Imedi /  06 სექტემბერი 2019, 12:17 / სანდო წყარო

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა ოპოზიციამ გახარიაზე შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენებით დაიწყო. ვიდეო

საპარლამენტო ოპოზიცია

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს უსმენს. სხდომაზე, რომელსაც რომან გოცირიძე უძღვება, გახარიასთან და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ვიდეორგოლი აჩვენეს. გოცირიძემ განმარტა, რომ ეს არის ხალხის შეკითხვა გახარიას მიმართ. 

პირველი შეხვედრა 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ფორმატში იმართება, რომელსაც მთავრობის სრული შემადგენლობა პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ესწრება.

რამდენიმედღიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიცია გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს უსმენს. განხილვებმა კომიტეტებიდან ფრაქციებში გადაინაცვლა. 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი მხარდამჭერების, პარტიული აქტივისა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების თხოვნაა, რაც მთავრობასთან არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ ფორმატის გამოყენებას გულისხმობს. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ გახარიას კაბინეტის წინააღმდეგ ბოიკოტს გააგრძელებდნენ, თუმცა გუშინ ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პოზიცია შეცვალეს. 

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მთავრობის შემადგენლობის მოსმენა უკვე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების ფორმატში 16:00 საათზე დაიწყება. 

„ევროპული საქართველოს“ წევრებს შეკითხვები ძირითადად გიორგი გახარიასთან აქვთ. კითხვები კი 20 ივნისს  განვითარებულ მოვლენებს შეეხება.

„საზოგადოებას აქვს ძალიან მწვავე კითხვები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გახარიასთან და ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულებად, რომ ეს კითხვები გახარიას დავუსვათ. კომიტეტის სხდომებზე დღის წესრიგს განსაზღვრავს უმრავლესობა. იქ არ იყო პრემიერმინისტრობის კანდიდატი. დღეს დღის წესრიგს განსაზღვრავს „ევროპული საქართველო“. „ევროპული საქართველო“ დაუსვამს გახარიას იმ კითხვებს, რომელიც ხალხს აქვს, განსაკუთრებით 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება, 8 სექტემბერს კი, პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის დამტკიცებისთვის მმართველ გუნდს 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. 

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.

ყველა სიახლე

კარსონ კინგი გულშემატკივარი

23 სექტემბერი 2019, 19:20

ტაბლოიდი

აშშ-ში ფეხბურთის გულშემატკივარმა შემთხვევით მილიონი დოლარი შეაგროვა

14 სექტემბერს 24 წლის კარსონ კინგი სტუდენტური ლიგის თამაშზე პოსტერით მივიდა, რომელზეც ეწერა: “ჩემ Busch Light-ის ლუდის მარაგს შევსება სჭირდება“. იქვე კინგმა საგადასახადო სისტემა Venmo-ში საკუთარი ანგარიშიც მიუთითა. ნახევარი საათის შემდეგ მის ანგარიშზე უკვე $400 დოლარზე მეტი იყო.

ოსაკა, ჩარლი ჩაპლინის პლაკატი.

23 სექტემბერი 2019, 19:10

კულტურა

ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი მსახიობზე ფილმს გადაიღებს

ცნობილი მსახიობის ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი, კარმენ ჩაპლინი ბაბუაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. ფილმის სახელწოდებაა Charlie Chaplin, a Man of the World. ფილმის გადაღებები 2020 წელს დაიწყება. სცენარზე კარმენ ჩაპლინი ამაია რამირესთან ერთად იმუშავებს.

ხმლით ფარიკაობა

23 სექტემბერი 2019, 18:59

სპორტი

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი მეოთხედფინალში ანგარიშით 45-43 დაამარცხა. ნახევარფინალში იტალიის გუნდს 45-36 სძლია, ფინალში კი ჩინეთთან ანგარიშით 22-45 დამარცხდა. კორეის მსოფლიო ჩემპიონატი, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპური თამაშების წინა სალიცენზიო ტურნირია.

მეგან მარკლი

23 სექტემბერი 2019, 18:59

მსოფლიო

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა აფრიკის ტური დაიწყეს

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი 4 თვის ახალშობილ ვაჟთან, არჩისთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფებიან, - წერს BBC. წყვილი იქ 10 დღეს გაატარებს, რა დროსაც ისინი ადგილობრივებს შეხვდებიან და მხარდაჭერასა გამოუცხადებენ. მარკლის განცხადებით, ქალების თანადგომა უნდა გაძლიერდეს.

კლიმატის ცვლილება დემონსტრაცია

23 სექტემბერი 2019, 18:55

მსოფლიო

ნიუ-იორკში კლიმატისადმი მიძღვნილი სამიტი გაიხსნა

სამიტის ორგანიზატორი გაეროს გენერალური მდივნი ანტონიო გუტერეშია. მისი გაცნხადებით, სამიტზე სიტყვით გამოსვლა მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომდგენლები შეძლებენ, რომლებიც ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების გეგმას წარადგენენ.

გამოძიება

23 სექტემბერი 2019, 18:51

საქართველო

რუსთაველის მეტროსთან ბრიტანული სეზონისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განზრახ დააზიანეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეტრო რუსთაველთან ბრიტანული სეზონისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განზრახ დააზიანეს. ამის ამსახველი ფოტომასალა Facebook-ზე გავრცელდა. პროექტ „ბრიტანეთი-საქართველო 2019“ 13 სექტემბერს გაიხსნა. პროექტის ფარგლებში 60-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ზურაბიშვილი

23 სექტემბერი 2019, 18:41

საქართველო

პრეზიდენტი გაეროში უნივერსალური ჯანდაცვის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი გაეროში, უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე (UHC) სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც.

რევაზ დავითაძე

23 სექტემბერი 2019, 18:30

სპორტი

ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონია

ტაილანდის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში ქართველებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვეს. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 21 წლის რევაზ დავითაძემ ატაცში აკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა.

კავკასიური ჯიხვი

23 სექტემბერი 2019, 18:28

საქართველო

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ვიდეოხაფანგმა კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. ვიდეო

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, ვიდეო ხაფანგმა კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს: – „აშკარაა, რომ ყოველდღიურმა რუტინამ „დაქანცა“, თუმცა კამერის წინ პროფესიონალივით პოზირებს“.

კენდალ ჯენერი

23 სექტემბერი 2019, 18:24

ტაბლოიდი

კენდალ ჯენერი Emmy-ის დაჯილდოებაზე საუცხოო კაბით გამოჩნდა

ლოს-ანჯელესში Emmy-ის 71-ე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომელთა ჩაცმულობა ერთ-ერთი განხილვადი თემა იყო. მათ შორის გამოირჩეოდა მოდელი კენდალ ჯენერი, რომელმაც, როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, საუცხოო კაბა მოირგო.

23 სექტემბერი 2019, 18:17

ტაბლოიდი

ჯეიმს კეტჩელი პირველია ვინც მსოფლიოს გიროკოპტერით შემოუფრინა

ბრიტანელი მოგზაური და თავგადასავლების მაძიებელი ჯეიმს კეტჩელი პირველი ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიოს გიროკოპტერით შემოუფრინა. 6-თვიანი მოგზაურობა კვირას დასრულდა. კეტჩელმა 24 ათასი საზღვაო მილი (44 450 კილომეტრამდე) მინიატურული საჰაერო ხომალდით დაფარა.

23 სექტემბერი 2019, 18:13

მსოფლიო

ერაყში ტერაქტის მოწყობისთვის 9 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯეს

ერაყის სასამართლომ დღეს იუსტიციის სამინიტროზე ტერაქტში მონაწილე 9 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ტერაქტი ერაყში 2013 წელს მოხდა, რომელსაც 100 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა ბრალი აღიარეს.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2019, 18:04

ეკონომიკა

გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ინფრასტრუქტურის საგრძნობლად გაუმჯობესება, ასევე -მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით.

ინდოეთი ძროხები

23 სექტემბერი 2019, 18:01

მსოფლიო

ინდოეთში კაცი ძროხის დაკვლის გამო ცემით მოკლეს

შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით, ჯარხანდის შტატში მოხდა. 10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი 3 კაცს დაუპირისპირდა და ძროხის დაკვლაში დაადანაშაულა. მათ კაცებს სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მოხვდა.

ქუთაისის უნივერისტეტი

23 სექტემბერი 2019, 17:50

საქართველო

საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს სახელი ეცვლება

შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ მოამზადა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს. პროექტის ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია 18 სექტემბერს გაიმართა.

ქორწინება

23 სექტემბერი 2019, 17:48

ტაბლოიდი

ნიშნები რომლითაც ფოტოგრაფები გრძნობენ მყარია თუ არა წყვილის ქორწინება

წყვილებისთვის საქორწილო ფოტოსესია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და როგორ ფოტოგრაფები ამბობენ, ფოტოსესიებზე გადაღებული სურათებით მეტნაკლებად წყვილების სამომავლო თანაცხოვრების განსაზღვრაა შესაძლებელი. ამის შესახებ ისინი გამოცემა Insider-ს ესაუბრნენ.

ლადო პაპავა

23 სექტემბერი 2019, 17:34

საქართველო

ყოფილი რექტორი თსუ-ის მიერ თავისი წიგნების შესყიდვაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს

აუდიტის სამსახურის დასკვნა მიკერძოებულია, - ამბობს თსუ-ს ყოფილი რექტორი და პროფესორი ლადო პაპავა ანგარიშის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც აუდიტმა უნივერსიტეტის მიერ 2014 წელს პაპავას წიგნების შესყიდვა საეჭვოდ მიიჩნია.

ევრო უფასურდება

23 სექტემბერი 2019, 17:34

ეკონომიკა

სავალუტო ბირჟებზე მოთხოვნის შემცირების გამო ევროს ფასი ეცემა

დღეს, სავალუტო ბირჟებზე ვაჭრობისას ევროს პოზიციები კიდევ შესუსტდა. ევროკავშირის ერთიანი ვალუტა ერთდროულად აშშ დოლართან და შვეიცარულ ფრანკთან მიმართებით გაუფასურდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია.

დენგეს ვირუსი

23 სექტემბერი 2019, 17:20

მსოფლიო

ბანგლადეშში დენგეს ეპიდემიამ 75 ადამიანი იმსხვერპლა

ბანგლადეშში დენგეს ვირუსით 2019 წელს 75 ადამიანი გარდაიცვალა. სტატისტიკას გამოცემა Dhaka Tribune აქვეყნებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 40 გარდაცვლილის შესახებ. ამ დროისათვის დენგეს ვირუსით დედაქალაქის კლინიკებში 861 ადამიანია გადაყვანილი, ქვეყნის სხვა კლინიკებში კი მკურნალობის კურსს კიდევ 1100 პაციენტი გადის.

დიდი ბრიტანეთი ირანი დროშა

23 სექტემბერი 2019, 17:15

მსოფლიო

თეირანი ლონდონს საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ისლამური რესპუბლიკის დადანაშაულების ნაცვლად დიდმა ბრიტანეთმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვა უნდა შეწყვიტოს - ასე უპასუხეს თეირანში ბორის ჯონსონის განცხადებას იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალების აფეთქებაზე ირანია პასუხისმგებელი.