Imedi /  12 მაისი 2019, 14:50 / სანდო წყარო

პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ხმოვანი ბიუსტი დადგეს

გიორგი გახარიას ბიუსტი

გიორგი გახარიას ბიუსტი

პარლამენტის წინ ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი „მაყურებლები“ აქცია-პერფორმანსს მართავს. აქციაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს.

მასზე განთავსებულია სპეციალური ღილაკი, თითის დაჭერისას კი ისმის გიორგი გახარიას სიტყვები „მოდით დავიწყოთ ბოდიშით... ბოდიში“. აქციის მონაწილეები ამ ფორმით ზუსტად ერთი წლის წინ კლუბ „ბასიანის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

ამბობენ, რომ დაპირებები, რომელიც მათ გიორგი გახარიასგან მიიღეს, დღემდე შეუსრულებელია. მაგალითად ნარკოპოლიტიკა, რომელიც „ძალოვანი უწყებების მხრიდან ისევ რჩება რეპრესიის იარაღად“.

გიორგი გახარიას ბიუსტი პარლამენტის წინ სამშაბათამდე დარჩება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი აქციის მიმდინარეობას და გამოხატვის თავისუფლებას ხელს არ შეუშლიან.

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, „გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მის უზრუნველსაყოფად დგანან პარლამენტის წინ პოლიციელები“.

„გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და სწორედ ამის უზრუნველსაყოფად დგანან აქ პოლიციელები“, - თქვა ვაჟა სირაძემ.

დღესვე, თბილისის ქუჩებში საპროტესტო ბანერები გავრცელდა

რა ინფორმაცია აქვთ ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია.

ყველა სიახლე

ლევან მატიაშვილი გიორგი პაპუნაშვილი

26 მაისი 2019, 17:48

სპორტი

ჩინეთის გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 მედალი მოიპოვეს

გიორგი პაპუნაშვილი (-90კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ) ბრინჯაოს გრან პრის სპორტული ღონისძიების ბოლო დღეს დაეუფლნენ. ტურნირში 43 ქვეყნის 301 სპორტსმენმა მონაწილეობდა. ჩინეთის ქალაქ ჰუშში გამართულ შეჯიბრზე 6 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.

ასანოიამა
დონალდ ტრამპი

26 მაისი 2019, 17:48

სპორტი

სუმოს მაისის თასის გამაჯვებულს ჯილდო დონალდ ტრამპმა გადასცა

სუმოს მაისის ტურნირის, ნაცუ ბაშოს გამარჯვებულს თასი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა გადასცა. აშშ-სგან ჯილდო ასანოიამას გადაეცა. 25 წლის ასანოიამა სამი მარცხის მიუხედავად მაისის ბაშოს გამარჯვებული გახდა. მან გამარჯვება ვადაზე ადრე იზეიმა და იმპერატორის თასიც დაიმსახურა.

26 მაისი 2019, 17:44

საქართველო

ამინდის გაუარესების გამო რუსთაველის გამზირზე პავილიონები დაიხურა

თბილისში ამინდის გაუარესების გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოწყობილი პავილიონები დაიხურა. გარდა ამისა, გადაიდო სპორტული ღონისძიებების ჩატარებაც.

„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები

26 მაისი 2019, 17:26

მსოფლიო

ერაყის სასამართლომ ISIS-ის წევრ სამ ფრანგს სიკვდილი მიუსაჯა

ერაყის სასამართლომ საფრანგეთის სამ მოქალაქეს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კევინ გონოს, ლეონარდ ლოპესს და სალიმ მაჩუს განაჩენის გასაჩივრებისთვის 30 დღე აქვთ.

26 მაისი 2019, 17:22

ვიდეო

ხორუმი Abbey Road-ზე

დიდი ბრიტანეთი, Abbey Road-ი

26 მაისი 2019, 17:13

კულტურა

დამოუკიდებლობის დღეს Abbey Road-ი ხორუმის ცეკვით გადაკვეთეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში Abbey Road-ი ხორუმით გადაკვეთეს. შესაბამის ვიდეოს ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია „ტვიტერზე“ ავრცელებს. ვიდეოში ცნობილ Abbey Road ხორუმის ცეკვით კვეთენ.

იგორ კოლომოისკი

26 მაისი 2019, 16:50

მსოფლიო

მედია: კოლომოისკი ზელენსკის დეფოლტის გამოცხადებას ურჩევს

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დეფოლტის გამოცხადებას ურჩევს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე განცხადებით, თუ ზელენსკი ყველაფერში დასავლეთს დაუჯერებს, ადრე თუ გვიან, „პოროშენკოს ბედს გაიზიარებს“.

26 მაისი 2019, 16:46

სპორტი

შინდისში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და შინდისის გმირების ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრში მონაწილეობა მოყვარულმა და პროფესიონალმა სპორტსმენებმა მიიღეს.

26 მაისი 2019, 16:33

მსოფლიო

ჰაკერებმა აშშ-ის ქალაქებში სახელმწიფო სერვისები დაბლოკეს

ჰაკერებმა აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში და მერილენდში პროგრამა EternalBlue-ს გამოყენებით, სახელმწიფო სერვისები დაბლოკეს. The New York-ის ცნობით, შეტევა 7 მაისს დაიწყო. გასულ კვირებში ჰაკერებმა სახელმწიფო უწყებებში 1000-მდე კომპიუტერი გამოიყვანეს მწყობრიდან.

დონალდ ტრამპი

26 მაისი 2019, 16:25

მსოფლიო

ტრამპი: ჩრდილოეთ კორეამ „მცირე ზომის იარაღი“ გამოსცადა

იაპონიაში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში გამოსცადეს, მცირე ზომის იარაღია. 25 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იაპონიას ეწვია.

სტენ ლი და კიია მორგანი

26 მაისი 2019, 16:18

კულტურა

სტენ ლის ყოფილი მენეჯერი მოხუცთან სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს

არიზონაში Marvel-ის კომიქსების შემქმნელის სტენ ლის ყოფილი მენეჯერი კიია მორგანი მოხუც ადამიანთან სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. სტენ ლის ყოფილ მენეჯერს ასევე ქურდობაში, თანხების გაფლანგვასა და სიყალბეში ადანაშაულებენ.

გიორგი გახარია

26 მაისი 2019, 16:11

საქართველო

გახარია გარეჯზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედეგი იყოს მისაღები

"რა თქმა უნდა, ჩვენ მონდომებული, მოწოდებული ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის“,- განაცხადა გახარიამ.

ქართველი სამხედროები ავღანეთში

26 მაისი 2019, 16:09

ძალოვნები

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

სამხედრო მარში სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან დასრულდა. ავღანეთში თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და მე-3 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

პრემ ტინსულანონი

26 მაისი 2019, 15:58

მსოფლიო

ტაილანდის ყოფილი პრემიერმინისტრი გარდაიცვალა

ტაილანდის თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და არმიის ყოფილი გენერალი ბანგკოკის საავადმყოფოში დღეს, 26 მაისს გარდაიცვალა. ის მეფე ფუმიფონ ადუნიადეტის მრჩეველი იყო. პრემ ტინსულანონი ტაილანდის პრემიერმინისტრის პოსტს 1980-1988 წლებში იკავებდა.

გიგა თაბაგარი

26 მაისი 2019, 15:46

საქართველო

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილები და მდგრადობის დარღვევა აღენიშნებოდა.გიგა თაბაგარის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მოშიმშილეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

26 მაისი 2019, 15:39

ვიდეო

26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე

 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
 მოჰაემდ ჯავად ზარიფი

26 მაისი 2019, 15:36

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს თავდაუსხმელობის პაქტის მიღება შესთავზა

ირანმა სპარსეთის ყურის მეზობელ ქვეყნებს თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის მიღება შესთავაზა. ირანის მიზანია მეზობელ ქვეყნებთან დაბალანსებული ურთიერთობების დამყარება. Reuters-ის ცნობით, ამ საკითხზე განცხადება ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰაემდ ჯავად ზარიფმა გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2019, 15:35

საქართველო

ზურაბიშვილი დავით გარეჯზე: საზღვრების დელიმიტაცია ჩვენი ინტერესების დაცვით უნდა დასრულდეს

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისის ინტერესების დაცვით სწრაფად უნდა მიაღწიოს ქვეყანამ იმ შედეგს, რასაც საქართველოს მტკიცე საზღვრები ჰქვია. მისი თქმით, პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა „ქვეყნისთვის სამუდამო საზღვრების მიცემაა“.

მამუკა ბახტაძე და ჰულუსი აქარი

26 მაისი 2019, 15:31

ძალოვნები

მამუკა ბახტაძემ თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

26 მაისი 2019, 15:11

საქართველო

რუსული ანსამბლის ხელმძღვანელი: რუსეთი არ არის ოკუპანტი

"ჩვენ ვმეგობრობთ ყველა მეზობელთან, საქართველოსთანაც და უკრაინასთანაც. კონკურსის შესახებ ინტერნეტით ​შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ ჩამოსვლა. ჩვენ კულტურას წარმოვადგენთ, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით,"- აცხადებს ანსამბლის ხელმძღვანელი.