Imedi /  14 ივნისი 2019, 12:56 / სანდო წყარო

საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება

საპატრიარქო

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვას ღონისძიების ჩატარება. 

განცხადების ავტორები ემიჯნებიან „ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს აცნობიერებენ დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება, ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, ამიტომ მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს“.  

„ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას.

როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია.

ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.

სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით  სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.

როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის  ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.  

ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას“, - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

„თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2019, 13:22

მსოფლიო

ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში გემების დასაცავად სპეცრაზმს გზავნის

დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში კუთვნილი გემების დასაცავად სპეცრაზმის გაგზავნას გეგმავს. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ მიიღო. 100 კაციანი სპეცრაზმი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ბაჰრეინში განთავსდება. მათი ამოცანა იქნება სპარსეთის ყურეში პატრულირება და სამხედრო გემების დაცვა

16 ივნისი 2019, 13:00

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა

ორი თვითმფრინავიერთმანეთს დაფრენისას შეეჯახა. კატასტროფისას პილოტები დაიღუპნენ. თვითმფრინავების შეჯახება ქალაქ მასტერტონ ჰუდის აეროპორტში მოხდა.

ტაისონ ფიური
ტომ შვარცი

16 ივნისი 2019, 12:51

სპორტი

ტაისონ ფიურიმ შვარცი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა მოკრივე ტაისონ ფიურიმ ლას ვეგასში დაუმარცხებელ გერმანელ ტომ შვარცსს მოუგო.„ბოშათა მეფეს“ ბრძოლის მოსაგებად ორი რაუნდი დასჭირდა. მეორე რაუნდის ბოლოს, ბრიტანელმა შვარცი რინგის კუთხეში მიიმწყვდია და მსაჯმა ორთაბრძოლა შეაჩერა. ფიურიმ ბრძოლა ტენიკური ნოკაუტით მოიგო.

ემზარ კვიციანი

16 ივნისი 2019, 12:33

ტაბლოიდი

კვიციანი ვასაძეს: დიდება ღმერთს!!! ვიქნები 10 რომ დააკლდება რვას

ლევან ვასაძემ კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მეორე დღეს ვიდეომიმართვა, გაავრცელა, რომელშიც ბიზნესმენი მოუწოდებს "ქუდზე კაცებს", რომ 16 ივნისს შეიკრიბონ. "ვთხოვ ქალბატონებსა და ბავშვებს, ვერავის ვერ აუკრძალავ იქ მოსვლას, მარამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა, დარჩით სახლში. მე ვეძახი კაცებს",-ამბობს ის.

წერილები

16 ივნისი 2019, 12:25

ძალოვნები

მოსწავლეებმა ავღანეთში ქართველ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს

წერილებში მოსწავლეების შეკითხვები ძირითადად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების საქმიანობას შეეხებოდა. პატარებმა ჯარისკაცებს სამშობლოში ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებაც უსურვეს.

ლევან გორგაძე

16 ივნისი 2019, 12:18

სპორტი

როგორ დახვდნენ ტოჩინოშინს საქართველოში. ვიდეო

ტოჩინოშინი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება, რომლის შემდეგაც, ის იაპონიაში დაბრუნდება. ის ივლისის სუპერტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 7-21 ივლისს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2019, 12:06

მსოფლიო

ტრამპი უარყოფს ცნობას, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევას ახორციელებს

"შეგიძლიათ თუ არა დაიჯეროთ, რომ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ აშშ-მა, არსებითად, მოუხშირა რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებს“, - წერს ტრამპი.

16 ივნისი 2019, 11:58

მსოფლიო

აფროამერიკელმა თანამშრომელმა Boeing-ი რასიზმში დაადანაშაულა

აფროამერიკელმა თანამშრომელმა ამერიკული კორპორაცია Boeing-ი რასიზმში დაადანაშაულა. კერტის ენტონიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც კანის ფერის გამო მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

Spice Girls

16 ივნისი 2019, 11:50

კულტურა

Spice Girls-ის წევრმა ფანებს ბოდიში მოუხადა. ვიდეო

ლაპარაკია ჯერი ჰოლიველზე, რომელმაც ბენდი 21 წლის წინ დატოვა. როგორც მან აღნიშნა, თავის საქციელს ძალიან ნანობს. თუმცა, ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტში გადაღლილი იყო და დასვენებას საჭიროებდა.Spice Girls-ი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია, რომელიც 2000 წელს დაიშალა.

16 ივნისი 2019, 11:44

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა „საქართველოს მელიორაციას“ 25 ავტომანქანა და ეკიპირება გადასცა

გარემოს დაცივსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს მელიორაციას“ მსოფლიო ბანკმა 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

ახალი ზელანდიის სანაპირო

16 ივნისი 2019, 11:26

მსოფლიო

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის სანაპიროსთააან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსაურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები 16 ივნისს საქართველოს დროით 00:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 34,4 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

16 ივნისი 2019, 11:25

მსოფლიო

გვატემალაში საყოველთაო არჩევნებია

პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ. თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მეორე ტური 11 აგვისტოს გაიმართება. ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის 19 კანდიდატი იბრძვის.

ბაბე რუთი

16 ივნისი 2019, 11:21

სპორტი

ბეისბოლის ლეგენდარული მოთამაშის მაისური აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

უცნობია ვინ შეიძინა ლოტი. თუმცა, აუქციონზე სპორტული ნივთების მაღალ ფასში გაყიდვით რუთი ნამდვილი რეკორდსმენია. ახლა მან თავისი რეკორდი მოხსნა, რადგან 2012 წელს მისი იანკების მაისური $4.4 მილიონად გაიყიდა.

ინდოეთი

16 ივნისი 2019, 11:03

მსოფლიო

ინდოეთში ძლიერ სიცხეს მსხვერპლი მოჰყვა

ამავე ინფორმაციით დაღუპულია სულ ცოტა 29 ადამიანი. ჰაერის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ბიჰარის შტატშია. დედაქალაქ ნიუ-დელიში კი 10 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა.

16 ივნისი 2019, 10:57

მსოფლიო

გერმანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის

გერმანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის - განცხადება კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ვიდეო მიმართვაში გააკეთა. გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი წელს $47 მილიარდ 32 მილიონია. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, კიდევ $2 მილიარდი დოლარით გაიზრდება და 49 მილიარდ 32 მილიონს მიაღწევს.

კათოლიკეები

16 ივნისი 2019, 10:45

საქართველო

კათოლიკური სამყარო წმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს

"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სამების დღესასწაულს ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს, სულიწმინდა იყოს თქვენი მფარველი“,- ნათქვამია მილოცვაში.

16 ივნისი 2019, 10:39

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. უწყებაში დიპლომატის დაბარების მიზეზი ოფიციალური ლონდონის განცხადებაა.დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრებმა ომანის ყურეში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრეს.

მამების დღე

16 ივნისი 2019, 10:38

მსოფლიო

ამერიკაში მამის დღეა

"დღეს ამერიკაში მამის დღეა და გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ჯონ ადამსის სიბრძნე: „ყოველთვის დადექი პრინციპის მხარეს, თუნდაც დარჩე მარტო","- ამბობდა ის. შეგიძლიათ, გაიხსენოთ მამის საუკეთესო რჩევა,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

ტომ ჰენქსი

16 ივნისი 2019, 10:10

ტაბლოიდი

ტომ ჰენქსმა მაღაზია გაქურდა. ვიდეო

ჰენქსმა გამოწვევა მიიღო და ლოს-ანჯელესის მაღაზიიდან თავისივე გამოსახულებიანი მუყაოს ფიგურა და რამდენიმე ოსკარი მოიპარა. სანახაობა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.ჰენქსმა ამ ნივთების თანხა მაღაზიას მოგვიანებით გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე

16 ივნისი 2019, 10:07

საქართველო

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ცვეტა კარაინჩევასთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ცვეტა კარაინჩევა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.