imedi /  01 აგვისტო 2019, 11:55 / სანდო წყარო

დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ქმნის

დავით კეზერაშვილი

საქართველო თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი, რომელიც 7 ნოემბრის, „ტელეიმედის" და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე ბრალდებულია, სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალ ტელევიზიას ქმნის. 

„უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დამანახა და მიბიძგა მიმეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი ჩართულობის შესახებ.

ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტიური მუხტი გააჩინა ქვეყანაში. ჩვენ თვალწინ იბადება სამოქალაქო საზოგადოება - გამოჩნდა თაობა, რომელსაც სურს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გაჩნდა იმედი, რომ საქართველოს გზა დასავლეთისკენ არა მხოლოდ რამდენიმე პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად საზოგადოების და ახალი თაობის დაცვის ქვეშაა.
ამავდროულად უკიდურესად დიდ საფრთხედ მიმაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაცია, რა რეალობასაც შევეჯახეთ ახლა და რაც გვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე, რომელზეც ათწლეულებია ვტრიალებთ, თუმცა წესით, უკვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს წარსულის შეცდომები.

მიმაჩნია, რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა სჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას, არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში.

ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს. 

დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს.

იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად", - წერს კეზერაშვილი. 

როგორც ON.GE ავრცელებს ინფორმაციას, დავით კეზერაშვილთან ერთად ტელევიზიას „ფორმულა კრეატივი“ ქმნის. „ფორმულა კრეატივის“ ინფორმაციით,  ახალ მედიაპლატფორმასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობის შეთანხმება შედგა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, 7 ნოემბრის, "ტელეიმედის" და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან ერთად პატიმრობა 2014 წლის პირველ აგვიტოს შეეფარდა

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

10 ივნისი 2026, 08:43

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ეს არის ბედი იმ ანტიქართული და უსამშობლო ადამიანების, რომელიც აუცილებლად საბოლოო ჯამში დაიშლება. საზოგადოების ნდობა მათ არ გააჩნიათ

ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა შეაფასა.

არჩილ გორდულაძე

10 ივნისი 2026, 08:42

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩერგოლეიშვილი, ბოკერია და გვარამია ცდილობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნონ და ამ ყველაფერს ტირაჟირებენ

როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩერგოლეიშვილი, ბოკერია და გვარამია ცდილობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნონ და ამ ყველაფერს ტირაჟირებენ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

ნიკა გვარამია

10 ივნისი 2026, 08:36

პოლიტიკა

გვარამია წითლიძეზე: ფურთხების და ბირჟაზე ჯდომის „სემიჩკის მჭამელ“ პოლიტიკოსის რანგს ვერ გასცდა

პარტია „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ბირჟაზე მჯდომი სემიჩკის მჭამელ პოლიტიკოსებად მოიხსენიებს.

ანა წითლიძ

10 ივნისი 2026, 08:30

პოლიტიკა

ანა წითლიძე: როგორ წარმოგიდგენიათ ახლა - „ანტი მიშა ალიანსში“ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე ფორმით გააგრძელებს [ყოფნას] თუ ასე გაგრძელდა ეს ყველაფერი?!

„მე არ ვიცი ჩერგოლეიშვილი თუა ალიანსში ერთპიროვნული მმართველი და მან მიიღო ერთპიროვნულად გადაწყვეტილება რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა იყოს ალიანსში. ალიანსში ვართ, ვაგრძელებთ მუშაობას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა - „ანტი მიშა ალიანსში“ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე ფორმით გააგრძელებს [ყოფნას] თუ ასე გაგრძელდა ეს ყველაფერი?!“ - აღნიშნა წითლიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ალფარსლან ბაირაქტარი

10 ივნისი 2026, 08:25

პოლიტიკა

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: თურქეთსა და საქართველოს აქვთ მყარი პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობაზე, კეთილმეზობლობაზე, ურთიერთნდობასა და საერთო ხედვებზე. წლიდან წლამდე ჩვენი თანამშრომლობა ფართოვდება და ხდება კონსტრუქციული თანამშრომლობის მაგალითი რეგიონში

თურქეთსა და საქართველოს აქვთ მყარი პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობაზე, კეთილმეზობლობაზე, ურთიერთნდობასა და საერთო ხედვებზე, - განაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე სტამბოლში, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივნისი 2026, 08:05

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა

სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე სტამბოლში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

10 ივნისი 2026, 08:00

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 440 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.

10 ივნისი 2026, 04:24

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირი ალბანეთისგან რეაგირებას მოითხოვს - ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კურორტის პროექტი ევროპულ გარემოსდაცვით სტანდარტებს საფრთხეს უქმნის

ევროკომისიამ მოუწოდა ალბანეთს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს.

10 ივნისი 2026, 03:52

მსოფლიო

Axios: აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო

აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო. აღნიშნული ოპერაცია პასუხს წარმოადგენს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანული ძალების მიერ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის, Apache-ის ჩამოგდების ფაქტზე. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

10 ივნისი 2026, 03:20

მსოფლიო

POLITICO: ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს საღამოს შეერთებულმა შტატებმა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

10 ივნისი 2026, 03:15

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა რეგიონში აშშ-ის ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმა დაიწყო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ირანმა რეგიონში არსებული ამერიკული სამიზნეების მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.

აბას არაღჩი

10 ივნისი 2026, 03:10

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის არცერთი თავდასხმა არ დარჩება უპასუხოდ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან არცერთი თავდასხმა არ დარჩება „უპასუხოდ“.

10 ივნისი 2026, 03:06

მსოფლიო

ბელფასტში ადგილობრივზე თავდასხმას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა

ბელფასტში 9 ივნისს ანტიიმიგრაციული პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორშაბათს ადგილობრივ მცხოვრებ პირზე დანით თავდასხმა მოხდა. არეულობის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული თავდასხმის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ეჭვმიტანილი დაზარალებულზე ზის და მას დანით ჭრილობებს აყენებს.

დონალდ ტრამპი

10 ივნისი 2026, 02:01

მსოფლიო

ტრამპი ირანზე საპასუხო დარტყმების შესახებ: ვფიქრობ, პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია

ტელეკომპანია ABC News-ის მთავარი კორესპონდენტი ვაშინგტონში, ჯონათან კარლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს მართავდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების დაწყება გამოაცხადა.

პეტერ მადიარი

10 ივნისი 2026, 01:53

მსოფლიო

მადიარი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ადრეც გარკვევით ვთქვი და ახლაც შემიძლია გავიმეორო - ჩვენ არანაირ ორმაგ სტანდარტს არ მივიღებთ, ვერ ვხედავთ დაჩქარებული გაწევრიანების აუცილებლობას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი კიევის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.

10 ივნისი 2026, 01:31

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე საპასუხო დარტყმები დაიწყეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა, მთავარსარდლის განკარგულებით, დღეს, აღმოსავლეთის დროით (ET) 17:00 საათზე, ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს.

09 ივნისი 2026, 23:37

მსოფლიო

ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გერმანიაში პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა - 2025 წელს მკვეთრად და თანმიმდევრულად იმატა როგორც პარტიების წარმომადგენლებზე თავდასხმებმა, ისე პოლიტიკური მოტივით ჩადენილმა დანაშაულებმა მოსახლეობაში, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია“.

ნიკა გვარამია

09 ივნისი 2026, 22:43

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ

პარტია „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ.

აბას არაღჩი

09 ივნისი 2026, 22:38

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ დიპლომატიის ენა გვირჩევნია, თუმცა სხვა ენებზეც ვსაუბრობთ

უცხოური ძალები, რომლებიც ჩვენი ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებიან, მუდმივი რისკის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, ჩვეულებრივი უბედური შემთხვევების ან, შესაძლოა, ორმხრივ ცეცხლში მოყოლის გამო, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

09 ივნისი 2026, 22:20

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი „ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძის განცხადებას პასუხობს, რომლის თქმითაც, „ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ტყუილებში და არათანმიმდევრულობაში ჩემპიონი არის პარტია „ფედერალისტები“.