Imedi /  19 მაისი 2019, 22:04 / სანდო წყარო

კობახიძემ არჩევნების პირველადი მონაცემები წარადგინა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მედიას არჩევნების პირველადი შედეგები გააცნო. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ხულოს ოლქებში პირველივე ტურში იმარჯვებენ მმართველი პარტიის კანდიდატები. 

რაც შეეხება მთაწმინდას, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ლადო კახაძე, თუმცა მეორე ტურის ალბათობა არსებობს. 

კობახიძემ მმართველი გუნდის შედეგს შთამბეჭდავს უწოდებს და აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, 60%-ით მოიგებს.

„გვინდა გაგაცნოთ პირველადი მონაცემები, შემოსულია ოქმის მონაცემები ანუ საუბარია უკვე ოფიციალურ მონაცემებზე, იმ დათვლაზე, რომელიც წარმოებს საარჩევნო უბნებზე.

 წინასწარი მონაცემების განზოგადება არის უკვე შესაძლებელი ოლქების უმეტესობაში და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში.

 რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე, თუმცა არის ალბათობა მეორე ტურის შალვა შავგულიძესთან, ეს არის არსებული მონაცემები.

 რაც შეეხება ზესტაფონს ჯერჯერობით არ გვაქვს იმ რაოდენობის ოლქები,რომ გვქონდეს განზოგადების საშუალება, ასეთია შედეგები. რაც შეეხება მცირე ოლქებს,   ადაც საკრებულოს წევრთა არჩევნები ტარდება ,ეს არის შეგახსენებთ ოზურგეთი, ტყიბული, ჭიათურა, წყალტუბო, ადიგენი, საგარეჯო, ზესტაფონი, ახმეტა, პანკისის ხეობაშიც ტარდება არჩევნები, ყველა ამ უბანში დამაჯერებლად იმარჯვებენ „ქართლი ოცნების“ კანდიდატები.

 პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისათვის. იყო ძალიან აქტიური არჩევნები, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოავლინეს ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ამომრჩეველს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს კანდიდატებს საქართველოში.

 საქართველოში გრძელდება დემოკრატიული არჩევნების ტრადიცია. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული ექსცესები, გარკვეული პროვოკაციები, მცდელობა, ხელოვნურად შეტანილიყო არეულობა საარჩევნო პროცესში, ჩვენ შევძელით ეს არჩევნები ჩაგვეტარებინა სათანადო გარემოში, რაც მთავარია სამართლიანი არჩევნები ჩაგვეტარებინა და ამის შედეგია „ ქართული ოცნების“  შთამბეჭდავი გამარჯვება ამ არჩევნებში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა.

ყველა სიახლე

19 ივნისი 2019, 21:55

საქართველო

„ქართული მარში“ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს სიურპირიზს დაჰპირდა

ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეებს, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან, ვერის ბაღში „ქათული მარშის“ წევრები შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს თანადგომა გამოუცხადეს. მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ არც ცერთ ქართველს არ აქვს უფლება ამ დროს განზე გადგეს.

19 ივნისი 2019, 21:55

ეკონომიკა

საქართველოში საპენსიო სქემა 6 თვეში დასაქმებულების 11%-მა დატოვა

საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ საპენსიო სააგენტო პროცესს დადებითად აფასებს. სქემაში ამ დროისთვის 253 ათასი კომპანია და 818 ათასი მოქალაქეა ჩართული. აკუმულირებული თანხა კი 247 მილიონი ლარია. სქემა ამ დროისთვის დასაქმებულთა 11%-მა დატოვა.

დიმიტრი ტიმჩუკი

19 ივნისი 2019, 21:47

მსოფლიო

სამართალდამცველები რადას დეპუტატის თვითმკვლელობისა და მკვლელობის ვერსიებზე მუშაობენ

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი დიმიტრი ტიმჩუკი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთმა პირველმა ინფორმაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე დეპუტატმა ანტონ გერაშჩენკომ გაავრცელა. ტრაგედიის ადგილზე პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.

19 ივნისი 2019, 21:41

საქართველო

ქუთაისში მერიის შენობასთან გაიმართა აქცია: #ნანაწადი

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,, პოსტერუმ ქუთაისის" ორგანიზებით გაიმართა აქცია #ნანაწადი. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარე ნანა კოსტავამ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე სიძულვილის ენის შემცველი ტესტი განათავსა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

19 ივნისი 2019, 21:31

საქართველო

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე დაპირისპირება იყო

ხმაური, ურთიერთბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე. დეპუტატებმა მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში პირველად მოისმინეს. თორნიკე რიჟვაძემ ვრცლად ისაუბრა მიღწევებსა და გამოწვევებზე.

ილია მეორე

19 ივნისი 2019, 21:29

საქართველო

ილია მეორე: ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ქვეყნის 20% ოკუპირებული

საქართველოს საპატრიარქომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებისადმი ილია მეორის მიმართავა გაავრცელა. „საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ახორციელებს, რადგან ეს ტერიტორია (ქვეყნის 20 პროცენტი) ოკუპირებულია“ - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

სერგეი გავრილოვ

19 ივნისი 2019, 21:07

საქართველო

რუსი დეპუტატი გავრილოვი: საქართველო ჩემი სამშობლოა

„არანაირი დისკომფორტი მაქვს, ბედნიერი ვარ, ეს ჩემი სამშობლო საქართველოა. ასე უპასუხა რუსეთის დუმის დეპუტატმა გავრილოვმა ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ გრძნობს ის გარკვეულ უხერხულობას. მართლმადიდებლობის საპარალამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია საზეიმო ინაუგურაციით გაიხსნა.

თბილსის მერია

19 ივნისი 2019, 21:03

ეკონომიკა

თბილისის მერია სამშენებლო სექტორისთვის რეგულაციებს გაამკაცრებს

თბილსის მერის კახა კალაძის მთავრობამ საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა, რომლის თანახმად, შეღავათი ეხება ყველა იმ შენობას, რომელმაც დღემდე სამშენებლო ხარვეზის გამო რეგისტრაცია ვერ გაიარა.

იგორ დოლგოვი

19 ივნისი 2019, 20:51

საქართველო

უკრაინის ელჩმა რუსი დეპუტატის გამოსვლისას ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მართლმადიდებლობის საპარალამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია საზეიმო ინაუგურაციით გაიხსნა. სიტყვით უკვე გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. წაიკითხეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაც.

19 ივნისი 2019, 20:40

საქართველო

„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ აქციაზე სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ

„თბილისი პრაიდი“ დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დახურულ სივრცეში. ამ ღონისძიების კულმინაცია კი „ღირსების მარში“ იქნება. მორიგი ვიდეომიმართვა ჩაწერა ლევან ვასაძემ, რომელიც კომბლებზე უარს ამბობს, თუმცა, თუ ლგბტ თემი და მათი უფლებადამცველები ქუჩაში გამოვლენ, მაინც იმუქრება.

19 ივნისი 2019, 20:38

კულტურა

გურჯაანში ფერმწერთა სიმპოზიუმი დასრულდა

გურჯაანში ფერმწერთა ერთკვირიანი სიმპოზიუმი დღეს დასრულდა. ცნობილმა მხატვრებმა ნამუშევრები სხვადასხვა თემაზე შექმნეს, მათ შორის დამთვალიერებელმა იხილა როგორც კონცეპტუალური, ისე რეალისტური მიმდინარეობა.

19 ივნისი 2019, 20:33

ტექნოლოგიები

ამერიკელმა მეცნიერებმა საშიში ბაქტერია აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა ზღვის სანაპიროზე ადამიანისთვის საშიში ბაქტერია Vibrio vulnificus-ი აღმოაჩინეს. ბაქტერია ადამიანის ორგანიზმში ზღვის პროდუქტებიდან ხვდება ან ცურვისას ღია ჭრილობის დროს ქსოვილებში ადვილად იჭრება.

ვან გოგის რევოლვერი

19 ივნისი 2019, 20:00

კულტურა

რევოლვერი რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა აუქციონზე €162 500 გაიყიდა

პარიზში, აუქციონზე ჰოლანდიელი მხატვრის ვან გოგის თვითმკვლელობის იარაღი € 162 500 გაიყიდა. აუქციონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რევოლვერი მოსალოდნელზე სამჯერ ძვირად გაიყიდა. მყიდველი კერძო კოლექციონერია და ნივთის შესყიდვა ტელეფონით მოხდა.

19 ივნისი 2019, 19:38

მსოფლიო

Turkish Airlines-ის მგზავრს კვებითი ალერგიის გამო თვითმფრინავი დაატოვებინეს

ბრიტანელი მგზავრი TURKISH AIRLINES-ს დისკრიმინაციაში ადანაშულებს. ჯოშ სილვერის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კვებითი ალერგიის გამო ბორტზე არ დაუშვეს. 25 წლის კაცი მეგობარ გოგოსთან ერთად ანტალიიდან გეთვიკში ბრუნდებოდა.

ლუის ენრიკე

19 ივნისი 2019, 19:32

სპორტი

ესპანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ლუის ენრიკემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. „ფურია როხას“ თავკაცის პოსტზე ენრიკეს მისივე ასისტენტი რობერტ მორენო შეცვლის, რომელიც ენრიკეს არყოფნაში ეროვნულ გუნდს უკანასკნელ მატჩებში ხელმძღვანელობდა.

ოჯახური ძალადობა

19 ივნისი 2019, 19:02

მსოფლიო

გერმანიაში ოჯახური ძალადობისგან კაცების დაცვის პროგრამა ამოქმედდება

გერმანიის ფედერალური მიწების, ბავარიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობებმა ოჯახური ძალადობისგან კაცების დაცვის პროგრამა გაასაჯაროვეს. პირველ ეტაპზე ცხელი ხაზი და ონლაინკონსულტაცია ამოქმედდება, შემდეგ კი ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრები და საკონსულტაციო ცენტრები გაიხსნება.

იბრაჰიმ ალ-ასაფი

19 ივნისი 2019, 18:57

მსოფლიო

საუდელი მინისტრი ჰაშაღის მკვლელობასთან დაკავშირებით გაეროს დასკვნას უარყოფს

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობასთან დაკავშირებით გაეროს დასკვნას არ ეთანხმება. Reuters-ის ცნობით, მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ ანგარიში გარკვეულ წინააღმდეგობებს შეიცავს. დიპლომატის შეფასებით, ბრალდებები უსაფუძვლოა.

ავიაკატასტროფა

19 ივნისი 2019, 18:54

მსოფლიო

ბელგიაში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა

პროვინცია ფლამანდიის ბრაბანტში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ვერტმფრენში ორი ადამიანი იყო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. შემთხვევა ბრიუსელისა და ლიეჟის დამაკავშირებელ სამანქანო გზასთან მოხდა.

19 ივნისი 2019, 18:54

ეკონომიკა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, დღეს სავალუტო ვაჭრობისას ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით დაახლოებით 2 თეთრით გაუფასურდა.

ნეიმარი

19 ივნისი 2019, 18:39

სპორტი

ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონზე სამ მატჩს გამოტოვებს

ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. UEFA მატჩების გამოტოვების ინიციატივით აპრილში გამოვიდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დღეს განაცხადა.