imedi /  06 სექტემბერი 2019, 17:57 / სანდო წყარო

ევროპულმა საქართველომ გახარიას პასუხებს არ მოუსმინა და სხდომა დაასრულა

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას პასუხების მოსმენაზე უარი თქვეს და სხდომა ნაადრევად დაასრულეს.

სხდომის დასრულების ინიციატივა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ გამოთქვა და ფრაქციის წევრების სახელით სხდომის თავმჯდომარეს სერგი კაპანაძეს მიმართა. კაპანაძე მას დაეთანხმა და სხდომა შეწყვიტა.

მანამდე გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე უსმენდნენ, სადაც მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაშვებას ითხოვდნენ. ამის შემდეგ მაკო გომურმა Facebook-ზე დაწერა, რომ კახეთში იმყოფებოდა და მისთვის საშვის დაშვების შესახებ მხოლოდ სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გაიგო. მოგვიანებით მან საკუთარი პოსტი წაშალა.

მალევე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მაკო გომურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მასზე საშვი იყო დაშვებული. აქციის სხვა მონაწილეების თქმითაც, იმ ადამიანებს შორის იყო მაგო გომურიც, ვისზეც საშვი იყო დაშვებული.

მოგვიანებით ხოშტარიამ პრემიერობის კანდიდატს მაკო გომურის შეკითხვა წაუკითხა. მაკო გომურმა 20 ივნისის აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა. 

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. 

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:47

COVID19

რა უნდა იცოდეთ საყოველთა კარანტინის ფარგლებში შემოღებული წესების შესახებ

მავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 17:47

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ვაწესებთ დამატებით შეზღუდვას ეკონომიკურ საქმიანობაზე

ჩვენ ვაწესებთ დამატებით შეზღუდვას ეკონომიკურ საქმიანობაზე. ეკონომიკური საქმიანობა მხოლოდ შესაძლებელი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებით., - მის შესხებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:42

COVID19

70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ

70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:40

COVID19

გიორგი გახარია: 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს

ე.წ. საკომენდანტო საათი ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს, სხვას არაფერს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც და დათმობაც დღეს ჩვენ შეგვეძლო იმისთვის, რომ არ გამოგვეცხადებიანა საყოველთაო კარანტინი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:38

COVID19

ხვალ დილის 06:00 საათიდან ქალაქში გადაადგილებისას ყველას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

31 მარტის დილის 06:00 საათიდან ყველა მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:29

COVID19

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება

საქართველოს მთავრობის გდაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. „საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გახარიამ.

კირიაკოს მიცოტაკისი

30 მარტი 2020, 17:19

COVID19

საბერძნეთის პრემიერი მმართველი პარტიის დეპუტატებს მოუწოდებს, მომდევნო ორი თვის ხელფასის ნახევარი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხონ

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მმართველი „ახალი დემოკრატიის“ პარტიის დეპუტატებს მოუწოდებს, მომდევნო ორი თვის ხელფასის ნახევარი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხონ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკოსები სოლიდარობის წინა ხაზზე უნდა იყვნენ. „ახალი დემოკრატიის“ ყველა დეპუტატს, მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებს სიმბოლური ინიციატივისკენ მოვუწოდებ - მომდევნო ორი თვის განმავლობაში ხელფასის ნახევარი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ფონდში ჩარიცხონ. საფრთხის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ, თუმცა ამ ბრძოლაში თითოეულმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს“, - დაწერა საბერძნეთის პრემიერმა Facebook-ზე.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:07

COVID19

გიორგი გახარია: ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება

ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

30 მარტი 2020, 17:05

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 100 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 18 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4978 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 266 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.

კახა კალაძე

30 მარტი 2020, 16:59

COVID19

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებისა და ხანდაზმულებისთვის პროდუქტების 1 500 პაკეტი შეაგროვა

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად ამჯერად „კარფურში“ იმყოფებოდა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა პროექტი, რომლითაც ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ასაკოვან ადამიანებს დაეხმარებიან. მერის განცხადებით, ამ მიზნით ისინი უკვე „აგროჰაბსა“ და „გუდვილში“ იმყოფებოდნენ. დღეს კი აქცია კარფურში ტარდება. მისივე თქმით, „კარფურში“ წარმოდგენილია პროდუქტები, რომლებიც მოქალაეებს შეუძლიათ გაჭირვებული ადამიანებისთვის შეიძინონ. წითელი ჯვრის მოხალისეები კი მოქალაქეებს ამ პროექტის შესახებ აუხნიან. პროდუქტებს სოციალურად დაუცველებსა და ასაკოვნებს სახლში მოხალისეები და გამგეობის თანამშრომლები მიუტანენ.

30 მარტი 2020, 16:58

სამართალი

შსს-მ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო

როგორც უწყებაში აცხადებენ, დროის უმოკლეს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ყველა იზოლატორში, მოეწყო სივრცეები, რომლებიც სრულად აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. იზოლატორებიდან პროგრამული ადმინისტრირების კუთხით გადამზადება გაიარეს იზოლატორის თანამშრომლებმა, რომლებსაც განესაზღვრათ სასამართლოებთან დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული კომუნიკაციის დამყარების ფუნქცია-მოვალეობა.

კორონავირუსი

30 მარტი 2020, 16:53

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 500-ს გადააჭარბა

აშშ-ში COVID-19 -ით, ბოლო მონაცემებით 2513 ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. აშშ-ში კორონავირუსით სულ 143 ათასი ადამიანი დაინფიცორდა. ყველაზე მეტი 776 ადამიანი ინფექციას ნიუ-იორკში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ქალაქი კინგი ვაშინგტონის შტატში, სადაც კორონავირუსით 144 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში ამ დროსითვის სულ 4865 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

30 მარტი 2020, 16:51

COVID19

სამხრეთკორეელი პროფესორი: დაინფიცირებულთა 20%-ს კორონავირუსი უსიმპტომოდ გადააქვს

დაინფიცირებულთა 20%-ს კორონავირუსი სიმპტომების გარეშე გადააქვს. ამის შესახებ სამხრეთკორეელი პროფესორი აცხადებს. ამასთან, კიმ ვუ-ჯუ ნიღბების ხმარებაზე კატეგორიულად არ ეთანხმება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ისა და ევროპელების მიდგომას, რომლის მიხედვითაც, ნიღბები მხოლოდ ექიმებმა უნდა იხმარონ. ექსპერტი თვლის, რომ ნიღბების მასიური ხმარება აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

30 მარტი 2020, 16:49

COVID19

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის პიკს 7-10 დღეში ელოდებიან

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემია პიკს სავარაუდოდ უახლოეს 7-10 დღეში მიაღწევს, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, პიერპაოლო სილერიმ. „კორონავირუსის გავრცელების ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ინფიცირების მრუდი ზევით მიდის, თუმცა უფრო ხაზოვანია“, - აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. პიერპაოლო სილერის განმარტებით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ პიკი 7-10 დღეშია მოსალოდნელი.

უკრაინის რადა

30 მარტი 2020, 16:46

მსოფლიო

უკრაინის რადამ თანამდებობიდან ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები გაათავისუფლა

უკრაინის რადამ თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი იგორ უმანსკი და ჯანდაცვის მინისტრი ილია ემეცი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. უმანსკის გატავისუფლებას მხარი 249 დეპუტატმა, ემეცის კი - 271 დეპუტატმა დაუჭირა. ამასთან ერთად, რადამ ჩააგდო მინისტრების შემცვლელების, სერგეი მარჩენკოს და მაქსიმ სტეპანოვის დანიშვნის საკითხზე გამართული კენჭისყრა.

სოფიო ბერუაშვილი

30 მარტი 2020, 16:27

COVID19

ექიმი: საფრანგეთში 16 წლის გოგოს მდგომარეობა, რომელიც არანაირ რისკჯგუფში არ იყო, 24 საათში დამძიმდა და ის გარდაიცვალა

„ყველასთვის ცნობილია, რომ რაც უფრო ასაკოვანია პაციენტი, მით უფრო მეტი დაავადება აქვს და მეტად არის რისკჯგუფში, თუმცა ჩვენს ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების 50%-ია 70 წელს გადაცილებული ადამიანები, მაგრამ ის 50% არ უნდა დავივიწყოთ, ვინც 70 წელს ქვემოთ არის. დაახლოებით 20% 40-დან 50 წლამდე პაციენტი გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული. ასევე, როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც არანაირი რისკჯგუფის მატარებელი არ იყო და არანაირი დაავადება არ ჰქონდა. 24 საათში დამძიმდა მდგომარეობა და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგით დასრულდა“, - განაცხადა სოფიო ბერუაშვილმა.

პრინცი ჩარლზი

30 მარტი 2020, 16:25

COVID19

პრინცი ჩარლზი თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება

კორონავირუსით ინფიცირებული პრინცი ჩარლზი თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი პრესსპიკერის განცხადებით, პრინცმა ექიმთან კონსულტაცია გაიარა, რის შემდეგად გადაწყდა, რომ ის თვითიზოლაციაში აღარ იქნება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 მარტი 2020, 16:21

COVID19

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩეველები კარანტინის რეჟიმზე გადავლენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩეველები კარანტინის რეჟიმზე გადავლენ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ თვითიზოლაციის რეჟიმი მანამ იმოქმედებს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მოკვლევა არ დასრულდება.

ტოკიო 2020

30 მარტი 2020, 16:12

სპორტი

ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა თამაშების გახსნის თარიღი დაასახელა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 2021 წლის 23 ივლისს გაიმართება. Associated Press-ის ცნობით, ამის შესახებ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, იოსირო მორიმ განაცხადა. ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 2021 წლის 24 აგვისტოს დაიწყება.

30 მარტი 2020, 16:09

საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 1-ელ აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.