imedi /  06 მაისი 2019, 11:50 / სანდო წყარო

კახეთში სტიქიამ ნარგავები და ვენახები 1000 ჰექტარზე გაანადგურა

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, გუშინდელმა სტიქიამ კახეთში 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზე არსებული ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები, ხეხილის ბაღები და ვენახები გაანადგურა.

ადგილზე ისევ რჩებიან სახანძარო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მოვარდნილი ღვარცოფისგან დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებენ.

მდინარის კალაპოტებში წყლის დონემ უკვე დაიწია და ახლა ნაპირსამაგრი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რომ სტიქიის თავიდან აცილება შეიძლებოდა მდინარე ალაზანზე და ინაბოტზე დამცავი ჯებირები რომ ყოფილიყო. ხანდამაშვილი ორკილომეტრიანი დამცავი ნაგებობების მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს. შესაბამისი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც სტიქიური მოვლენების დროს ზარალის მასშტაბებს შეამცირებს.

5 მაისის ღამეს გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა. დატბორილია ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები. მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და ახმეტის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

ყველა სიახლე

08 ივლისი 2026, 09:01

სამართალი

გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელახალი გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ გამორიცხა გრიგოლ ვარდოსანიძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი

გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

08 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

მედია: უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანასა და თათრეთის ნავთობქიმიური საწარმო დაბომბეს

უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობქიმიურ საწარმოზე იერიში მიიტანეს.ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 08:56

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უნდოდათ საქართველოსთვის, ნეგატივი უკან დაუბრუნდათ. რაც დათესეს - ის მოიმკეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

08 ივლისი 2026, 08:49

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალი გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მიიღებს მონაწილეობას.

ლევან მაჭავარიანი

08 ივლისი 2026, 08:42

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ის, რაც ვითარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალიანსში, ყველაფერი არის კარგად დაგეგმილი მათი გარე პატრონების მხრიდან

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

თინა ბოკუჩავა

08 ივლისი 2026, 08:40

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება - მომავალი თავმჯდომარის ვინაობა კვლავ უცნობია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ვინ იქნება ახალი თავმჯდომარე, კვლავ უცნობია.

08 ივლისი 2026, 08:37

პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს ვირჯინია ფოქსს შეხვდა.

08 ივლისი 2026, 08:36

პოლიტიკა

მაია ბითაძე: მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო უილსონის მიერ დაინიცირდა და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს

მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ იმ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო უილსონის მიერ დაინიცირდა და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას.

08 ივლისი 2026, 08:21

პოლიტიკა

ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან

დღესვე უყრიან კენჭს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო დოკუმენტს- ჰააგის დეკლარაციას, რომელსაც ქართული დელეგაციის მხარდაჭერა არ ექნება. დელეგაციის წევრები, ასამბლეის ფარგლებში, დღესაც ისარგებლებენ სიტყვით გამოსვლის უფლებით.

08 ივლისი 2026, 08:18

პოლიტიკა

ალექსანდრ ვუჩიჩი: ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან

ბევრი რამ ვისწავლე მისგან [შალვა პაპუაშვილისგან], ასევე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან საქართველოში ვიზიტისას, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა.

08 ივლისი 2026, 08:00

პოლიტიკა

სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი სადამფუძნებლო კონფერენცია გრძელდება

სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი სადამფუძნებლო კონფერენცია გრძელდება. დღეს კონფერენციაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებენ, ხოლო დასასრულს ბელგრადის ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებმა.

08 ივლისი 2026, 03:28

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური წყვილები უკვე ცნობილია

დასრულდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი. სამშაბათს გამართული ბოლო მატჩების შემდეგ, მეოთხედფინალის ყველა მონაწილე და მათი სატურნირო ბადე საბოლოოდ დაკომპლექტდა.

08 ივლისი 2026, 03:22

სპორტი

შვეიცარიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 1954 წლის შემდეგ პირველად გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალის კიდევ ერთი მონაწილე გამოვლინდა. ვანკუვერში გამართულ მერვედფინალურ დაპირისპირებაში შვეიცარიის ნაკრებმა კოლუმბია პენალტების სერიაში დაამარცხა.

08 ივლისი 2026, 03:16

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აშშ-ის დარტყმები სამშვიდობო შეთანხმების უხეში დარღვევაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამართლებრივ და საერთაშორისო საკითხებში, ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლითაც აშშ-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს ეხმაურება.

08 ივლისი 2026, 03:09

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყება: აშშ-ის სანქციები ნავთობზე მიღწეულ შეთანხმებას არღვევს

ირანმა დაგმო თეირანის მიმართ აშშ-ის ნავთობის სანქციების ხელახლა დაწესება და მას „აშკარა დარღვევა“ უწოდა იმ ურთიერთგაგების მემორანდუმისა, რომელსაც ორ ქვეყანას შორის გასულ თვეში მიაღწიეს.

08 ივლისი 2026, 01:37

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა, რითაც თეირანს კომერციულ გემებზე თავდასხმების გამო პასუხი გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ოფიციალურად დაადასტურა ირანის მიმართულებით მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება. საპასუხო ზომები მიზნად ისახავს ირანის მიერ საერთაშორისო წყლებში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის „მძიმე საფასურის“ დაკისრებას.

08 ივლისი 2026, 01:31

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ირანული ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული გამონაკლისი

ორშაბათს, ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ირანული ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული გამონაკლისი მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში თეირანმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად სამ გემს რაკეტები ესროლა. ადმინისტრაციამ ეს აგრესია „სრულიად მიუღებლად“ შეაფასა.

08 ივლისი 2026, 01:02

მსოფლიო

Sky News: ფიფა რუსული გუნდებისთვის აკრძალვის მოხსნის საკითხს განიხილავს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტულ ორგანიზაციებს ომთან დაკავშირებული სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა

როგორც Sky News-ისთვის გახდა ცნობილი, ფიფა ოფიციალურად განიხილავს რუსული გუნდებისთვის დაწესებული აკრძალვის მოხსნის საკითხს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველა სპორტულ ორგანიზაციას ომთან დაკავშირებული სანქციების დასრულებისკენ მოუწოდა.

08 ივლისი 2026, 00:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს

თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ღონისძიების „მოკავშირეები ანკარაში“ ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 7 ივლისს მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის მიღმა: სტრატეგიული გაურკვევლობის ეპოქაში ორიენტირება“, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

08 ივლისი 2026, 00:26

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: თურქეთი არ არის შეერთებული შტატების სამაგალითო მოკავშირე

რამდენიმე საათის შემდეგ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესაძლებლობას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ პოტენციური ნაბიჯის წინააღმდეგ გაილაშქრა.