Imedi /  21 აგვისტო 2019, 20:05 / სანდო წყარო

„კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობამ „რუსთავი 2“ დატოვა

"კურიერის" ჟურნალისტების უმრავლესობამ "რუსთავი 2" დატოვა. მათ ტელევიზიის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს და მედიასთან განცხადებებიც გააკეთეს. რეპორტიორების განცხადენით, ჯერ არ იციან სად გააგრძელებენ საქმიანობას, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ პროფესიულ საქმიანობას მალე დაუბრუნდებიან.

"თითქმის 14 წელი გავატარე "რუსთავი 2-ში". ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს ეს ტელევიზია, სამწუხაროდ, დღეს "რუსთავი 2" ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ოკუპირებული. პრაქტიკულად მთელმა გუნდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა თამარ ბაღაშვილმა. 

ჟურნალისტები, რომლებმაც "რუსთავი 2" დღეს დატოვეს არიან: თამარ ბაღაშვილი, ეკო მაღრაძე, გიგლა თუმანიშვილი, მაიკო ლომიძე, ეკა გაგუა, სოფო ზურაბიანი, რუსუდან ჯაბანიშვილი, დავით ერაძე, ჯეიხუნ მუჰამედალი, დავით ქაშიაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, ნინო სამყურაშვილი, ნინო გაზდელიანი, თამთა დოლენჯაშვილი, ნათია ტრაპაიძე, ქეთა ციცქიშვილი, ნათია გოგსაძე, სოფო ვარდიაშვილი.

20 აგვისტოს დღისით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ესენი არიან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი.

ამ დროისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში არ გადის. Imedinews-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. შესაძლოა მან არხის საინფორმაციო მიმართულებას ძველებურად დირექტორის მოადგილის სტატუსითაც უხელმძღვანელოს.

ნინო შუბლაძე 2000-ანი წლების დასაწყისიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე მუშაობდა - ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ კი საინფორმაციო სამსახურის უფროსად და არხის დირექტორის მოადგილედ. ამავე არხზე მას მიჰყავდა პოლიტიკური თოქ-შოუ „პოზიცია“. „რუსთავი 2“ მან 2014 წლის ზაფხულში დატოვა და მალევე მუშაობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად (საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით) დაიწყო. ბოლოს, 2019 წლის გაზაფხულამდე ჟურნალისტი პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-ანი წილის მფლობელმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს  არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2019, 11:04

ძალოვნები

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა. ვიდეო

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სროლა ბარში

22 სექტემბერი 2019, 10:58

მსოფლიო

აშშ-ში ბარში სროლა მსხვერპლით დასრულდა

ორი ადამიანი დაიღუპა 8 კი დაშავდა აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინაში მომხდარი ინციდენტისას. ღამის ბარში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და უმისამართო სროლა ატეხეს. თავდამსხმელეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მათ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

22 სექტემბერი 2019, 10:52

საქართველო

უამინდობის გამო თბილისში, ბათუმსა და რუსთავში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

ძლიერი ქარის გამო, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ხეების წაქცევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. ქარმა დააზიანა ელექტროსადენები და ავტომობილები, წააქცია ხეები.

საპროტესტო აქცია, ყაზახეთი

22 სექტემბერი 2019, 10:48

მსოფლიო

ყაზახეთში ჩინეთიდან ქარხნების გადმოტანის გეგმა გააპროტესტეს

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქებში საპროტესტო აქციები 57 ადამიანის დაკავებებით დასრულდა. არასანქცირებული დემონსტრაციები დედაქალაქ ნურსულთანში, ალმა-ატასა და შიმკენტში გაიმართა. მანიფესტანტებს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.

22 სექტემბერი 2019, 10:18

ტაბლოიდი

ნიდერლანდებში მეორე მსოფლიო ომის 97 წლის ვეტერანი პარაშუტით გადახტა

ნიდერლანდების ქალაქ არნემში მეორე მსოფლიო ომის 97 წლის ვეტერანი, ბრიტანელი სენდი კორტმანი პარაშუტით გადახტა. ВВС-ის ინფორმაციით, კორტმანი პარაშუტით იმავე ადგილას გადახტა, სადაც 1944 წელს ომის დროს ბრიტანული ჯარების შემადგენლობაში დაეშვა.

ანტისამთავრობო აქცია ნიკარაგუაში

22 სექტემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

ნიკარაგუაში საპროტესტო აქცია ცრემლმდენი გაზითა და ხმოვან-მანათობელი ხელყუმბარებით დაშალეს

მოსახლეობა ქუჩებში მოზარდის მეტ რომეროს მკვლელობის გასაპროტესტებლად გამოვიდა, რომელიც გასული წლის მარტში საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლეს. ისინი ნიკარაგუას პრეზიდენტის დანიელ ორტეგას გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

22 სექტემბერი 2019, 09:00

მსოფლიო

ინდოეთში ოთხფეხა და სამხელა გოგო დაიბადა

ინდოეთში, რაჯასტანის შტატში ოთხფეხა და სამხელა გოგო დაიბადა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს. მასთან ერთად 24 წლის ქალმა ჯანმრთელი ბიჭიც გააჩინა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ქალს სამი ბავშვი უნდა გაეჩინა, თუმცა რაღაც ეტაპზე ორი ნაყოფი გაერთიანდა.

დოპინგი

22 სექტემბერი 2019, 08:36

სპორტი

რუსეთი შესაძლოა 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან

გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, რუსეთს ბოლო 18 თვის განმავლობაში მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის (WADA) გადაცემული მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე დოპინგის სისტემატური გამოყენების დამალვას ცდილობდა.

გაერო

22 სექტემბერი 2019, 08:14

მსოფლიო

გაეროში ჰუსიტების სამშვიდობო ინიციატივას მიესალმებიან

იემენის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი მარტინ გრიფიტსი მიესალმება დაჯგუფება „ანსარ ალას“ წინადადებას საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ანალოგიურ ნაბიჯს საუდის არაბეთიც გადადგამს.

ბარონ ჰილტონი

22 სექტემბერი 2019, 00:25

მსოფლიო

ბარონ ჰილტონი 91 წლისა გარდაიცვალა

ბარონ ჰილტონი 91 წლისა გარდაიცვალა, - წერს CNN. სასტუმროების ქსელს ამ ეტაპზე ბარონის შვილი, სტივენ ჰილტონი ხელმძღვანელობს. 2007 წელს ცნობილი გახდა, რომ ბარონ ჰილტონმა საკუთარი ქონების 97% - დაახლოებით $1.2 მილიარდი, საქველმოქმედო ფონდს შესწირა.

მოჰამად შარიფ პანაჰანდე

22 სექტემბერი 2019, 00:06

მსოფლიო

სომალელმა მეკობრეებმა 4 წლის წინ დაკავებული ირანელი მეზღვაური გაათავისუფლეს

სომალელმა მეკობრეებმა გაათავისუფლებს ირანელი მეზღვაური, რომელიც 4 წლის წინ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „მძევალთა მხარდამჭერი გაერთიანების“ (HSP) ინფორმაციით, მოჰამად შარიფ პანაჰანდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.

სანდრო ბაზაძე

21 სექტემბერი 2019, 22:58

სპორტი

სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა. მოფარიკავემ ბრიტანელი ჯეიმს ჰონეიბონი ანგარიშით 15:8 დაამარცხა. ბაზაძე 19 აპრილს ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

წაქცეული ხეები

21 სექტემბერი 2019, 22:38

საქართველო

თბილისში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და შენობების სახურავები დააზიანა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 21:00 საათისთვის შევიდა 270 შეტყობინება, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლის და სახურავების დაზიანების შესახებ.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2019, 22:27

მსოფლიო

მედია: ტრამპმა ზელენსკის ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების გაგრძელება სთხოვა

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. დემოკრატები ვარაუდობენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

ქეთევან ციხელაშვილი

21 სექტემბერი 2019, 22:08

საქართველო

ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი სრულ იზოლაციაშია

ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. პერევის მონაკვეთზე მიმოსვლა მალე აღდგება. „გამშვები-პუნქტი“ 4 დღით ჩაიკეტა.

„დისნეილენდი“

21 სექტემბერი 2019, 21:47

მსოფლიო

ცნობილია ღირშესანიშნაობები, რომლებსაც 2019 წელს Google-ით ყველაზე ხშირად ეძებდნენ

Google-მა დაასახელა ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც 2019 წელს ყველაზე ხშირად ეძებდნენ. გამოცემა Globehunters-ის ინფორმაციით, პირველ ათეულში სამი „დისნეილენდი“ მოხვდა. პირველ ადგილზე კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმის, მეორეზე პარიზის, მესამეზე კი ფლორიდის ქალაქ ორლანდოს „დისნეილენდი“ აღმოჩნდა.

„ზონა 51“

21 სექტემბერი 2019, 21:27

მსოფლიო

„ზონა 51“-ის სიახლოვეს პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა

ნევადის უდაბნოში მდებარე „ზონა 51“-ის სიახლოვეს პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა, - წერს Reuters. საქმე ეხება სოციალურ ქსელში დაგეგმილ ღონისძიებას, რომლის მიხედვითაც მსურველები „ზონა 51“-ში უნდა შეჭრილიყვნენ. მონაწილეობის სურვილი მრავალმა გამოთქვა.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2019, 20:55

საქართველო

თალაკვაძემ თქვა, თუ ვინ შეიძლება დაისაჯოს სკანდალური შეწყალებების საქმეზე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ კონკრეტული სამართლებრივი პრეტენზიების გაჩენას ძალიან მაღალი სტანდარტი სჭირდება. ამის შესახებ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განაცხადა.

ოქტობერფესტი

21 სექტემბერი 2019, 20:08

კულტურა

მიუნხენში ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი“ დაიწყო

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ლუდის 186-ე ფესტივალი ოქტობერფესტი დაიწყო. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული მიუნხენის მერმა დიტერ რაიტერმა და ბავარიის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრმა მარკუს ზედერმა გახსნეს.

ფესტივალი

21 სექტემბერი 2019, 19:46

კულტურა

თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ცნობილი მევიოლინის, კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნა, რომლის დირიჟორიც არიელ ცუკერმანი იყო. ფესტივალზე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები წარდგებიან.