IMEDI /  29 აგვისტო 2019, 14:44 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი: რუსეთი ჩვენს ნერვებზე თამაშობს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ საქართველოს სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„საქართველო დიდ იმედებს ამყარებს პრეზიდენტი მაკრონის ევროპულ ამბიციაზე, ევროპის მომავლის მისეულ ხედვაზე. მე ვუთხარი პრეზიდენტს და აქაც ვიმეორებ ჩვენს ახალ ინიციატივებს, რომ საქართველოს სურს ევროპული რენესანსის პროექტი წარმატებით განხორცილედეს. ეს ჩვენთვის არა მარტო მნიშვნელოვანია, არამედ ძალიან საჭიროცაა. 

ევროპა არის ჩვენთვის იმის გარანტი, რომ მარტო არ დავრჩებით. ევროპა ჩვენს ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას,  ისწავლონ, იმოგზაურონ და განვითარდნენ. ჩვენი ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა. რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ არჩეული გზის შეცვლას, მაგრამ სანქციებმა არ გაამართლა. 

2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია. 

რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს.

ჩვენი მიზანდასახულობა ძლიერია. ჩვენი ევროპული მისწრაფება ჩვენივე  ფესვებით აიხსნება. ჩვენ ევროპელობა სისხლში გვაქვს გამჯდარი.

გასულ წელს ჩვენს ახალ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ჩვენი მიზანია  ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ევროპული მისწრაფება არაა ახალი, ეს  არის ჩვენი გააზრებული და ცალსახად ნათელი ამოცანა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

28 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ბიზნეს ლიდერთა ფორუმი გახსნა. საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მან არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, მათ შორის შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ივ ლე დრიანს

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2019, 00:57

ტექნოლოგიები

კომპიუტერულ შეჯიბრებაში მონაწილე რობოტები დაპროგრამების გარეშე დაჭკვიანდნენ

არაკომერციული ლაბორატორია OpenAI-ს თანამშრომლებმა კომპიუტერს „დახუჭობანას“ თამაში ასწავლეს. ამისთვის მათ პატარა ვირტუალურ მოედანზე ცისფერი და წითელი კაცუნები განალაგეს.

ყურსასმენი Human Headphones-ი

19 სექტემბერი 2019, 00:50

ტექნოლოგიები

კომპანია Human Inc-მა უსადენო ყურსასმენი გამოუშვა

ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანია Human Inc-მა უცნაური ფორმის უსადენო ყურსასმენი Human Headphones-ი შექმნა, რომელსაც მალე ბაზარზე გამოიტანს. ყურსასმენს არ სჭირდება თავზე დამაგრება. მოწყობილობა მხოლოდ ყურზე უნდა დაიმაგროთ. ეს არის მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელსაც სმარტფონის ფუნქციებიც აქვს.

19 სექტემბერი 2019, 00:20

მსოფლიო

ნიუ-იორკში არომატიზებული ელექტროსიგარეტის გაყიდვა აკრძალეს

ნიუ-იორკი აშშ-ის პირველი შტატია, სადაც არომატიზებული ელექტროსიგარეტი აიკრძალა. არომატიზებულ ელექტროსიგარეტს ბაზრის 60 პროცენტი უკავია. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არსებული მონაცემი ადასტურებს, რომ არომატიზებული ელექტროსიგარეტი დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე.

კევინ სპეისი

18 სექტემბერი 2019, 23:21

კულტურა

აშშ-ში მოკვდა კაცი, რომელმაც კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

აშშ-ში კალიფორნიის შტატში მცხოვრები მასაჟისტი, რომელმაც მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სასამართლოში მისი სარჩელის განხილვის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემები The Hollywood Reporter-ი და Variety სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ.

ზვიად ძიძიგური

18 სექტემბერი 2019, 23:00

საქართველო

„კონსერვატიული პარტია“ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

კონსერვატიული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „პოლიტმეტრი“ პარტიის ლიდერმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2019, 22:45

მსოფლიო

შოტლანდიას ევროკავშირში დამოუკიდებლად დარჩენა სურს

Brexit-ის შემთხვევაში შოტლანდია ევროკავშირის შემადგენლობაში დამოუკიდებლად დარჩენას გეგმავს. ამის შესახებ შოტლანდიის მთავრობის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმა დღეს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სექსის აკრძალვა

18 სექტემბერი 2019, 22:07

მსოფლიო

ინდონეზიაში შესაძლოა ქორწინების გარეშე სექსი აკრძალონ

ინდონეზია ახალი კოდექსის მისაღებად ემზადება, რომელშიც იქნება ჩანაწერი ქორწინების გარეშე სექსის შესახებ. ჩანაწერის თანახმად, იმ პირებს, ვისაც ქორწინების გარეშე სექსი ექნებათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მოსახლეობა ხელისუფლების ინიციატივას აკრიტიკებს და თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

მაიმ პომპეო

18 სექტემბერი 2019, 21:45

მსოფლიო

ირანი საუდის არაბეთს პასუხობს

ირანის პრეზიდენტის მრჩეველი საუდის არაბეთის ბრალდებებს პასუხობს. Reuters-თან ინტერვიუში ჰასან როუჰანის მრჩეველი აცხადებს, რომ საუდის არაბეთმა არაფერი იცის ნავთობტერმინალზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ამას კი თავდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგი ადასტურებს.

18 სექტემბერი 2019, 21:36

თემა

თითის ანაბეჭდის გაყალბება შესაძლებელია?

თითის ანაბეჭდით იდენტიფიკაცია ბიომეტრული ტექნოლოგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მას შემდეგ რაც ანატომებმა თითის ანაბეჭდის უნიკალურობა დაამტკიცეს, ადამიანები მასსხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ:ტელეფონების განსაბლოკად, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისათვის, საპასპორტო კონტროლის გავლისათვის.

სპეცოპერაცია კიევში

18 სექტემბერი 2019, 21:16

მსოფლიო

კიევში დააკავეს კაცი, რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა

კიევში, სპეცრაზმმა დააკავა კაცი, რომელიც მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კაცს დაკავების შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩნდა. ძალოვნების ინფორმაციით, კაცი სავარაუდოდ ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

ჩაკ პალანიკი

18 სექტემბერი 2019, 20:59

კულტურა

ჩაკ პალანიკის „უხილავების“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

ამერიკელი მწერლის ჩაკ პალანიკის რომანის „უხილავების“ (Invisible Monsters) მიხედვით ფილმს გადაიღებენ. ცნობილმა ნოველისტმა წიგნი 20 წლის წინ გამოსცა. Deadline-ს ცნობით, სერიალის სცენარზე ჯენიფერ იელი მუშაობს. ფილმის გამოსვლის თარიღი და მსახიობების ჯგუფის შემადგენლობა ამ დროისთვის კონფიდენციალურია.

18 სექტემბერი 2019, 20:39

კულტურა

პინკმა ახალი ვიდეორგოლი გადაიღო

ამერიკელმა მომღერალმა პინკმა კომპოზიცია Hurts 2B Human-ზე ახალი ვიდეორგოლი გადაიღო. ეს სიმღერა პინკის 28-ე ალბომში შევიდა, რომლის პრეზენტაციაც 2019 წლის აპრილში შედგა. პინკი სამი გრემის ჯილდოს მფლობელია. ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ცნობილი 2000-იან წლებში გახდა.

18 სექტემბერი 2019, 19:59

მსოფლიო

პაკისტანმა ინდოეთის პრემიერმინისტრის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე დაუხურა

პაკისტანის მთავრობამ ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის თვითმფრინავი საჰაერო სივრცეში არ შეუშვა. პაკისტანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქაშმირში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

რძე

18 სექტემბერი 2019, 19:45

ტექნოლოგიები

კვლევა: 5 წლამდე ასაკის ბავშვებმა სასურველია მცენარეული რძე არ მიიღონ

მცირე ასაკის ბავშვებმა სასურველია მცენარეული რძე არ მიიღონ, - წერს CNN. კერძოდ, ახალი კვლევებით ხდება ცნობილი, რომ 5 წლამდე ბავშვებისთვის მცენარეული რძე, რომელიც ბრინჯისგან, სოიოსგან, ან სხვა ამგვარი პროდუქტისგან მზადდება, რეკომენდებული არ არის.

18 სექტემბერი 2019, 19:31

მსოფლიო

საუდის არაბეთმა ნავთობტერმინალებზე თავდამსხმელი გამოავლინა

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ ნავთობტერმინალებზე თავდასხმის მტკიცებულებები წარმოდგინა. უწყება თავდასხმაში ირანის ჩართულობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ შეტევაზე იემენის მხრიდან მონაწილეობას გამოირიცხავს. მანამდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა, იემენში მოქმედმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ აიღო.

მარია შარაპოვა

18 სექტემბერი 2019, 18:50

ტაბლოიდი

შარაპოვა: ჩემი სახლი ამერიკაა

„შეერთებულ შტატებში ჩოგბურთის გამო გადმოვედი და ძალიან მალე შევითვისე აქაური ცხოვრების წესი. მე გავიზარდე რუსეთში და ბავშვობიდან რუსულ კულტურას ვეზიარე, რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ბევრი ჩემი ნათესავი რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ ჩემი სახლი, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებია“, - აღნიშნა ჩოგბურთელმა.

წყლის ურჩხული

18 სექტემბერი 2019, 18:47

ტაბლოიდი

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია, - წერს Forbes. ცხოველის მაგვარი არსება ჩინეთის ერთ-ერთ მდინარეში დააფიქსირეს და ის თავიდან ლეგენდარულ ლოხ-ნესის ურჩხულადაც მიიჩნიეს. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მეცნიერების ნაწილმა ის წყლის გველადაც აღიქვა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი

18 სექტემბერი 2019, 18:39

ეკონომიკა

საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ჩატარდება

2020 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოში გაიმართება. აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით ესპანეთი ღონისძიებას 2021 წელს უმასპინძლებს.

როჯერ ფედერერი

18 სექტემბერი 2019, 18:37

სპორტი

როჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. შვეიცარელის თთქმით, ის 2020 წელს ოლიმპიადაზე და უიმბლდონზე იასპარეზებს, რის შემდეგაც კარიერას დაასრულებს. 38 წლის ჩოგბურთელს 8-ჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი, 6-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 5-ჯერ ამერიკის ღია პირველობა.

ლედი გაგა

18 სექტემბერი 2019, 18:22

ტაბლოიდი

ლედი გაგამ კოსმეტიკური ბრენდის პრეზენტაცია გამართა

33 წლის ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ სანტა-მონიკაში საკუთარი კოსმეტიკური ხაზის კოლექცია წარადგინა. Haus Laboratories-თან კოლაბორაციით ერთად თვალის პროდუქტებზე იმუშავებენ და გაგა მათ მიერ გადაღებულ რეკლამებში გამოჩნდება.ლედი გაგას, თაყვანისმცემლები ასევე Allure-ის 2019 წლის ოქტომბრის ყდაზე იხილავენ.