imedi /  10 მაისი 2019, 23:23 / სანდო წყარო

თუშეთის გზაზე ღვარცოფის შედეგად ჩარჩენილები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

„თუშეთში დარჩენილი ყველა პირი თავს კარგად გრძნობს და ამ წუთებში უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან"- ამის შესახებ imedinews-ს თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა განუცხადა.

ლადო კახოიძე ამბობს, რონ 10 მწყემსი და 6 საგზაო სამსახურის თანამშრომელი ე.წ საგზაო სახლში , 30-ე კილომეტრზე დაბინავდა.

„დღეს მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ისინი ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ კონტაქტზე. ვიცით, რომ კარგად არიან. საჭიროების შემთხვევაში მათი ბარში ჩამოსაყვანად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული"- ამბობს კახოიძე.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში ადიდებულმა მდინარე სტორმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო. მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა მიმდებარე სოფლებში ცეტრალური მაგისტრალები, რის გამოც ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეფერხდა. 

კალაპოტიდან გადასულმა მდინარემ მშენებარე სასტუმრო წყალში მოაქცია. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. ამ მიზეზით მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეუწყდა.

"თუშეთის გზა მაისის ბოლოს სავარუდოდ, ვერ გაიხსნება, რადგან 150 მეტრამდე გზა მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო"- ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე დიდთოვლობის გამო, 6 თვის განმავლობაში იკეტება. ზამთრის პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებითაა შესაძლებელი.

ვერტმფრენი ყოველკვირეულ რეისებს უკვე რამდენიმე წელია ასრულებს.

ყველა სიახლე

აშშ-ის საელჩო თბილისში

26 მაისი 2019, 09:44

საქართველო

აშშ-ის საელჩო თბილისში: გიხაროდენ დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა

"ილია ჭავჭავაძის საფლავთან ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს ვლასა მგელაძის თაოსნობით შეკრებილმა საზოგადოებამ წარმოთქვა. მათვე საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმოდ მთაწმინდის სამრეკლოდან დიდების ზარები დარეკეს,"- წერს აშშ-ის საელჩო თბილისში.

ელისაბედ მეორე

26 მაისი 2019, 09:37

საქართველო

ელისაბედ მეორე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

კარლ ჰარცელი

26 მაისი 2019, 09:28

საქართველო

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ვიდეო

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თბილისში იმ ადგილს ეწვია, სადაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

26 მაისი

26 მაისი 2019, 09:23

საქართველო

ლატვიის საგარეო უწყება: გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

მერაბ კოსტავა

26 მაისი 2019, 09:16

საქართველო

მამუკა ბახტაძემ მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკო

" მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. მინდა ქედი მოვიხარო მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბენუა პერი

26 მაისი 2019, 09:05

სპორტი

ლიონის ტურნირი ფრანგმა ბენუა პერიმ მოიგო

მისი მეტოქე კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი იყო. ფრანგმა შეხვედრა ანგარიშით 6:4, 6:3 მოიგო. ტურნირზე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილიც გამოდიოდა და მან ნახევარფინალური შეხვედრა კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დათმო.

ძეგლი

26 მაისი 2019, 08:47

კულტურა

თბილისში საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება

დარეჯან ბერეკაშვილის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება. ქანდაკება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით აღიმართა.

პოლიცია

26 მაისი 2019, 08:39

ძალოვნები

დღეს თბილისში ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

26 მაისი

26 მაისი 2019, 08:26

ეკონომიკა

დღეს რუსთაველზე სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება

"გამოფენა-გაყიდვაზე წარდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა. ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის გარდა, ღონისძიებაზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები, გასართობი სივრცეები, სხვადასხვა სახის ვორქშოფები და ა.შ“, - აცხადებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

26 მაისი 2019, 08:16

მსოფლიო

ებრაელებს ურჩევენ გერმანიაში კიპა არ ატარონ

ამის მიზეზი კი ქვეყანაში გაზრდილი ანტისემიტური განწყობაა. მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ებრაელებზე თავდასხმის 90% მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ არის განხორციელებული. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი სამარცხვინოა.

26 მაისი

26 მაისი 2019, 08:05

საქართველო

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.

ბორდო

26 მაისი 2019, 00:37

მსოფლიო

ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის

საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის. ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაზე 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე განჩდა და მიმდებარე შენობებზე გავრცელდა, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2019, 23:50

მსოფლიო

Twitter-მა დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ორი ძმა სამუდამოდ დაბლოკა

სოციალურ ქსელში დაასკვნეს, რომ ედ და ბრაიან კრასენშტეინები იყენებდნენ ყალბ ექაუნთებს, რათა ამერიკის ლიდერის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უფრო ფართო მასშტაბებში წარმოეჩინათ. „Twitter-ის წესები ყველაზე ვრცელდება. რამდენიმე ყალბი ანგარიშის წარმოება მკაცრად აკრძალულია“, - განაცხადეს კომპანიაში.

25 მაისი 2019, 23:25

თემა

„ისტორიული არჩევნები“. როგორ არის მოწყობილი ევროპარლამენტი და რას წყვეტს ის?

25-26 მაისს ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანოს უფლებამოსილებები დიდი არ არის, ამ კენჭისყრას უკვე უწოდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის ისტორიაში.

გადაღლილობა

25 მაისი 2019, 23:21

ტექნოლოგიები

გადაღლილობა დაავადებად აღიარეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) მე-11 ვერსია დაამტკიცა. სიის ახალ რედაქციაში გადაღლილობა და ლუდომანია ფსიქოლოგიური აშლილობებად დასახელდა. გადაღლილობა, რომელიც ასევე „ემოციური გადაწვის სინდრომის“ სახელით არის ცნობილი, განმარტებულია როგორც „სამსახურთან დაკავშირებული ქრონიკული სტრესით გამოწვეული ფიზიკური და ფსიქიკური დაუძლურება“.

პონ ჯუნ ჰო

25 მაისი 2019, 22:51

კულტურა

კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ სამხრეთკორეელმა პონ ჯუნ ჰომ მიიღო

Guardian-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულთა გამოცხადების საზეიმო ცერემონიაზე გამოაცხადა. კანის კინოფესტივალის ჟიურიმ, რომელსაც მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ხელმძღვანელობდა, კორეელი რეჟისორი ფილმ „პარაზიტებისთვის“ დააჯილდოვა.

25 მაისი 2019, 22:29

კულტურა

„სამეფო კარის თამაშებში“ 6 887 პერსონაჟი მოკვდა

გამოცემა The Washington Post-მა სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ დაღუპული პერსონაჟების რიცხვი დათვალა. მათი მთლიანი ჯამი 6 887-ია. ყველაზე სასტიკი ფინალური სეზონი აღმოჩნდა. ბოლო სეზონის განმავლობაში 4 548 ცხედარი დათვალეს, რომელშიც შედიოდა როგორც მნიშვნელოვანი პერსონაჟები, ასევე უბრალო ჯარისკაცები და მოსახლეობა.

„მაკდონალდსი“

25 მაისი 2019, 22:20

ეკონომიკა

აშშ-ში „მაკდონალდსის“ ასობით თანამშრომელი გაიფიცა

სწრაფი კვების რესტორნების ქსელის „მაკდონალდსის“ ასობით თანამშრომელმა აშშ-ში გაფიცვა გამოაცხადა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისინი დაბალ ანაზღაურებას, სახიფათო პირობებში მუშაობას და სექსუალურ შევიწროებას აპროტესტებდნენ. პროფკავშირებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, 13 ამერიკულ ქალაქში რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა სამუშაო ადგილები „პიკის საათში“ დატოვა.

ნიკა გვარამია

25 მაისი 2019, 22:08

საქართველო

„რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლის ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ ნიკა გვარამიამ განაცხადა, ლადო ჭანტურია ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს.

25 მაისი 2019, 21:45

მსოფლიო

ბალიზე ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანი აგუნგი ამოიფრქვა, რის გამოც ქვეყნაში ასობით ავიარეისი გადაიდო. ვულკანი ღამე ამოიფრქვა. BBC-ის ცნობით, ამჟამად ყველა გადადებული ფრენა აღდგა. მიუხედავად ვულკანის გააქტიურებისა, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.