imedi /  03 ოქტომბერი 2019, 19:04 / სანდო წყარო

ომბუდსმენი: ხაზარაძის გამონათქვამი დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს აძლიერებს

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მისამართით გაკეთებულ კომენტარს, რომლის თანახმადაც „მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს რა არის ინფრასტრუქტურა. ის შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ“.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის გამონათქვამი არის სექსისტური შინაარსის და აძლიერებს დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და კაცისათვის განსაზღვრული გენდერული როლების შესახებ. მამუკა ხაზარაძის აღნიშნული განცხადებით წარმოჩენილია, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში შეიძლება იყოს კომპეტენტური, ხოლო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი ჩართულობის უნარი, განათლება და კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არის დაყენებული.

სახალხო დამცველი აღინიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძეს, როგორც საჯარო პირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მისი განცხადებებით არ მოახდინოს ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაცია მათ სქესზე აპელირებით. პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ არასწორ და დამამცირებელ სტერეოტიპებს.

სახალხო დამცველმა არაერთხელ გაუსვა ხაზი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, სოციალურად აქტიური ქალებისათვის მტრული გარემოს შექმნა წარმოადგენს მათთვის ბარიერს, რომ სრულყოფილად, თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართონ საქმიანობა. ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია, საჯარო პოლიტიკური დებატების ფარგლებში, ოპონირება მოხდეს პროფესიული კრიტიკის ჩარჩოში და არ ისახავდეს მიზნად პირის დამცირებასა და შეურაცხყოფას მისი პიროვნული მახასიათებლის თუ დადგენილი საზიანო სტერეოტიპების საფუძველზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მამუკა ხაზარაძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამებისაგან და მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს“, - წერია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის კიდევ ახალი 12 წევრის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“. 

ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკრიტიკეს, თავად ხაზაძარემ კი განმარტა, რომ საკუთარ განცხადებაში მინისტრის სქესს არ გულისხმობდა.

ყველა სიახლე

მობილური

17 ოქტომბერი 2019, 00:43

ეკონომიკა

Google-ი ახალ Pixel 4-ს ინდოეთში არ გაყიდის

ინდოეთში ახალი მობილურის შეტანაზე უარის თქმის მიზეზი, სავარაუდოდ, Pixel 4-ს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. საუბარია სახის ამომცნობ და ადამიანის ჟესტების კონტროლ სისტემაზე. ეს ფუნქცია მოქმედებს 60 გიგაჰერც სიხშირეზე, რომლის გამოყენების უფლებასაც ინდოეთი კომპანიებს არ აძლევს.

ვიტრუვიუსის ადამიანი

17 ოქტომბერი 2019, 00:32

კულტურა

ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნახატს პროტესტის მიუხედავად ლუვრში მაინც გამოფენენ

ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი „ვიტრუვიუსის ადამიანი“ პროტესტების მიუხედავად საფრანგეთში გამოიფინება. 1490 წელს შესრულებული ნახატის ნახვა ლუვრში და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე იქნება შესაძლებელი.

17 ოქტომბერი 2019, 00:30

თემა

დიაბეტი ყოველწლიურად მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ?

შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ამავდროულად ის შეიძლება ნებისმიერ დროს თითოეული ჩვენგანის პრობლემად იქცეს.

ლუკა ფოფხაძე

17 ოქტომბერი 2019, 00:22

ტაბლოიდი

ძაღლები ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე. ფოტო

ძაღლები ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან მათი პატრონის, 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე, რომელიც სექტემბერში ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ლუკა ფოფხაძის დედა ბელა ჯმუხაძე სოციალურ ქსელში წერს, ლუკას საფლავს მისი საყვარელი ძაღლები ყოველ დღე აკითხავენ.

17 ოქტომბერი 2019, 00:13

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში გაიხსნა არხი, რომელიც Brexit-ს არ გააშუქებს

​​​​​​​​ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ხსნის დამატებით საინფორმაციო ტელეარხს, რომელზეც Brexit-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს არ გააშუქებს. ტელეკომპანიის განცხადებით, 3 წლის განმავლობაში ამ საკითხმა ბრიტანელები ძალიან დაღალა.

ორსულობა

16 ოქტომბერი 2019, 23:52

ტაბლოიდი

ქალს ავთვისებიანი სიმსივნე ორსულობაში აერია

ექოსკოპიის დროს გაირკვა, რომ ქალი არ იყო ორსულად, არამედ ე.წ. კისტოზური დრიფტი სჭირდა - ეს არის კვერცხუჯრედის არასრული განაყოფიერება, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას. მისი მოშორების შემდეგ, ქალმა ქიმიოთერაპიის ორი კურსი გაიარა. სიმსივნის განმეორების რისკი ისევ არის.

რობერტ აიგერი

16 ოქტომბერი 2019, 23:46

კულტურა

ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დასახელდნენ

გამოცემა The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტებმა ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინეს. რეიტინგში პირველად მოხვდნენ აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი, რომლებმაც აგვისტოში ოჰაიოს შტატში მრეწველობის შესახებ დოკუმენტური ფილმი წარადგინეს.

ოქროს უნიტაზი

16 ოქტომბერი 2019, 23:17

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ოქროს უნიტაზის ქურდობისთვის კიდევ სამი პირი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, ბლენჰეიმის სასახლიდან მოპარული ოქროს უნიტაზის საქმეზე პოლიციამ სამი ადამიანი - ორი კაცი და ერთი ქალი დააკავა. ისინი 34 და 35 წლის, ხოლო ქალი 36 წლის არის და სამივე ოქსფორდიდან არიან. მანამდე პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა.

დონალდ ტრამპი

16 ოქტომბერი 2019, 22:59

მსოფლიო

ტრამპი: ქურთები ანგელოზები არ არიან

სირიაში თურქეთის შეჭრა ჩვენი პრობლემა არაა, ქურთები კი ანგელოზები არ არიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიელ კოლეგა სერჯიო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პორნოგრაფია

16 ოქტომბერი 2019, 22:58

მსოფლიო

ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 38 ქვეყანაში 300-ზე მეტი პირი დააკავეს

ვებგვერდზე ბავშვთა პორნოგრაფიის 200 000-ზე მეტი ვიდეო იყო განთავსებული, რომელიც ჯამში მილიონზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. ვებგვერდი გასულ წელს დიდი ბრიტანეთის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს და დახურეს, თუმცა დღეს გაცხადდა, რომ გამოძიების შედეგად 337 დამნაშავე გამოავლინეს.

ბენქსი

16 ოქტომბერი 2019, 22:30

კულტურა

ბენქსი ინტერნეტმაღაზიას ხსნის

ანონიმი მხატვარი ბენქსი ინტერნეტმაღაზიას ხსნის. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა. „მაღაზიაში Gross Domestic Product (მთლიანი შიდა პროდუქტი) ხელოვნების ნიმუშები, საყოფაცხოვრებო ნივთები და გაცრუებული იმედები იყიდება“, - წერს ბენქსი და რამდენიმე ნივთის ფოტოებს აქვეყნებს.

ერდოღანი

16 ოქტომბერი 2019, 22:26

მსოფლიო

პომპეო და პენსი ერდოღანს თურქეთში მაინც შეხვდებიან

ერდოღანმა მანამდე Sky New-ს განუცხადა, რომ ის აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდოდა თურქეთში, სხვა შემთხვევაში კი დელეგაციის წარმომადგენლებს თურქეთში შესაბამისი რანგის პოლიტიკოსები უმასპინძლებდნენ. აშშ-ის დელეგაცია უკვე თურქეთშია.

ლევან ძნელაძე

16 ოქტომბერი 2019, 22:05

ძალოვნები

ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიან გარჩევის მონაწილე ლევან ძნელაძეს ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს, ლევან ძნელაძეს ბრალი ოფიციალურად ღუდუშაურის კლინიკაში წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 17 ოქტომბერს აღმკვეთი ღონისძიებაზე განხილვა კვლავ ამავე კლინიკაში ჩატარდება.

ანტარქტიდა

16 ოქტომბერი 2019, 21:53

მსოფლიო

წარსულში ბირთვული ტესტების გამო ანტარქტიდის ყინული რადიოაქტიურ ქლორს ასხივებს

მეცნიერებმა განსაზღვრეს რადიოაქტიური ნივთიერება ქლორი 36-ის კონცენტრაცია ორივე ტერიტორიაზე და აღმოჩნდა, რომ პირველ (რუსეთის სადგურის) ლოკაციაზე ამ ნივთიერების შემადგენლობა მაღალია, ამასთან, 2008 წელს კი კონცენტრაციის დონე მოსალოდნელს 10-ჯერ აღემატებოდა.

თურქეთი

16 ოქტომბერი 2019, 21:44

მსოფლიო

ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანი დააკავეს

სამხედრო ოპერაცია „მშვიბოდის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანია დაკავებული. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დაკავებულებს სოციალურ ქსელებში „ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ. ამასთან ერთად, გამოძიება მიმდინარეობს პროქურთული „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წინააღმდეგაც.

დავით დვალი ჯარჯი აქიმიძე

16 ოქტომბერი 2019, 21:19

ძალოვნები

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ზე ადვოკატი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ავრცელებს.

16 ოქტომბერი 2019, 21:03

მსოფლიო

ჩინეთის სასამართლოები ქალებს მოძალადე ქმრებთან განქორწინებაზეც კი უარს ეუბნებიან

ჩინეთში მოძალადე ქმართან განქორწინება სულ უფრო მეტად ხდება ოჯახის დანგრევისთვის არასაკმარისი მიზეზი. კვლევის თანახმად, რომელიც 2013 წელს ჩინეთის ქალთა ფედერაციამ ჩაატარა, ყოველი მეოთხე ჩინელი ქალი განიცდიდა ოჯახში ძალადობას.

ჯეიმს აპატურაი

16 ოქტომბერი 2019, 20:46

საქართველო

აპატურაი: წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე საქართველოა

ჩვენ ვართ სწორ გზაზე, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საქართველო არის დისკუსიის ცენტრში. წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ეს საქართველოა, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

შიმშილი

16 ოქტომბერი 2019, 20:34

ეკონომიკა

გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველო 39-ე ადგილზეა

შედეგების მიხედვით, საქართველოს რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელი თუ პოსტსაბჭოთა ქვეყანა. საქართველოს შემთხვევაში მაჩვენებლები ასეთია: მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება - 7.9%; 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები - 4.3%; ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები - 10.5%; 5 წლამდე სიკვდილიანობა - 1.1.%

მაჰენდრაპარვატა

16 ოქტომბერი 2019, 20:18

მსოფლიო

კამბოჯაში არქეოლოგებმა ქხმერების იმპერიის დროინდელი ქალაქი აღმოაჩინეს

სპეციალური ლაზერული სკანირების საშუალებით მკვლევარებმა ზუსტად დაადგინეს ნანგრევების ადგილმდებარეობა. მეცნიერებმა შექმნეს ქალაქის რუკა, რომელიც ქხმერების იმპერიის ცენტრს წარმოადგენდა. ნანგრევები მე-9 საუკუნით არის დათარიღებული.