imedi /  09 სექტემბერი 2019, 13:16 / სანდო წყარო

ლინკევიჩუსი: მკაცრად ვგმობ ე.წ. არჩევნებსა და ბორდერიზაციას

ლინას ლინკევიჩუსი

ლინას ლინკევიჩუსი

მკაცრად ვგმობ ყველა ქმედებას, რაც ე.წ. არჩევნებსა და ბორდერიზაციას უკავშირებდება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლინკევიჩუსის თქმით, ყველა მიუღებელ ქმედებებთან დაკავშირებით ლიეტუვა საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.

„მკაცრად ვგმობ ყველა ქმედებას, რაც ე.წ. არჩევნებსა და ბორდერიზაციას უკავშირებდება. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდა. რუსეთის აგრესიის დაგმობასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო ამ მიმართულებით ლიდერია. ნატოსთან მიმართებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ალიანსის წევრივით მოქმედებს, აგზავნის ჯარისკაცებს, იზიარებს რისკებს, რაც მომავალში ძალიან ძლიერი არგუმენტი იქნება“, - აღნიშნა ლიეტუვის პირველმა დიპლომატმა.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვილნიუსი ყოველთვის ელოდება, რომ საქართველოში იქნება ძლიერი დემოკრატია.

„ქვეყანაში, რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება სურს, არჩევნები, მედიაპლურალიზმი და დემოკრატიის ყველა ინსტრუმენტი ძლიერი და დაცული უნდა იყოს. ეს პროცესი ყოველთვის არ არის ადვილი, არსებობს ბევრი ბარიერი და ობიექტური პრობლემა. ამ ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ლიეტუვისთვისაც. ის, ვინც ცდილობს, რომ მიზნებს სამხედრო გზით მიაღწიოს, უნდა შეჩერდეს. საქართველო ამ პროცესში ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდის როლს ასრულებს“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პირველი დიპლომატი შეხვდება პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში ასევე მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსის სკვერის გახსნის ცერემონიაში. ვიზიტი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ასევე, ლიეტუვის პირველი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს „ბალტიის გზის“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 30 წლის წინ, 1989 წლის 23 აგვისტოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში „ბალტიის გზის“ სახელწოდებით შევიდა.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

17 სექტემბერი 2019, 08:13

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო

BBC-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, და რეგიონის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სერენა უილიამსი

17 სექტემბერი 2019, 00:47

სპორტი

რუმინელმა ტელეკომენტატორმა სერენა უილიამსი მაიმუნს შეადარა

რუმინელი ტელეკომენტატორი რადუ ბანჩუ, რომელმაც ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი პირდაპირ ეთერში მაიმუნს შეადარა, 2000 დოლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინეთის დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული საბჭო (CNCD) ავრცელებს.

ვიქტორია ბექჰემი

17 სექტემბერი 2019, 00:43

ტაბლოიდი

ვიქტორია ბექჰემმა ლონდონის Fashion Week-ზე კოსმეტიკის ხაზი წარადგინა

Ashion-ის დიზაინერმა და Spice Girl-ის ყოფილმა წევრმა ვიქტორია ბექჰემმა London Fashion Week Sunday-ზე საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი წარადგინა. ბრენდი Victoria Beckham Beauty მასTან ერთად სარა კრილმა შექმნა, რომელიც ადრე ბობი ბრაუნთან, ტომ ფორდთან და ესტი ლაუდერთან თანამშრომლობდა.

ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი

17 სექტემბერი 2019, 00:11

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები დასახელდა

საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით, მგზავრთნაკადი 6,4%-ით გაიზარდა და 8,8 მილიარდი ადამიანი შეადგინა. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ცნობით, 2008 წელს 16 წელიწადში 40 მილიონზე მეტ მგზავრს 16 აეროპორტი ემსახურებოდა, ახლა კი მათი რიცხვი 54-მდეა გაზრდილი.

Skoda-ს ელექტროველოსიპედი

16 სექტემბერი 2019, 23:29

ტექნოლოგიები

Skoda-მ ელექტროველოსიპედი შექმნა

მსოფლიოში ცნობილმა ავტომწარმოებელმა კომპანია Skoda-მ ახალი კონცეფციით ელექტროველოსიპედი Skoda Klement-ი შექმნა. ელექტროველოსიპედით შესაძლებელია გადაადგილება. ველოსიპედი საათში 45 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს.

ვლადიმერ პუტინი

16 სექტემბერი 2019, 23:25

მსოფლიო

პუტინმა საუდის არაბეთს S300-ის ან S400-ის შეძენა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს დრონებისგან დასაცავად S300-ის ან S400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა შესთავაზა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ასლან ბეჟანიძის დაკავება

16 სექტემბერი 2019, 23:05

საქართველო

პრეზიდენტმა დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ imedinews-ისთვის გახდა ცნობილი. ინფორმაციის გადამოწმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვცადეთ, თუმცა ჩვენს ზარებს უწყებაში ამ ეტაპზე არ პასუხობენ.

16 სექტემბერი 2019, 22:49

ტექნოლოგიები

ჩინეთში პირველი კლონირებული კატა შექმნეს

ჩინეთში, ბიოკომპანიამ პირველი კლონირებული კატა შექმნა. კომპანია Sinogene-მ მანამდე 40 ძაღლის კლონირება მოახდინა. ძაღლის კლონირების პროცედურა $53 000 ღირს, კატის $35 000. კომპანიამ პირველი შეკვეთა კატის კლონირებაზე 23 წლის ხუან იუსგან მიიღო.

ჰეილი ბიბერი

16 სექტემბერი 2019, 22:26

ტაბლოიდი

ჯასტინ ბიბერის მეუღლე Vogue-ისთვის გაშიშვლდა

კანადელი მომღერლის ჯასტინ ბიბერის მეუღლე, სუპერმოდელი ჰეილი ბიბერი ავსტრალიური Vogue-ისთვის გაშიშვლდა. ახალი ნომრის გარეკანის ფოტო ჟურნალის Instagram-ზე გამოქვეყნდა. ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ლახლან ბეილი გახდა. სტივენ ბოლდუინის 22 წლის ქალიშვილი ინტერვიუში ქორწინების შესახებ ყვება.

კოლუმბია, ავიაკატასტროფა

16 სექტემბერი 2019, 21:57

მსოფლიო

კოლუმბიაში ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში, ქალაქ პოპაიანში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან 7 დაიღუპა. თვითმფრინავი ადგილობრივ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა და აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ქალაქ პოპაიანში 270 000 მოქალაქე ცხოვრობს. ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში

16 სექტემბერი 2019, 21:26

მსოფლიო

Yahoo News: აშშ-ში რუსეთის საელჩოს აგარაკებიდან რუსი ჯაშუშები FBI-ს აგენტებს უთვალთვალებდნენ

2016 წლის დეკემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ ნიუ-იორკსა და მერილენდში მდებარე რუსეთის საელჩოს ორი აგარაკი დახურა და 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-მა ეს ნაბიჯი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო გადადგა.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი

16 სექტემბერი 2019, 20:58

მსოფლიო

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ აუდიომიმართვა გაავრცელა

აუდიოჩანაწერში ალ-ბაღდადი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ფრონტზე „ოპერაციებს ახორციელებს“. ალ-ბაღდადი საუბრობს რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის მალიზე და ლევანტზე (ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთი), მაგრამ კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.

ვეშაპები გამორიყა

16 სექტემბერი 2019, 20:53

მსოფლიო

არგენტინაში ზღვამ ვეშაპები გამორიყა

არგენტინაში, კურორტ მარ-დელ-პლატას სანაპიროს მახლობლად ზღვამ ვეშაპები გამორიყა. ერთი ვეშაპი მოკვდა. ინფორმაციას ტელეარხი TN-ი ავრცელებს. შეტყობინება შემთხვევის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9:30 საათზე მიიღო.

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარი

16 სექტემბერი 2019, 20:21

მსოფლიო

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა მოხდა

დღეს ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა მოხდა. ინფორმაციას რუსელი მედია ყირგიზეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. იარაღი პირველად ტაჯიკეთის მხარემ გამოიყენა. ინციდენტს ერთი მესაზღვრე ემსხვერპლა.

 ნორმან ლირი

16 სექტემბერი 2019, 19:58

კულტურა

Emmy Award-ის უხუცესი ლაურეატი ცნობილია

მწერალი, სცენარისტი და პროდიუსერი ნორმან ლირი ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy-ის უხუცესი ლაურეატია. The Hollywood-ის ცნობით, ის ჟიურიმ Creative Arts-ის კატეგორიაში 97 წლის ასაკში შეარჩია. მან გაუსწრო გადაცემა „ჩვენი პლანეტის“ წამყვანს 93 წლის დევიდ ატენბოროს.

არქეოლოგიური გათხრები

16 სექტემბერი 2019, 19:56

ტექნოლოგიები

საფრანგეთში არქეოლოგებმა ნეანდერტალელების 257 ანაბეჭდი აღმოაჩინეს

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, კუნძულ კოტანტენზე არქეოლოგებმა ნეანდერტალელების 200-ზე მეტი ანაბეჭდი აღმოაჩინეს, რომელთა ასაკიც დაახლოებით 80 ათასი წელია. ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევის შესახებ გამოცემა Parisien-ი წერს.

ლიონელ მესი

16 სექტემბერი 2019, 19:28

სპორტი

ლიონელ მესიმ ტრავმა მოიშუშა

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩის წინ „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ტრამვა მოიშუშა და 20 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩისთვის გერმანიაში გაემგზავრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბი ავრცელებს.

შემთხვევის ადგილი

16 სექტემბერი 2019, 19:26

ძალოვნები

ზესტაფონში დედა და ორი შვილი გარდაცვლილი ნახეს

უბედური შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სავარაუდოდ ბუნებრივი აირით გარდაიცვალა. imedinews-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ანდრეი ბაბიში

16 სექტემბერი 2019, 19:05

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერმინისტრს თაღლითობის ბრალდება მოუხსნეს

ჩეხეთის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშს თაღლითობის ბრალდება მოუხსნეს. Euronews-ის ცნობით, მას ბრალი საბიუჯეტო სახსრების მითვსებაში ედებოდა. ამასთან ბაბიშს და მისი ოჯახის წევრებს ფინანსურ მანიპულაციებში ადანაშაულებდნენ. კერძოდ, ბაბისმა შექმნა ფირმა და საკონფერენციო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირისგან 10 წლის განმავლობაში სუბსიდიებს იზიდავდა.

16 სექტემბერი 2019, 18:59

მსოფლიო

ბასკების სეპარატისტული მოძრაობის 47-მა წევრმა ბრალი აღიარა

ბასკების სეპარატისტული მოძრაობის (ETA) 47 წევრის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა 25 წუთი გაგრძელდა. The Guardian-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება დადეს. შეთანხმების თანახმად ბრალდებულთა უმეტესობას სასამართლო 2-წლიან პირობით სასჯელს გამოუტანს, ორი წევრი კი 5-თვიან რეალურ სასჯელს მოიხდის.