Imedi /  19 აპრილი 2019, 08:12 / სანდო წყარო

პარლამენტში ომბუდსმენის მოსმენა დღეს იგეგმება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას საპარლამენტო მოსმენა დღეს იგეგმება. 

ამავე საკითხზე სახალხო დამცველის მოსმენა გუშინ გადაიდო.

სახალხო დამცველის მოსმენა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კორექტირებული კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ არის დაგეგმილი.  

ომბუდსმენი კანონპროექტის ჩასწორებულ ვერსიას შეაფასებს და დეპუტატებს საკუთარ შენიშვნებს გააცნობს.

სახალხო დამცველის მოსმენის შემდეგ სესიაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

გუშინ პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავდნენ, რომელშიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უკვე აისახა. თუმცა ოპოზიციის თქმით, მმართველი გუნდი ცრუობს, როცა ამბობს, რომ პროექტში რეკომენდაციები გაითვალისწინეს.

დავის საგანს წარმოადგენს საკითხი, უნდა ჩააბარონ თუ არა გამოცდები უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებმა. 

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. 

ვენეციის კომისია ხუთ ძირითად რეკომენდაციას გამოყოფს. მათ შორის, უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის კანდიდატი, გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატების შერჩევა-ნომინირების ყველა პროცედურისგან.

ყველა სიახლე

უკრაინის უმაღლესი რადა

22 მაისი 2019, 16:02

მსოფლიო

რადამ ზელენსკის კანონპროექტი დღის წესრიგში არ შეიტანა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითვალისწინებდა, დღის წესრიგში არ შეიტანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და სარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებდა.

22 მაისი 2019, 15:54

საქართველო

მერია ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემას აქვეყნებს. ვიდეო

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

22 მაისი 2019, 15:43

მსოფლიო

ბრაზილიაში ბაპტისტურ ეკლესიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ბრაზილიაში ბაპტისტურ ეკლესიაში შეიარაღებულმა კაცმა 3 ადამიანი მოკლა. შემთხვევა მინას-ჟერაისის შტატში მდებარე ქალაქ პარაკატუში მოხდა. ყოფილი მფრინავი ჯერ ყოფილი მეგობარი გოგოს სახლში მივიდა, სადაც ის დანით მოკლა, შემდეგ კი ეკლესიისკენ გაემართა. ეჭვმიტანილმა ეკლესიაში 3 ადამიანი მოკლა, მათგან 2 მღვდელია.

სარა ჯესიკა პარკერისა და მეთიუ ბროდერიკი

22 მაისი 2019, 15:29

ტაბლოიდი

სარა ჯესიკა პარკერმა და მისმა მეუღლემ ქორწინების 22 წლის იუბილე აღნიშნეს

”1997 წლის 19 მაისი – 2019 წლის 19 მაისი, 22 წელი, 8,030 დღე და მილიარდი მოგონება. ბედნიერ იუბილეს გისურვებ,”- წერს პარკერი. 57 და 54 წლის მსახიობები ოფიციალურად 2007 წელს დაქორწინდნენ და 3 შვილი ჰყავთ, უფროსი 16 წლის ჯეიმსია, უმცროსი კი 9 წლის ტყუპია.

თბილისის საქალაქო სასამართლო

22 მაისი 2019, 15:17

ძალოვნები

სასამართლომ მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულების მიმართ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა

ბრალდების მხარე ნიკა დაუშვილის, ირაკლი ხუჭუას, ვახტანგ ჯაყელისა და ლაშა ჩაფიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, ხოლო დანარჩენი 7 ბრალდებულის - გიორგი ბედიაშვილის, ირაკლი ბაჯელიძის, ჯონი შეროზიას, რობერტ იმერლიშვილის, პაატა ღუდუშაურის, ნოდარ კიკნაველიძისა და ნიკოლოზ მაისურაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

22 მაისი 2019, 14:47

ეკონომიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საბაჟო-გამშვები პუნქტები სადღესასწაულოდ გაფორმდა

გაიმართება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, „გააზიარე ცოდნა“, კამპანიის ფარგლებში, წარდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები. საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. იქნება სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა.

22 მაისი 2019, 14:37

საქართველო

სპილო გრანდის ოპერაციაზე გადაღებული ფილმის თიზერი გამოქვეყნდა. ვიდეო

ცხოველს ეშვის ამოღების ოპერაცია 31 ოქტომბერს ჩაუტარდა და მისი მიმდინარეობა BBC-ის ჯგუფმა სერიალში "დიდი ცხოველების ოპერაციები" გადაიღო. სპილო გრანდის შესახებ გადაღებული ეპიზოდის პრემიერა 6 ივნისს BBC Two-ს ეთერში ინგლისის დროით 21:00 საათზე შედგება.

კახა გულედანი

22 მაისი 2019, 14:29

საქართველო

სამგორის გამგებელი კახა გულედანი თანამდებობას ტოვებს

"კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში - ამისგან ვერავის შევზღუდავ. გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“, - განაცხადა კალაძემ.

22 მაისი 2019, 14:24

საქართველო

რა ღონისძიებები გაიმართება დამოუკიდებლობის დღეს

დამოუკიდებლობის დღეს მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. საწყისი საბრძოლო მომზადების 288 რეკრუტი სამშობლოსა და ერის წინაშე ფიცს თავისუფლების მოედანზე დადებს. თბილისის გარდა, 26 მაისს 175 რეკრუტი ფიცს ქვეყნის მასშტაბით ხუთ ლოკაციაზე დადებს: ზუგდიდში, მრავალძალში, უფლისციხეში, ანანურსა და გრემში.

YouTube

22 მაისი 2019, 14:23

ტექნოლოგიები

აგვისტოდან YouTube-ზე არხების გამომწერთა რაოდენობა დამრგვალებულად გამოჩნდება

„ახლა გამომწერთა მთვლელი არხების უმრავლესობაზეა დამრგვალებული. აგვისტოდან ეს ყველა არხს შეეხება, რომლებსაც 1000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ვიცით, რომ გამომწერთა რიცხვი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბლოგერებისთვის, ასევე მათი ფანებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, ისინი წინასწარ გავაფრთხილოთ!“ - წერია განცხადებაში.

22 მაისი 2019, 14:08

საქართველო

მოკლული 7 თვის ბავშვის ოჯახი არასრულწლოვანი დედის მკაცრად დასჯას ითხოვს. ვიდეო

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

პრაღა აქცია

22 მაისი 2019, 13:55

მსოფლიო

ჩეხეთში იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

დემონსტრანტების მტკიცებით, ბენეშოვა ჩეხეთის პრემიერმინისტრის ანდრეი ბაბიჩის წინააღმდეგ გამოძიებას ეწინააღმდეგება. ბაბიჩს ევროკავშირის სუბსიდიების განაწილებისას თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია 1,6 მილიონ ევროზე, რომელიც ევროკავშირმა რეკრეაციული კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყო.

22 მაისი 2019, 13:51

მსოფლიო

ინგლისში პლასტმასის საწრუპებისა და ყურის ჩხირების გაყიდვა აიკრძალება

ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მიზნად გარემოს დაბინძურების შემცირებას ისახავს. გამოცემის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად ჯამში პლასტმასის 5 მილიარდ საწრუპს, სასმლის 300 მილიონ მოსარევ ჯოხს და ყურის 2 მილიარდ ჩხირს იყენებენ.

იგორ კოლომოისკი

22 მაისი 2019, 13:51

მსოფლიო

კოლომოისკის ადვოკატი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა

მანამდე ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა. იგორ კოლომოისკიმ ქვეყანა 2017 წლის ივნისში დატოვა. ის ამ დრომდე შვეიცარიასა და ისრაელში ცხოვრობდა. ბიზნესმენის ქვეყნიდან წასვლა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. 2017 წელს, კიევის სასამართლომ კოლომოისკის ქონება დააყადაღა.

ფეხმძიმე ქალები

22 მაისი 2019, 13:51

ტაბლოიდი

ბოსტონში საავადმყოფოს 14 მედდა ერთდროულად არის ფეხმძიმედ

აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ერთ-ერთი საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილების 14 მედდა ერთდროულად არის ფეხმძიმედ. ამის შესახებ Massachusetts General Hospital-ი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „დედიკოებო! ონკოლოგიური განყოფილების ოჯახში მატებას ველოდებით. ერთდროულად 14 ფეხმძიმე მედდა, რომელთაგან ერთი ტყუპს ელოდება. ისინი ღიმილის 15 მიზეზს გვაძლევენ“, - წერია პოსტში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

22 მაისი 2019, 13:19

საქართველო

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ ლექტორს სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლება შეუჩერდა

გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც სტუდენტებმა აქცია გამართეს. ბსუ-ს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფაქტს უნივერსიტეტის ეთიკის საბჭო შეისწავლის. დღესვე გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროვებაზე გამოძიება დაიწყო.

ინდონეზია

22 მაისი 2019, 13:16

მსოფლიო

ინდონეზიაში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში საპროტესტო აქციებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 200 კი დაშავდა. მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, 17 აპრილის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ქუჩაში გამოსულებმა მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება გააპროტესტეს, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრელებული მონაცემების მიხედვით, ხმათა 55. 5 პროცენტი მოიპოვა.

22 მაისი 2019, 12:59

ტექნოლოგიები

საქართველოს ოჯახების 74% ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურეობების პენეტრაცია 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და ჯამში 74%-ი შეადგინა. გაზრდილია მობილური კომპანიების ჯამური შემოსავალი.

გადაცემის „საღამო ვლადიმერ პუტინთან“ პრომო

22 მაისი 2019, 12:53

ტაბლოიდი

ანიმირებული პუტინი BBC-ზე თოქშოუს „წაიყვანს“

BBC-ს ერთ-ერთ არხზე გადაცემას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „წაიყვანს“. როგორც ტელეკომპანიის პრესცენტრის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შოუს ორი საპილოტე ეპიზოდი უკვე მზად არის. გადაცემას „საღამო ვლადიმერ პუტინთან“ (Tonight With Vladimir Putin) ჰქვია. თოქშოუს ფორმატში ანიმირებული პუტინი რეალურ სტუმრებთან ისაუბრებს. ამასთან, გადაცემის გადაღებისას სტუდიაში მაყურებლები იქნებიან.

22 მაისი 2019, 12:38

ძალოვნები

სავარაუდოდ დედის მიერ 7 თვის ჩვილის მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ოფიციალური ინფორმაციით კი, შემთხვევა 21 მაისს გამთენიისას მოხდა. რა დროსაც, ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. როგორც ის ჰყვება, ამ დროს სახლში უკვე აღარ იყო ბავშვის დედა. რომელიც რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.