imedi /  22 მაისი 2019, 13:19 / სანდო წყარო

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ ლექტორს სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლება შეუჩერეს. უნივერსიტეტმა ეს გადაწყვეტილება სტუდენტების პროტესტის შემდეგ მიიღო. ბსუ-ს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფაქტს უნივერსიტეტის ეთიკის საბჭო შეისწავლის.

დღესვე გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მანამდე სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოცემა „ბათუმელებთან“ ის ამბობს, რომ ლექტორი სოციალურ ქსელში სწერდა და „თამამი სელფების“ გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2020, 20:01

საქართველო

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. შორენა ღლონტი მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და ის სხვა თანამდებობაზე იქნება გადანიშნული.

მარინა ეზუგბაია

28 თებერვალი 2020, 19:47

საქართველო

ლუგარის ლაბორატორიაში ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ და დღეს გაგზავნილი 22 ტესტიდან 21-ის პასუხი ნეგატიურია

„ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ საღამოს და დღეს წაღებული 22 ტესტიდან 21 უარყოფითია, კორონავირუსი მხოლოდ ერთ პაციენტს დაუდგინდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გიორგი შარაშიძე

28 თებერვალი 2020, 19:47

ეკონომიკა

გიორგი შარაშიძე: საქართველოს ეკონომიკა მზად არის ისეთი დროებითი შოკისთვის როგორიც კორონავირუსია

საქართველოს ეკონომიკა მზად არის ისეთი დროებითი შოკისთვის როგორიც კორონავირუსია - ამ თემაზე ჟურნალ entrepreneur-ის დამფუძნებელმა, გიორგი შარაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

ჯანმო

28 თებერვალი 2020, 19:46

მსოფლიო

ჯანმო: კორონავირუსის რისკი ძალიან მაღალია გლობალურ დონეზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის რისკი შეფასების დონე გაზარდა. როგორც დღეს ჯანმოში განაცხადეს, კორონავირუსის რისკი ამჟამად ძალიან მაღალია გლობალური მასშტაბით.

დავით უსუფაშილი

28 თებერვალი 2020, 19:42

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ქართველები ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ უცხოელების რეზიდენციებში არ უნდა ვხვდებოდეთ

ქართველები უცხოელების რეზიდენციებში ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ არ უნდა ვხვდებოდეთ .სწორედ იმიტომ გვინდა მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, რომ აღარასოდეს გახდეს საჭირო ასეთი რაუნდები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

ხანძარი

28 თებერვალი 2020, 19:32

ძალოვნები

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. ვიდეო

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლი „ეშმაკის ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიზე ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

28 თებერვალი 2020, 19:24

ძალოვნები

ფოთის ჰოსპიტალში ახალგაზრდა კაცი კისრის არეში მიყენებული ჭრილობით მოათავსეს

ფოთის ჰოსპიტალში ახალგაზრდა კაცი კისრის არეში მიყენებული ჭრილობით და გულმკერდის დაზიანებით მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, მან ტრავმა ერთ-ერთ ტერმინალზე მიიღო. მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მესუთ ხაკი

28 თებერვალი 2020, 19:22

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: რუსეთთან ომისთვის მზად ვართ, ჩვენი შურისძიება საშინელი იქნება

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველის მესუთ ხაკის განცხადებით, თურქეთი მზად არის რუსეთთან ომისთვის, ხოლო იდლიბში მომხდარისთვის შურისძიება საშინელი იქნება. ამის შესახებ მან ტელეარხ A Haber-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ხაკის განცხადებით, თურქეთი არ არის სირიის, ერაყის, ქურთების ან არაბების მტერი.

ირანი პარლამენტი

28 თებერვალი 2020, 19:21

მსოფლიო

კორონავირუსის გამო ირანის პარლამენტი მომდევნო კვირას სხდომებს არ ჩაატარებს

„პრეზიდიუმმა გადაწყვეტილება მიიღო მომდევნო კვირას არ ჩატარდეს საჯარო მოსმენები კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, ბიუჯეტის განხილვა, სავარაუდოდ, ერთი კვირით გადაიდება.

ჯიმი საქსი

28 თებერვალი 2020, 19:13

კულტურა

კორონავირუსის გამო საქსოფონისტ ჯიმი საქსის თბილისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

კორონავირუსის გავრცელების გამო, 8 მარტს დაგეგმილი საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორი AfterWork Music სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. განცხადების თანახმად, Jimmy Sax Show 2020 წლის 3 მაისს ჩატარდება.

ელენე ხოშტარია

28 თებერვალი 2020, 19:10

საქართველო

ელენე ხოშტარიასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა

„ევროპული საქართველოს“ წევრი პარლამენტში იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებიც მისგან დეპუტატის მანდატის დატოვებას და ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

One Republic

28 თებერვალი 2020, 19:08

კულტურა

ჯგუფ One Republic-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 6 მარტიდან დაიწყება

Black Sea Arena-ს სეზონს 10 ოქტომბერს ბენდი One Republic დახურავს. One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 18:48

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული, ტექნიკური გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს. საუბარი შეეხო საკარანტინო ადგილების დამატებით მობილიზებას.

არჩილ თალაკვაძე

28 თებერვალი 2020, 18:46

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ე.წ. 40%-იან ბარიერზე: მზად ვართ, რომ ეს შეთანხმების მთავარი პუნქტი იყოს

„ქართულ ოცნებას“ არცერთ არჩევნებში 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა არ მიუღია. ყველა საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ გვქონდა 40%-ზე მეტი. ამ არჩევნებშიც ვგეგმავთ, რომ მივიღოთ 40%-ზე მეტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 თებერვალი 2020, 18:34

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციასთან ე,წ. 40%-იან ბარიერზე შეიძლება საინტერესო დისკუსია გვქონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ დღეს ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები საარჩევნო სისტემის პრინციპებზე იმსჯელებენ. „ერთ-ერთი მთავარი პრინციპი რაზეც საუბრობს ოპოზიცია და რაზეც ვსაუბრობთ ახლა ჩვენ არის ერთგვარი 40%- იანი ბარიერი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება გვქონდეს საინტერესო დისკუსია“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცენტრი 112

28 თებერვალი 2020, 18:30

ძალოვნები

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ 112-ში მიმართვიანობა არ გაზრდილა

„საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 მზადაა, უზრუნველყოს ოპერატორებისა და დისპეტჩერების დამატებითი ჯგუფების დამატება, რათა მოსახლეობამ შეძლოს შეუფერხებლად შესაბამისი დახმარების მიღება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კელი დეგნანი

28 თებერვალი 2020, 18:28

საქართველო

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს თავი გააცნო. ვიდეო

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს თავი გააცნო. ელჩის ვიდეომიმართვა საქართველოში აშშ-ის საელჩოს Facebook-ზე გავრცელდა. კელი დეგნანის თქმით, ის არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა შეინარჩუნოს არსებული მჭიდრო კავშირი და ეძიოს თანამშრომლობის ახალი არეალი ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

საქართველოს ბანკი

28 თებერვალი 2020, 17:53

საქართველო

„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

მსოფლიო ბირჟები

28 თებერვალი 2020, 17:39

ეკონომიკა

მსოფლიო საფონდო ბირჟებმა ერთ დღეში $5 ტრილიონით იზარალეს

მას შემდეგ რაც მსოფლიოს სამ კონტინენტზე კორონავირუსის გავრცელების ფაქტი დადასტურდა, ერთ დღეში მსოფლიო საფონდო ბირჟებმა ერთ დღეში $5 ტრილიონით იზარალეს, ამის შესახებ Reuters წერს.

28 თებერვალი 2020, 17:15

საქართველო

imedinews-ის წყაროს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო საქართველოს ბანკის ფილიალმა მუშაობა შეაჩერა

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთმა ფილიალმა მუშაობა შეაჩერა. როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, ამის მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დიაგნოზის დადასტურება გახდა. ის იტალიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, რის გამოც გამოკვლევისთვის ინფექციურ საავადმყოფოში დაიბარეს. გამოკვლევამ კი კორონავირუსი დაადასტურა.