გიორგი ქობულია: ზედმეტად პრინციპული აღმოვჩნდი
გიორგი ქობულია
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, ის ზედმეტად პრინციპული აღმოჩნდა და ყველას უნდა სცოდნოდა, რომ არ დაუჭერდა მხარს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ ესმის. ამის შესახებ გიორგი ქობულიამ პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.
"აღმოვჩნდი ზედმეტად პრინციპული. ყველას უნდა სცოდნოდა, რომ არ ვუჭერ მხარს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ მესმის. ეს არ იყო ერთი-ორი გადაწყვეტილება, ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესები. ამაზე მეტის თქმა მიჭირს.
ბევრზე უკეთ მესმის აღქმა საქართველოს მმართველობითი წესების. არაფორმალური თამაშის წესებზე მქონდა ღია მოლაპარაკება თანამდებობაზე დანიშვნამდე, მქონდა შეთანხმება, რომ არ ვიმუშავებდი სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. ყოფილმა მინისტრმა ასევე თქვა, რომ მისთვის მთავრობაში არაერთხელ უწოდებიათ "უცხო სხეული". კითხვაზე ვინ უწოდა მას "უცხო სხეული", გიორგი ქობულიამ უპასუხა რომ არა ერთმა.
ახლა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს ისმენს, მანამდე კი გიორგი ქობულიამ მისი ხედვები გააცნო კანონმდებლებს, შემდეგ კი იმ მიმართულებებზე ილაპარაკა, რაშიც მთავრობას არ ეთანხმება და პრობლემებს ხედავს.
ყოფილი თანაგუნდელის დღევანდელ განცხადებებს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ყაზახეთიდან გამოეხმაურა. “რაც შეეხება სწრაფ გადაწყვეტილებებს, არ ვიცი რა კონტექსტში თქვა მან ეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება, ეს არის ეფექტური და ამავე დროს, სწრაფი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვჭირდება მეტი ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება და ბუნებრივია, ასეთ დროს აქცენტი სწორეს ეფექტურ და სწრაფ გადაწყვეტილებებზე უნდა კეთდებოდეს. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, გიორგი ქობულიას კონკრეტულად რომელი ინიციატივები ფერხდებოდა, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ ეს თავად ყოფილმა მინისტრმა უნდა დააკონკრეტოს. “გოგა ქობულია არის ძალიან მაღალი დონის ეკონომისტი, აქვს შესაბამისი გამოცდილება, იგი მუშაობდა დარგების განვითარების ძალიან მნიშვნელოვან სტრატეეგიებზე და ამ ნაწილში რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და საინტერესო დოკუმენტი შედგა. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები, ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები. არც ერთი ინიციატივა, რომელმაც შეიძლება დამატებითი დოვლათი და ღირებულება შექმნას ჩვენი ეკონომიკისთვის, არასოდეს გაჩერდება. მეტიც, თითოეული სამინისტროს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკის სამინისტროს მთავარი დავალებაა, მეტი ინიციატივა მოდიოდეს უწყებებიდან, რისი გაკეთება შეგვიძლია ახლებურად, რა სიახლე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს საზოგადოებას, ინვესტორებს და კერძო სექტორს. სწორედ ასე უნდა მუშაობდეს ეფექტური მთავრობა, ჩვენ ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე გადაცემა „ფორბსის კვირაში“ პირველად ისაუბრა. მისი თქმით, სიმართლეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა სთხოვეს.
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა. ის თანამდებობიდან 2019 წლის 18 აპრილს გადადგა. ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.
„თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეპირებული შედეგი ვაჩვენოთ, ბუნებრივია ცვლილება არ დააყოვნებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა. გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ათი თვის განმავლობაში იკავებდა.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 01:17
მსოფლიო
ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა.
02 ივნისი 2026, 23:43
მსოფლიო
The Guardian: Patriot-ის რაკეტების დეფიციტმა შექმნა „მოწყვლადობის ფანჯარა“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სათავისოდ იყენებს
რუსეთი საჰაერო თავდაცვის გზაგადამჭრელი რაკეტების გლობალურ, კრიტიკულ დეფიციტს სათავისოდ იყენებს და უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აძლიერებს - პარალელურად ისმის გაფრთხილებები, რომ, კერძოდ, Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების ნაკლებობა ქმნის „მოწყვლადობის ფანჯარას“ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ სისტემებზე არიან დამოკიდებულნი, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი სტატიაში სათაურით „რაკეტების დეფიციტმა შექმნა „მოწყვლადობის ფანჯარა“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სათავისოდ იყენებს“.
02 ივნისი 2026, 23:07
სპორტი
საქართველო-რუმინეთის ამხანაგური მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა - გულშემატკივარმა გურამ კაშია ნაკრებიდან გააცილა
საქართველო-რუმინეთის ამხანაგური მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
02 ივნისი 2026, 22:31
მსოფლიო
ტრამპი: არალეგალი მიგრანტები და უცხოელი თაღლითები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ჰპარავენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელს - ჩემი ადმინისტრაციის ისტორიული ძალისხმევის ფარგლებში, მე ახლახან ხელი მოვაწერე ახალ, მძლავრ აღმასრულებელ განკარგულებას
არალეგალი მიგრანტები და უცხოელი თაღლითები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ჰპარავენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელს - ჩემი ადმინისტრაციის ისტორიული ძალისხმევის ფარგლებში, მე ახლახან ხელი მოვაწერე ახალ, მძლავრ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის აღსრულებასაც სათავეში ჩაუდგება ხაზინის დეპარტამენტი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
02 ივნისი 2026, 22:29
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ვითარება მთელს მსოფლიოში, ამავდროულად ის ოკუპაციის პრობლემა, რომელიც საქართველოს ადარდებს და კანადის მხარეს მადლობა გადავუხადეთ არაღიარების პოლიტიკისთვის
ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა სენატში. ეს არის სენატის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე და მისი კოლეგა. ორივე ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
02 ივნისი 2026, 22:25
მსოფლიო
ზელენსკი: დაზვერვისგან ვიცით, რომ რუსეთის მასირებული დარტყმა შესაძლოა ამ საღამოსაც მოხდეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ რუსებმა შესაძლოა ახალი მასირებული დარტყმა განახორციელონ.
02 ივნისი 2026, 22:15
მსოფლიო
რუბიო: აშშ არ სთავაზობს და არც განიხილავს ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას მხოლოდ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის სანაცვლოდ
აშშ არ სთავაზობს და არც განიხილავს ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას მხოლოდ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის სანაცვლოდ, - განაცხადა სამშაბათს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
02 ივნისი 2026, 22:10
სპორტი
რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა
რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. გოლი შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისშივე ქვილითაიამ გაიტანა.
02 ივნისი 2026, 21:55
მსოფლიო
მერცმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას.
02 ივნისი 2026, 21:51
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: 26 მაისს მათ განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ დაერიონ ერთმანეთს
სინამდვილეში 26 მაისს მათ განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ დაერიონ ერთმანეთს, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.
02 ივნისი 2026, 21:45
მსოფლიო
სლოვაკეთის პრეზიდენტი უკრაინაზე: ვერ წარმომიდგენია ევროკავშირის გაფართოება იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელიც ამჟამად რუსეთთან ომშია, რადგან ეს, იმავდროულად, ნიშნავს ომის გადმოტანას ევროკავშირის ფარგლებს გარედან მისი საზღვრების შიგნით
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ დისკუსიები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
02 ივნისი 2026, 21:25
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის 2 ივნისის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 21:18
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი კანადაში. შეხვედრები კანონმდებლებთან და გზავნილები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი კანადაში და მნიშვნელოვანი შეხვედრები კოლეგებთან. განსახილველ საკითხთა შორისაა - გეოპოლიტიკური გამოწვევები, რეგიონული უსაფრთხოება და ეკონომიკური პარტნიორობა.
02 ივნისი 2026, 21:02
სპორტი
მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დაიწყო
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა დაიწყო. შეხვედრა განსაკუთრებულია გურამ კაშიასთვის, რომელიც სანაკრებო კარიერაში ბოლო თამაშს ჩაატარებს.
02 ივნისი 2026, 21:02
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება აშშ-ში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით - მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გამოძიებასა და ამ ოპერაციაში
მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
02 ივნისი 2026, 21:00
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე დიმიტრი ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გიგა ავალიანის საქმეზე დიმიტრი ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ერთს ბრალად ედებოდა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით, ნასყიდაშვილს კი 5 წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა. გარდაცვლილის დედა განაჩენს სამართლიანად მიიჩნევს. მართლმსაჯულების მიზანი არ არის მხოლოდ სასჯელის დაკისრება, ეს გულისხმობს, რომ უნდა გააცნობიერონ მათი პასუხისმგებლობა, გამოწვეული შედეგები, განიმსჭვალონ კანონის მიმართ პატივისცემის გრძნობით. ამავდროულად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტულ პირთა პასუხისგების საკითხის გადაწყვეტას, არამედ წარმოადგენს შეხსენებას და გაფრთხილებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ ამგვარი კატეგორიის დანაშაულის ჩადენა იწვევს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ პასუხისმგებლობას და რომ ძალადობა არ არის ნორმა. შესაბამისად, სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს განუსაზღვრავს მაქსიმალურ სასჯელს“, – განაცხადა დემეტრე ჯინჯოლიამ.
02 ივნისი 2026, 20:59
პოლიტიკა
პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა - პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს წარუდგენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა. 88-გვერდიანი დოკუმენტი სფეროების მიხედვით არის დაყოფილი და ყველა გატარებულ რეფორმასა თუ გამოწვევას ეხება. პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს პლენარულ სხდომაზე წარუდგენს. მაკო ლორთქიფანიძე გიამბობთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი გასულ წელს, როგორც წარმატებულ მაგალითს, როდესაც ჩვენ მოვიზიდეთ 6,6 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია „იგლ ჰილსის“ მხრიდან. ჩვენ გასული წლის განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ენერგეტიკის სექტორის შემდგომ განვითარებაზე, ვაჭრობასა და წარმოებაზე. მნიშვნელოვანი იყო გასული წელი, რამდენადაც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ახალი ათ წლიანი გეგმა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
02 ივნისი 2026, 20:53
მსოფლიო
მადიარი უკრაინაზე: საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ადმინისტრაციაში მშობლიური ენის გამოყენება არ არის რაღაც ზედმეტი პრივილეგია, ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა - ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა კიევს უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
02 ივნისი 2026, 20:53
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 12 ბრალდებულიდან 7 დანაშაულს სრულად აღიარებს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 12 ბრალდებულიდან 7 დანაშაულს სრულად აღიარებს, ჩადენილს ინანიებს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს. შვიდივე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი განესაზღვრება და მომავალ სასამართლო პროცესზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
02 ივნისი 2026, 20:49
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ ოპოზიციას ამომრჩევლის პატივისცემას და საკუთარ როლს ახსენებს. ხელისუფლება ვაშინგტონის გზავნილს მიესალმება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ ქართულ ოპოზიციას ამომრჩევლის პატივისცემა და საკუთარი როლი შეახსენა.


