ანჯეი დუდა: მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისა და ნატოსკენ
ანდჯეი დუდა
ფოტო: Youtube
პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ანჯეი დუდასა და სალომე ზურაბიშვილს შორის გაფართოებული ფორმატით შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის განცხადებები გაკეთდა.
პრეზიდენტმა დუდამ ჟურნალისტებთან საუბარი პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გახსენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის საქართველოში მაშინ იყო ჩამოსული, როდესაც მის მეგობარ ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და ეს იყო 2008 წლის ომი. დუდას განცხადებით, ის კაჩინსკის პოლიტიკური მემკვიდრეა, პოლონეთი კი ყოველთვის იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ანდჯეი დუდას განცხადებით, ის მხარდამჭერია იმ რეზოლუციების მიღების, რომლებიც საქართველოს დეოკუპაციის დაწყებაში დაეხმარება. მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველომ რეფორმები და წინსვლა გააგრძელოს.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით გვეწვია. ჩვენ განვიხილეთ არა მხოლოდ საქართველო-პოლონეთის ურთიერთობის გაღრმავების, არამედ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებიც. მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ამ კუთხით იმ პოლიტიკის გამგრძელებელი ვარ, რომელიც 2008 წელს ლეხ კაჩინსკიმ წამოიწყო. მაშინ, ლეხ კაჩინსკი სხვა პრეზიდენტებთან ერთად თბილისში დადგა და შეაჩერა რუსეთის აგრესია. ჩვენ მუდმივად ვუჭერდით, ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოსკენ. საქართველო არის ევროპის ნაწილი და საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს პოლონეთის იმედი", - განაცხადა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას მხარდამჭერი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა და ბათუმში, ივნისში კონფერენციაზე მოიწვია. კონფერენცია უსაფრთხოების თემებს დაეთმობა.
პრესკონფერენციამდე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს. ზურაბიშვილმა დუდასთან ევროკავშირის მხრიდან საქართველს მიღწევების სათანადო შეფასების საკითხი დააყენა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დელეგაციასთან ერთად პოლონეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არის ჩასული.
ყველა სიახლე
09 მარტი 2026, 21:15
პოლიტიკა
ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ - დისკრედიტაციის მცდელობა, გამოგონილი ამბავი და გამოკითხვები ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს მიმართ მძიმე და უსაფუძვლო ბრალდებების ავტორი ქვეყნიდან წავიდა, გივი თარგამაძემ პოლონეთიდან, მისმა თანამოაზრე-მხარდამჭერებმა კი თბილისიდან სცადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია და ამ გზით, თარგამაძის დაბარების მიზეზის გადაფარვა.
09 მარტი 2026, 21:13
მსოფლიო
ამ ზაფხულს, 14 და 21 ივნისს, კიევში ორი LGBTQ+ აღლუმი გაიმართება
ორგანიზაცია KyivPride-მა კიევში თანასწორობის მარში და KyivPride Park-ის ფესტივალი დააანონსა. ორგანიზაციის განცხადებით, კიევში ამ ზაფხულსაც ჩატარდება თანასწორობის მარში. მათ 2026 წლის ღონისძიებების თარიღები უკვე გამოაცხადეს, რომლებიც ტრადიციულად ივნისში გაიმართება.
09 მარტი 2026, 21:11
ეკონომიკა
ნინო გადელია: სახელმწიფოს როლის, ჩართულობის და აქტივობების გარეშე დარგის განვითარება შეუძლებელია - პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო სექტორი ვგრძნობთ სახელმწიფოს როლს და ჩართულობას
„სახელმწიფოს როლის, ჩართულობის და აქტივობების გარეშე დარგის განვითარება შეუძლებელია. პირდაპირ და გახსნილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო სექტორი ვგრძნობთ სახელმწიფოს როლს და ჩართულობას, რადგან ეს შეხვედრებიც პირდაპირ გავლენას ახდენს რეალურად სექტორის განვითარებაზე, რომ გამჭვირვალედ ხდება პროცესის წარმართვა, ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებია, რა გეგმები ისახება, როგორ მოხდება ინფრასტრუქტურისა და გენერაციის ობიექტების განვითარება“, - აღნიშნა გადელიამ.
09 მარტი 2026, 21:10
მსოფლიო
პუტინი: რუსეთმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ენერგორესურსების მიწოდება ევროპული მიმართულებიდან უფრო საინტერესო მიმართულებებზე გადაიტანოს
რუსეთმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ენერგორესურსების მიწოდება ევროპული მიმართულებიდან უფრო საინტერესო მიმართულებებზე გადაიტანოს და არ დაელოდოს, ვიდრე ევროკავშირი თავად მიუჯახუნებს კარს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ გამართულ თათბირზე განაცხადა.
09 მარტი 2026, 21:05
ეკონომიკა
„მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე: სამინისტრო დღეს უკვე მოვიდა კონკრეტული შედეგებით ჩვენი დასმული საკითხების მიმართ, რომელიც მოიაზრებს საკანონმდებლო პროექტს ქონების გადასახადის კუთხთით და ასევე სხვა საკითხებს
„მინისტრთან გამართულ წინა შეხვედრაზე დაისვა საკითხები დეველოპერებისა და ბიზნესის მხრიდან და მგონი, პირველად ხდება, რომ სამინისტრო დღეს უკვე მოვიდა კონკრეტული შედეგებით ჩვენი დასმული საკითხების მიმართ, რომელიც მოიაზრებს საკანონმდებლო პროექტს ქონების გადასახადის კუთხთით და ასევე სხვა საკითხებს. დარგი ამ ყველაფერს მიესალმება“, - განაცხადა მარგებაძემ.
09 მარტი 2026, 21:02
ეკონომიკა
„პარვუს ჯგუფის“ დამფუძნებელი: საინტერესო შეხვედრა გვქონდა მარიამ ქვრივიშვილთან, რომელმაც წარმოადგინა ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და აქ ჰიდროსადგურების განვითარებას ძალიან დიდი როლი დაეთმო
ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა მარიამ ქვრივიშვილთან, რომელმაც წარმოადგინა გრძელვადიანი ხედვა ენერგეტიკის განვითარების და აქ ჰიდროსადგურების განვითარებას ძალიან დიდი როლი დაეთმო, - განაცხადა „პარვუს ჯგუფის“ დამფუძნებელმა სულხან ზუმბურიძემ.
09 მარტი 2026, 20:56
ეკონომიკა
ლევან ვეფხვაძე: გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და ამ აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომლებიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს
„ვხედავთ, რომ არის აქტიური მოძრაობა - იმ ძველი პრობლემების მოგვარება, რომლებიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა; იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებსაც ინდივიდუალურად პროექტების სახით საჭიროა, მეტი ყურადღება დაეთმოს და ა.შ. ასე რომ, გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და ამ აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომლებიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს და ყველაზე მთავარი მიზანი, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით მივაღწიოთ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
09 მარტი 2026, 20:55
ეკონომიკა
კომპანია „ბემონის“ მმართველი დირექტორი გიორგი მირცხულავა: არ დარჩა საკითხი ენერგეტიკაში, რომელზეც დეტალური განხილვა არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი მიიღება ჩვენთან სექტორთან კონსულტაციით, რაც მისასალმებელია
არ დარჩა საკითხი ენერგეტიკაში, რომელზეც დეტალური განხილვა არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი მიიღება ჩვენთან სექტორთან კონსულტაციით, - განაცხადა კომპანია „ბემონის“ მმართველი დირექტორი გიორგი მირცხულავამ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
09 მარტი 2026, 20:53
მსოფლიო
პუტინი: რუსეთი არაერთხელ აფრთხილებდა ყველას, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები ნავთობისა და გაზის ფასებს გაზრდიდა
რუსეთი არაერთხელ აფრთხილებდა ყველას, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები ნავთობისა და გაზის ფასებს გაზრდიდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კრემლში გამართულ თათბირზე განაცხადა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას მიეძღვნა.
09 მარტი 2026, 20:44
ეკონომიკა
„გრედა“-ს აღმასრულებელი დირექტორი: ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით არაერთი აშენებული პროექტი გვექნება
„ცალსახად უნდა ითქვას, რომ იმ არაერთჯერად შეხვედრაზე, რომელიც შედგა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის, იყო ყველა კრიტიკული თემა, რომელიც აწუხებს სექტორს და ძალიან სწრაფი იყო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, საბოლოო ჯამში ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება არაერთი აშენებული ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით პროექტები“.
09 მარტი 2026, 20:33
პოლიტიკა
ბორის ჩელე ყურუა: ასე უცებ, მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდენის საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის
წარსულში ერთმანეთისთვის ნასროლ ბრალდებებს ნათელი უნდა მოეფინოს, რა რატომ ხდებოდა და მომავალში ჩვენ სიტყვას უფრო მეტი ფასი უნდა მივცეთ იმ ნაწილში, რომ არ შეიძლება ვიღაცისთვის უაპელაციოდ, ჭორის დონეზე, ბიძინას ნაყიდის დაძახება, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბორის ჩელე ყურუამ „დღის ამბებში“ ოპოზიციის ერთობის შესახებ საუბრისას.
09 მარტი 2026, 20:33
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა
შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები.
09 მარტი 2026, 20:28
პოლიტიკა
„იმედის“ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ აუდიოჩანაწერს გივი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი გამოეხმაურნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გივი თარგამაძე ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა აუდიოჩანაწერს, რომელიც „იმედის“ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გამოიგზავნა.
09 მარტი 2026, 20:24
მსოფლიო
Sky News: რატომ არ ჩამოიშალა ირანის რეჟიმი?
ომის დაწყებიდან ცხრა დღე გავიდა, თუმცა ირანის რეჟიმი კვლავ ხელუხლებელია და, სულ მცირე, გარკვეულწილად ინარჩუნებს კონტროლს ქვეყანაზე, - წერს ბრიტანული გამოცემა Sky News-ი სტატიაში სათაურით რატომ არ ჩამოიშალა ირანის რეჟიმი?
09 მარტი 2026, 20:18
სამართალი
უკომპრომისო ბრძოლა კორუფციასთან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პასუხისგებაში 30 ადამიანი მისცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკომპრომისო ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები.
09 მარტი 2026, 19:50
პოლიტიკა
ქართველიშვილი: კანდელაკს „აახიეს” კომპიუტერი, რომელსაც „ნაცები“ თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს, მას ვიღაცამ ჩანაწერი მოპარა - მაგარი ნამუშევარია
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ბოლო დღეებში გიორგი კანდელაკის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე გარემოება იკვეთება: კანდელაკს კომპიუტერი „აახიეს”, მის კომპიუტერს „ნაცები” თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელების საუბრებს იწერს და მას ვიღაცამ ტელეფონიდან ჩანაწერი მოპარა. ქართველიშვილის შეფასებით, ბოლოს შეიძლება განვითარებული მოვლენები სუს-ს დაბრალდეს და არც სუს-მა უარყოს.
09 მარტი 2026, 19:44
მსოფლიო
The Guardian: თეირანში, მოქალაქეები ქუჩებში ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის აღსანიშნავად გამოვიდნენ
დღეს ირანის დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა. მოქალაქეები ქუჩებში ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის აღსანიშნავად გამოვიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
09 მარტი 2026, 19:44
საზოგადოება
სახელმწიფო ფერმერებს ირიგაციის ახალ ტარიფს დაუსუბსიდირებს
სარწყავი წყლით მოსარგებლე გამრიცხველიანებულ მომხმარებლებს თანხა დაერიცხებათ გამოყენებული წყლის მოცულობის შესაბამისად; ერთი მ3 წყლის საცალო მიწოდების საფასური შეადგენს 0,0826 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო საბითუმო ფასი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის (წმო) 0,0354 ლარს;
09 მარტი 2026, 19:38
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრის შეხვდა
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
09 მარტი 2026, 19:37
საზოგადოება
კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მამუკა კეკელიას ხსოვნას პატივი მიაგო
მამუკა კეკელია აფხაზეთიდან იყო და აფხაზეთის ომის ვეტერანი გახლდათ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, იგი პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდა და, მოგვიანებით, ტყვედ ჩავარდა. მან, ტყვეობაში, დაახლოებით სამი წელი გაატარა. აფხაზეთის ომს შეეწირა მამუკა კეკელიას დედის სიცოცხლე.


