მელია: შევალ ივანიშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში
ნიკა მელია
ფოტო: IMEDI
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ პოლიტიკოსმა პირველი კომენტარი დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თქმით, სანერვიულო აქვს ბიძინა ივანიშვილს, თავად კი იცის, რომ თმის ღერი არ ჩამოუვარდება.
„ვიცი, რომ შევალ ივანიშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში. ბრძოლის დაუოკებელი სურვილი ვერ ჩაკვდება“, - თქვა ნიკა მელიამ, რომლის მხარდამჭერ აქციას პარლამენტს გარეთ მართავს „ნაციონალური მოძრაობა“.
პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით.
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების ან დაპატიმრების დროის შესაბამისი კომპენსაცია.
უფლემაბოსილების შეჩერების შემდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუძლია, ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დააკავოს.
მანამდე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა პარლამენტის ბიურომ, კიდევ უფრო ადრე კი იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა. გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა.
21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.
ყველა სიახლე
10 მარტი 2026, 22:42
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი რადიკალების გაერთიანებაზე: უცებ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის გაერთიანებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ალიანსის პარტნიორები მალე აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს და კარიერისტებს უწოდებდნენ.
10 მარტი 2026, 22:37
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ირანული გავლენების თემაზე განცხადებების ავტორებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ამ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში როგორღაც საქართველოც აღმოჩნდეს გარეული
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი საქართველოში ირანული გავლენების გაძლიერების თემაზე და ტერორიზმის კონტექსტში გაკეთებულ საჯარო განცხადებებს აფასებს.
10 მარტი 2026, 22:30
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გია ხუხაშვილზე: ჩვენ გვყავს მოლაპარაკე თავების მთელი კოჰორტა, რომელთა მიზანი არის, რომ თუ რამე ცუდი ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ეს ყველაფერი დაუკავშირონ საქართველოს და ამ ცუდი ამბების თანამონაწილე გახადონ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილის გამოკითხვაზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 22:26
საზოგადოება
ფაიგ ნაბიევი: ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, ჩვენ, სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ, სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს
ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, - განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.
10 მარტი 2026, 22:24
საზოგადოება
ეტიბარ ემინოვი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება
საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, - განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.
10 მარტი 2026, 22:12
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
10 მარტი 2026, 22:08
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.
10 მარტი 2026, 21:51
კულტურა
ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს.
10 მარტი 2026, 21:40
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან
გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან, რომელთან საუბრის დროსაც ვისაუბრეთ იმ სექტორული რეფორმების მიმართულებით, რომელზეც აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.
10 მარტი 2026, 21:26
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოშია. „ქრონიკა“ სტრასბურგიდან
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოშია. უმრავლესობის წევრები სამი დღის განმავლობაში ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.
10 მარტი 2026, 21:20
მსოფლიო
უიტკოფი: რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ
სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ.
10 მარტი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაპირისპირება ოპოზიციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შეთანხმებიდან ერთ კვირაში ოპოზიციურ ერთობაში კონფლიქტი საჯარო გახდა. პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს საჯაროდ სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ.
10 მარტი 2026, 21:10
პოლიტიკა
გიორგი ზერეკიძე: ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის დანიშვნის მილოცვაც? როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ?
ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.
10 მარტი 2026, 21:05
პოლიტიკა
მეორე დღეა, „ქრონიკა“ თარგამაძე-კანდელაკის საუბრის აუდიოჩანაწერზე დეტალების გარკვევას ცდილობს - ოპოზიცია კითხვებს არ პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეორე დღეა, „ქრონიკა“ იმ აუდიოჩანაწერზე დეტალების გარკვევას ცდილობს, რომელიც ტელეკომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გუშინ გამოიგზავნა. საქმე ეხება გივი თარგამაძისა და გიორგი კანდელაკის სატელეფონო საუბარს, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. ოპოზიციის ნაწილი „იმედის“ კითხვებს არ პასუხობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.
10 მარტი 2026, 20:56
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის გაცემულ პასუხზე: მადლობა პრემიერსაც, პრეზიდენტსაც და შს მინისტრსაც, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში ცხვირის ჩაყოფა
ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოთხოვნაზე, მოენახულებინათ პატიმრები, მათ შორის, მზია ამაღლობელი, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და შს მინისტრის უარს, სოციალურ ქსელში აფასებს.
10 მარტი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. აქ მოგზაურობისთვის რეგიონში ყველაზე ნაკლები რისკი არსებობს. მონაცემებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. რა პრინციპით დაიყო ქვეყნები სხვადასხვა კატეგორიაში.
10 მარტი 2026, 20:44
სამართალი
ხუხაშვილის გამოკითხვა სუსში - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ტერორიზმის კონტექსტშტი გაკეთებული განცხადებები რომ საფრთხის შემცველია, გამოკითხულმა თავადაც დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქმე ეხება ირანული გავლენების თუ ტერორიზმის კონტექსტში სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებას. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, მსგავსი გზავნილები რომ საფრთხის შემცველია, გამოკითხულმა თავადაც დაადასტურა. ხუხაშვილის გარდა, ანალოგიური მიზეზით უწყებაში დაბარებულები იყვნენ: გუბაზ სანიკიძე, თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი, ვახტანგ კაპანაძე.
10 მარტი 2026, 20:43
მსოფლიო
ევროპარლამენტმა, ევროკავშირის ღირებულებებში შეტანილი წვლილისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ ევროპული ღირსების ორდენით დააჯილდოვა
სამშაბათს ევროპარლამენტმა დააჯილდოვა კონტინენტის არაერთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა და ასევე ირლანდიური როკ-ჯგუფი U2.
10 მარტი 2026, 20:38
პოლიტიკა
პოლიტიკურ საქმიანობაში თავშეკავება და ნეიტრალურობა - საქართველოში გერმანიის ელჩს გერმანიიდან დიპლომატია დაუწუნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკურ საქმიანობაში თავშეკავება და ნეიტრალურობა - საქართველოში გერმანიის ელჩს გერმანიიდან დიპლომატია დაუწუნეს. ბუნდესტაგის დეპუტატმა და ევროპარლამენტარმა პეტერ ფიშერი ლანდტაგის არჩევნებში ლიბერალების გამარჯვების აღნიშვნის გამო მწვავედ გააკრიტიკეს. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
10 მარტი 2026, 20:36
პოლიტიკა
რას ხმარდება გერმანიის ფული საქართველოში და რატომ არ არის გამჭვირვალობა დაცული? პარტია „ალტერნატივა გერმანიას“ გერმანიის მთავრობასთან კითხვები აქვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რას ხმარდება გერმანიის ფული საქართველოში და რატომ არ არის გამჭვირვალობა დაცული? პარტია „ალტერნატივა გერმანიას“ გერმანიის მთავრობასთან კითხვები აქვს. ოპოზიციური პარტია ინტერესდება ქართული კანონების ანტიდემოკრატიულად გამოცხადების დასაბუთებითაც.


