imedi /  28 ივნისი 2019, 15:29 / სანდო წყარო

კარლ ჰარცელი: 20 ივნისს განვითარებული მოვლენები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი

20 ივნისს განვითარებული მოვლენები საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა შეაფასა. მისი თქმით, ვითარება უძრავი არ არის და გამოძიებები დაიწყო.

"ჩემთვის, ისევე, როგორც ევროკავშირის მისიისთვის, ნათელია, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, რადგან ამ მოვლენების შედეგად არსებობს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ტრავმები.

დაიწყო გამოძიება დემონსტრაციებთან დაკავშირებით, პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებასა და ძალადობისკენ მოწოდებაზე. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ფაქტები, რადგან ყველას უნდა პასუხის მიღება და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში სახალხო დამცველიც აქტიურადაა  ჩართული, რათა გამოძიება უფრო გამჭვირვალე და სანდო იყოს.

ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ამ პროცესთან დაკავშირებით გამჭვირვალობის წახალისებას, რადგან ამ მოვლენების პოლიტიკური ხილვადობა მაღალია და მთავარი გამჭვირვალობაა. ადამიანს დემონსტრაციის და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვს, ოღონდ კონსტიტუციის გათვალისწინებით და დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მივალთ კონსენსუსამდე. ეს კი, ორივე მხრიდან კეთილ ნებას საჭიროებს",- ამბობს ჰარცელი.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 

ამას კი წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის მიმართვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

05 ივლისი 2026, 11:24

მსოფლიო

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს

ამერიკამ დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი აღნიშნა. მთავარი საზეიმო ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართა. ისტორიული დღე თანამოქალაქეებს დონალდ ტრამპმა მიულოცა. ღონისძიებაზე ის პირველ ლედისთან ერთად იმყოფებოდა.

მერაბ დვალიშვილი

05 ივლისი 2026, 11:22

სპორტი

„ყველანაირად ვეცდები, ვასახელო ჩემი ქვეყანა“ - მერაბ დვალიშვილი RAF Georgia-სთვის ემზადება

ყველანაირად ვეცდები, ვასახელო ჩემი ქვეყანა, - განაცხადა UFC-ს მებრძოლმა მერაბ დავლიშვილმა, რომელიც თბილისშია და RAF Georgia-ზე გამოსვლისთვის ემზადება.

05 ივლისი 2026, 11:20

რეგიონი

ანაკლიაში ზაფხულის სეზონის გახნის პირველი დღე ჯგუფ „ურსას“ კონცერტითა და ელექტრონული მუსიკით დასრულდა

ზაფხულის სეზონის გახნის პირველი დღე, ანაკლიაში გვიან ღამით ჯგუფ „ურსას“კონცერტითა და ელექტრონული მუსიკით დასრულდა. ზღვისპირა კურორტზე, საფესტივალო ქალაქი იყო მოწყობილი.

05 ივლისი 2026, 11:17

მსოფლიო

აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის იუბილე აღნიშნეს

„პირველ რიგში, მსურს მივულოცო ამერიკის სავაჭრო პალატას საელჩოში ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზება, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ეძღვნება. საელჩო სავაჭრო პალატასთან მისი დაარსების დღიდან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, ისევე როგორც სავაჭრო პალატის წევრებთან, რათა გაძლიერდეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში არსებული კავშირები. ბიზნესი მხოლოდ ერთი სფეროა, სადაც ამერიკელებმა და ქართველებმა ბევრი მნიშვნელოვანი რამ შექმნეს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული. აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც თავად შეიტანეს წვლილი ამ თანამშრომლობაში სხვადასხვა მიმართულებით. ისინი დღეს აქ თავიანთ ოჯახებთან არიან, რათა სადღესასწაულო ატმოსფეროთი დატკბნენ. ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიულ დღეს მათთან ერთად აღვნიშნავ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა.

05 ივლისი 2026, 11:12

რეგიონი

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა

სტიქია დედოფლისწყაროში - ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო სოფელ გამარჯვებაში, დაზიანდა სახლების სახურავები, ელექტრო გადამცემი ხაზები, მოგლეჯილია მრავალწლოვანი კაკლის ხეები და ნაძვები.

დონალდ ტრამპი

05 ივლისი 2026, 10:58

მსოფლიო

ტრამპმა პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრები გამართა

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ იმას, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში. არსებობს ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა და ამერიკის გადაწყვეტილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. შევთანხმდით, რომ საუბარს პირადად გავაგრძელებთ ანკარაში ნატოს სამიტის დროს“, - დაწერა ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის შემდეგ თავის ტელეგრამ-არხზე.

05 ივლისი 2026, 10:53

რეგიონი

კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

05 ივლისი 2026, 10:45

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის ერთი და ისრაელის სამი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს.

05 ივლისი 2026, 10:44

მსოფლიო

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

05 ივლისი 2026, 10:42

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

05 ივლისი 2026, 10:42

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგოდ 12 130 ლარს დაეუფლა. ასევე დგინდება, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამის განულებას სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახდენდა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

05 ივლისი 2026, 10:24

მსოფლიო

საბერძნეთში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის ქალაქ სალონიკის მახლობლად ტყის ხანძარი გაჩნდა, რის გამოც 3 დასახლებული პუნქტის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქვეყნის სახანძრო სამსახურის მონაცემებით, ხანძარი დაახლოებით 20:30 საათზე, მთებში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა ბარში, სადაც ძირითადად ბუჩქნარი დაიწვა. უწყებამ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა, თუმცა ზიანი მიადგა რამდენიმე საწარმოს.

05 ივლისი 2026, 10:06

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება

მატჩი თბილისში, ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, 19:15 საათზე დაიწყება.

დონალდ ტრამპი

05 ივლისი 2026, 09:38

მსოფლიო

ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებებში ერთკვირიანი პაუზა გადავწყვიტეთ, ვიდრე აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ღონისძიებები დასრულდება - მეგონა, ხალხს ხამენეი სძულდა, შეიძლება, ეს ცრემლები ყალბი იყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი შეთანხმების მიღწევას ითხოვს, თუმცა ორივე მხარემ გადაწყვიტა, მოლაპარაკებებში ერთკვირიანი პაუზა აიღონ, სანამ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდება. ამის თაობაზე მან გამოცემა Axios-თან ისაუბრა.

05 ივლისი 2026, 09:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 ივლისს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ასევე ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

ჯეი დი ვენსი

05 ივლისი 2026, 08:39

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 250 წელს, როდესაც ამერიკა მომავალს შიშის გარეშე უყურებს, აღვნიშნავთ 250 წელს, რომელმაც დაამტკიცა, თუ რისი მიღწევა შეუძლია თავისუფალ ხალხს

ჩვენ, ყველამ შევიტანეთ ჩვენი წვლილი. თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა თავისი როლი და თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს ჩვენი წვლილის შეტანა, რათა ამერიკის სიდიადის მომდევნო 250 წელი შევქმნათ, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ქვეყნის ყველა წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია და არა ერთმანეთთან დაპირისპირებული მოქალაქეების.

05 ივლისი 2026, 08:08

სპორტი

ალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში იუნიორებსა და 23-წლამდელებს შორის კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ალექსანდრე წივწივაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 41,57 წამში დაფარა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

04 ივლისი 2026, 23:36

კულტურა

პარიზში თანამედროვე ქართველი მხატვრის ია ტიგინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

პარიზში თანამედროვე ქართველი მხატვრის ია ტიგინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. IA - 13 ასე ჰქვია გამოფენას, რომელზეც მხატვრის 13 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენას პარიზის მე 6 რაიონის მერია მასპინძლობს.

04 ივლისი 2026, 23:27

სპორტი

საქართველოს შვიდკაცა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 2026 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა ლიეტუვა ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა.

04 ივლისი 2026, 23:06

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.