა გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

მარიამ ჯაში

27 თებერვალი 2020, 21:00

საქართველო

მარიამ ჯაში: დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევით ყინული დაძრულია, დიალოგი შესაძლოა განახლდეს

„წინასწარ გაჟღერებულმა ნებისმიერმა არასწორმა ინფორმაციამ შეიძლება დააზიანოს დიალოგი. დიალოგის დაზიანება კი ნიშნავს, რომ პოლიტიკური კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე ვერ შედგება და ჩვენი ქვეყანა მომდევნო 4-5 წლის მანძილზე დარჩება მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობის რისკის ქვეშ” - აცხადებს მარიამ ჯაში.

ჰადი ხოსროშაჰი

27 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი კორონავირუსით გარდაიცვალა

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ხადი ხოსროუშახი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ყოფილი ელჩის მდგომარეობა მძიმე იყო. ანალიზებით მას კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს დილით კი გარდაიცვალა.

27 თებერვალი 2020, 20:38

საქართველო

განათლების სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

27 თებერვალი 2020, 20:27

საქართველო

ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება

ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება. სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ხუთს უკვე ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.

27 თებერვალი 2020, 20:18

საქართველო

სუს-ში ადასტურებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო ე.წ. გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი დაადასტურეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 20:00

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი, რომ 2020 წელი „თიბისი“-სთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს წარმატებული

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და განვითარებული, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ თიბისი ბანკის წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 19:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და ეკონომიკის მინისტრთან მიქაელ ჯაბაროვთან.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

27 თებერვალი 2020, 19:43

მსოფლიო

ჯანმოს ხელმძღვანელი იმ ქვეყნებს მიმართავს, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა

ეს თქვენი შესაძლებლობის ფანჯარაა. თუ ახლა აგრსიულად იმოქმედებთ, შესძლებთ ვირუსის შეკავებას. შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ხალხის დაავადება. შეგიძლიათ გადაარჩინოთ სიცოცხლეები. ამ ქვეყნებისთვის ჩემი რჩევაა-იმოქმედეთ სწრაფად“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

27 თებერვალი 2020, 19:32

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლუდი Corona

27 თებერვალი 2020, 19:32

ეკონომიკა

ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona ზარალს განიცდის

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona საიმიჯო ზარალს განიცდის. აღნიშნულს ცხადყოფს ორგანიზაცია YouGov-მიერ ჩატარებული გამოკვლევა.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 19:30

საქართველო

ირაკლი კობახიძე: არსებობს მოლოდონი, რომ კვირის ბოლომდე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება

კობახიძის შეფასებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსიისას, სხვადასხვა ვარიანტები იქნა განხილული. საუბარი იყო სხვადასხვა პრინციპზე მათ შორის, პროპორციებზე, საარჩევნო ბარიერზე და ა.შ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ერთგვარი 40%-იანი ბუნებრივი ბარიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ 40%-იანი და მეტი შედეგით უნდა შეძლოს ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება.

ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

27 თებერვალი 2020, 19:21

საქართველო

რუსეთმა გაძევებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდის პირობები დაასახელა

სამოქმედო გეგმაში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოამზადოს დაზარალებულთა საბოლოო სია, რომლებსაც კომპენსაცია ეკუთვნის. სია უნდა მოიცავდეს დაზარალებულ პირთა სახელს, დაბადების თარიღს, მათთან მიმართებაში დადგენილ დარღვევებს, ასევე კომპენსაციის თანხას.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 19:17

საქართველო

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. “გვაქვს მოლოდინი, რომ მალე სრულად განიკურნება, თუმცა მოუწევს, რომ გარკვეული პერიოდი მაინც დაჰყოს კლინიკაში, რათა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს“, - განმარტა გაბუნიამ.

დავით უსუფაშვილი

27 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

დავით უსუფაშვილი: სამწუხაროა, რომ საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ ქართველი პოლიტიკოსები უცხოელი დიპლომატების სახლებში ვხვდებით ერთმანეთს

უკიდურესად სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ ქართველი პოლიტიკოსები უცხოელი დიპლომატების სახლებში სადილებსა და საუზმეებზე ვხვდებით ერთმანეთს, იმდენად პოლარიზებულია ჩვენი პოლიტიკური სისტემა, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 19:07

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის გამოყენება რეკომენდებული არ არის

პირბადის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს თავად აქვს დაავადების ნიშნები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის გამოყენება რეკომენდებული არ არის. „დაავადებულმა ადამიანმა ნიღაბი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს გაფრქვევა და გადაცემა ინფიცირებული მასალის“, - განმარტა გაბუნიამ.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 19:02

საქართველო

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 100/50-ის შეთავაზება გადაიხედოს

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხზეც ისაუბრეს. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა. ვფიქრობთ ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც აბსოლუტურად ითვალისწინებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ და ეს შედეგობრივი თვალსაზრისით საკმაოდ დაუახლოვდება სრულად პროპორციულ სისტემას, მაგალითად, 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 18:42

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის შეთავაზება, 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, უმრავლესობისთვის მისაღებია

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი უმარავლესობისთვის მისაღებია, „ ჩვენ გვაქვს მომზადებული ვარიანტი, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-პროცენტიანი შედეგით პარტიამ 75-ზე მეტი მანდატი მიიღოს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 18:39

საქართველო

გიორგი გახარია: კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს არავისთან, არც საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან

„მერწმუნეთ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა კომუნიკაციის არ გვაქვს არავისთან, არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან, ყოველთვის ღია ვიყავით და ღია ვართ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითვის საპასუხოდ განუცხადა.

თელავი

27 თებერვალი 2020, 18:37

საქართველო

თელავში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე საათის წინ სოფელ თეთრიწყლების მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ქვედა საფარს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ 10-მდე მეხანძრე მაშველი სტიქიის ზონაში იმყოფება.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

27 თებერვალი 2020, 18:33

საქართველო

ევროსაბჭოს გენმდივანი: საქართველომ თავმჯდომარეობის დროს პრიორიტეტების შერჩევისას ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა

საქართველომ თავმჯდომარეობის დროს გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელებით ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა. ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა „ქრონიკას“ განუცხადა.