გაფიცული მაღაროელების საქმეზე პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს და კომპანიის დროებით მმართველს იბარებენ
ბექა ნაცვლიშვილი
ფოტო: Facebook
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას და ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს იბარებენ. ამის შესახებ განცხადება ბრიფინგზე დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ეს საკითხი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს დადგება. როგორც დეპუტატმა თქვა, ის ჭიათურელ მაღაროელებს შეხვდა, ამ საკითხთან დაკავშირებით კი პარლამენტმა რეაგირება "აუცილებლად უნდა მოახდინოს".
"ვითხოვთ, „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ხვალ აუცილებლად გამოცხადდეს პარლამენტში და მოგვცეს ინფორმაცია, რამ გამოიწვია ეს ვითარება, რამ მიიყვანა მაღაროელები პროტესტის უკიდურეს ფორმამდე. ამ მოთხოვნას უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ დემოკრატები“. დღეს ჩვენ დავაყენებთ საკითხს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე, რომ გარდა ნიკოლოზ ჩიქოვანისა, პარლამენტში ასევე მოვიდეს ეკონომიკის მინისტრი და გაგვაცნოს სამთო მომპოვებელ სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვითარება", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, შეიძლება სახალხო დამცველს, ან სახელმწიფოს ძლიერი ბერკეტები არ ჰქონდეს, თუმცა მისი აზრით, სახელმწიფო ამ საკითხის მოგვარებაში უფრო ეფექტურად უნდა ჩაერთოს.
"მე მრჩება განცდა, რომ დიალოგის რესურსი საწარმოს და გაფიცულ მუშებს შორის არის ამოწურული. ასევე მუშები აცხადებენ, რომ მათ გარკვეული ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ გააჩნიათ, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ კომუნიკაციის და კომპრომისის რესურსები გაჩნდეს. სახალხო დამცველი არის მზად იმისათვის, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, ზედამხედველობა გაუწიოს, თუნდაც როგორ წარიმართება ეს კომუნიკაცია იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული შრომითი უფლებები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ ადამიანების მოთხოვნებს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ჭიათურაში უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებს სკოლის მოსწავლეები, ბაზრობისა და მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა.
ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. პროტესტის მეცხრე დღეს ჭიათურელ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. 40-მდე მეშახტემ გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადა.
24 მაისს მაღაროელებს ჭიათურის მერმა იურიდიული დახმარება შესთავაზა. გაფიცულების ინფორმაციით, ახლად არჩეული მერის გადაწყვეტილებით, მათ იურისტი ეყოლებათ, რომელიც მიმდინარე პროცესებში კონსულტაციას გაუწევთ და დაეხმარებათ. საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველიც.
აქციიდან მე-11 დღეს, ჭიათურაში 15 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი და ასობით გაფიცულია. ყველა მაღაროში საწარმოო პროცესი შეჩერებულია.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 19:58
მსოფლიო
პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს - ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას.
13 აპრილი 2026, 19:42
მსოფლიო
პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 19:22
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.
13 აპრილი 2026, 18:58
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში - მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას
ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - გნაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა. მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.
13 აპრილი 2026, 18:51
მსოფლიო
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აშშ-თან კარგი ურთიერთობები სურს, თუმცა ტრამპთან დარეკვას არ აპირებს
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 18:38
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება
ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
13 აპრილი 2026, 18:27
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,
13 აპრილი 2026, 17:33
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.
13 აპრილი 2026, 17:20
მსოფლიო
საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ
ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.
13 აპრილი 2026, 17:12
მსოფლიო
მაიკ ბენცი და რობ შნაიდერი უნგრეთის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ
უნგრეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ეხმიანება.
13 აპრილი 2026, 17:08
მსოფლიო
გეერტ ვილდერსი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ
„ახლა ისეთი სუსტი ლიდერების გარემოცვაში დარჩნენ, როგორებიც არიან: მაკრონი, სანჩესი და მერცი. ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ“, - წერს ვილდერსი.
13 აპრილი 2026, 17:06
მსოფლიო
სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს
„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
13 აპრილი 2026, 16:29
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა
მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.
13 აპრილი 2026, 15:24
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას
გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 15:10
პოლიტიკა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.
13 აპრილი 2026, 14:49
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:48
ეკონომიკა
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:39
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს
წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.
13 აპრილი 2026, 14:35
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 აპრილი 2026, 14:33
რეგიონი
ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.


