Imedi /  07 სექტემბერი 2019, 14:20 / სანდო წყარო

გახარია: შეიძლება იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტზე შტურმის ღამე

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

თითქმის სამი საათის განმავლობაში განიხილავდნენ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მთავრობის ახალ შემადგენლობას. დაისვა სხვადასხვა შეკითხვა, მათ შორის, სამართლიანობის აღდგენასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, განათლებასა და ეკონომიკასთან დაკავშირებით. 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან ოკუპაციის თემით დაინტერესება მოითხოვეს. ადა მარშანიას თქმით, სწორედ ამ საკითხზე უნდა იყოს ფოკუსირებული მთავრობა. 

ადა მარშანიამ მთავარ შეცდომად კოაბიტაციის პოლიტიკის გაგრძელება დაასახელა და მოიწონა, გახარიას გუშინდელი განცხადება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაასრულებს. თუმცა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ეს დაგვიანებული განცხადება იყო.

პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა კი პრემიერმინისტრობის კანდიდატს კონკრეტული შეთავაზებით მიმართა. 

„ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, დაამთავრეთ. დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ან მე გთავაზობთ 1 კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, როგორ ამოვიღებ დამალულ მტკიცებულებებს და 56 ათას მოწმეს როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში, ჩვენებები რომ აქვთ მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს. ეს არის ჩემი საჯარო შემოთავაზება და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ფრაქციების ფორმატში შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან მოსმენით გაგრძელდება. 

8 სექტემბერს კი პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის დამტკიცებისთვის მმართველ გუნდს 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.

გუშინ„ევროპულმა საქართველომ“ გახარიას პასუხებს არ მოუსმინა და სხდომა დაასრულა. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაშიც. 

გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე უსმენდნენ, სადაც მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაშვებას ითხოვდნენ. ამის შემდეგ მაკო გომურმა Facebook-ზე დაწერა, რომ კახეთში იმყოფებოდა და მისთვის საშვის დაშვების შესახებ მხოლოდ სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გაიგო. მოგვიანებით მან საკუთარი პოსტი წაშალა.

მალევე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მაკო გომურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მასზე საშვი იყო დაშვებული. აქციის სხვა მონაწილეების თქმითაც, იმ ადამიანებს შორის იყო მაგო გომურიც, ვისზეც საშვი იყო დაშვებული.

მოგვიანებით ხოშტარიამ პრემიერობის კანდიდატს მაკო გომურის შეკითხვა წაუკითხა. მაკო გომურმა 20 ივნისის აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა. 

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი.

ყველა სიახლე

18 მაისი 2022, 10:24

საზოგადოება

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ორგანიზატორებმა საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია მოაწყვეს

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ორგანიზატორებმა საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია მოაწყვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ITB Berlin 2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შესახებ გაიმართა.

18 მაისი 2022, 10:23

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ევროპის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ეკონომიკური თვითმკვლელობის ტოლფასია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ნავთობის სექტორი ძირეულ ცვლილებებს განიცდის, მაგრამ, ევროპა, უკრაინის გამო, სანქციების დაწესებით, „ეკონომიკურ თვითმკვლელობას“ ჩაიდენს.

სიმონ მასხარაშვილი

18 მაისი 2022, 10:21

პოლიტიკა

სიმონ მასხარაშვილი: ვინც ერეკლე II-ს მტრად და მოღალატედ მიიჩნევს ან უმეცარია, ან რუსეთის იმპერიის ყურმოჭრილი მონა

ვინც ერეკლე II-ს მტრად და მოღალატედ მიიჩნევს ან უმეცარია და ან რუსული ორთავიანი არწივისა და რუსეთის იმპერიის ყურმოჭრილი მონაა - ამის შესახებ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

18 მაისი 2022, 10:18

საზოგადოება

სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს.

თამარ ტალიაშვილი

18 მაისი 2022, 10:18

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის ვიზიტზე: როდესაც რეგიონში რუსეთის უპრეცედენტო აგრესიასთან გვაქვს საქმე, მისი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია

„ამით ხდება ხაზგასმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრების განმავლობაში საუბარი შეეხება უახლოეს მომავალში დაგეგმილ ნატოს მადრიდის სამიტს, ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა ტალიაშვილმა.

ნანა კაკაბაძე

18 მაისი 2022, 10:17

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკოსად ქცეული გახარია თუ მუხრუჭებს ინარჩუნებს, ნაპროკურორალი მეზვრიშვილი და თოლორაია ისე ყინჩად გვესაუბრებიან, თითქოს ადეიშვილის სისხლიანი პროკურატურის შემოქმედები არ ყოფილიყვნენ

ეს ტექსტი იმდენად ძველი და გაცვეთილია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას განდიდებული და შემდეგ იქიდან რადიკალურ ოპოზიციაში გადასული ყველა პოლიტიკანი ამ სიტყვებით ცდილობდა ღალატის გამართლებასა და ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

სანდრო რაქვიაშვილი

18 მაისი 2022, 10:13

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის ვიზიტზე: მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებს წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში

კარგია, რომ ასეთი ვიზიტი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის საქართველოში ვიზიტს.

18 მაისი 2022, 10:02

თემა

დაიწყო თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის ახალი, გაჭიანურებული ფაზა და უნდა ველოდოთ თუ არა დაზავებას?

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ომის ახალი, გაჭიანურებული ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ქვეყანას "უაღრესად მძიმე კვირები" ელოდება. ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინის არმიის ერთმილიონიანი შემადგენლობით გაფართოების პირობაც დადო. ამ ყველაფრის პარალელურად, დასავლელმა ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან კონტაქტი განაახლეს და ზავის აუცილებლობაზე საუბარიც დაიწყეს. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების აუცილებელი წინაპირობა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანაა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?- ამის გარკვევას BBC შეეცადა.

18 მაისი 2022, 10:02

რეგიონი

ბაკურიანის ანდეზიტი-სოფ.ღადო მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ბაკურიანის ანდეზიტი-სოფ.ღადო) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი ან მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

18 მაისი 2022, 09:51

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინულენოვანი სექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი სექტორის დაფუძნება უკრაინელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა.

18 მაისი 2022, 09:46

კულტურა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტრო ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღის აღნიშვნის მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და მუზეუმის თანამშრომლებს კულტურის სამინისტროს გეგმა გაუზიარა.

18 მაისი 2022, 09:36

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში☀️

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

ანდრეი ბილეცკი

18 მაისი 2022, 09:22

მსოფლიო

„აზოვის“ დამფუძნებელი: გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში - ყველაფერი კარგად იქნება

ის აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ დამცველებთან კავშირი აქვს და ითხოვს, პოლკის ევაკუაციის მსვლელობის კომენტირებას თავი აარიდონ. მისი თქმით, 2-3 დღეში თავად გარნიზონი განაცხადებს ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, ბელიცნკიმ საზოგადოებას მოუწოდა, მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ.

ლექსო თორაძე

18 მაისი 2022, 09:04

კულტურა

ლექსო თორაძეს 19 მაისს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.

18 მაისი 2022, 08:50

სამართალი

ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი ადამიანი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში ჯამში გაასაღა 36 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 და 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 მაისი 2022, 08:40

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული არმია უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე განცდილი მარცხის კომპენსირებას ცდილობს, მაგრამ ეს უშედეგო იქნება

„ხანგრძლივი და შინაარსიანი“ დიალოგისას უკრაინისთვის საწვავის მიწოდების საკითხი და საფრანგეთისგან თავდაცვითი მხარდაჭერა განვიხილეთ, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი. ამასთან, ღამით გავრცელებული ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ომის 83-ე დღის შედეგები შეაჯამა.

ირაკლი ღარიბაშვილი
იენს სტოლტენბერგი

18 მაისი 2022, 08:22

პოლიტიკა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველო მადრიდის სამიტისთვის ნატოელ პარტნიორებთან ერთად ემზადება. 2022 წლის ივნისის სამიტზე ალიანსის ასპირანტი სახელმწიფო მიწვეულია. ნატოში საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ახალ ნაბიჯებზე და რუსეთიდან მომავალი საფრტხეების ფონზე მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ.

დერეკ შოლე

18 მაისი 2022, 08:15

პოლიტიკა

დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე დღეს საქართველოს ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის მაღალი რანგის შეხვედრებს ხვალ გამართავს. მათ შორის ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მაისი 2022, 08:06

პოლიტიკა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჟოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის შეხვდება

საქართველოს ევროპული მომავალი, კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი, მნიშვნელობა და პერსპექტივა, ევროინტეგრაციის დღის წესრიგი იქნება შეხვედრების მთავარი თემა. საუბარი შეეხება ასევე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომით შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს და არაწევრი სახელწმიფოებისთვის დახმარების გაზრდის მნიშვნელობას.

ადამ დრაივერ ნატალი ემანუელი

18 მაისი 2022, 00:51

კულტურა

ადამ დრაივერი და ნატალი ემანუელი ფრენსის ფორდ კოპოლას ახალ პროექტში ითამაშებენ

სურათში ასევე ითამაშებენ ფორესტ უაიტტეკერი, ლორენს ფიშბერნ და ჯონ ვოიტი. პროექტის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. რეჟისორი მას თავად აფინანსებს. ამისთვის მას თავისი ღვინის ბიზნესის ნაწილის გაყიდვა და კრედიტის აღება დასჭირდა.