Imedi /  19 აპრილი 2019, 14:11 / სანდო წყარო

პუტინმა და ესტონეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს

კერსტი კალიულაიდი
ვლადიმერ პუტინი

კერსტი კალიულაიდი
ვლადიმერ პუტინი

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინაში შექმნილი ვითარებაც განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს. 

აუდიენციისას განსახილველ თემებს შორის იყო ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური საკითხები.

როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, წინასწარ იყო ცნობილი, რომ მხარეებს საუბარი მოუწევდათ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც პრინციპული უთანხმოება არსებობს.

„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ კონფლიქტებზე საქართველოსა და უკრაინაში და მათ შესაძლო გადაჭრის საკითხზე, რაზეც ესტონეთის და ევროკავშირის პოზიცია ნათელია“.

შეხვედრის დეტალებზე წერს რუსული მედიაც. მათი ცნობით, ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებული ადამიანების საკითხზე საუბარი აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსხვავებული შეხედულებები არსებობს.

„არ ველოდი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსამდე მივიდოდით. პატივისცემის მიუხედავად, საკუთარ აზრზე დავრჩი, ისევე, როგორც ჩემი თანამოსაუბრე“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მოსკოვში გამგზავრებამდე ესტონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის საქართველოს საკითხის განხილვას აპირებდა.

ყველა სიახლე

თომას ბახი

19 სექტემბერი 2019, 16:43

სპორტი

თომას ბახი IOC-ის მხრიდან სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების მიღების წინააღმდეგ გამოდის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი IOC-ის მხრიდან სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების მიღების წინააღმდეგ გამოდის. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის სპორტსმენთა კომისიამ IOC-ს მიმართა თხოვნით, ათლეტთა სასარგებლოდ სახსრების ნაწილი გადაენაწილებინა.

პეკინის ახალი აეროპორტი

19 სექტემბერი 2019, 16:12

ეკონომიკა

ჩინეთის ახალი მეგა აეროპორტი გახსნისთვის მზად არის

პეკინის შოუდუს აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობს, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია ფრენების დამატება. 2018 წელს ამ აეროპორტის სამი ტერმინალით 100-მა მილიონმა მოგზაურმა ისარგებლა. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია ატლანტის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ.

გარემოს დაცვა

19 სექტემბერი 2019, 15:28

ტექნოლოგიები

Facebook-ის ოფისებში პლასტმასის ბოთლები აიკრძალება

კომპანია Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით თავის ოფისებში წყლის ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების გამოყენებას აკრძალავს. ამის ნაცვლად თანამშრომლებისთვის სამუშაო სივრცეებში წყლის ჩამოსასხმელ აპარატებს დააყენებს. ასეთი აკრძალვა აგვისტოში სან-ფრანცისკოს აეროპორტში შემოიღეს.

ეროვნული ნაკრები

19 სექტემბერი 2019, 15:17

სპორტი

საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა. ფიფას განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველო 91-ე ადგილზეა. გუნდმა გასულ თვეში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე ფრედ დაასრულა. რაც შეეხება ლიდერებს, მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე ბელგიაა.

Brexit დიდი ბრიტანეთის პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 15:11

მსოფლიო

ბრიტანეთმა ევროკავშირს Brexit-ზე გეგმები წარუდგინა

დოკუმენტების მიღება ევროკავშირის პრესსპიკერმა მინა ანდრეევამ დაადასტურა. მისი თქმით, ტექნიკური დისკუსიები საკითხზე 19 და 20 სექტემბერს გაიმართება. ანდრეევამ ასევე დასძინა, რომ ბრიტანეთის წინადადებები საბაჟოების და საწარმოების მუშაობას და სანიტარიულ ნორმებს ეხება.

გუდიაშვილის მოედანი

19 სექტემბერი 2019, 14:59

ეკონომიკა

გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაცია კიდევ 12 შენობას ჩაუტარდება

კახა კალაძემ მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა. კახა კალაძემ მედიასთან პროექტის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ 26 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება, რომელთაგან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

აქცია

19 სექტემბერი 2019, 14:52

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ორი საპროტესტო აქცია გაიმართა

ერთ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ გამოეყენებინა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეწყალების მომლოდინე მსჯავრდებულების იმედები არ გაეცრუებინა. მეორე აქციით კი ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ალეკო ელისაშვილმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს.

Check In Georgia  Ad Black Sea

19 სექტემბერი 2019, 14:38

ეკონომიკა

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2019 საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში ვორქშოპები, სემინარები და სხვადასხვა სახის აქტივობები მოეწყობა. სპეციალურად მოწვეული ჟიური კი 11 კატეგორიაში საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს.

პროკურატურა

19 სექტემბერი 2019, 14:25

ძალოვნები

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე პროკურატურას მიმართა

ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ამაში პრეზოდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული. ნადირაშვილის თქმით, საკითხზე გაბუნია აუცილებლად უნდა დაიკითხოს.

ინსტაგრამი

19 სექტემბერი 2019, 14:19

ტექნოლოგიები

Instagram-ი დიეტების შესახებ რეკლამებს მოზარდებისთვის შეზღუდავს

სოციალური ქსელის განცხადებით ამ თემების შესახებ გარკვეული პოსტები 18 წლამდე მომხმარებლისთვის დამალული იქნება, ხოლო გასახდომი "საოცარი" საშუალებების შესახებ რეკლამები წაიშლება. იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გასახდომმა პროდუქტებმა ახალგაზრდებზე.

პორნოგრაფია

19 სექტემბერი 2019, 14:06

ძალოვნები

შსს-მ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის უცხოელებიც

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ბავშვთა პორნოგრაფიის ქსელი გამოაშკარავა. საქმეზე დაკავებულები არიან საქართველოს, ავსტრალიის და აშშ-ის მოქალაქეები. ამის შესახებ განცხადება შსს-ში ბრიფინგზე გაკეთდა.

აჭარის უმაღლესი საბჭო

19 სექტემბერი 2019, 14:01

საქართველო

2020 წლის არჩევნები აჭარაში პროპორციული სისტემით ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებიც პროპორციული სისტემით ჩატარდება. დეპუტატებმა აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საბჭოს პლენარულ სხდომა მსჯელობა უკვე დაიწყეს. შეიქმნება 11 კაციანი კომისია, რომელიც მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

თეატრალურ ფესტივალი

19 სექტემბერი 2019, 13:56

კულტურა

თბილისში მე-11 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. პროგრამის პრეზენტაცია ორბელიანის მოედანზე გაიმართა. ფესტივალი წელს მაყურებელს ახალ პროექტებს წარუდგენს. ღონისძიებას ახალი მიმართულება - არტ მარკეტი დაემატა. ასევე ბრიტანული სეზონის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 5 სპექტაკლი.

ბორის ჯონსონი

19 სექტემბერი 2019, 13:46

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერს საავადმყოფოში პაციენტი ბავშვის მამა ეჩხუბა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს ლონდონის საავადმყოფოში პაციენტის მამა ეჩხუბა. ინციდენტი უიპს-კროსის კლინიკაში მოხდა. 7 წლის გოგოს მშობელმა ომარ სალემმა უკმაყოფილება გამოთქვა სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც საავადმყოფოში მისი შვილი იღებს.

ტოჩინოშინი ლევან გორგაძე

19 სექტემბერი 2019, 13:29

სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოზე კვლავ დამარცხდა

ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო ტოჩინოშინმა. აკი ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი სეკივაკე მიტაკეუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ოძეკის ტიტული შესანარჩუნებლად ტოჩიმ დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს, რისთვისაც დარჩენილი 3 შეხვედრიდან სამივეში გამარჯვება სჭირდება.

ძალოსნები

19 სექტემბერი 2019, 13:29

სპორტი

ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძე ლიდერობს

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძე ლიდერობს. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაცით, სპორტსმენი (61 კგ) ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში „ბე“ ჯგუფის ლიდერი გახდა. ქართველმა ძალოსანმა 123 / 126 კგ. დაძლია.

ემანუელ მაკრონი და ჯუზეპე კონტე

19 სექტემბერი 2019, 13:19

მსოფლიო

მაკრონი და კონტე მიგრანტების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ

მაკრონმა განაცხადა, რომ მიგრანტების მისაღებად ევროპას ავტომატური მექანიზმი სჭირდება.​ კონტემ კი დასძინა, რომ საფრანგეთისგან ისეთი სისტემის მხარდაჭერის გარანტია მიიღო, რომელიც მიგრანტებს ევროკავშირის 28 სახელმწიფოში გადაანაწილებს.

ჯენიფერ ენისტონი

19 სექტემბერი 2019, 13:16

ტაბლოიდი

რალფ ლორენმა რეიჩელ გრინის ინსპირაციით კოლექცია შექმნა

დიზაინერმა რალფ ლორენმა სატელევიზიო შოუ „მეგობრები“-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის რეიჩელ გრინის ინსპირაციით კოლექცია შექმნა. უცხოური ტაბლოიდების ინფორმაციით, ეს მოვლენა შოუს 25 წლისთავს მიეძღვნა. ეს იქნება ბრენდის კოლაბორაცია Bloomingdales-თან ერთად.

ჰუ სინძინი

19 სექტემბერი 2019, 13:11

მსოფლიო

ჩინური მედიაგამოცემის მთავარი რედაქტორი ინტერნეტცენზურის შემსუბუქებას ითხოვს

მომავალ საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კიდევ უფრო გაამკაცრა ქვეყანაში ინტერნეტზე კონტროლი და გარკვეულ ვებგვერდებზე წვდომა. Global Times-ის მთავარი რედაქტორი ჰუ სინძინის თქმით, ინტერნეტკონტროლმა სამთავრობო პუბლიკაციების გამოქვეყნებაც კი გაართულა.

ივანე მაჭავარიანი

19 სექტემბერი 2019, 13:02

საქართველო

მაჭავარიანი 20 ივნისს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას უარყოფს

ფინანსთა მინისტრი რამდენიმე დრამატული ინციდენტის გარდა, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან 20 ივნისს ძალის გადამეტების ფაქტს უარყოფს. შესაბამისი განცხადება ივანე მაჭავარიანმა NDI-ის კვლევის შეფასებისას გააკეთა.