imedi /  17 მაისი 2019, 16:55 / სანდო წყარო

მერიამ ბაგა-ბაღების მომმარაგებელ კომპანიას ვადა 20 მაისამდე მისცა

ბაგა-ბაღები

დედაქალაქის მერია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანია „ნილს“ ბოლო გაფრთხილებას აძლევს. 

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, „ნილის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სერიოზულ გადაცდომებს, რაც ზოგ შემთხვევაში, საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდების დაგვიანებაში, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არმიტანაში გამოიხატა.  

მისივე თქმით, მომდევნო კვირის დასაწყისიდან, კომპანიის მხრიდან ნებისმიერი სახის დარღვევა კონტრაქტის დაუყონებლივ გაწყვეტას გამოიწვევს. 

„თბილისის მერიისთვის საბავშვო ბაგა-ბაღები და აღსაზრდელების კვება უმაღლესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევცვალეთ მენიუ იმგვარად, რომ მოვარგეთ საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, მენიუს შედგენისას, გავითვალისწინეთ UNICEF-ის ყველა რეკომენდაცია, ასევე, მთავრობის 487-ე დადგენილება. გამოცხადდა შესაბამისი ტენდერი, რომელშიც კომპანია „ნილმა“ გაიმარჯვა და წლის განმავლობაში, საბავშვო ბაგა-ბაღების პროდუქტით მომარაგებას ის ახორციელებდა. ჩვენი მხრიდან,  ერთი მხრივ, მას ჰქონდა სრული მხარდაჭერა, თუმცა ამასთანავე, ტარდებოდა ძალიან სერიოზული მონიტორინგი, რათა პროდუქცია იყოს ხარისხიანი, მიწოდება - დროული, ხოლო პორციები - ადეკვატური. ამ მიზნით, მათ მერიის შიდა აუდიტის საშუალებით ვამოწმებთ, ასევე, მოწმდება თბილისის საკრებულოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების მიერ. წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „ნილს“ ჰქონდა მცირედი დარღვევები, რაზეც ყოველთვის იყო დაუყოვნებლივი რეაგირება და კონტრაქტუალური ჯარიმები მერიის მხრიდან, მათ საქმიანობაში საგანგაშო არაფერი გამოკვეთილა იმ კუთხით, რომ მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა მომხდარიყო. იგივეს ვერ ვიტყვით ბოლო კვირაზე, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ გადაცდომებს, რაც ზოგ შემთხვევაში, პროდუქტის დაგვიანებაში, ხშირად კი - საერთოდ არმიტანაში გამოიხატა. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა შიდა რესურსი, ნაშთები, ასევე, კომპანია „ნილმაც“ იზრუნა, რომ მომხდარიყო შესაბამისი პროდუქტების ჩანაცვლება შიდა ნაშთებიდან იმგვარად, რომ ამას გავლენა არ ჰქონოდა ბავშვების კვებაზე. შესაბამისად, ამ კვირის განმავლობაში ბავშვები იკვებებოდნენ ხარისხიანად. თუმცა, რა თქმა უნდა, ამგვარ რეჟიმში ვერც ჩვენ, ვერც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო და ვერც თავად ბაღები დიდხანს ვერ გავაგრძელებთ მუშაობას. ეს ძალიან სტრესული რეჟიმია. კვირის დასაწყისში გამოვაცხადეთ, რომ ამ კვირაში „ნილის“ მოქმედებას დავაკვირდებოდით, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ვერანაირი გაუმჯობესება მათ საქმიანობაში ვერ დავინახეთ. დღევანდელი გაფრთხილება მათ მიმართ უკანასკნელია. მომავალი კვირის ორშაბათიდან, მცირედი გადაცდომაც კი, დაუყონებლივ გამოიწვევს რეაგირებას და მათთან ხელშეკრულებას გავწყვეტთ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

2018 წელს კომპანია „ნილი“ სამჯერ დაჯარიმდა.

ყველა სიახლე

ირინე წაქაძე

28 აპრილი 2026, 19:08

პოლიტიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

28 აპრილი 2026, 19:06

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

28 აპრილი 2026, 19:03

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციას ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) მასპინძლობს.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე ცალკეული უწყებების დამოუკიდებელი მოქმედება

ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი „დღის ქრონიკა“.

28 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება

საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 18:50

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა - ადრე თუ გვიან ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია შეიცვლება იმ ძალებით, რომლებისთვისაც ღირებულებები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გლობალური ძალების დავალებების შესრულება

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა, განვითარება, განუხრელად დავიცავთ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ყველა ის დემოკრატიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ღირებულება, რაც საქართველოს აქცევს ისეთი ტიპის ევროპულ დემოკრატიად, რომელიც წინ უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

სულხან თამაზაშვილი

28 აპრილი 2026, 18:48

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ახალი მანდატისთვის, ნდობისთვის და მინდა მივულოცო რა თქმა უნდა ღირსეულ ადამიანს - ბატონ ზურას თავმჯდომარედ დამტკიცება

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გიდეონ საარი

28 აპრილი 2026, 18:33

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მთავრობას „ტვიტერის დიპლომატიის“ გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კიევს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რუსეთიდან მომავალი მარცვლეულის მოპარვის შესახებ

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი უარყოფს უკრაინის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ისრაელი თავის პორტებში მოპარული მარცვლეულის შეტანის უფლებას იძლევა.

28 აპრილი 2026, 18:27

პოლიტიკა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას

პარლამენტმა 82 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას.

28 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

პარლამენტმა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 91 ხმით მხარი დაუჭირა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

ზვიად შალამბერიძე

28 აპრილი 2026, 18:14

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ოპოზიციის ალიანსზე: ამ გაერთიანების პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მათ არ უწერიათ დიდი ხნის თანაცხოვრება - მსგავსი გაერთიანებები, იგივე შემადგენლობით წინასაარჩევნოდ ბევრჯერ გვინახავს

„დღეს, ამ ადამიანებმა, თითქოს მოინდომეს ახალი ველოსიპედის შექმნა და არჩევნებამდე ორწელიწადნახევრით ადრე შექმნეს რაღაც ერთობა და დააანონსეს, რომ თითქოს ახალი ფორმატით იმუშავებენ, თუმცა მხოლოდ შიდა დაპირისპირებას ვხედავთ. ისინი მხარდაჭერას არ ეძებენ ქართულ საზოგადოებაში, ეძებენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სანამ ისინი ქართულ საზოგადოებაში არ დაიმკვიდრებენ სტაბილურ სახელს, მოუწევთ დამტკიცება, რომ თავისი ქვეყანა უყვართ და მათი სამშობლო საქართველოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ შემადგენლობით ამას ვერასდროს დაამტკიცებენ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ირაკლი კობახიძე

28 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, სულხან თამაზაშვილის მინისტრობის პერიოდში გვექნება ძალიან დიდი წარმატებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

მადლობა სულხან თამაზაშვილს განვლილი ერთი წლისთვის, გამორჩეული სამსახურისთვის და დამსახურებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - ჩვენი ულამაზესი მხარის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას განაცხადა.

ზვიაშ შალამბერიძე

28 აპრილი 2026, 18:11

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე სინოდის სხდომაზე: თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა

თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ საპატრიარქოში გამართულ სინოდის დღევანდელ სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

28 აპრილი 2026, 18:10

პოლიტიკა

პრემიერი: ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი - დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება დაწყებული პროექტები

ბატონ ზურაბს მინდა მივულოცო მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება. დღეს, ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისძიება, თუმცა, ბატონ ზურაბს წარდგენა არ სჭირდება. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დიდი ხნის განმავლობაში და მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას.

28 აპრილი 2026, 18:08

სამართალი

ქართველმა და შვეიცარიელმა ექსპერტებმა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პროგრესი განიხილეს

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ მიგრაციის მართვის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის როლს არალეგალური მიგრაციის პრევენციის, თავშესაფრის პროცედურების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მმართველობის გაძლიერების მიმართულებით.

ირაკლი კობახიძე

28 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

პრემიერი: ბრძოლების ფონზე სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დამშვიდებამ მოგვცა ამ შიდა პრობლემებზე ზრუნვის საშუალება - ჩვენ მოვახერხეთ მართვის სისტემების დახვეწა და სწორ რელსებზე დაყენება

ბრძოლების ფონზე გარკვეული სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა, სამწუხაროდ. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დამშვიდებამ მოგვცა ამ შიდა პრობლემებზე ზრუნვის საშუალებაც, ბევრი რაღაც გადავალაგეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგენის ღონისძიებაზე.

ზვიად შალამბერიძე

28 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: თუ ვინმეს აქვს რიტორიკა შესაცვლელი, ესენი არიან ევრობიუროკრატები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც ევროკავშირის ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ

დღევანდელ დღეს თუ ვინმეს აქვს რიტორიკა შესაცვლელი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ეს არიან ის ევრობიუროკრატები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც [ევროკავშირის] ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.

ირაკლი კობახიძე

28 აპრილი 2026, 18:06

პოლიტიკა

პრემიერი: რთული წლები გამოვიარეთ - ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. მისი გამორჩეული სიბრძნის წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა

„ჩვენ ჩვენი ერთიანობით ვახერხებთ ჩვენს ქვეყანაზე წარმატებით ზრუნვას. ჩვენი გუნდი არის წარმატებული და ჩვენი გუნდის წარმატებას მოაქვს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. რომ არა ერთიანობა და ჩვენი ერთად დგომა, რა თქმა უნდა, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა და არ შედგებოდა. ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობა გეკუთვნით“-ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გუნდის წევრებს.

ზვიად შალამბერიძე

28 აპრილი 2026, 18:06

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: საკადრო ცვლილებებს მოჰყვა რაღაც ქილიკი, რომელიც ნამდვილად არ არის სერიოზულად აღსაქმელი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩვენს მთავრობაში

„ჩვენი ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის მხრიდან სწორედ ეს ნაბიჯი გადაიდგა, რის გამოც მივიღეთ ახალი პოზიცია სახელმწიფო მინისტრის სახით, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ძალოვან სტრუქტურებს, ძალოვან სტრუქტურებში კი, შესაბამისად გადანაცვლებები და პოზიციებზე ახალი პირების დანიშვნა განხორციელდა, რასაც თითოეულ მათგანს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ. ამას მოჰყვა რაღაც ქილიკი, რომელიც ნამდვილად არ არის სერიოზულად აღსაქმელი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩვენს მთავრობაში, ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულებია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ის აპარატიც, რომელიც შეიქმნა. ისინი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ავანგარდში დგანან“, - განაცხადა შალამბერიძემ.

28 აპრილი 2026, 18:00

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ასამბლეის წევრებთან აიმო ბრუნეტსა და სუბა უმათევანთან და ასამბლეის გენერალურ მდივან ლეტიცია კურტუასთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ასამბლეის წევრებთან აიმო ბრუნეტსა და სუბა უმათევანთან და ასამბლეის გენერალურ მდივან ლეტიცია კურტუასთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.