Imedi /  01 ოქტომბერი 2019, 13:30 / სანდო წყარო

ზურაბ ჯაფარიძე თეთრი ტაქსების რეგულაციის დასარღვევად სხვა ფერის მანქანით მუშაობს

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციის დასარღვევად თბილისის ქუჩებში მუქი ნაცრისფერი მანქანით ტაქსის მძღოლად მუშაობს. 

ჯაფარიძეს აღნიშნულთან დაკავშირებით Facebook Live-ი აქვს ჩართული. როგორც თვითონ ამბობს, აინტერესებს ვინ გააჩერებს და დააჯარიმებს მას სხვა ფერის მანქანით ტაქსის მძღოლად მუშაობის გამო. 

"ჩემი აზრით, არავის საქმე არაა ჩემი მანქანა რა ფერია და ვის რა მომსახურებას გავუწევ. მგონია, რომ სახელმწიფოს ასეთი ჩარევა ადამიანების პირად ცხოვრებაში არა მხოლოდ უაზრობაა, არამედ ჩვეულებრივი მავნებლობა და სიგიჟეა", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

დღეიდან, კახა კალაძის ინიციატივით, თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ამოქმედდა. რეგულაციის მიხედვით, ტაქსი თეთრი ფერის, 4-კარიანი, მარცხენა საჭიანი ავტომობილი უნდა იყოს. 

ყველა სიახლე

ნარკოტიკი

22 ოქტომბერი 2019, 10:14

ძალოვნები

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანადა არჩევნები

22 ოქტომბერი 2019, 09:56

მსოფლიო

კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრიუდოს პარტია ლიდერობს

ამ დროისთვის ტრიუდოს პარტიას 338-ადგილიან პარლამენტში 156 მანდატი აქვს. იმისთვის, რომ ლიბერალებმა მთავრობა ჩამოაყალიბონ, მათ გამარჯვება 170 ოლქში უნდა მოიპოვონ. მეორე ადგილზე „კონსერვატიული პარტია“, რომელმაც 122 ოლქში გაიმარჯვა.

პასპორტი

22 ოქტომბერი 2019, 09:34

საქართველო

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა.

იმპერატორი ნარუჰიტო

22 ოქტომბერი 2019, 09:15

მსოფლიო

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად ავიდა

იაპონიის ახალი იმპერატორი ნარუჰიტო 2000 სტუმრის თანდასწრებით ტახტზე ოფიციალურად ავიდა.„ვფიცავ, რომ ხალხის ბედნიერების და მთელ მსოფლიოში მშვიდობის სახელით, ხალხთან ერთად და კონსტიტუციის თანახმად, ვემსახურები იაპონიას"- განაცხადა იმპერატორმა ცერემონიაზე.

იაშვილის კლინიკა

22 ოქტომბერი 2019, 08:48

საქართველო

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევა გუშინ მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რკინიგზის ლიანდაგი გადის. მოზარდი იაშვილის საავადმყოფოში თავის ქალის მოტეხილობით გადაიყვენეს.

ჩრდილოეთ ირლანდია

22 ოქტომბერი 2019, 08:41

მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება და აბორტი დააკანონეს

შესაბამისი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღო. 21 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიელმა დეპუტატებმა სხდომის დროს ეს გადაწვეტილება ვერ დაბლოკეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება და აბორტი დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე ლეგალური გახდა.

აბრეშუმის გზის ფორუმი

22 ოქტომბერი 2019, 08:16

ეკონომიკა

დღეს თბილისში „აბრეშუმის გზის“ ფორუმი გაიხსნება

ორგანიზატორების ვარაუდით, წლევანდელი ფორუმი გასული წლებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბური იქნება და მასში ორიათასამდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. „აბრეშუმის გზის“ ფორუმი საქართველოში 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2019, 08:05

საქართველო

დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დღეს დეპუტატების კითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უპასუხებს. დეპუტატები მას კითხვებს მის ბიოგრაფიასა და წარსულ საქმიანობაზე დაუსვამენ.

ელექტროსიგარეტი

22 ოქტომბერი 2019, 00:59

ტექნოლოგიები

კვლევა: ინგლისში 50 000-ზე მეტმა ადამიანმა ელექტროსიგარეტის დახმარებით მოწევას თავი დაანება

ინგლისში, ელექტროსიგარეტის დახმარებით, 50 000-ზე მეტმა ადამიანმა მოწევას თავი დაანება. CNN წერს, რომ შედეგი ერთი წლის მონაცემს ასახავს. ინგლისში ელექტროსიგარეტის მოხმარების დონზე 2011 წლიდან გაიზარდა, თუმცა მაჩვენებელმა კლება უკვე 2015 წლიდან დაიწყო.

მარკ ცუკერბერგი

22 ოქტომბერი 2019, 00:23

მსოფლიო

ცუკერბერგი: რუსეთი, ირანი და ჩინეთი აშშ-ის მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობენ

„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი სულ უფრო გაწაფულ ტაქტიკებს იყენებენ არჩევნებში ჩარევისთვის. ჩვენს მიერ აღმოჩენილი ექაუნთების ქსელი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყნებს განზრახული აქვთ მომავალი არჩევნების დროს იაქტიურონ"- განაცხადა ცუკერბერგმა.

ბრაზილია

22 ოქტომბერი 2019, 00:03

მსოფლიო

ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ქუჩაში ჩამოვარდა

ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ქუჩაში ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი სამ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევისას დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საფრენი აპარატი სამ ადამიანზე იყო გათვლილი.

21 ოქტომბერი 2019, 23:50

თემა

რა უნდა ვისწავლო ინგლისურში ზმნის და დროების გარდა?

ზმნისა და გრამატიკული დროების ცოდნა მნიშვნელოვანი და საჭიროა, მაგრამ იმისათვის, რომ ინგლისურად თავისუფლად ილაპარაკოთ, ეს საკმარისი არ არის.ცოცხალი ენის გასათავისებლად მხოლოდ სახელმძღვანელოები არ კმარა, საჭიროა ორიგინალში სერიალების ყურება და პრესის კითხვა, სხვადასხვა ფორუმში აქტიური მონაწილეობა და საყვარელი მომღერის შემოქმედების მოსმენა.

Brexit

21 ოქტომბერი 2019, 23:46

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის შეთანხმების შესახებ კენჭისყრაზე კვლავ უარი თქვა

დიდი ბრიტანეთის-ის თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის შეთანხმების შესახებ კენჭისყრის ჩატარებაზე უარი განცხადა. ბერკოუმ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი პროექტის არც შინაარსი და არც გარემოება არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ის პარლამენტის ქვედა პალატამ განიხილა.

მარკ ესპერი

21 ოქტომბერი 2019, 23:21

მსოფლიო

მედია: პენტაგონის ხელმძღვანელი საუდის არაბეთში მოულოდნელად ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ირანთან გართულებული ურთიერთობის ფონზე საუდის არაბეთში ჩავიდა. მარკ ესპერი ერ-რიადს ავღანეთში ვიზიტის შემდეგ ეწვია. მედია წერს, რომ ვიზიტი დაანონსებული არ იყო. ესპერი სავარაუდოდ შეხვდება მეფე სალმანს და პრინც მოჰამედს შეხვდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 ოქტომბერი 2019, 23:19

მსოფლიო

ნეთანიაჰუმ მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა

ისრაელის პრემიერმინისტრის განცხადებით, მან მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო და მანდატი ქვეყნის პრეზიდენტს დაუბრუნა. მოგვიანებით რუვენ რივლინიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ის გეგმავს საპარლამენტო ფრაქციებთან მოლაპარაკებები გამართოს, ხოლო მანდატს ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეს, ოპოზიციის ლიდერს ბენი განცს გადასცემს.

სვანეთი

21 ოქტომბერი 2019, 22:25

საქართველო

ჭუბერში 18 წლის ბიჭი ვარჯიშისას მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა

მესტიის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. 18 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ყარსგურიში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ზიმბაბვე

21 ოქტომბერი 2019, 21:56

მსოფლიო

ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში სულ მცირე 55 სპილო მოკვდა

ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში სულ მცირე 55 სპილო მოკვდა. ზოოპარკის პრესსპიკერის თქმით, მიზეზი შიმშილია, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენს. გვალვამ ზიმბაბვეში მოსავლის დონე მასიურად შეამცირა. მოსახლეობის მესამედს მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე საკვებით დახმარება სჭირდება.

საცობები

21 ოქტომბერი 2019, 21:53

საქართველო

რას გეგმავს მერია თბილისში საცობებისგან თავის დასაღწევად

საცობებისგან თავის დაღწევის ახალი გზა მერიისაგან. დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა, შესაძლოა, ახალმა სისტემამ დაარეგულიროს. თბილისის მთავრობა ამას ახალი წლიდან გეგმავს. თუ ჩანაფიქრი აღსრულდება, გზებზე აღარ დადგებიან პატრულის თანამშრომლები, რომლებიც ნაკადს ხელით არეგულირებენ.

ლიტერა

21 ოქტომბერი 2019, 21:38

კულტურა

„ლიტერას“ გამარჯვებულები დასახელდნენ

საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში ბექა ახალაიას „მტრედების იონამ“ გაიმარჯვა, ნომინაციას საუკეთესო დოკუმენტური პროზა 2 გამარჯვებული ჰყავს. ესენი არიან სალომე ბენიძე და დინა ოგანოვა პროზისთვის SHEROES და ნინო ლომაძე დოკუმენტირი პროზისთვის „ვაშლის ბაღები“

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინი

21 ოქტომბერი 2019, 21:20

მსოფლიო

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ჩრდილოეთ სირიისა და აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი განიხილეს. იტყობინება Reuters-ი კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით. სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს.