Imedi /  08 აგვისტო 2019, 12:55 / სანდო წყარო

უცხოელი დიპლომატები რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს ეხმიანებიან

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი Imedinews-თან აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ აგრესიას პუტინი აფხაზებისა და ოსების თვითგამორკვევის უფლების დაცვით ხსნიდა.

„თუმცა ბოლო 10 წელიწადში მთელმა სამყარომ დაინახა რომ ეს პროპაგანდა იყო, ხოლო ამ ორმა ერმა დაინახა, რომ რუსების მიერ „გათავისუფლება“ რეალურად „დაპყრობას" ნიშნავს“, - განაცხადა პოლ გობლმა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა, რომელიც იმ პერიოდში კონდოლიზა რაისის დავალებით საქართველოს სტუმრობდა, Imedinews-სთან აცხადებს, რომ ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარის გასაყვანად მოსკოვზე საკმარისი ზეწოლა ვერ განახორციელა და ეს უუნარობა მორალური და სტრატეგიული მარცხია. 

ბრაიზა იმედოვნებს, რომ ევროპა და აშშ ამ მტკივნეულ გაკვეთილებზე ისწავლის, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან გვიანია. 

„დღეს ყველამ ერთად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიდგინოს“, - ეს განცხადება კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ჯორჯ კენტს ეკუთვნის. 

„2008 წელს რუსეთის შეჭრამ საქართველოში დაანგრია ილუზიები, რომ 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური მოქმედება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ნორმების, ევროპის თუ ეუთოს, ჰელსინკის აქტის პრინციპების მიხედვით წარიმართებოდა. ქვეყანა მისი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა, ყველანაირი წინაპირობის გარეშე, დაიკავა და აგრძელებს მისი ტერიტორიის ოკუპაციას“, - თქვა ამერიკელმა დიპლომატმა, რომლის კომენტარს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. 

რუსეთს 2008 წლის 6 პუნქტიაში სამშვიდობო შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო ვოლსტრომი, რომელიც აქვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს.

„რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უხეშად არღვევს საერთაშორის შეთანხმებას. მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას 2008 წლის 6 პუნქტიაში სამშვიდობო შეთანხმება“, - წერს შვედი დიპლომატი Twitter-ზე. 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ყველა სიახლე

იან პრაუდი

31 მაისი 2026, 20:19

პოლიტიკა

იან პრაუდი: განცვიფრებული ვარ რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ „იმედისთვის“ სანქციების დაწესება გადაწყვიტა, ამ გადაწყვეტილებას არავითარი გამართლება არ აქვს. თუ ვინმე გატარებული პოლიტიკის შესახებ კითხვებს დასვამს, კრიტიკის ობიექტია, პრორუსის იარლიყს აწებებენ, რაც წარმოუდგენელი სისულელეა

ტელეკომპანია „იმედი“ არის უდიდესი, დამოუკიდებელი მაუწყებელი საქართველოში, ის კერძო საკუთრებაა, ყოველთვის ასე იყო. ტელეკომპანია „იმედს“ აქვს გასართობი გადაცემები და დიდი საინფორმაციო სამსახურიც. ტელეკომპანიის მთავარი მიზანია ქართველებისთვის იმედის მიცემა, სახელწოდებაც შესაბამისია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

ნიკოლოზ სამხარაძე
ლევან მახაშვილი

31 მაისი 2026, 19:47

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

არგუჯ ქალანთარლი ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2026, 19:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა.

მამუკა ხაბარელი

31 მაისი 2026, 19:31

სპორტი

მამუკა ხაბარელი: საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სპორტის ამ დისციპლინაში ღირსეული ადგილი მოიპოვოს

ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავოს სპორტის ამ დისციპლინაში, - განაცხადა საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ხვიჩა კვარაცხელია

31 მაისი 2026, 19:29

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგამ გამოაქვეყნა.

ანა წითლიძე

31 მაისი 2026, 19:24

პოლიტიკა

ანა წითლიძე: პოლიტიკა არ არის - მე შენ მიყვარხარ.. მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია

ძალიან გულუბრყვილოდ უყურებთ პროცესებს. პოლიტიკა არ არის -მე შენ მიყვარხარ, რომ მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს ან მელია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

31 მაისი 2026, 19:15

საზოგადოება

თინათინ ნიბლოშვილი „ვარდატონის“ დღესასწაულს დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე სომეხი აშუღი პოეტის, საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“ - ვარდების - ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო.

ანა წითლიძე

31 მაისი 2026, 18:57

პოლიტიკა

ანა წითლიძე: 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, მთავარი იდეოლოგი იყო ნიკა გვარამია და ბევრ რაღაცას მე, ანა წითლიძე და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრი, ტელევიზიით ვიგებდით - ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო „ქოცებთან“, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ წლებში, რომელსაც მელია ასახელებს, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თავად იყო, ხოლო, მთავარი იდეოლოგი კი - ნიკა გვარამია.

31 მაისი 2026, 18:27

მსოფლიო

კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00-დან 16:00 საათამდეა ღია. BBC-ის პროგნოზით, მზარდი ძალადობის ფონზე, პირველივე ტურში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, სავარაუდოდ, 10 კანდიდატიდან ვერავინ მოიპოვებს, რის გამოც არჩევნების მეორე ტური, შესაძლოა, 21 ივნისს გაიმართოს.

ნიკუშორ დანი

31 მაისი 2026, 18:12

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტი დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნიდან რუსეთის ელჩის გაძევებას არ გამორიცხავს

„იმედი მაქვს, რომ ისინი გაჩერდებიან. თუ არა - არსებობს სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება იყოს მიღებული. მაგალითად, ელჩის გაძევება. დიპლომატიურ ზომებს გარკვეული იერარქია აქვს“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

31 მაისი 2026, 17:58

სპორტი

საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს წელს პირველად აღნიშნავს

წელს საქართველომ ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად აღნიშნა და ამით, ღონისძიების მონაწილე 30-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდა.

31 მაისი 2026, 17:55

რეგიონი

„სახიობა რაჭაში 2026“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ფესტივალი გაიმართა

„სახიობა რაჭაში 2026“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამართულ ფესტივალში, ფოლკლორული, საესტრადო, ქორეოგრაფიული და საგუნდო ანსამბლები მონაწილეობდნენ. „სახიობა რაჭაში “ დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

31 მაისი 2026, 17:55

საზოგადოება

31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა - გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს

31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა. გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

31 მაისი 2026, 17:48

სპორტი

„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600-მა მორბენალმა მიიღო მონაწილეობა

„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600 მორბენალი მონაწილეობდა. მათგან 241 უცხოელი იყო. მარათონი სამ დისტანციას აერთიანებს-მათგან ყველაზე გრძელი 21-კილომეტრიანია.

შიო მესამე

31 მაისი 2026, 17:38

საზოგადოება

შიო მესამე: გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა

გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. დღეს არის ასევე ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისას.

31 მაისი 2026, 17:20

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, თბილისში კიდევ ერთი უნიკალური პროექტი ხორციელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, დარგულია ათასობით ნერგი და პროექტის ფარგლებში გამოყენებულია ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების უნიკალური მეთოდი.

ჯეი დი ვენსი

31 მაისი 2026, 17:14

მსოფლიო

NYT: თეთრ სახლში ვენსს სოციალური ქსელების გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩიეს

გამოცემის ინფორმაციით, ვენსი ხშირად შედის პოლემიკაში კრიტიკოსებთან სოციალურ ქსელში, რაც მისი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევა. გაზეთი წერს, რომ ოფიციალური შეხვედრების დროს ვენსი ასევე ხშირად ათვალიერებს ტელეფონს და სოციალური ქსელებით სარგებლობს.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2026, 17:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანზე: ფეიკ ნიუსები ალბათ მათი ყველაზე დიდი აქტივია

„მათ სამხედრო ძალა აღარ აქვთ. ერთადერთი, რაც დარჩათ, კარგი ლაპარაკი და ფეიკმედიაა. ფეიკ ნიუსები ალბათ მათი ყველაზე დიდი აქტივია“, - განაცხადა ტრამპმა.

31 მაისი 2026, 16:50

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო და სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

31 მაისი 2026, 16:18

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მორიგებით დასრულებული საქმეების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად დასრულება არ არის – პრიორიტეტს მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და შეთანხმების საფუძველზე შედეგის მიღწევა წარმოადგენს.