imedi /  05 სექტემბერი 2019, 11:20 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: პენიტენციური სისტემის მიზანი პატიმრების გარდა თანამშრომლებზე ზრუნვაც იქნება

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

პარლამენტში დეპუტატები იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს უსმენენ. როგორც წულუკიანმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, რათა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდეს: "ჩვენ საკმაოდ დიდი როლი გვაკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვრის მართვის სტრუქტურებთან და ჩვენს პოლიციასთან ერთად და, რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის რეჟიმში დავრჩებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა ასევე ხაზი გაუსვა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებს. მისი თქმით, პენიტენციური სისტემის მიზანი მხოლოდ პატიმრებზე ზრუნვა კი არა, არამედ პირველ რიგში თანამშრომლებზე ზრუნვა იქნება. მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში იყო პოზიციები, სადაც ხელფასი 600 ლარიდან 1200 ლარამდე გაზარდა უწყებამ

"რადგან 600 ლარი, რომელიც შემდეგ იბეგრება, საკმაოდ მცირე თანხაა იმისთვის, ადამიანს მოსთხოვო პატიმარი უსაფრთხოდ გადაიყვანოს. იყო პოზიციები, სადაც ხელფასი უფრო მეტი იყო და ჩვენ ეს გავათანაბრეთ. საშუალოდ გეტყვით, რომ შარშანდელი წლიდან დღემდე 270 ლარით გაიზარდა ესკორტის ოფიცრის ხელფასი. გვინდა, რომ სხვა ძალოვან სტრუქტურებთან ერთად, ეს ტენდენცია გაგრძელდეს, რადგან ჩვენს ესკორტის ოფიცრებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს უფრო მეტი ხელფასი ეკუთვნით", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ასევე მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, იმისთვის, რომ ციხეებში გარე პერიმეტრი და უსაფრთხოება დაცული იყოს, 15 პენიტენციურ დაწესებულებისთვის უწყებას სჭირდება დაახლოებით 1500 წვევამდელი, დღეს კი 411 წვევამდელი ჰყავს. 

"ჩვენი მიზანია, რომ სრულად ან ეტაპობრივად გადავიდეთ საკონტრაქტო სამსახურზე. ეს მოითხოვს თანხებს. ჩვენ შეგვიძლია, თუ ნოემბრის საბიუჯეტო კანონი და თქვენი მხარდაჭერა იქნებოდა და ამის საშუალებას მოგვცემდა, მთლიანად გადავიდეთ გაისად საკონტრაქტო სამსახურზე ან ორ დაწესებულებაში მაინც", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

თეა წულუკიანმა ასევე ისაუბრა საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით იუსტიციის სამინისტროს გეგმებზე და თქვა, რომ უწყება პარლამენტს არაერთ მნიშვნელოვან პაკეტს წარუდგენს, მათ შორის უახლოეს პერიოდში სამინისტრო გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის შესახებ ცვლილებათა პაკეტის წარდგენას გეგმავს. 

თეა წულუკიანს პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. 

6 სექტემბერს მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გადაინაცვლებს, 8 სექტემბერს კი პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის ახალ მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებენ.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. 

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.

ყველა სიახლე

გია ვოლსკი

16 სექტემბერი 2019, 12:07

საქართველო

უმრავლესობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ევროპელების ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

ვოლსკის თქმით, "ევროპული საქართველოს" ლიდერებს შეუძლებელია არ ესმოდეთ, რომ მათი ინიციატივა "რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის არის გამიზნული".

ინდოეთი

16 სექტემბერი 2019, 11:48

მსოფლიო

ინდოეთში ტურისტული ნავის გადაბრუნებას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის შტატ ანდრა-პრადეში ტურისტების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც დაღუპა სულ ცოტა 12 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. უბედური შემთხვევა მდინარე გოდა-ვარზე მოხდა. ნავზე 60 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 27 მათგანის გადარჩენა შეძლეს.

ქარიშხალი „უმბერტო“

16 სექტემბერი 2019, 11:46

მსოფლიო

„უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია

შტორმმა „უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია, - წერს Fox News. მისი სიჩქარე საათში უკვე 120 კილომეტრია. შტორმი სავარაუდოდ ბერმუდის კუნძულებს დაატყდება თავს. „უმბერტომ“ ბაჰამის კუნძულებზეც ძლიერი წვიმა გამოიწვია.

16 სექტემბერი 2019, 11:34

საქართველო

მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამების მეგობრებმა მიიყვანეს

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამების მეგობრებმა მიიყვანეს. მამის მეგობრებმა ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ირაკლი ვეკუა

16 სექტემბერი 2019, 11:30

სპორტი

ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

თბილისში მორიგი რეკორდი დამყარდა. სავაჭრო ცენტრ ისთ პოინთში გამართულ ღონისძიებაზე, ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევა გააუმჯობესა,

ლარი

16 სექტემბერი 2019, 11:24

ეკონომიკა

საქართველოში საშუალო ხელფასი 76 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა

2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება.

ილია მეორე გიორგი გახარია

16 სექტემბერი 2019, 11:23

საქართველო

ილია მეორემ პრემიერი საპატრიარქოში მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა. ილია მეორემ გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა. პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

გიორგი აბურჯანია

16 სექტემბერი 2019, 11:18

სპორტი

გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა

ქართველის ტვენტე ერედივიზიონის მე-6 ტურში სიტარდში ფორტუნას ესტუმრა მეტოქე დაამარცხა. აბურჯანია მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და 5 წუთში გოლი გაიტანა. ქართველმა ანგარიში 3:0 გახადა. ტვენტემ საბოლოოდ 2:3 მოიგო და მიმდინარე სეზონზე მე-3 გამარჯვება იზეიმა.

მამუკა ხაზარაძე

16 სექტემბერი 2019, 11:11

საქართველო

ხაზარაძე: გახარია ანაკლიის განვითარების გეგმას მინისტრის რანგში ეწინააღმდეგებოდა

გიორგი გახარია აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ნავთობტერმინალი აფეთება

16 სექტემბერი 2019, 11:11

მსოფლიო

აშშ-მა ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულებები წარადგინა

აშშ-ს დაზვერვამ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულება წარადგინა. ამის შესახებ BBC წერს. ვაშინგტონს მომხდარში ირანის მონაწილეობის დასტურად სატელიტური გამოსახულებები და დაზვერვის თანამშრომლების ანგარიშები მოჰყავს.

David Koma-ს კოლექცია

16 სექტემბერი 2019, 10:59

კულტურა

ლონდონის მოდის კვირეულზე David Koma-ს ჩვენება გაიმართა

David Koma-მ თავის გულშემატკივრებს განსხვავებული კოლექცია წარუდგინა. დიზაინერი აქამდე თუ ქალებისთვის მხოლოდ საღამოს კაბებს ქმნიდა, ამჯერად ყოველდღიური ტანისამოსი გაიტანა პოდიუმზე. პირველი ლუქები ზებრის ტყავისგან იყო შთაგონებული, რაც ეხმიანებოდა აფრიკის თემას. ჩვენებაში ყველაზე თვალშისაცემი ყოველდღიური

მეტროსადგური

16 სექტემბერი 2019, 10:57

ძალოვნები

მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში გუშინ ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელი თეონა ხუნჭუა ადასტურებს. მისი თქმით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტი მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო.

მუსიკა

16 სექტემბერი 2019, 10:26

კულტურა

მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაიწყო

ფესტივალში ქართველი მუსიკოსების გარდა მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები იტალიიდან, ლატვიიდან, და ისრაელიდან, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ქართველ მსმენელ შეხვდებიან. ფესტივალი უკვე 27-ედ იმართება.

შიშველი

16 სექტემბერი 2019, 10:23

ტაბლოიდი

არგენტინელი ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში შემთხვევით თითქმის გააშიშვლეს

არგენტინელი ტელეწამყვანი სოლ პერესი სატელევიზიო ეთერში შემთხვევით თითქმის შიშველი აღმოჩნდა. პირდაპირი ეთერის დროს დიზაინერი ფაბიან მედინა ფლორესი პერესისთვის კაბის შესწორებას შეეცადა, რა დროსაც წამყვანს ფეხები და ქვედა საცვალი გამოუჩნდა.

ჯამბაზი

16 სექტემბერი 2019, 10:21

ტაბლოიდი

ახალ ზელანდიაში კაცი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეხვედრაზე ჯამბაზთან ერთად მივიდა

ახალ ზელანდიაში კაცმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეხვედრისთვის ჯამბაზი დაიქირავა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფირმის სპეციალისტმა ჯოშ ტომპსონმა მიიღო წერილი, რომლითაც ხელმძღვანელობამ აცნობა, რომ ფირმაში ჯოშის მომავლის განხილვას აპირებდნენ.

სკოლა

16 სექტემბერი 2019, 10:14

საქართველო

დარჩელში რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა

დარჩელში „მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლაში სამასამდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 31 პირველკლასელია. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი დაესწრნენ.

კლიმატის ცვლილება

16 სექტემბერი 2019, 10:03

ტექნოლოგიები

მეცნიერთა ნაწილს კლიმატის ცვლილების სწრაფი ტემპი აშინებს

რამდენად მისაღებია კლიმატის ცვლილებაზე ემოციური და შემაშინებელი სიტყვებით საუბარი. ამას მეცნიერებისა და საქმის სპეციალისტების ნაწილი არ ეთანხმება. ნაწილი მეცნიერების აზრით, საზოგადოებაში შიშის გაჩენა პარალიზებას გამოიწვევს, ასევე ახალგაზრდებში მენტალური პრობლემების წინაპირობა გახდება.

ბაღები

16 სექტემბერი 2019, 09:38

საქართველო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

დღეიდან მუშაობას განაახლა 175 ბაგა-ბაღმა, სადაც უკვე რეგისტრირებულია 60 667 ბავშვი. სააღმზრდელო პროცესი მასშტაბური გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობის გამო რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყება დედაქალაქის 5 ბაღში. ესენია: 12-ე, 144-ე, 126-ე, 200-ე და მე-4 ბაღები.

მემორიალი

16 სექტემბერი 2019, 09:31

მსოფლიო

უკრაინაში ჰოლოკოსტის მსხვერპლი ებრაელების მემორიალი დააზიანეს

უკრაინაში, სოფელ ბოგდანოვკაში მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების მასობრივი მკვლელობის ადგილი, სადაც 54 ათასამდე ებრაელი მოკლეს, დაუდგენელმა პირებმა შეურაცხყვეს. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის ებრაული კომიტეტის დირექტორმა ედუარდ დოლინსკიმ დაწერა.

კიმ ჩენ ინი
დონალდ ტრამპი

16 სექტემბერი 2019, 09:11

მსოფლიო

მედია: კიმ ჩენ ინი ტრამპს ფხენიანში იწვევს

კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფხენიანში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ფხენიანში მიწვევის შესახებ კიმ ჩენ ინის მიერ ტრამპისთვის აგვისტოში გაგზავნილ წერილში წერია.