imedi /  09 აპრილი 2019, 22:46 / სანდო წყარო

ივანიშვილი: გირგვლიანის საქმეში შავგულიძე იყო თამაშის მონაწილე

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში ვრცლად ილაპარაკა.

ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილა, რასაც პარადოქსი უწოდა. "ჩვენ პარადოქსების ქვეყანა ვართ და ეს შემთხვევა ჩემთვის პარადოქსულია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დღეს მურუსიძე გირგვლიანის მკვლელობის სინონიმია.

მისი თქმით, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე იყო, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის მისჯილი სასჯელის ზომა სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა, რაც ივანიშვილის შეფასებით, ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა უზენაესი სასამართლოს მაშინდელი მოსამართლისთვის, ლევან მურუსიძისთვის, რომ საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნება.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, იმის გამო რომ შავგულიძემ საქმე სააპელაციოში არ გაასაჩივრა, მურუსიძეს ფორმალური შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა.

"არავითარი ვარირების საშუალება რიგით მოსამართლეს, მურუსიძეს უზენაეს სასამართლოში არ ჰქონდა. ადრე ვფიქრობდი, რომ შალვა შავგულიძეს ეს გამოუცდელობით მოუვიდა და შეცდომა დაუშვა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, გადავაფასოთ აქვე. შავგულიძის დღევანდელ პოზიციას თუ ვნახავთ - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდა, "ევროპული საქართველოა", მაგრამ ეს ერთია ჩემთვის. და ის, რაც მეგონა რომ გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როცა აპელაციაში არ დაწერა, დღეს ასე აღარ ვთვლი. ის იყო თამაშის მონაწილე. და პარადოქსია, რომ დღეს საზოგადოებაში შავგულიძე ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება როგორც მკვლელი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ყველა სიახლე

როჯერ სტოუნი

21 თებერვალი 2020, 14:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მრჩეველს სასამართლომ 40-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ როჯერ სტოუნი დამნაშავედ სცნო ცრუ ჩვენების მიცემაში, მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებაში და კონგრესის მიერ გამოძიების ჩატარების ხელის შეშლაში. ბრალდების ვერსიით, როჯერ სტოუნმა აშშ-ს კონგრესს დაუმალა, რომ 2016 წელს შეეცადა ჯულიან ასანჟისგან კომპრომატი მოეპოვებინა ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ.

21 თებერვალი 2020, 14:11

საქართველო

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა, - უმსხვილესი სოციალური პროექტის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.

ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი 2020, 14:07

საქართველო

ვახტანგ გომელაურს „დამხობის“ შესახებ ვანო მერაბიშვილის განცხადება არასერიოზულად მიაჩნია

ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ერთ წელიწადში დაასრულებს, ვახტანგ გომელაურმა არასერიოზული უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ.

21 თებერვალი 2020, 13:56

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

არჩილ თალაკვაძემ მააიკე ვან კოლდამს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ხანძარი

21 თებერვალი 2020, 13:50

ძალოვნები

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია

გლდანი-ნაძალადევის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თემქის დასახლებაში, მემატიანის მემორიალთან, ხეები და ბუჩქები იწვის. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი დაახლოებით, 3-4 ჰექტარზეა გავრცელებული.

სტივენ და მიკაელა სპილბერგი

21 თებერვალი 2020, 13:48

ტაბლოიდი

სტივენ სპილბერგის შვილი პორნომსახიობი გახდა

მისი თქმით, ის არ აპირებს ვიდეოში პარტნიორთან სექსით დაკავდეს და ამიტომაც სოლო პორნო ვიდეოების ჩაწერა დაიწყო. მიკაელა სპილბერგი იმედოვნებს, რომ ახალი კარიერა მას დაეხმარება მშობლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს.

მამუკა მდინარაძე

21 თებერვალი 2020, 13:30

საქართველო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ისინი შიგნიდან გვიტევენ, რუსები - გარედან და რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ

მისი თქმით, პოლიტპატიმრობის მათი ფორმულა ასეთია: თუ დანაშაული ჩაიდინე 2003-2012 წლებში, იქნება ეს მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა თუ სხვა რამ, ყველა შემთხვევაში პოლიტპატიმარი ხარ და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს.

გედევან ფოფხაძე

21 თებერვალი 2020, 13:25

საქართველო

გედევან ფოფხაძე: გაიწმინდოს პოლიტიკური სპექტრი ვანო მერაბიშვილის და მსგავსი ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან

დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა წლების წინ უნდა დაესრულებინა. ამის შესახებ დეპუტატმა მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში განაცხადა. ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.

ირაკლი სესიაშვილი

21 თებერვალი 2020, 13:16

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: სახელმწიფო დგამს აუცილებელ ნაბიჯებს იმისთვის, რომ კიბერთავდასხმების ნეიტრალიზაცია შეძლოს

ირაკლი სესიაშვილი საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

ლია კრიალაშვილი

21 თებერვალი 2020, 13:15

საქართველო

გია კრიალაშვილის და: ვანო მერაბიშვილმა ჩემი ძმის მკვლელობის დაკვეთისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს

გია კრიალაშვილის გარდაცვალების საქმეში ლია კრიალაშვილი უშუალოდ ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს სდებს ბრალს და ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს საპყრობილე არ უნდა დაეტოვებინა. გარდაცვლილი პოლკოვნიკის და პროკურატურისგან სასწრაფო რეაგირებას და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.

ვლადიმერ კონსტანტინიდი

21 თებერვალი 2020, 13:00

საქართველო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ ეს 20-მდე ქვეყანა იყო. პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორები – ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, სხვა ქვეყნები, ანუ ძირითადად დასავლელი პარტნიორები, მთელი ცივილიზებული მსოფლიო და ეს გამოხმაურებები დღის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება“.

21 თებერვალი 2020, 12:59

საქართველო

მედიააკადემიაში მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტის, ვიტორ ტომეს სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედიააკადემიაში მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტის, ვიტორ ტომეს სემინარი ჩატარდა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სემინარს, რომელიც მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის თანამედროვე გამოწვევებსა და როლს ეხებოდა, კომუნიკაციების კომისიის, მედიაკადემიის, განათლების სამინისტროსა და თავად მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი გახარია

21 თებერვალი 2020, 12:57

საქართველო

გიორგი გახარია: საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას

საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

გედევან ფოფხაძე

21 თებერვალი 2020, 12:55

საქართველო

გედევან ფოფხაძე: არჩევნების 100/50-ის პრინციპით ჩატარებასაც მივცემ ხმას

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, საარჩევნო კოდექსში ცვლილება მარტის პირველ რიცხვებში დაარეგისტრიროს. გედევან ფოფხაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცვლილების ინიციატორი ხელისუფლება უნდა იყოს და „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, ქვეყანა ესკალაციამდე მივა, თუ ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს. მისივე თქმით, „პირველი ნაბიჯი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას.

ჯეკპოტი

21 თებერვალი 2020, 12:54

ტაბლოიდი

ამერიკელმა ლატარიაში მილიონი ორჯერ მოიგო

აშშ-ის ქალაქ ბოსტონში მცხოვრებმა ქალმა 10 წლის განმავლობაში ლატარიაში მილიონი დოლარი ორჯერ მოიგო. თებერვალში ლინდი სვინიმ ადგილობრივ მაღაზიაში მომენტალური ლატარია იყიდა და 1 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. ანალოგიური თანხა მან 10 წლის წინაც მოიგო.

21 თებერვალი 2020, 12:51

ძალოვნები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ

„მარტის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ვიქნებით შესული. ჯამში 250 ობიექტი იქნება სრულად გარემონტებული. ჩვენს სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ და ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

21 თებერვალი 2020, 12:44

საქართველო

UNHCR-მა დევნილთა სააგენტოს ტექნიკა გადასცა

სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიკა გვარამია

21 თებერვალი 2020, 12:38

ძალოვნები

ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი სასამართლო პროცესი გადაიდო

„დღევანდელი სასამართლო გადაიდო იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ ვერ შეძლო მასზე დასწრება. სასამართლომ ჩანიშნა მომდევნო სხდომების გრაფიკი და საქმის განხილვა გაგრძელდება უკვე მომდევნო კვირას“,- განაცხადა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ვანო მერაბიშვილი

21 თებერვალი 2020, 12:23

საქართველო

ვანო მერაბიშვილი დღეს დაგეგმილ ოპოზიციურ შეხვედრას არ დაესწრება

ვანო მერაბიშვილი დღეს დაგეგმილ ოპოზიციურ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის თქმით, ის მომდევნო ერთი კვირის გატარებას ოჯახთან ერთად გეგმავს. მერაბიშვილი დღეს ახალციხეში ჩავა და მშობლებს მოინახულებს.

21 თებერვალი 2020, 12:09

საქართველო

გიორგი გახარიამ ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.