imedi /  06 სექტემბერი 2019, 18:08 / სანდო წყარო

გახარია: „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის სხვაობა არ არსებობს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის სხვაობა არ არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გახარიას პასუხების მოსმენაზე უარი თქვეს და ფრაქციის სხდომა ნაადრევად დაასრულეს.

„ფაქტია, რომ მათ შორის სხვაობა უბრალოდ არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ გაიქცა პარლამენტიდან, მათმა ფილიალმა „ევროპულმა საქართველომ“ კი ჩაიგდო ხელში მიკროფონი. მათ საერთოდ არ აინტერესებდა პასუხები. მათი მიზანი იყო მხოლოდ ტყუილების თქმა. გასაოცარი იყო, რომ პასუხის გაცემის საშუალებას არ მაძლევდნენ - ძალიან გასაკვირი ფორმატია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ჩვენ შევთავაზეთ 20 ივნისის მოვლენებზე გვესაუბრა, მათ ეს არ აინტერესებდათ.

ეს არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებით ცდილობს, ჩვენს საზოგადოებაში მოდელირებული რეალობით შექმნას გარკვეული დაძაბულობა და რევოლუციური მოლოდინები, რის საშუალებასაც ჩვენ მათ არ მივცემთ. პრობლემა არის ის, რომ შეუძლებელია ქვეყნის განვითარება, როდესაც ოპოზიცია ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფება და არ შესწევს უნარი, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიდეს. 

მაშინ, როდესაც ეს ხალხი მედიის თავისუფლებაზე გველაპარაკება, დღეს უბრალოდ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდნენ. რაც შეეხება მაკო გომურს, მე როგორმე პირად გავცემ მას ყველა შეკითხვაზე პასუხს“, - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორი იქნება გახარიას პასუხი, თუ მამუკა ხაზარაძისადმი გაგზავნილ წერილზე მისი ხელმოწერის არსებობა დადასტურდება, პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნიდან ექვსი თვე გავიდა, და ხაზარაძის ადვოკატს ურჩია, ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს.

მანამდე გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე უსმენდნენ, სადაც მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაშვებას ითხოვდნენ. ამის შემდეგ მაკო გომურმა Facebook-ზე დაწერა, რომ კახეთში იმყოფებოდა და მისთვის საშვის დაშვების შესახებ მხოლოდ სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გაიგო. მოგვიანებით მან საკუთარი პოსტი წაშალა.

მალევე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მაკო გომურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მასზე საშვი იყო დაშვებული. აქციის სხვა მონაწილეების თქმითაც, იმ ადამიანებს შორის იყო მაკო გომურიც, ვისზეც საშვი იყო დაშვებული. მოგვიანებით ხოშტარიამ პრემიერობის კანდიდატს მაკო გომურის შეკითხვა წაუკითხა. მაკო გომურმა 20 ივნისის აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა. 

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. 

ყველა სიახლე

დეკრეტული შვებულება

23 სექტემბერი 2019, 21:27

საქართველო

რა შეიძლება შეიცვალოს დეკრეტულ შვებულებაში

საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად შესაძლოა დეკრეტული შვებულებით სარგებლობისას პირობები გაუმჯობესდეს. საუბარია, როგორც დედების, ასევე მამების დეკრეტულ შვებულებაზე.

სირია

23 სექტემბერი 2019, 21:23

მსოფლიო

სირიის საკონსტიტიციო კომიტეტი შეიქმნა

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, სირიის მთავრობამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ. როგორც ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ამ ორგანოს შექმნა პრობლემის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის დასაწყისი გახდება

პედოფილია

23 სექტემბერი 2019, 21:12

მსოფლიო

რუმინეთი 11 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებას ითხოვს

რუმინეთის პოლიცია ჰოლანდიის მოქალაქის დაკავებაზე საერთაშორისო ორდერის გაცემას ითხოვს. 46 წლის კაცი 11 წლის გოგს გაუპატიურებასა და მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. წინასწარი ინფორმაციით, პედოფილმა ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა.

მიწისძვრა

23 სექტემბერი 2019, 20:59

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ლაგოდეხის სოფელ ხიზაბავრაში 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 20:38 საათზე მოხდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 სექტემბერი 2019, 20:58

საქართველო

გორში საბავშვო ბაღის მშენებლობა 3 წლით შეფერხდა

გორის რკინიგზის საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელზეც მუშაობა სამი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, ამ დრომდე შეფერხებულია. მშენებელმა ვალდებულების შეუსრულებლობა კომიკური მიზეზით, უამინდობით ახსნა.

ბავშვთა პორნოგრაფია

23 სექტემბერი 2019, 20:54

ძალოვნები

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე შეიძლება ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ, რაც დაკავებულმა მშობლებმა შვილებს პორნოგრაფიული ფოტოების გადაღება აიძულეს, მათი შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა თავად დაკავებულთა ოჯახებში ამას კატეგორიულად უარყოფენ.

თამარ ალანია

23 სექტემბერი 2019, 20:42

საქართველო

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას მოუსმინეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. კანონმდებლების კითხვებს ათი საათზე მეტია მოსამართლე თამარ ალანია პასუხობს. კითხვები მწვავეა, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის დეპუტატების მხრიდან. ალანიას ძირითადად თავის წარსულ სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით უწევს პასუხის გაცემა.

23 სექტემბერი 2019, 20:37

მსოფლიო

ნიუ-იორკში კლიმატის სამიტზე 66 ქვეყანა ატმოსფეროში CO2-ის შემცირებაზე შეთანხმდა

ნიუ-იორკში კლიმატისადმი მიძღვნილ სამიტზე 66 ქვეყანა, 10 რეგიონი და 93 კომპანია შეთანხმდა, რომ 2050 წლისთვის ატმოსფეროში CO2-ის გამონაბოლქვს შეამცირებს და მის კომპენსირებას მოახდენს. სამიტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ CO2-ისგან ნეიტრალურები გახდებიან.

FIA Motorsport Games

23 სექტემბერი 2019, 19:56

სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე პირველად გამოვა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების (FIA Motorsport Games 2019) მასპინძელი ქვეყანა წელს იტალია იქნება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე პირველად გამოვა. ვალელუნგას ავტოდრომზე შეჯიბრებები 31 ოქტომბრიდან – 3 ნოემბრის ჩთვლით გაიმართება.

წიგნები

23 სექტემბერი 2019, 19:43

კულტურა

Guardian-მა XXI საუკუნის 100 საუკეთესო წიგნი დაასახელა

რეიტინგში ჰილარი მანტელის „მგლის დარბაზი“ ლიდერობს, რომელიც ჰენრიხ VIII-ის მეფობის პერიოდს ასახავს. მეორე პოზიციაზე მერილინ რობინსონის „გალაადია,“ მესამე ადგილს კი სვეტლანა ალექსიევიჩის „მეორადისდრო“ იკავებს. საუკეთესო ხუთეულში მოხვდა კაძუო ისიგუროს „არასდროს გამიშვა“ და სებალდის „აუსტერლიციც.“

ავიაკომპანია Flynas- ი

23 სექტემბერი 2019, 19:38

ეკონომიკა

ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები შესრულდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანია Flynas- ი ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს. პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყება.

კარსონ კინგი გულშემატკივარი

23 სექტემბერი 2019, 19:20

ტაბლოიდი

აშშ-ში ფეხბურთის გულშემატკივარმა შემთხვევით მილიონი დოლარი შეაგროვა

14 სექტემბერს 24 წლის კარსონ კინგი სტუდენტური ლიგის თამაშზე პოსტერით მივიდა, რომელზეც ეწერა: „Busch Light-ის ლუდის მარაგს შევსება სჭირდება“. იქვე კინგმა საგადასახადო სისტემა Venmo-ში საკუთარი ანგარიშიც მიუთითა. ნახევარი საათის შემდეგ მის ანგარიშზე უკვე $400 დოლარზე მეტი იყო.

ოსაკა, ჩარლი ჩაპლინის პლაკატი.

23 სექტემბერი 2019, 19:10

კულტურა

ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი მსახიობზე ფილმს გადაიღებს

ცნობილი მსახიობის ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი, კარმენ ჩაპლინი ბაბუაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. ფილმის სახელწოდებაა Charlie Chaplin, a Man of the World. ფილმის გადაღებები 2020 წელს დაიწყება. სცენარზე კარმენ ჩაპლინი ამაია რამირესთან ერთად იმუშავებს.

მეგან მარკლი

23 სექტემბერი 2019, 18:59

მსოფლიო

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა აფრიკის ტური დაიწყეს

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი 4 თვის ახალშობილ ვაჟთან, არჩისთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფებიან, - წერს BBC. წყვილი იქ 10 დღეს გაატარებს, რა დროსაც ისინი ადგილობრივებს შეხვდებიან და მხარდაჭერასა გამოუცხადებენ. მარკლის განცხადებით, ქალების თანადგომა უნდა გაძლიერდეს.

ხმლით ფარიკაობა

23 სექტემბერი 2019, 18:59

სპორტი

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი მეოთხედფინალში ანგარიშით 45-43 დაამარცხა. ნახევარფინალში იტალიის გუნდს 45-36 სძლია, ფინალში კი ჩინეთთან ანგარიშით 22-45 დამარცხდა. კორეის მსოფლიო ჩემპიონატი, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპური თამაშების წინა სალიცენზიო ტურნირია.

კლიმატის ცვლილება დემონსტრაცია

23 სექტემბერი 2019, 18:55

მსოფლიო

ნიუ-იორკში კლიმატისადმი მიძღვნილი სამიტი გაიხსნა

სამიტის ორგანიზატორი გაეროს გენერალური მდივნი ანტონიო გუტერეშია. მისი გაცნხადებით, სამიტზე სიტყვით გამოსვლა მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომდგენლები შეძლებენ, რომლებიც ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების გეგმას წარადგენენ.

გამოძიება

23 სექტემბერი 2019, 18:51

საქართველო

რუსთაველის მეტროსთან ბრიტანული სეზონისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განზრახ დააზიანეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეტრო რუსთაველთან ბრიტანული სეზონისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განზრახ დააზიანეს. ამის ამსახველი ფოტომასალა Facebook-ზე გავრცელდა. პროექტ „ბრიტანეთი-საქართველო 2019“ 13 სექტემბერს გაიხსნა. პროექტის ფარგლებში 60-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ზურაბიშვილი

23 სექტემბერი 2019, 18:41

საქართველო

პრეზიდენტი გაეროში უნივერსალური ჯანდაცვის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი გაეროში, უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე (UHC) სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც.

რევაზ დავითაძე

23 სექტემბერი 2019, 18:30

სპორტი

ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონია

ტაილანდის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში ქართველებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვეს. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 21 წლის რევაზ დავითაძემ ატაცში აკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა.

კავკასიური ჯიხვი

23 სექტემბერი 2019, 18:28

საქართველო

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ვიდეოხაფანგმა კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. ვიდეო

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, ვიდეო ხაფანგმა კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს: – „აშკარაა, რომ ყოველდღიურმა რუტინამ „დაქანცა“, თუმცა კამერის წინ პროფესიონალივით პოზირებს“.