ბახტაძე თურნავას დანიშვნაზე: ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები
ნათია თურნავა და მამუკა ბახტაძე
ფოტო: IMEDI
საქართველოს პრემიერმინისტრმა ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა ოფიციალურად წარადგინა. ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე ილაპარაკა.
მამუკა ბახტაძემ ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ქობულია არის ძლიერი ეკონომისტი და პროფესიონალი. ბახტაძის თქმით, მან შეძლო შეექმნა განვითარების სტრატეგიები, რომლებიც მთავრობას მომავალში გამოადგება. რაც შეეხება ნათია თურნავას, პრემიერის თქმით, მას თურნავასთან აკავშირებს 10-წლიანი თანამშრომლობა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
"დარწმუნებული ვარ, რომ ნათია აუცილებლად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. მას აქვს ძალიან სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. ის დავალებები და ვადები, რომლებიც ნათიას აქვს შესასრულებელი ეკონომიკის სამინისტროში, არის ძალიან მკაცრი და მას აუცილებლად ექნება ჩვენი მხარდაჭერა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქობულია როგორც დღეს, ასევე მომავალშიც გამოადგება ქვეყანას.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე გოგასთან გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მთავრობის სხდომის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა მექნება. გარწმუნებთ, ამ მხრივ პრობლემა არ არის. ბუნებრივია, გოგა ქობულიამ გითხრათ ის, რაც უნდა ეთქვა, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე მასთან საუბრის შედეგად. ისევე, როგორც გადაწყვეტილება მივიღე ნათია თურნავასთან საუბრის შედეგად. გარწმუნებთ, რომ არაფერი გასაკვირი აქ არ არის. აქვე მინდა განვმარტო, რომ თვითონ გოგა ქობულიას განვლილი გზა, მისი კარიერული გზა არის ნათელი პასუხი იმისა, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი. მინდა შეგახსენოთ, ის გახლდათ „მაკინზის“ უფროსი პარტნიორი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ცოდნა, რომ მან ეს მნიშვნელოვანი ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიმართულებით, რომელიც ერთად თავს იყრის ეკონომიკის სამინისტროში. უფრო მეტიც, ის როგორც დღეს, ასევე მომავალშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას“, - განაცხადა ბახტაძემ.
ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განცხადება ეკონომიკის ახლად დანიშნულმა მინისტრმაც გააკეთა. ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა მამუკა ბახტაძეს ნდობის გამოცხადებისთვის და ასევე მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრ ქობულიას თანამშრომლობისთვის.
"ჩემთვის დიდი პატივია სათავეში ჩავუდგე ეკონომიკის სამინისტროს. გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული დავალებები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნდობა გავამართლო", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა.
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ 2000 წლის შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა. 2013-2018 წლებში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 01:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
22 ივლისი 2026, 01:00
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.
21 ივლისი 2026, 20:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.
21 ივლისი 2026, 20:35
სამართალი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
21 ივლისი 2026, 20:33
ეკონომიკა
სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის
„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
21 ივლისი 2026, 20:31
ეკონომიკა
13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.
21 ივლისი 2026, 20:29
სამართალი
რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.
21 ივლისი 2026, 20:26
პოლიტიკა
შეურაცხმყოფელი იუმორი - პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია - ქართულ ჩოხაზე ქილიკისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ავტორები მწვავე კრიტიკის ობიექტები არიან. საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, ეგრეთ წოდებული იუმორისტული ფორმატი სინამდვილეში ეროვნული ფასეულობების დაცინვაა.


