imedi /  20 სექტემბერი 2019, 23:12 / სანდო წყარო

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განმარტა

დიმიტრი ცქიტიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს.

მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების სპეკულაციური ინტერპრეტაცია გაავრცელა.

„ბევრი კითხვაც მივიღე და სამწუხაროდ, ყველას ვერ ვპასუხობ სათითაოდ. ვეცადე საინფორმაციო საშუალებებით გამეცა პასუხები, თუმცა, აქაც მინდა პოზიცია განვმარტო მოკლედ და საგნობრივად.

საქმის ვითარება არის შემდეგი: კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას. კანონპროექტი უკრძალავს დამსაქმებელს იძულებით, სამსახურიდან გაგდების მუქარით ან ნებისმიერი სხვა ფორმით აიძულოს დასაქმებული დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი ამუშაოს.

დღეს კონკრეტულმა პირებმა ხელოვნურად ატეხეს აჟიოტაჟი, რათა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესი სათავეშივე იყოს დისკრედიტებული. კანონი ემსახურება ცალსახად უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას შრომით ურთიერთობებში, განსაკუთრებული აქცენტით დასაქმებულების ინტერესების დაცვაზე. 

კანონის დახვეწის საჭიროება გამომდინარეობს ამ სფეროში შექმნილი საკმაოდ მძიმე ვითარებიდან, რაზეც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ხმამაღლა საუბრობს. პროფკავშირებს მუდმივი განგაში აქვს ატეხილი, გვაკრიტიკებს ბევრი საერთაშორსო არასამთავრობო ორგანიზაცია, მუდმივად მიგვითითებს სახალხო დამცველი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის სტრუქტურები და, რაც მთავარია, ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურობაში, ყოველ ნაბიჯზე.

ბევრი სპეკულაცია იყო, მაგრამ კანონპროექტი სინამდვილეში გულისხმობს: დისკრიმინაციის აკრძალვას; ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გაცილებით მაღალ სტანდარტს; სტაჟირების ინსტიტუტის შემოღებას და სტაჟიორების უფლებების დაცვას; სამუშაო დროის რეგულირებას და მონური შრომის აკრძალვას; ზეგანაკვეთური შრომის მომატებული ტარიფით ანაზღაურებას; გარანტირებულ შესვენებას, დასვენებას და შვებულებას; სამსახურიდან ადამიანების უმიზეზოდ განთავისუფლების აკრძალვას; კონსულტაციებსა და ინფორმაციის გაცვლას დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის; მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში, დასაქმებულებისათვის გარკვეული გარანტიების მიცემას.

რაც მთავარია, იმისათვის, რომ ეს კანონი იყოს ქმედითი, შემუშავებულია ზედამხედველი ორგანოს - შრომის ინსპექციის კანონი და კანონში გათვალისწინებულია აღსრულების მექანიზმები, მათ შორის სანქციები. კანონპროექტები აგებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებზე, რომელთა კანონმდებლობაში ასახვის ვალდებულება გვაქვს ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით. ასევე, ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელი წინაპირობაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დასაწყებად.

რაც შეეხება კანონპროექტების განხილვის პროცესს: კანონპროექტი ინიციირება ჯერ არ მომხდარა. პროექტი მომზადებულია, ჩატარდა პირველი შეხვედრა დაინტერესებულ 30-მდე ორგანიზაციასა და უწყებასთან. ამასთან ერთად, დაგეგმილია კიდევ მრავალი დეტალური განხილვა და მხარეთა პოზიციების დაახლოება.

შენიშვნები მოწოდებული აქვს სხვადასხვა ბიზნესასოციაციებს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ბიზნესომბუდსმენს, სამინისტროებს. იგეგმება შენიშვნების გაანალიზება და პოზიციათა დაახლოება.

მიუხედავად ამისა, საქართველოში მუდმივად იქნებიან ადამიანები, ვინც მოწოდებული იქნებიან, ქვეყანაში შეინარჩუნონ მონური შრომა“, - წერს ცქიტიშვილი Facebook-ის გვერდზე.

კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებმა და ბიზნესომბუდსმენმა გააკეთეს. მოგვიანებით კანონპროექტს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც.

მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, უფრო მეტად უნდა იყოს განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან.

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2026, 11:42

ტექნოლოგიები

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

სამარხი მაღალჩინოსან იუნმენს ეკუთვნოდა, რომელიც ფარაონ ჯედკარა ისესის მმართველობის ხანაში მოღვაწეობდა. იმავე სამარხში დაკრძალულიყო მამამისი იტიც - შედარებით დაბალი რანგის მოხელე. არქეოლოგების ვარაუდით, ორმაგი სამარხი ასახავს იუნმენის სოციალურ დაწინაურებას ცენტრალურ ადმინისტრაციაში და მის სურვილს, პატივი მიეგო მამის ხსოვნისთვის.

10 სექტემბერი 2026, 11:29

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ხულოს მუნიციპალიტეტში გამოავლინა.

10 სექტემბერი 2026, 11:26

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

10 სექტემბერი 2026, 11:26

სამართალი

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.

გიორგი გაბუნია

10 სექტემბერი 2026, 11:21

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია მარტა კოსის განცხადებაზე: თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი

თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც თქვა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.

10 სექტემბერი 2026, 11:20

მსოფლიო

Reuters: ბრიტანეთის პოლიციამ „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გააფართოვა

ბრიტანეთის პოლიციამ ოპოზიციური პოპულისტური პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება გაფართოვდება და მასში შეიტანა დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებული ბრალდებებიც, რომელთა მიხედვითაც პარტიის წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების საკითხში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას გეგმავდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიაზე: ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის „ნაცმოძრაობას“. თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს

ოპოზიციაში არსებული კრიზისი ღრმავდება, ნიკა გვარამიას სამიზნე იაგო ხვიჩიასთან ერთად ისევ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“. გვარამიას მიაჩნია, რომ პარტია რეპუტაციას ვერ აღიდგენს და მათ საკუთარი თავი თავად დაიზიანეს. გვარამიას ასევე ფიქრობს, რომ იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობის“ დაშლისთვის მუშაობს.

10 სექტემბერი 2026, 11:06

ეკონომიკა

დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

დავით ქართველიშვილი

10 სექტემბერი 2026, 11:03

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი BBC-ზე: თუ ეს მედიაგიგანტი სერიოზულად ეკიდება საკუთარ სტანდარტებს, შემდეგი შიდა გამოძიების საგანი უნდა გახდეს არა მხოლოდ არდეის ისტორიის გაშუქებაში BBC-ის პასუხისმგებლობის ხარისხი, არამედ საქართველოში „კამიტის“ შესახებ მომზადებული მასალის სანდოობაც

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში BBC-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უნდა გადამოწმდეს ყველა ის გამოქვეყნებული მასალა, რომელიც კემბრიჯის პროფესორ ჯეისონ არდეის ეხებოდა, რათა დადგინდეს, ხომ არ შეუწყო ხელი ამ მასალების გამოქვეყნებამ პროფესორის ირგვლივ დატრიალებულ ტრაგედიას.

10 სექტემბერი 2026, 11:00

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

სააგანეტოს ინფორმაციით, როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება - სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას დეტალურად ეცნობიან და რეკომენდაციებს გასცემენ.

10 სექტემბერი 2026, 10:47

მსოფლიო

POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განადგურების მიზნით

აშშ ცდილობს ნატოს მოკავშირეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) „სისტემატური დემონტაჟის“ კამპანიაში ჩართოს, რაც ისედაც დაძაბულ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე დამატებით ზეწოლას ქმნის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 10:37

პოლიტიკა

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები და მზარდი გლობალური საფრთხეების ფონზე, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან შეხვედრა გამართა.

10 სექტემბერი 2026, 10:22

რეგიონი

რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.

10 სექტემბერი 2026, 10:14

მსოფლიო

POLITICO: ზელენსკის დიდი გათვლა - უკრაინას სჯერა, რომ რუსეთს გაუძლებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სარისკო გათვლაზე მიდის - მას სურს ომი რუსეთის ტერიტორიის კიდევ უფრო სიღრმეში გადაიტანოს და ვლადიმერ პუტინზე იმდენად დიდი ზეწოლა მოახდინოს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ანტონიუ კოშტა ფრიდრიხ მერცი

10 სექტემბერი 2026, 09:48

მსოფლიო

Reuters: გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:28

მსოფლიო

უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა დაღესტანი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბრის ღამეს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:12

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ელიზბარაშვილზე: ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:06

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრებთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.

დონალდ ტრამპი

10 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 სექტემბერს საქართველოში

10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.