imedi /  03 ივლისი 2019, 18:22 / სანდო წყარო

ლაშა დარსალია: ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი ჩაიშალა

ჟენევა

ლაშა დარსალია

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დასრულდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა, როგორც წინა 47-ე რაუნდი, ესეც ჩაიშალა.

შეხვედრამ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შეხვედრის დაწყების წინ რუსეთის მიმართ საქართველოს და პარტნიორების მთავარი მოწოდება იყო, რომ რუსეთმა ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება დაიწყოს.

ჟენევაში მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2 ივლისს დაიწყო.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 13:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი სახელმწიფო და ერთადერთი მხარე, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არის რუსეთის ფედერაცია, ეს იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ

ერთადერთი სახელმწიფო და ერთადერთი მხარე, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არის ბუნებრივია, რუსეთის ფედერაცია, ეს არის ძალიან მშრალი ფაქტი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 13:39

პოლიტიკა

პრემიერი: იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2008-2012 წლებში მიესალმებოდნენ ყველაფერ რუსულს, მათ შორის ტურისტებს, ფულს რუსეთიდან, დადიოდნენ კონცერტებზე მათ შორის რუსეთში, ახლა იგივე ადამიანები გამოდიან განსხვავებული განცხადებებით, ეს ორმაგი სტანდარტი მიუთითებს, რომ ეს ადამიანები არსებითად არიან უცხოური აგენტურა

იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2008-2012 წლებში და ამის შემდეგაც მიესალმებოდნენ ყველაფერ რუსულს, მათ შორის ტურისტებს, ფულს რუსეთიდან და ა.შ. დადიოდნენ კონცერტებზე მათ შორის რუსეთში. ახლა იგივე ადამიანები უკვე გამოდიან განსხვავებული განცხადებებით, ეს ორმაგი სტანდარტი მიუთითებს, რომ ეს ადამიანები არსებითად არიან უცხოური აგენტურა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისში.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 13:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას, რაც სამარცხვინოა

გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას შეეხო, რაც სამარცხვინოა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

11 აგვისტო 2026, 13:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს არავის კარნახით აქ მოქმედებას. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე

დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს არავის კარნახით აქ მოქმედებას, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს შინდისში.

მიხეილ ყაველაშვილი

11 აგვისტო 2026, 13:28

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი

„შეიძლება შეკრულებიც ხართ რუსეთის ხელისუფლებასთან, რომ ასე საუბრობთ. არ არის გამორიცხული, რასაც თქვენ აკეთებთ და რაც ბარამიძემ გააკეთა, პირდაპირი მნიშვნელობით მათ [რუსეთის] წისქვილზე დაასხა წყალი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 13:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას არავითარი ახსნა არ აქვს, პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია

არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზედაც პასუხი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

თამარ ჩიბურდანიძე

11 აგვისტო 2026, 13:17

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ

სააკაშვილის ხელისუფლებას იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი 2008 წელს ქვეყნის წინაშე, რომ პანიკაში არიან, როგორმე უნდა შეძლონ ამ ისტორიული სირცხვილის ჩამორეცხვა და ისრებს სხვისკენ ისვრიან, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებები შეაფასა.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 13:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული

​დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მიხეილ ყაველაშვილი

11 აგვისტო 2026, 13:12

პოლიტიკა

პრეზიდენტი: განწირული გამარჯვება - ეს სიტყვები შეუთავსებელია, მაგრამ, სანამ ქართული საზოგადოება მავნე ძალას, რომელიც ოპოზიციაში დომინირებს, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის. მუდმივად გავიმარჯვებთ, მაგრამ სახელმწიფოს განვითარება იქნება შეფერხებული, რადგან წარმოუდგენელია ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ქვეყნის განვითარება

სანამ ქართული საზოგადოება ამ მავნე ძალას, რომელიც დომინირებს ოპოზიციაში, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის გაიმარჯვებს, თუმცა ქვეყნის განვითარება ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე იქნება შეფერხებული.

მიხეილ ყაველაშვილი

11 აგვისტო 2026, 13:12

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: როგორ შეიძლება დღეს დარბოდე პლაკატით „ანწუხელიძე გმირია“ და ომის 2 წლის თავზე ლარსზე იდექი, ტაშს უკრავდი რუს ტურისტებს, სავიზო რეჟიმი გააუქმე, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, ინვესტიციებს ითხოვდი რუსეთისგან და კულტურის მუშაკები კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს

​„დაავალეს - ჩაჯდა არაჟნების და ხაჭოს კონტეინერში და ისე გამოაგზავნეს საქართველოში; დაავალეს და განახორციელა ეს უგუნური ქმედება მაშინ, აგვისტოს დღეებში; დაავალეს და უთხრეს: „რუსეთი ახლა არ შეიძლება იყოს ოკუპანტი და მტერი - ის უნდა იყოს თქვენი პარტნიორი, მიეცით საშუალება, გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“. გაიხსენეთ სენატორების - რიშის და შაჰინის სიტყვები ინტერვიუდან: „ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილი, არჩევნების წაგების შემდეგ წასულიყო“. როგორ შეიძლება დღეს დარბოდე პლაკატით „ანწუხელიძე გმირია“ და ომის 2 წლის თავზე ლარსზე იდექი, ტაშს უკრავდი რუს ტურისტებს, სავიზო რეჟიმი გააუქმე, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, ინვესტიციებს ითხოვდი რუსეთისგან და კულტურის მუშაკები კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს - ჩვენი ომის შემდეგ. არ ვიცი რა დავარქვა ამ ხალხს, მე მგონი უსამშობლოები ყველაზე კარგი ეპითეტია. როცა სამშობლო გაწუხებს, წარმოუდგენელია მსგავსი ქმედებები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილი

11 აგვისტო 2026, 13:10

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: გვეამაყება ამ ბიჭების გმირობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ყოველდღიურად ვგრძნობდეთ მათ გაკეთებულ საქმეს, რომ ჩვენს ყოფიერებაში, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ჩავუნერგოთ ეს სულისკვეთება, რა სულისკვეთებითაც იბრძოდნენ და ცხოვრობდნენ ჩვენი შინდისის გმირები

გვეამაყება ამ ბიჭების გმირობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ყოველდღიურად ვგრძნობდეთ მათ გაკეთებულ საქმეს, რომ ჩვენს ყოფიერებაში, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ჩავუნერგოთ ეს სულისკევეთება, რა სულისკვეთებითაც იბრძოდნენ და ცხოვრობდნენ ჩვენი შინდისის გმირები, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2026, 13:03

მსოფლიო

The Washington Post: ირანის საფრთხის გამო ტრამპმა თურქეთი ფარულად დატოვა

ირანის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მუქარა გასულ თვეში უპრეცედენტო ოპერაციის მიზეზი აღმოჩნდა - თურქეთიდან ტრამპი ფარულად გაფრინდა სხვა სამხედრო თვითმფრინავით, მაშინ როდესაც თეთრი სახლი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი Air Force One-ით მგზავრობდა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

11 აგვისტო 2026, 13:00

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაში ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის განმხორციელებელი ოკუპაციის, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენს წინაშე და ეს არის აღიარებული ფაქტი

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის ნორმებით ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთი ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი ორი ტერიტორია, მათ ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული.

დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2026, 12:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უსასყიდლოდ გადასცა.

ჯანი ინფანტინო დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2026, 12:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FIFA-ს ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო საჯაროდ დაიცვა.

11 აგვისტო 2026, 11:54

სამართალი

იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 11:48

რეგიონი

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 11:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე აშშ-ს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ირანის თავდასხმები, მათ შორის იორდანიაში განხორციელებული ბოლო იერიში, მოწინააღმდეგის რაკეტებისა და დრონების მზარდ საფრთხეს წარმოაჩენს. თუმცა აშშ სათანადოდ მზად არ არის საზღვარგარეთ მდებარე სამხედრო ბაზების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად, იუწყება The Wall Street Journal-ი.

ლევან მეხუზლა

11 აგვისტო 2026, 11:30

რეგიონი

ლევან მეხუზლა: კონდიციური საფერავის ქვედა ზღვარმა 21%-მდე დაიწია

„2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის N536 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, კონდიციური საფერავის შაქრიანობის ქვედა ზღვარი 22%-დან 21%-მდე შემცირდა. გადაწყვეტილება მევენახეებთან გამართული შეხვედრებისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

დავით ქართველიშვილი

11 აგვისტო 2026, 11:18

ეკონომიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები

ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ შინაარსსაც შეიძენს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პირველი საერთაშორისო Tier III სტანდარტის კომერციული მონაცემთა ცენტრის პროექტი წარმატებით განხორციელდება.