Imedi /  31 ივლისი 2019, 20:14 / სანდო წყარო

აპატურაი: გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ და საქართველო

ჯეიმს აპატურაი

ჯეიმს აპატურაი

„ერთია, რას ამბობს რუსეთი და მეორეა, ნატოს მტკიცე პოზიცია. რუსეთი ქმნის სირთულეებს, მაგრამ ამ სირთულეებს უნდა გავუმკლავდეთ. გადაწყვეტილებას მიიღებს ნატო კონსენსუსით“, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას.

„ნატოს წევრმა ქვეყნებმა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. კითხვაა-როდის. უნდა გავაგრძელოთ რეფორმები და ვიმუშაოთ გეოპოლიტიკურ ასპექტებზე. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები მოწმობს, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. დიახ, ნამდვილად არის სირთულეები. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ სირთულეებს.

გასათვალისწინებელია, რომ რუსეთს არც მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება სურდა. რუსეთს არ სურდა ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაც ალიანსში. რუსეთს არ სურდა არც ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაერთიანება. საქართველოსთან მიმართებაში, მათ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება დაამტკიცეს არამარტო სიტყვებით-ნათელია, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“, რაც არის ნაწილი მათი სურვილის, გააკონტროლონ საქართველოს მიერ არჩეული მიმართულება. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.

ნატო გაფართოებას ასე უდგება. ნატო უნდა იყოს მზად ახალი წევრის მისაღებად, რაც ნიშნავს წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსს. პარტნიორი ქვეყანა უნდა იყოს მზად ალიანში გასაერთიანებლად. პირველ რიგში, უნდა სურდეს და მერე დააკმაყოფილოს საჭირო სტანდარტები. ასევე, უნდა შევხედოთ უფრო ფართო ჭრილში ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ახალი წევრი, თუ ეს გამოიწვევს დაძაბულობის ზრდას და დააზარალებს ნატოს ახალ წევრს, ნატოს, სამეზობლოს. ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ ფაქტორებს და ეს ნორმალურია, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ნატო თავად იღებდა და მომავალშიც თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. ასპირანტი ქვეყანაც თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და არ მივცემთ უფლებას მესამე მხარეს, ჩაერიოს ან გადაწყვიტოს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, რუსეთის აღქმა რეალობის საპირისპიროა. არა ნატო მიდის რუსეთის საზღვრებთან ახლოს, არამედ რუსეთის საზღვრებთან ახლოს მყოფ ქვეყნებს სურთ ნატოსთან დაახლოება და ალიანსში გაწევრიანება, რაც აპატურაის შეფასებით, პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან განსხვავებული რამ არის იმ აღქმიდან, რასაც რუსეთი ქმნის.

„ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთის ფედერაციას, მაგალითად ნორვეგია, არ აქვთ პრობლემები რუსეთთან. ათწლეულებია, რაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. ეს არის მცდარი შეხედულება, რეალობის საპირისპირო და შეთხზული აღქმა.

ისტორიას თუ გადავხედავთ, არ ვფიქრობ საუკუნეების მანძილზე რუსეთს საქართველოსთან პოზიტიური ურთიერთობების დემონსტრირება მოეხდინოს და ეს იმის მიუხედავად, იყო თუ არა მაგიდაზე ნატოში საქართველოს მომავალი წევრობის საკითხი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხეებს ხელი არ შეუშლია არც საქართველოსთვის და არც ნატოსთვის გაეგრძელებინათ, გაეღრმავებინათ ურთიერთობები, თანამშრომლობა, დასახული მიზნისკენ სწრაფვა, სვლა მომავალი ინტეგრაციისკენ, მხარდაჭერა საქართველოს რეფორმების გზაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნავს ნატოს გენდმივნის სპეციალური წარმომადგენელი.

შენიშვნა: თავდაპირველ ვარიანტში ამ სტატიას ერქვა „აპატურაი: არ შეგვიძლია ახალი წევრის მიღება თუ ეს დაძაბულობას გაზრდის“, თუმცა იმის გამო, რომ ინტერვიუში ნათქვამი ეს ფრაზა აღქმული იქნა კონტექსტის მიღმა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ინტერვიუს მთლიანი სულისკვეთება imedinews-ის რედაქციამ გადაწყვიტა სტატიის სათაურის შეცვლა.  

ყველა სიახლე

26 სექტემბერი 2026, 09:35

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე არაგვზე ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დათქმულ დროს დაიწყო.

26 სექტემბერი 2026, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 სექტემბერს საქართველოში

26 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

26 სექტემბერი 2026, 08:29

მსოფლიო

The Washington Post: ომში მზარდი ხარჯების დასაფარად, უკრაინა პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციას განიხილავს. შედეგად კიევი დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს, ეს კი 30 ათასი სამხედრო დრონისთვის საკმარისი თანხაა

The Washington Post-ის ცნობით, წლების განმავლობაში უკრაინაში მოქმედი უზარმაზარი, თუმცა უკანონო პორნოინდუსტრია ჩრდილში არსებობდა. სამართალდამცველები, როგორც წესი, ამ სფეროს ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა ცალკეული მაღალჩინოსნები კანონის გვერდის ავლაში შემჩნეული ადამიანებისგან ქრთამის გამოძალვის მიზნით საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ.

26 სექტემბერი 2026, 08:00

საზოგადოება

„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“

„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა?

დავით ქართველიშვილი

26 სექტემბერი 2026, 00:06

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ... სექტაა, აბა რა არის ეს?!

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის უცხო ენების ცოდნა და აქცენტი დაიწუნეს.

ირაკლი დოლაბერიძე

25 სექტემბერი 2026, 23:31

სპორტი

სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი მონაწილეობს, აქედან 16 ქართველი პარაძიუდოისტია.

25 სექტემბერი 2026, 22:42

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა

საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის ​გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

25 სექტემბერი 2026, 22:03

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა. ირლანდიელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლოს, დამატებულ დროში, მე-9 წუთზე შეძლეს.

25 სექტემბერი 2026, 21:47

კულტურა

„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „იმედზე“ ყოველ პარასკევს განახლებული პროექტი - „ქართული ხალხური“ გავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „ქართული ხალხური“ „იმედზე“ - პროექტის მთავარი გმირები ათი სხვადასხვა რეგიონიდან მომღერალი ოჯახები იქნებიან, მათ კი სხვადასხვა ანსამბლი და სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები შეუერთდებიან.

25 სექტემბერი 2026, 21:44

საზოგადოება

პარლამენტის წევრები ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა მარტვილში, ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

მაქსიმ რიჟენკოვი მაკა ბოჭორიშვილი

25 სექტემბერი 2026, 21:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან.

25 სექტემბერი 2026, 21:30

საზოგადოება

„მობილურ იუსტიციის სახლს“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნიდერლანდებში გამართულ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე, პროექტი ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 134 პროექტს შორის გამოარჩიეს. ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.

25 სექტემბერი 2026, 21:05

სამართალი

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული - სუსის სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. სუსმა სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში ჩაატარა.პროკურატურამ ორივე დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

25 სექტემბერი 2026, 21:05

რეგიონი

სენაკის სპორტკომპლექსს კალათბურთის ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეს ის არის, რაზეც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრების დროს ისაუბრეს. კალათბურთელებს დღეს ვარლამ ლიპარტელიანი შეხვდა.

25 სექტემბერი 2026, 20:55

საზოგადოება

მარტვილში ჭყონდიდელობა აღნიშნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკლესიურ და სახალხო დღესასწაულზე სამეგრელოში ჩავიდა კათოლიკოს პატრიარქი. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების და ქადაგების შემდეგ, შიო მესამემ სასულიერო პირები მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ნანული გუგუნავა

25 სექტემბერი 2026, 20:52

საზოგადოება

ნოდარ დუმბაძის მეუღლე შვილის გვერდით, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა დღეს ვაკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მის ხსოვნას პატივი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებმა მიაგეს.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2026, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის შეფასება ოპოზიციურ პროტესტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პროტესტს აფასებს და პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ ანალიზს ეხმიანება, რომელშიც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ყოველდღიურ და ერთსახოვან საპროტესტო აქციებზე საუბრობს, ოპოზიციის ამ მცირერიცხოვან ჯგუფს კი, „ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად“ მოიხსენიებს.

25 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

ვის და რას ეხვეწება ეკა გიგაური - ანტისახელმწიფოებრივ განცხადებად შეფასებული საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარის მოხსენება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანტიქართული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს - ასე აფასებენ თბილისში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე ეკა გიგაურის გამოსვლას.

ნიკა გვარამია

25 სექტემბერი 2026, 20:37

პოლიტიკა

ოპოზიცია შერიგების პოლიტიკის წინააღმდეგ - ნიკა გვარამიას უცვლელი რიტორიკა, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიად შეფასდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როცა ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივებსა და შერიგების პოლიტიკაზე საუბრობს, ნიკა გვარამია ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ცდილობს - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ოპოზიციონერის განცხადებებს აფხაზეთთან დაკავშირებით.

ანა წითლიძე

25 სექტემბერი 2026, 20:35

პოლიტიკა

დეზინფორმაცია, რომელსაც ოფიციალური სტატისტიკა აბათილებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები ისევ მტკიცებულებების გარეშე და მიღებული ახალი დავალება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ნარკორეალიზატორების მფარველობასა და სხვადასხვა დროს მომხდარ მკვლელობებში ადანაშაულებს, თუმცა მტკიცებულებები არ აქვთ.