imedi /  06 სექტემბერი 2019, 12:50 / სანდო წყარო

გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“: მე თქვენ დაგასრულებთ. ვიდეო

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია, - ასე მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტში.  

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდა. სხდომაზე, რომელსაც რომან გოცირიძე უძღვებოდა, გახარიასთან და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ვიდეორგოლი აჩვენეს. გოცირიძემ განმარტა, რომ ეს არის ხალხის შეკითხვა გახარიას მიმართ.

„ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ის რაც აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება.

ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ ცხრა წელი, ამას თქვენ აკეთებდით დღესაც. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი.

თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში. გირჩევთ, ქალბატონო სალომე, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“, - მიმართა გახარიამ ოპოზიციონერს. 

„რთულია დღეს ამ ტრიბუნიდან საუბარი, განსაკუთრებით ასეთი პათოსის შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად ცარიელია პოლიტიკურად პასუხისმგებლიანი პოზიციით. მე ძალიან კარგად მახსენდება რთული წუთები ამ შენობაში, როდესაც ქალბატონი სალომე პირადად მემუქრებოდა იმით, რომ დაგრჩათ რამდენიმე წუთი, ახლა აქ ხალხი შემოიჭრება და თქვენი დასასრული დაიწყება“, - გახარიას ამ პასუხს სალომე სამადაშვილის რეპლიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მან სხდომის შეწყვეტა მოითხოვა.  

„სინამდვილეში რაც ახლა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ სიმართლის საშუალებით ეს ხალხი ყოველდღე ვამხილოთ. სხვა გზა არ გვაქვს. ძალიან კარგად მახსოვს, 20 ივნისის ღამეს, ეს ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები, ამ დარბაზში და ელოდებოდნენ, როდის შემოიჭრებოდა ეს ხალხი აქ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ის ადამიანები არიან, ისხდნენ და საათებით ითვლიდნენ, რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა და რაც უფრო მეტი დაშავებული იქნებოდა, ეს გამოეყენებინათ პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ამის საშუალება არ უნდ მივცეთ, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის სხდომაზე მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაშვებას ითხოვდნენ.  მანამდე მაკო გომურმა Facebook-ზე დაწერა, რომ კახეთში იმყოფებოდა და მისთვის საშვის დაშვების შესახებ მხოლოდ სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გაიგო. მოგვიანებით მან საკუთარი პოსტი წაშალა.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მთავრობის შემადგენლობის მოსმენა უკვე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების ფორმატში 16:00 საათზე დაიწყება. 

„ევროპული საქართველოს“ წევრებს შეკითხვები ძირითადად გიორგი გახარიასთან აქვთ. კითხვები კი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხება.

„საზოგადოებას აქვს ძალიან მწვავე კითხვები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გახარიასთან და ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულებად, რომ ეს კითხვები გახარიას დავუსვათ. კომიტეტის სხდომებზე დღის წესრიგს განსაზღვრავს უმრავლესობა. იქ არ იყო პრემიერმინისტრობის კანდიდატი. დღეს დღის წესრიგს განსაზღვრავს „ევროპული საქართველო“. „ევროპული საქართველო“ დაუსვამს გახარიას იმ კითხვებს, რომელიც ხალხს აქვს, განსაკუთრებით 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება, 8 სექტემბერს კი, პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის დამტკიცებისთვის მმართველ გუნდს 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. 

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.

ყველა სიახლე

ბორის ჯონსონი

23 სექტემბერი 2019, 12:45

მსოფლიო

საუდის არაბეთზე თავდასხმაში ირანს ბორის ჯონსონიც ადანაშაულებს

საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში ირანს აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრიც ადანაშაულებს. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯონსონმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრის წინ განაცხადა.

ინდოეთი

23 სექტემბერი 2019, 12:43

მსოფლიო

ინდოეთის პრემიერს აშშ-ში ტრამპმა გულთბილი დახვედრა მოუწყო

ღონისძიება "მოდი გამარჯობა!" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი უცხოელი ლიდერის დასახვედრად გაამართლა. სანამ ინდოეთის პრემიერი და აშშ-ის პრეზიდენტი სცენაზე სიტყვით გამოვიდოდნენ, მანამდე 90-წუთიანი შოუ გაიმართა, რომელშიც 400-მდე შემსრულებელი მონაწილეობდა.

ტუტანჰამონის სარკოფაგი

23 სექტემბერი 2019, 12:37

კულტურა

ტუტანჰამონის სარკოფაგს აღმოჩენის შემდეგ პირველი რესტავრაცია ჩაუტარდება

ეგვიპტის მეფის-ტუტანჰამონის სარკოფაგს აღმოჩენის შემდეგ პირველი რესტავრაცია ჩაუტარდება. ამის ამსახველი ვიდეო Blomberg-ის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა. მისი გარე ოქროს ფასადის აღდგენა სრულად მოხდება. სარკოფაგი ეგვიპტის მუზეუმში 6 კვირის წინ გადაიტანეს.

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2019, 12:18

მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკისთან ბაიდენის შესახებ საუბრის ფაქტი დადასტურა

ტრამპმა კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 25 ივლისს ზელენსკისთან შემდგარი სატელეფონო ზარის მიზანი მისთვის გაპრეზიდენტების მილოცვა იყო, თუმცა კორუფციის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ "არ გვსურს ჩვენმა ხალხმა, როგორებიც არიან ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი და მისი ვაჟი, კორუფციით უკრაინაშიც დაკავდნენ".

კენია სკოლა

23 სექტემბერი 2019, 12:16

მსოფლიო

კენიაში სკოლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე 7 ბავშვი დაიღუპა კენიის დედაქალაქ ნაირობიში სკოლის ჩამონგრევის შედეგად. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა გაკვეთილების დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ათობით მოსწავლე ნანგრევებში მოყვა. მათ გადასარჩენად ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.

მძევლად აყვანა

23 სექტემბერი 2019, 12:07

ძალოვნები

სასამართლომ არასრულწლოვნის მძევლად აყვანის დაგეგმვისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო, კიდევ ერთი პირი კი დამნაშავედ ცნო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

დავით გარეჯი

23 სექტემბერი 2019, 12:01

საქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო

სპეციალისტები სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილ მონაკვეთებს დაათვალიერებენ და გეოდეზიურ აზომვით სამუშაოებს ჩაატარებენ. სამუშაოების ჩატარება 27 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ქსპერტთა მუშაობის შედეგებს კომისიების მომდევნო სხდომაზე განიხილავენ, რომელიც თბილისში გაიმართება.

ამინდი

23 სექტემბერი 2019, 11:49

საქართველო

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. კერძოდ, 26-27 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

breaking bad

23 სექტემბერი 2019, 11:44

კულტურა

ფილმ Breaking Bad-ის ახალი თიზერი Emmy-ის დაჯილდოებაზე აჩვენეს

Netflix-მა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის მორიგი თიზერი გამოაქვეყნა. ფილმი სერიალ Breaking Bad-ის მოტივების მიხედვით არის გადაღებული. ახალი თიზერის ვიდეო "ემის" ჯადილდოების ცერემონიაზე აჩვენეს. მისი პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება.

თათია ახალაია და მატილდა გვარლიანი

23 სექტემბერი 2019, 11:37

კულტურა

Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა

მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენება გაიმართა, სადაც ორმა ქართველმა მოდელმა გაიარა. თათია ახალაიამ და მატილდა გვარლიანმა კვირეულზე, ბრენდის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუ კოლექცია წარადგინეს. მოდური გამოცემა Vogue-ის სტატიაში მოდელები სრულად არის განხილული.

ბენი განცი

23 სექტემბერი 2019, 11:33

მსოფლიო

არაბულმა ბლოკმა ისრაელის პრემიერის პოსტზე ოპოზიციის ლიდერის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ისრაელის პარტია „არაბთა გაერთიანებული სია“ ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერის ბენი განცის ნახვა სურს. პარტიის მთავარი მიზანია არ დაუშვან მოქმედი პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს კიდევ ერთი ვადით არჩევა.

პატიმრების შეწყალება

23 სექტემბერი 2019, 11:27

ძალოვნები

შეწყალებების საქმეზე გამოსაკითხად ირმა ნადირაშვილი გენპროკურატურაში მივიდა

მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი.

უზენაესი სასამართლო

23 სექტემბერი 2019, 11:24

საქართველო

ეკა ბესელია: მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კი თქვა, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება. ბესელიამ უკმაყოფილება გამოთქვა კანდიდატებთან ინტერვიუებისთვის განკუთვნილი დროის სიმცირის გამო.

სალომე ზურაბიშვილი

23 სექტემბერი 2019, 11:17

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეიდან, 23 სექტემბრიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. კერძოდ, 25 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდეს. ნიუ-იორკში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი

23 სექტემბერი 2019, 11:07

საქართველო

რუსეთი აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზაციას დააფინანსებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი.ამის შესახებ რუსული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების ხელმოწერამდე მოსკოვი და სოხუმი ამ საკითხზე დეტალურ მოლაპარაკებებს გამართავენ.

23 სექტემბერი 2019, 11:05

საქართველო

იურისტები უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების წინააღმდეგ აქციას მართავენ

პარლამენტის შენობასთან დამოუკიდებელი იურისტები აქციას მართავენ. მათ მიაჩნიათ, რომ უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების 20-კაციანი სია სუბიექტური კრიტერიუმებით შეირჩა. შესაბამისად, სიის შეცვლას მოითხოვენ. კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო.

Google

23 სექტემბერი 2019, 10:56

ტექნოლოგიები

კვლევა: დეზინფორმაციულ ვებგვერდებს რეკლამებიდან $200 მილიონზე მეტი შემოსავალი აქვთ

კვლევის თანახმად, დაახლოებით 20 ათასამდე ვებგვერდი, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელების რისკით ხასიათდებიან, წლიურად რეკლამებიდან 235 მილიონ დოლარამდე შემოსავალს იღებენ. რეკლამიდან ფულის გენერირებაში კი ასეთ ვებგვერდებს ეხმარება Google-ის, AppNexus-ის და Amazon-ის სარეკლამო პროგრამები.

გემი Ocean Viking

23 სექტემბერი 2019, 10:53

მსოფლიო

იტალიის ხელისუფლებამ ქვეყანაში კიდევ 182 მიგრანტი შეუშვა

იტალიის ახალმა ხელისუფლებამ ბოლო ერთ კვირაში მეორედ ქვეყანაში ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები შეუშვა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, საქველმოქმედო ორგანიზაციების SOS Méditerranée და „ექიმები საზღვრების გარეშე“ გემი Ocean Viking-ი, რომლის ბორტზეც 182 მიგრანტი იმყოფება, სიცილიის ქალაქ მესინას პორტში შევა.

ნადირობა

23 სექტემბერი 2019, 10:37

მსოფლიო

იტალიაში სანადიროდ წასულმა კაცმა საკუთარი მამა მოკლა

იტალიის პოლიციამ დააკავა ტახზე სანადიროდ წასული კაცი, რომელმაც საკუთარი მამა მოკლა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა სალერნოს პროვინციაში, ქალაქ პოსტილიონეს მახლობლად, ერთ-ერთ ტყეში მოხდა. 34 წლის კაცს ფოთლების შრიალი მოესმა, აჩრდილი დაინახა და მისი მისამართით ისროლა.

მაილი საირუსი და კეიტლინ კარტერი

23 სექტემბერი 2019, 10:35

ტაბლოიდი

მაილი საირუსი მეგობარ გოგოს დაშორდა

მაილი საირუსი რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ მეგობარ გოგოს დაშორდა. გამოცემა People სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წყვილი პაპარაცებს ერთად 14 სექტემბრის შემდეგ აღარ დაუფიქსირებიათ და სავარაუდოდ, მათი ურთიერთობა დასრულების ზღვარზეა.